იაპონია 

 

 

ჰიმნი: Kimi Ga Yo

 

 

დედაქალაქი ტოკიო

35°41~N 139°46~E

უდიდესი ქალაქი ტოკიო

ოფიც. ენები იაპონური (დე-ფაქტო)

მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქია

ქ -იმპერატორი აკიჰიტო

ქ -პრ.-მინისტრი ასო ტარო

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

377,873 კმІ (62-ე)

 

  0.8%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2004 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

127,433,494 (მე-10)

127,333,002

337 ად/კმІ (30-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$4.346 ტრილიონი (მე-3)

 

$33,800 (34-ე)

აგი (2007)  0.953 (მაღალი) (მე-8)

ვალუტა იენა (Ґ) (JPY)

დროის სარტყელი (UTC +9სთ.)

 

ქვეყნის კოდი JPN

ccTLD .jh

სატელეფონო კოდი +81

 

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: იაპონია.

იაპონური: Nihon Koku.

ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება


 ნიჰონ (ასევე ნიპპონ) ორი იეროგლიფით იწერება, რომელთაგან პირველი აღნიშნავს მზეს, მეორე - საფუძველს, ჭეშმარიტებას; წიგნს. აქედანაა გადატანითი მნიშვნელობით, იაპონია, როგორც ამომავალი მზის ქვეყანა. ევროპული სახელწოდებანი კი იმავე იეროგლიფების დამახინჯებული წაკითხვითაა მიღებული.

 

ქვეყნის კოდი: JP.

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში, განლაგებულია იაპონიის არქიპელაგის კუნძულებზე - ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ, სიკოკუ და რიუკიუ.

 

ფართობი: 372.200 კვ.კმ. საზღვრები - 9,426 კმ.

ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - ჰოკაიდო, ჩრდილო-აღმოსავლეთი, ცენტრი და სამხრეთ-დასავლეთი. მთავარი ქედი - იაპონიის ალპები. უმაღლესი მწვერვალები (მ)


 ფუძიამა 3.776, კიტა-დაკე 3.192; მთავარი მდინარეები (კმ) - შინანო-გავა 367, ტონე-გავა 322, იშიკარი-გავა 268, ტეშიო-გავა 256; მთავარი ტბები (კვ.კმ) - ბივა 670, კასუმი-გა-ურა 168, სარომა-კო 152, ინავაშირო-კო 103; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - ჰონსიუ 227.939, ჰოკაიდო 77.981, კიუსიუ 36.728, სიკოკუ 18.297, ეტოროფუ-ტო 3.183, კუნაშირი-ტო 1.499, ოკინავა-ჯიმა 1.204; კლიმატი - ზომიერი, ტროპიკული.

 

ბუნებრივი რესურსები: უმნიშვნელო მინერალური რესურსები, თევზი.

 

 

 

 სახელმწიფო

სიმბოლოები: ემბლემა - ქრიზანთემა, ჰიმნი - Kimi-ga-yi (იმპერატორის საუფლო).

სახელმწიფო სისტემა: კონსტიტუციური მონარქია.

სახელმწიფოს მეთაური: იმპერატორი აკიჰიტო (Akihito, 1989).

მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი თარო Aso(2008).

საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი, შედგება წარმომადგენელთა პალატისაგან (შუგი-ინ - 480 წევრი) და მრჩეველთა პალატისაგან (სანგი-ინ - 247 წევრი).

 

იაპონიის პარლამენტის შენობაპარტიები: ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (თავმ. ი.ფუკუდა), დემოკრატიული პარტია (ხელმ. ი.ოზავა, ი.ხატოიამა).

 

 ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 47 პრეფექტურა, რომლებიც 8 რეგიონს წარმოადგენენ. რეგიონი არის არა ოფიციალური ადმინისტრაციული ერთეული, არამედ ტრადიციული ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია.

კიუსიუ


 სიკოკუ


 ჩუგოკუ


 კინკი (კანსაი)


 ჩუბუ - კანტო


 ტოჰოკუ


 ჰოკაიდო

 

 

 დემოგრაფია

 

იოკოჰამამოსახლეობა: 127,2 მლნ (2003), მათ შორის იაპონელია 99,3%. აქ ცხოვრობენ აგრეთვე კორეელები - 511.000, ჩინელები - 244.000, ბრაზილიელები - 182.000, ფილიპინელები - 90.000.

ენები: იაპონური.

რელიგია: სინტოიზმი და ბუდიზმი.

ქალაქები (ათ.) : ტოკიო (8.240; აგლომ. 31.140), ოსაკა (2.597), ნაგოია (2.190; აგლომ. 8.610), კობე (1.530), იოკოჰამა (3.495), კიოტო (1.470), საპორო (1.848; აგლომ. 2.253).

 

 

 

 

 ეკონომიკა

უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში სიტყვა იაპონია იყო სწრაფი ეკონომიკური პროგრესისა და თამამი ტექნიკური აზრის სიმბოლო. მაღალხარისხოვანმა და შედარებით იაფმა იაპონურმა ავტომობილებმა, ელექტრონიკამ და კომპიუტერებმა დაიკავა მსოფლიო ბაზრის მნიშველოვანი სეგმენტი. 1997 წლიდან ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნა.

 

ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 4.812 მლრდ $ (მე-2 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 38.160 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 37, მომსახურება 61.

ექსპორტი: სამანქანო მოწყობილობები, ავტომობილები, ელექტრომოწყობილობები, ფოლადი, ქიმიკატები.

 

 

ბიუჯეტი: 441,000 მლნ $.

ვალუტა: იენი (JPY).

კომპანიები: მიცუი, მიცუბიში, იტოჩუ, მარუბენი, სუმიტომო, ტოიოტა მოტორსი, ნიშო ივაი.

ბანკები: ტოკიო-მიცუბიში, სუმიტომო ბანკი, დაი-იჩი-კანგიო ბანკი, ფუჯი ბანკი, სანვა, საკურა ბანკი.

 

 

 

 

 ისტორია

1853 წლამდე იაპონია თვითიზოლაციაში იყო მოქცეული. 1867-1868 წლების მეიჯის რევოლუციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა შოგუნატის რეჟიმი და აღდგა იმპერატორების მმართველობა. მე-19 საუკუნის ბოლოდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე იაპონიის საგარეო პოლიტიკა აგრესიული იყო. დამარცხების შედეგად გატარებულმა დემილიტარიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესმა ქვეყანას ეკონომიკის განვითარების საშუალება მისცა. იაპონიის სრული სუვერენიტეტი აღდგენილ იქნა 1952 წელს, გაეროს წევრი გახდა 1958 წელს. 1989 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ჰიროჰიტო. უკანასკნელ წლებში მეზობელი ქვეყნები, პირველ რიგში ჩინეთი და კორეა, იაპონიის წინაშე აყენებენ საკითხს მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის კომპენსირებისათვის.

 მემკვიდრეობა

ძველი კიოტო - ჰორიუჯის ბუდისტური მონუმენტები (VII ს.), ჰიმეიჯის ციხე-კოშკი XVII ს.);

ტოკიო - იმპერატორის სასახლე (XIX ს.);

ჰიროშიმა - მემორიალი;

იცუკუშიმა - სინტოისტური ტაძარი;

ნარა, ისტორიული ქალაქი - მონასტერი (VIII ს.);

კაცურა - სასახლე (XVII ს.).

 

 ცნობილი იაპონელები

მსახიობები


 ტოშირო მიფუნე, ტაკეში კიტანო;

 

მწერლები - ნაცუმე სოსეკი, ოე კენძაბურო, აკუტაგავა რიუნოსკე, ისიკავა ტაკუბოკუ, კავაბატა იასუნარი, მიამოტო იურიკო, ნაკანო სიგეჰარუ, ოძაკი კოიო, ტოკუნაგა სუნაო, კუნიკიდა დოპპო, მორი ოგაი, ტოკუტომი როკა;

კინემატოგრაფისტები


 აკირა კუროსავა;

 

მეწარმეები


 სოიჩირო ჰონდა, ეიჯი ტოიოდა, ტორაკუსუ იამაჰა;

 

მეცნიერები


 რეონა ესაკი, ჰიდეკი იუკავა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / იაპონია