თურქმენეთი 

 

 

Turkmenistan

თურქმენეთი  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: თურქმენეთის ჰიმნი

 

 

დედაქალაქი აშხაბადი

37°58~N 58°20~E

უდიდესი ქალაქი აშხაბადი

ოფიც. ენები თურქმენული

მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

 

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

488,100 კმІ (52-ე)

 

  4.9%

მოსახლეობა

 - 2006 სავ.

 - სიმჭიდროვე 

5,110,023 (113-ე)

9.9 ად/კმІ (208-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2006მიახლ.

$45.11 მილიარდი (86-ე)

 

$8,900 (95-ე)

აგი (2007)  0.712 (საშუალო) (109-ე)

ვალუტა თურქმენული მანათი (TMM)

დროის სარტყელი (UTC +5სთ.)

ქ -ზაფხულის დრო (UTC +5სთ.)

ქვეყნის კოდი TKM

ccTLD .tm

სატელეფონო კოდი +993

 

 სახელწოდება

ოფიციალური: თურქმენეთი.

ეროვნული: Turkmenistan.

 

 გეოგრაფია

 

თურქმენეთითურქმენეთი მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ავღანეთი, ირანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, დასავლეთიდან აკრავს კასპიის ზღვა. ფართობი - 488.100 კვ.კმ. ტერიტორიის 90% ყარაყუმის უდაბნოს უკავია. სამხრეთი საზღვრის გასწვრივ აღმართულია კოპეტდაღის ქედი. მთავარი მდინარეებია ამუ-დარია და ჰარირუდი.

 

 

 სახელმწიფო

 

პრეზიდენტის სასახლესახელმწიფო სისტემა - სოციალისტური პლიურალიზმი.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი გ. ბერდიმუჰამედოვი (2006).

საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (100+50 წევრი).

 

 ტერიტორიული მოწყობა

თურქმენეთი ადმინისტრაციულად იყოფა 5 ოლქად welayat).

 

ახალის ვილაიეთი - ცენტრი აშხაბადი.

მარის ვილაიეთი - ცენტრი მარი.

ლებაპის ვილაიეთი - ცენტრი თურქმენაბატი.

დაშოუზის ვილაიეთი - ცენტრი დაშოუზი.

ბალკანის ვილაიეთი - ცენტრი ბალკანაბატი.

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 4.775 ათასი (2003), მათ შორის


 თურქმენი 77%, რუსი 6,7%, უზბეკი 9,2%, ყაზახი 2%.

 

სახელმწიფო ენა - თურქმენული (72%). სხვა ენები - რუსული (12%), უზბეკური (9%).

რელიგია - ისლამი.

დედაქალაქი - აშგაბატი (728 ათასი). სხვა ქალაქები - თურქმენაბატი (213), დაშოუზი (თაშაუზი, 160), მარი (114), ბალკანაბატი (100), თურქმენბაში (72).

 

 ეკონომიკა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნახევარი ბამბას უკავია და სიდიდით ამ პროდუქტის მე-10 ექსპორტიორია მსოფლიოში. იგი არის ბუნებრივი აირის სიდიდით მე-5 მარაგის მფლობელი. ქვეყნის სხვა მინერალური რესურსებია: ნავთი, ქვანახშირი, გოგირდი, მარილი. ძირითადი საექსპორტო საქონელია: კვების პროდუქტები, ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ბამბა. ეროვნული ვალუტა - თურქმენული მანათი (TMM).

 

 

 უახლესი ისტორია

თურქმენეთის საზღვრების ფორმირება საბჭოთაა ეპოქაში მოხდა. მოკავშირე რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში 1925 წლიდან. მისი დაშლის შემდეგ 1992 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. არის დსთ-ს წევრი ქვეყანა. პრეზიდენტი ძალაუფლება თითქმის აბსოლუტურია, არ არსებობს ოპოზიცია, ერთადერთი ლეგალური პოლიტიკური ორგანიზაციაა თურქმენეთის დემოკრატიული პარტია. სახეზეა პიროვნების კულტის ყველა ნიშანი: თურქმენბაშის (თურქმენთა ლიდერი

 - საფარმურატ ნიაზოვის) გამოსახულებაა ყველგან ბანკნოტებიდან დაწყებული სასურსათო პროდუქციის ეტიკეტებით დამთავრებული. 1999 წელს მეჯლისმა მას უვადო საპრეზიდენტო უფლებამოსილება განუსაზღვრა.

 

 

 კულტურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თურქმენეთიღირშესანიშნაობები: გეოქ-თეფეს ციტადელი ახალთექის ოაზისში; სახელმწიფო ისტორიული და კულტურული პარკი ძველი მერვი. მერვი წარმოადგენდა დიდი ხორასნის ხალიფების სატახტო ქალაქს.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / თურქმენეთი