ვიეტნამი 

 

 

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

 

დედაქალაქი ჰანოი

21°2~N 105°51~E

უდიდესი ქალაქი ხოშიმინი

ოფიც. ენები ვიეტნამური

მთავრობა სოციალისტური რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ნგიენ მინ ჩიეტი

ქ -პრ.-მინისტრი 

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

331,690 კმІ (65-ე)

 

  1.3%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 1999 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

87,375,000 (მე-13)

76,323,173

253 ად/კმІ (46-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2006მიახლ.

$262.5 მილიარდი (36-ე)

 

$3,100 (123-ე)

აგი (2007)  0.733 (საშუალო) (105-ე)

ვალუტა დონგი (VND)

დროის სარტყელი (UTC +7სთ.)

 

ქვეყნის კოდი VNM

ccTLD .vn

სატელეფონო კოდი +84

 

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა.

ეტიმოლოგია: სიტყვა ვიეტ არის ჩინური იეროგლიფის ვიეტნამური წარმოთქმა, რომლის მნიშვნელობა არის შორს, გადალახვა, გავლა. ის მიანიშნებს ჩინეთისშან შორს მდებარე ქვეყანას. მეორე სიტყვა ნამ სამხრეთს ნიშნავს.

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ლაოსი, კამბოჯა, ჩინეთი. ფართობი: 331.688 კვ.კმ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა : კომუნისტური რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ნგიენ მინ ჩიეტი(Nguydn Minh TriЇt, 2006).

საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (498 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა : 58 ოლქი (tinh) და 3 მუნიციპალიტეტი (thu do).

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 83,535,576 (2005), მათ შორის 87,6% ვიეტი, 1,7% ტაი.

სახელმწიფო ენა : ვიეტნამური. სხვა ენები - ინგლისური, ფრანგული, ჩინური, კხმერული.

რელიგია : ბუდიზმი.

დედაქალაქი : ჰანოი (1.396 ათასი).

ქალაქები (ათ.): ხოშიმინი (3.415), ჰაიფონი (582), დო ნანგი (453).

 

 ეკონომიკა

 

 

რესურსები : ფოსფატები, ქვანახშირი, მანგანუმი, ბოქსიტები, ქრომატი, ნავთობის და გაზის მარაგები, ტყეები, ჰიდროენერგია.

ექსპორტი : ქვანახშირი, ბრინჯი, კაუჩუკი.

ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 430 $.

ვალუტა : დონგი (VND).

 

 ისტორია

1858-84 წლებში ფრანგული კოლონიალური სამფლობელოს ნაწილი იყო ინდოჩინეთში. 1945 წელს ვიეტნამიდან გაყვანილ იქნა იაპონიის საოკუპაციო შენაერთები. 1946-დან 1954 წლამდე წარმოებდა ომი დამოუკიდებლობისათვის საფრანგეთის წინააღმდეგ. ჟენევის კონვენციის შესაბამისად ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო მე-17 პარალელით. ამის შემდეგ დაიწყო ომი ჩრდილოეთ ვიეტნამსა და სამხრეთ ვიეტნამს შორის (რომელსაც აქტიურად ეხმარებოდა აშშ). იგი 1976 წელს დასრულდა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის შექმნით. 1978-79 წლებში ვიეტნამს ჰქონდა ომი კამბოჯასთან და სასაზღვრო კონფლიქტი ჩინეთთან. 90-იან წლებში ეს პრობლემები მოწესრიგდა.

 

 

 მემკვიდრეობა

ჰუეს მონუმენტური კომპლექსი, ძველი ქალაქი ჰოი ანი, ჰა ლონგის ყურე, ფონგ-ნაკე-ბანგის ეროვნული პარკი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ვიეტნამი