ეგვიპტე 

 

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა  

 

 

 

დედაქალაქი კაირო

30°2~N 31°13~E

უდიდესი ქალაქი კაირო

ოფიც. ენები არაბული

მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი

ქ -პრ.-მინისტრი აჰმედ ნაზიფი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

980,869 კმІ (30-ე)

 

  0.632%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 1996 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

80,335,036

59,312,914

74 ად/კმІ (120-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2006მიახლ.

$329.791 მილიარდი (29-ე)

 

$4,836 (110-ე)

აგი (2007)  0.708 (საშუალო) (112-ე)

ვალუტა ეგვიპტური ფუნტი (EGP)

დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)

ქ -ზაფხულის დრო EEთ (UTC +3სთ.)

ქვეყნის კოდი EGY

CCTLD .eg

სატელეფონო კოდი +20

 

 

სახელწოდება

ოფიციალური: ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა.

არაბული: Al-Jumhuriyat Misr al-Arabiyah.

ეტიმოლოგია: ფარაონების ეპოქის მოსახლეობა თავის ქვეყანას კემეს

 უწოდებდა, რაც შავმიწას ნიშნავდა. Aigyptos ანუ ეგვიპტე ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. სავარაუდოდ იგი მიღებულია Hikuptah-ს დამახინჯებით, რაც ნიშნავს უზენაესი ღვთაების პტას სულის ტაძარს. დღევანდელი არაბულენოვანი მოსახლეობა თავის ქვეყანას უწოდებს მისრ

-ს. აქედანაა ძველქართული მისრეთი

.

ქვეყნის კოდი: EG.

 

 

 

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, აღმოსავლეთით - წითელ ზღვას, სამხრეთიდან და დასავლეთიდან შემოფარგლულია უდაბნოებით - საჰარა და ლიბიის უდაბნო.

 

ფართობი: 1.001 ათასი კვ.კმ.

ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - ნილოსის ხეობა, კატარას ქვაბული, დასავლეთი უდაბნო, აღმოსავლეთი უდაბნო. უმაღლესი მწვერვალი - ჯებელ კატერინა 2.638 მ.; უდიდესი მდინარე (კმ)


 ნილოსი 1.550 (სულ 6.671); უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ნასერი 5.500 (ხელოვნური); უდიდესი კუნძული - ჯაზირათ შადვანი; კლიმატი - ხმელთაშუაზღვის, მშრალი.

 

ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფოსფატები, მანგანუმი, კირქვა, თაბაშირი, ტალკი, აზბესტი, ტყვია, თუთია.

 

 

 

 

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი (Mohammed Hosni MUBARAK, 1981).

საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (454+264 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 28 პროვინცია (Muhafazah).

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა: 74,7 მლნ (2003), მათ შორის ეგვიპტელი არაბები 98,8%, ნუბიელები 0,6%.

ენები: არაბული. ინგლისური და ფრანგული ფართოდ ისწავლება.

რელიგია: მუსულმანები 85%, ქრისტიანები 14%.

ქალაქები (ათ.) : ქაირო (7.938; აგლომ. 15.892), ალექსანდრია (3.891; აგლომ. 4.443), ალ-ჯიზა (გიზა, 2.598), შუბრა ალ-ჰაიმა (870; აგლომ. 1.070), პორტ საიდი (549), ას-სუვეისი (სუეცი, 4.880).

 

 

 

 

 ეკონომიკა

ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 72 მლრდ $ (42-ე ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 1.200 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 16, მრეწველობა 34, მომსახურება 50.

ექსპორტი: ნავთობი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი, ხილი.

ბიუჯეტი: 21,500 მლნ $.

ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი (EGP).

 

 ისტორია

ეგვიპტის ცივილიზაცია დაიწყო ძველი წელთ აღრიცხვით V ათასწლეულში და დაასრულა ახალი წელთ აღრიცხვით 332 წელს. იგი ალექსანდრე დიდიმა მაკედონელმა დაიპყრო (ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ ). ძვ. წ. III ათასწლეულში ფარაონმა ნარმენმა გააერთიანა ზედა და ქვედა სამეფოები. ეგვიპტე იყოფა 3 პერიოდად:

 

1. ძველი სამეფო - ძვ. წ. 3 000 წ. - დედაქალაქი მემფისი.

 

2. შუა სამეფო - ძვ. წ. 2 000 წ. - დედაქალაქი თებე.

 

3. ახალი სამეფო - ძვ. წ. XVII-XIV სს. - დედაქალაქი თებე.

 

აღსანიშნავია ეგვიპტური პირამიდები, რომლევიც ძველ სამეფოში იგებოდა და ისინი დღესაც არის შემორჩენილი. პირ-ველი პირამიდა იყო ჯოსერი, რომელიც ფარაონ ჯოსერის საპატივსაცემოდ, გადმოცემის თანახმად, ქურუმმა იმჰოტეპმა ააგო. მისი სიმაღლე 60 მ.

 

ქრისტეს შობამდე 5 000 წელს [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ხღვიდან, პალესტინიდან და ნუბიიდან გადმოსახლდნენ უცხო ტომები და დასახლდნენ ნილოსის ნაპირებზე, ამაღლებულ ადგილას. მათ ააშენეს დაწნული ქოხები და ისინი გახდნენ პირველი ეგვიპტელები. მოიშინაურეს ცხოველები, მოჰყავდათ მშვენიერი მოსავალი და მისდევდნენ მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას. წარმოიშვა ორი სამეფო - ზედა და ქვედა.

 

 

 ძველი ეგვიპტე

 მთავარი სტატია : ძველი ეგვიპტე.

 

 ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაპყრობა

 

 რომის მიერ დაპყრობა

 მთავარი სტატია : ეგვიპტე (პროვინცია).

 

1922 წლიდან ეგვიპტე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, 50-იან წლებში გახდა რესპუბლიკა გამალ აბდელ ნასერის ხელმძღვანელობით. ახლო წარსულში იგი აწარმოებდა ომს ისრაელთან, მაგრამ 1977 წელს ანვარ სადათის პრეზიდენტობის დროს გააფორმა მასთან სამშვიდობო ხელშეკრულება. ამან გამოიწვია ეგვიპტის გარიცხვა არაბულ სახელმწიფოთა ლიგიდან. 1981 წელს ექსტრემისტმა-ისლამისტებმა მოკლეს სადათი, მისი ადგილი დაიკავა ჰოსნი მუბარაქმა, რომელიც უფრო ზომიერ ხაზს ატარებს. 1987 წელს აღადგინა ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან. 1991 წელს მონაწილეობდა სპარსეთის ყურის ომში აშშ-ს მხარეზე. ეგვიპტე ასრულებს მთავარ როლს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში.

 

 

 მემკვიდრეობა

 

დიდი სფინქსიქაირო - ეროვნული მუზეუმი ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობით, ეგვიპტური მუზეუმი, ისლამური კაირო;

ლუქსორი - ლუქსორის და კარნაკის ტაძრები, მეფეთა ველი;

ელ-გიზა - პირამიდები და დიდი სფინქსი;

ასუანი - აბუ-სიმბელის ტაძარი;

სინაი - წითელი ზღვის ქორალური ბაღები.

 

 

 

 

 ცნობილი ეგვიპტელები

პოლიტიკოსები


 გამალ აბდელ ნასერი, ანვარ სადათი;

 

დიპლომატები


 ბუტროს გალი;

 

მწერლები


 ნაგიბ მაჰფუზი;

 

მსახიობები


 ომარ შარიფი, სუად ჰუსნი;

 

ბიზნესმენი


 მოჰამედ ალ-ფაიედი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ეგვიპტე