დანია 

 

ოფიციალური: ქართულად - დანიის სამეფო; დანიურად - Kongeriget Danmark.

ეტიმოლოგია - წარმოსდგება სიტყვებისაგან dhen - დაბალი ან ბრტყელი და გერმანული მარკ - სანაპირო რაიონი. სხვაგვარად დან სატომო სახელია და შესაბამისად Danmark - დანების ტომის სასაზღვრო ველი.

ქვეყნის კოდი - DK.

 

 გეოგრაფია

ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, უკავია იუტლანდიის ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძულები. სახმელეთო საზღვარი აქვს გერმანიასთან.

 

ფართობი - 43.069 კვ.კმ.

ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - იდინგ-სკოვი 173 მ; უდ. მდინარე (კმ) - გუდენა 158; მთ. ტბები - ნისუმ-ფიორდი, არესი; მთ. კუნძულები (კვ.კმ) - ზელანდია 7.450, ფიუნი 3.485, ლოლანი 1.244, ბორნჰოლმი 588; კლიმატი - ოკეანური.

ბუნებრივი რესურსები - ნავთობი, ბუნებრივი აირი, თევზი, მარილი, კირქვა, ქვა, ხრეში და სილა.

 

 

სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.

სახელმწიფოს მეთაური - დანიის მეფეები შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუქსბურგთა დინასტიიდან არიან. მე-20 საუკუნეში მეფობდნენ: კრისტიან IX (1863-1906), ფრედერიკ VIII (1906-1912), კრისტიან X (1912-1947), ფრედერიკ IX (1947-1972), დედოფალი მარგრეტე II (MARGRETHE II) 1972-დან.

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი Anders Fogh Rasmussen, (2001).

საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი - ფოლკეტინგი (179 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა - 14 კომუნა (ამტ), 2 ქალაქი (ამტსკომუნეს - კოპენჰაგენი და ფრიდერიკსბერგი) და 2 ავტონომიური ტერიტორია (ფარერები, გრენლანდია).

დანიის ყოფილი სამფლობელოები: ისლანდია (930-1944 წლებში), დანიის ანტილები (1672-1733), დასავლეთ ბენგალიაში - ტრანკებარი და სერამპური (1618-1845), ნიკობარის კუნძულები (1756-1789), განაში - კრისტიანბორგი, ფრიდენბორგი და სხვა ტერიტორიები (1699-1850).

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 5.384 ათასი (2003), მათ შორის 97% დანიელები.

ენები - დანიური, ფარერული, გრენლანდიური (ინუიტური დიალექტი). ინგლისური დომინირებს როგორც მეორე ენა.

 

რელიგია - ევანგელურ-ლუთერანული მიმდინარეობის პროტესტანტიზმი.

 

 

ქალაქები (ათ.) - კოპენჰაგენი (1.094), ორჰუსი (221), ოდენსე (145), ოლბორგი (121), ესბიერგი (77).

 

 

 ეკონომიკა

დანია ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (184 მლრდ $) მსოფლიოში 25-ე ადგილი უკავია.

 

წამყვანი დარგები - ლითონგადამამუშავება, გემთმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური, კვების მრეწველობა.

ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 4, მრეწველობა - 27, მომსახურება - 69;

ე.ე.პ. (1 სულზე) - 34.890 $.

ექსპორტი - ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ელექტრომოწყობილობები.

უდიდესი კომპანიები


 კარლსბერგი, ეგმონტი, ლეგო, ნოვო, ტუბორგი.

 

ბიუჯეტი - 52,900 მლნ $.

ვალუტა - დანიური კრონა.

 

 ისტორია

დანიის სახელმწიფო ჩამოყალიბდა IX-X სს-ში. 1849 წლიდან გამოცხადდა კონსტიტუციური მონარქია. 1940 წელს ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. 1945 წელს აღიარა ისლანდიის დამოუკიდებლობა, ხოლო 1948 წელს - ფარერის კუნძულების თვითმმართველობა. 1949 წლიდან ნატოს წევრია, ხოლო 1973 წლიდან - ევროგაერთიანებისა. მარგრეტე II გახდა პირველი დედოფალი 600 წლის შემდეგ (1972). 1992 წელს საერთო სახალხო რეფერენდუმზე უარყოფილ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. მთავრობა იძულებული გახდა გარკვეული ცვლილებები შეეტანა, რის შემდეგაც განმეორებით რეფერენდუმზე იგი მიიღეს.

 

 

 მემკვიდრეობა

კოპენჰაგენი - როზენბერგის ციხე-მუზეუმი (XVII ს.), სადაც განთავსებულია დანიის სამეფო ძვირფასეულობის, ავეჯის და იარაღის კოლექცია, XII ს-ის ტაძარი, შარლოტენბურგის და ფრედენსბორგის სასახლეები, ტივოლის პარკი;

ოდენსე (ჰ.ქ. ანდერსენის სამშობლო) - XIII ს-ის ტაძარი;

როსკლიპი - ვიკინგების გემების მუზეუმი, ღვთისმშობლის ეკლესია (XI ს.);

კოლდინგი - სამეფო სასახლე (XIII ს.);

იელინგის ყორღანი, როსკილდეს საკათედრო ტაძარი.

 ცნობილი დანიელები

ასტრონომი - ტიხო ბრაჰე;

ფიზიკოსი - ნილს ბორი;

მწერალი - ჰანს ქრისტიან ანდერსენი;

ლინგვისტი - ოტო იესპერსენი;

მოგზაური - ვიტუს ბერინგი;

 

მოჭადრაკე - ბენტ ლარსენი;

ფეხბურთელები - მიხაელ და ბრაიან ლაუდრუპები, პეტერ შმაიხელი.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / დანია