ვენესუელა 

 

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Gloria al Bravo Pueblo

დევიზი: Dios y Federaciun

 

დედაქალაქი კარაკასი

10°30~N 66°58~ჭ

უდიდესი ქალაქი კარაკასი

ოფიც. ენები ესპანური

მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი უგო ჩავესი

 

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

916,445 კმІ (33-ე)

 

  0.32%

მოსახლეობა

 - 2008 სავ.

 - 2001 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

28,199,822 (მე-40)

23,054,210

30.2 ად/კმІ (173-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$335 მილიარდი (30-ე)

 

$12,800 (63-ე)

აგი (2007)  0.792 (საშუალო) (74-ე)

ვალუტა ვენესუელის ბოლივარი (VEF)

დროის სარტყელი (UTC -4:30)

 

ქვეყნის კოდი VEN

ccTLD .ve

სატელეფონო კოდი +58

 

 

სახელწოდება

ოფიციალური:

ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა.

 

ეროვნული:

Republica Bolivariana de Venezuela.

 

ეტიმოლოგია:

მიიჩნევა, რომ სახელის "ვენესუელა" წარმოშობა მომდინარეობს ამერიგო ვესპუჩისაგან, რომელმაც, ალონსო დე ოხედასთან ერთად 1499 წელს იმოგზაურა ვენესუელის ყურის ჩრდილოდასავლეთ სანაპიროზე. გუაჯირას ნახევარკუნძულთან მოგზაურებმა შენიშნეს სოფლები ე.წ. პალაფიტოები (პალაფიტოს) სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლები წყალზე ჰქონდათ აგებული. ამან ვესპუჩის ქალაქი ვენეცია მოაგონა (იტალია) და ამ ადგილს "ვენეზუოლა" უწოდა, რაც იტალიურად პატარა ვენეციას ნიშნავდა. ესპანურშიც სუფიქსი "ზუელა" კნინობით ფორმას აძლევს სიტყვას. ამიტომ ამ სიტყვის შინაარსი იმავენაირად განიმარტება ამ შემთხვევაშიც.

 

მარტინ ფერნადეს დე ენცისო, რომელიც ვესპუჩისა და ოხედასთან ერთად მოფზაურობდა, წერს თავი ნაშრომში Summa de Geografia რომ ადგილობრივი მცხოვრებნი საკუთარ მიწას "ვენეცუიელას" უწოდებდნენ. შესაძლოა, რომ სახელი სწორედ ამ ადგილობრივი ტერმინიდან განვითარდა. თუმცა ვესპუჩის ისტორია უფრო მეტად პოპულარული რჩება. ინგლისურ ენაში ვენესუელა წარმოითრქმის, როგორც "ვენეზუეილა", ხოლო ესპანურში როგორც "ბენესველა"

 

 

 

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: კოლუმბია, ბრაზილია, გვიანა. ფართობი: 912.050 კვ.კმ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა : ფედერაციული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი უგო რაფაელ ჩავეს ფრიასი (Hugo CHAVEZ, 1999).

საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (165 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა : 23 შტატი (ესტადო), 1 დედაქალაქის ოლქი (დისტრიტო ფედერალ) და 1 სამფლობელო (დეპენდენცია ფედერალ).

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 24.653 ათასი (2003), მათ შორის 85,5% ვენესუელელები, 8,6% კოლუმბიელები.

სახელმწიფო ენა : ესპანური.

რელიგია : კათოლიციზმი.

დედაქალაქი : კარაკასი (1,741 ათასი).

ქალაქები (ათ.): მარაკაიბო (1.854), ვალენსია (1.515), ბარკისიმეტო (949).

 

 ეკონომიკა

რესურსები : ნავთი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ოქრო, ბოქსიტები, სხვა მინერალები, ჰიდროენერგია, ალმასი.

ეროვნ. პროდუქტი - 79 მლრდ $.

ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 4.090 $.

ექსპორტი : ყავა, ნავთობი, რკინის მადანი, ალუმინი, ხილი.

ვალუტა : ბოლივარი (VEB).

 

 ისტორია

ადამიანის დასახლებები ვენესუელის ტერიტორიაზე ჩნდება 15 000 წლის წინათ. ქვეყნის მრავალ ადგილზე აღმოჩენილია ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი საბრძოლო, სანადირო და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოები, რაც ამ დროსისათვის ადგილობრივი ცივილიზაციისაკენ მიუთითებს.

 

მეთექვსმეტე საუკუნეში, კერძოდ 1522 წელს ესპანეთის იმპერიამ მოახდინა ვენესუელის ტერიტორიის კოლონიზაცია. მხოლოდ 1811 წელს შეძლო ვენესუელამ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, თუმცა ის ძალზედ ხანმოკლე აღმოჩნდა. რეალური დამოუკიდებლობა ვენესუელას მოუტანა სიმონ ბოლივარმა ე.წ. ბოლივარ განმათავისუფლებელმა, რომელმაც კარაბობოს ბრძოლაში გამარჯვებით შექმნა "გრან კოლომბოს" სახელმწიფო. ამ სახელმწიფოდან ვენესუელამ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა 1830 წელს.

 

მე-20 საუკუნის დასაწყისის ვენესუელა სამხედრო რეჟიმებით ხასიათდება. პირველი მსოფლიო ომის დროს ნავთობინდუსტრიამ ვენესუელას ეკონომიკის ბუმი განაპირობა. ყველაზე მდიდარ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში სამხრეთ ევროპიდანაც კი დაიწყო ემიგრაცია. თუმცა 80-იანი წლების ნავთობის ფასების ვარდნამ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია ნავთობიზე დამოკიდებულ ქვეყანაში.

 

1992 წელს ყოფილმა სამხედრომ (პარაშუტისტი) - უგო ჩავესმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. პრეზიდენტ კარლოს ანდრეა პერესის გადაგდება ვერ შეძლო მან ვერც მისი შემდგომი მცდელობის დროს. თუმცა 2002 წელს ჩავესმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და გაიმარჯვა, რეოგორც იმ დროს არსებული რეჟიმის რეაქციულმა ოპოზიციონერმა. ჩავესმა დაიწყო საკუთარი იდეოლოგიის "ბოლივარიზაციის" განხორციელება.

 

 

 მემკვიდრეობა

კანაიმას ეროვნული პარკი, კარაკასის საუნივერსიტეტო ქალაქი, კორო და მისი პორტი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ვენესუელა