თურქეთი 

 

 

Turkiye Cumhuriyeti

თურქეთის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი:

დამოუკიდებლობის მარში

 

დევიზი: მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში

 

 

დედაქალაქი ანკარა

 

უდიდესი ქალაქი სტამბოლი

ოფიც. ენები თურქული

მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი აბდულა გიული

ქ -პრ.-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

783,562 კმІ (37-ე)

 

  1.3%

მოსახლეობა

 - 2008 სავ.

 - 2000 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

70,586,256 (მე-17)

67,803,927

93 ად/კმІ (102-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2008მიახლ.

$791 მილიარდი

$10,380 

აგი (2007)  0.775 (საშუალო) (84-ე)

ვალუტა ახალი თურქული ლირა (TRY)

დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)

ქ -ზაფხულის დრო EET (UTC +3სთ.)

ქვეყნის კოდი TUR

ccTLD .tr

სატელეფონო კოდი +90

 

  სახელწოდება

ოფიციალური: თურქეთის რესპუბლიკა.

ქვეყნის კოდი: თღ.

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს შავ და ხმელთაშუა ზღვებს შორის, ორ კონტინენტზე. თურქეთის ევროპულ ნაწილს რუმელია ჰქვია (უჭირავს ტერიტორიის 3 %), აზიურს - ანატოლია. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბულგარეთი, საბერძნეთი, სირია, ერაყი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო.

 

ფართობი: 780.580 კმІ,

ბუნება: უმაღლესი მწვერვალი


 დიდი არარატი 5.165 მ; მთავარი მდინარეები (კმ)


 ყიზილ-ირმაქი 1.182, ევფრატი 960 (სულ 2.770); მთავარი ტბები (კვ.კმ) - ვანი 3.738, თუზი 1.700, ბეიშეჰირი 780, ქებანი 675, ეღრიდირი 590; უდიდესი კუნძული - გოქჩეადა; კლიმატი - კონტინენტური, ხმელთაშუაზღვის.

 

ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ქრომი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, გოგირდი, რკინის მადანი, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.

ეროვნული დღესასწაული: 29 ოქტომბერი - რესპუბლიკის გამოცხადების დღე.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი აბდულა გიული(Abdullah Gil, 2007).

მთავრობის მეთაური  : პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ერდოგანი (2003).

 

 

საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - დიდი ეროვ.: კრება (550 წევრი).

პარტიები: სამართლიანობისა და განვითარების პარტია (თავმ. რ.ერდოგანი), სახალხო-რესპუბლიკური პარტია (დ.ბაიქალი), პარტია ნაციონალური მოძრაობა(დ.ბაჩელი), დემოკრატიული მემარცხენე პარტია (ზ.სეზერი) .

ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია - 81 პროვინცია (ილ) 8 რეგიონში.

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა: 68,1 მლნ (2003), მათ შორის თურქები 80%, ქურთები 18%.

ენები: თურქული, ქურთული, არაბული, სომხური, ბერძნული, ლაზური, ქართული. .

რელიგია: ისლამი (სუნიტური მიმართულება).

ქალაქები (ათ.) : ანკარა (3.456; აგლომ. 3.582), სტამბოლი (8.803; აგლომ. 10.048), იზმირი (2.398; აგლომ. 2.479), ბურსა (1.288), ადანა (1.220), გაზიანთეფი (980), კონია (801), ანთალია (650).

 

 ეკონომიკა

 

ბოსფორის ხიდიეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 200 მლრდ $ (24-ე ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 3.130 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 15, მრეწველობა 31, მომსახურება 54.

ექსპორტი: საფეიქრო ნაწარმი, რკინა, ფოლადი, თამბაქო, ხილი, ტყავის ნაწარმი.

ბიუჯეტი: 42,400 მლნ $.

ვალუტა: ახალი თურქული ლირა (YTL).

 

 ისტორია

ასწლეულების განმავლობაში თურქეთი იყო ოსმალეთის იმპერიის ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა XIV-XVI საუკუნეებში და დაიშალა პირველ მსოფლიო ომში დამარცხების გამო.

 

XX ს.: 1923 წელს გამოცხადდა რესპუბლიკა, რომლის პირველი პრეზიდენტი იყო მუსტაფა ქემალ ათათურქი. 1952 წლიდან თურქეთი ნატოს წევრია. იგი დასავლეთზე ორიენტირებულ ქვეყნად ითვლება და ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატია. ქვეყნის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს დაძაბულობა ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტია (ლიდერი ა.ოჯალანი) უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში აწარმოებს შეირაღებელ წინააღმდეგობას. თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ სამხედროები, რომლებიც არმიას თვლიან სახელმწიფო საერო მმართველობის გარანტად.

XXI ს.: თურქეთის განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე უარყოფილ იქნა 2002 წლის კოპენჰაგენის სამიტზე, სადაც მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად ადამიანის უფლებების დაცვა დასახელდა. 2003 წელს მეზობელ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობამ ისევ წინაპლანზე წამოსწია ქურთების პრობლემა.

 

 მემკვიდრეობა

სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი) - აია-სოფიას ტაძარი, უამრავი მეჩეთი და მუზეუმი, აღმოსავლური ბაზრები;

ნაქალაქარები


 ხათუსა, ტროა, ეფესი, მილეთი, პერგამა, ანტიოქია;

 

ბუნების ძეგლები - გიორემეს ეროვნული პარკი კაპადოკიაში;

თურქული ეპოსი - ქითაბი დედე ქორქუდი (X-XI ს.).

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / თურქეთი