ინდოეთი 

 

 

 

Bharat Ganarajya

Republic of India

ინდოეთის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Jana Gana Mana

დევიზი: ჭეშმარიტება იმარჯვებს

 

დედაქალაქი ნიუ-დელი

 

უდიდესი ქალაქი მუმბაი

ოფიც. ენები ჰინდი, ინგლისური

მთავრობა ფედერაციული რესპუბლიკა საპარლამენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი პრატიბა პატილი

ქ -პრ.-მინისტრი მანმოჰან სინგჰი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

3,287,590 კმІ (მე-7)

 

  9.56%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2001 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

1.12 მილიარდი (მე-2)

1,027,015,248

329 ად./კმІ (31-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$4.726 ტრილიონი (მე-3)

 

$4,182 (118-ე)

აგი (2007)  0.619 (საშუალო) (128-ე)

ვალუტა რუპია (INR)

დროის სარტყელი UTC +5:30სთ.

ქ -ზაფხულის დრო UTC +5:30სთ.

ქვეყნის კოდი IND

ccTLD .in

სატელეფონო კოდი +91

ინდოეთი (ჰინდი ბჰარატ,  ჰინდუსტან) - მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. ორ საუკუნეზე მეტი კოლონია იყო, ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ გადალახა ეკონომიკური იზოლაცია და ჩამორჩენილობა და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა.

 

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ინდოეთის რესპუბლიკა.

ჰინდი: Bharat Ganarajya; ინგლ. - Republic of India.

ეტიმოლოგია: მისი სახელწოდება ჰინდის ენაზე არის "ბჰარატ". იგი მომდინარეობს არიელთა ძველინდური ტომის ბჰარატასაგან, რომელთაც ძვ.წ. VI საუკუნეში მძლავრი სახელმწიფო შექმნეს. ევროპულ ენებზე მისი სახელი მდინარე ინდიდან მომდინარეობს (სანსკრიტულად შინდჰუ ).

ქვეყნის კოდი: IN.

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა სამხრეთ აზიაში, მდებარეობს ინდოსტანის სუბკონტინენტზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: პაკისტანი, ავღანეთი, ჩინეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმა, ბანგლადეში.

 

ფართობი: 3.287.263 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 5.686 კმ; სახმელეთო - 15.168 კმ.

ბუნება: გეოგრაფიული რაიონები


 ჰიმალაები, ინდო-განგის დაბლობი, დეკანის ზეგანი. მთიანი სისტემები


 ჰიმალაები, ყარაყორუმი, ვინდბია, არავალი. უმაღლესი მწვერვალები (მ)


 კანჩეჯანღა 8.598, ნანდა დევი 7.817; მთავარი მდინარეები (კმ)


 ბრაჰმაპუტრა 2.900, განგი 2.125 (სულ 2.510), გოდავარი 1.465, იამუნა (ჯამნა) 1.400, კრიშნა 1.400, ნარმადა 1.310; უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ჰირაკუდი 1.100; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - ანდამანის კ-ბი 6.408 (დიდი ანდამანი 1.536), ნიკობარის კ-ბი 1.841 (დიდი ნიკობარი 1.045), ლაქშადვიპი 32; კლიმატი - ტროპიკული, ზომიერი.

 

ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი (მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საბადო), რკინის მადანი, მანგანუმი, ბოქსიტები, ტიტანი, ქრომიტი, ბუნებრივი აირი, ალმასი, ნავთობი, კირქვა, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი Prathiba Pathil (2007).

მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი Manmohgan sing(2004).

საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი, შედგება შტატების საბჭოსაგან (რაჯია საბჰა, 250 ადგილი) და სახალხო პალატისაგან (ლოკ საბჰა, 545 ადგილი).

პარტიები: ინდოეთის ეროვნული კონგრესი (დაარსებულია 1885 წელს მ.განდისა და ჯ.ნერუს მიერ, ლიდერები - ინდირა განდი 1966-84, რაჯივ განდი 1984-91, ამჟამად სონია განდი), ბჰარატია ჯანატა პარტი (ლიდერი ა.ბ.ვაჯპაი).

 

 ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 28 შტატი (სტატე) და 7 მოკავშირე ტერიტორია (უნიონ ტერრიტორყ).

 

ანდამანის და ნიკობარის კუნძულები


 ანდჰრა-პრადეში, არუნაჩალ-პრადეში


 ასამი


 ბენგალი


 ბიჰარი


 დადრა და ნაგარ-ჰაველი - დამანი და დიუ


 დელი


 გოა


 გუჯარათი


 კარნატაკა


 კერალა


 ლაქშადვიპი


 მადჰია-პრადეში


 მაჰარაშტრა


 მანიპური


 მეგჰალაია


 მიზორამი


 ნაგალენდი


 ორისა


 პენჯაბი


 პონდიშერი


 რაჯასტანი


 სიკიმი


 ტამილნადუ


 ტრიპურა


 უტარ-პრადეში


 უტარანჩალი


 ჩანდიგარჰი


 ჩხატისგარჰი


 ჯამუ და ქაშმირი


 ჯარხანდი


 ჰარიანა


 ჰიმაჩალ-პრადეში

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა: 1.049.700 ათასი (2003), მათ შორის 27,7% - ჰინდუსტანელები, 10,5% - ბიჰარელები, 9,1% - ბენგალები, 8,4% - ტელუგები, 7,6% - მარატჰები, 6,9% - ტამილები, 5,2% - გუჯარათელები.

 

 

ენები: ჰინდი (მასზე ლაპარაკობს 40%), ბენგალური, ტელუგუ, მარათული, თამილური, ურდუ, გუჯარათული, მალაიალამი, კანადა, ორია, პენჯაბური, ასამური, კაშმირული, სინდური, სანსკრიტული. კონსტიტუციით ინგლისური გამოცხადებულია დროებით ოფიციალურ ენად (1%).

რელიგია: ინდუიზმი 83%, ისლამი 11%, ქრისტიანობა 2,6%, სიქიზმი 1,9%, ბუდიზმი 0,7%.

ქალაქები (ათ.) : დელი (დილლი, 10.204; აგლომ. 17.038), კალკუტა (კოლკატა, 4.760; აგლომ. 14.090), ბომბეი (მუმბაი, 12.383 |17.012 ათასი), მადრასი (ჩენაი, 4.382; აგლომ. 6.677 ათასი), ბენგალორი (ბანგალურუ, 4.461; აგლომ. 5.910), აჰმადაბადი (3.654; აგლომ. 4.876), ჰაიდარაბადი (3.585; აგლომ. 5.751), პუნა (2.640; აგლომ. 3.903).

 

 ეკონომიკა

1990-იანი წლებიდან ინდოეთის ეკონომიკა, აქ დაწყებული რეფორმების გამო, უფრო მიმზიდველი გახდა უცხოელი ინვესტორებისათვის. ქვეყანამ სერიოზული ნახტომი გააკეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. აღსანიშნავია ტრადიციული კინოინდუსტრია.

 

ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 357 მლრდ $ (მე-15 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 370 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 28, მრეწველობა 29, მომსახურება 43.

ექსპორტი: ძვირფასეულობა და საიუველირო ნაწარმი, ტანსაცმელი, ბამბა, ჩაი.

ბიუჯეტი: 48,300 მლნ $.

ვალუტა: ინდური რუპია (INR).

 

 ისტორია

მე-16 საუკუნიდან ხდება ინდოეთის დაპყრობა ევროპელი კოლონისტების მიერ. თითქმის 200 წელი იგი ბრიტანეთის კოლონია იყო. 1947 წელს მოხდა სუბკონტინენტის პოსტკოლონიური გაყოფა რელიგიური ნიშნით ინდოეთად და პაკისტანად, რამაც სათავე დაუდო მათ შორის კონფლიქტებსა და ტერიტორიულ დავებს. ინდოეთმა ჯერ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო 1950 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მნიშვნელოვანი რელიგიური, კასტური და ეთნოკულტურული განსხვავებები სხვადასხვა რეგიონებს შორის მუდმივი დაძაბულობის წყაროა. ექსტრემისტული და სეპარატისტული მოძრაობები დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას, საზოგადოებრივ ცხოვრებას, დემოკრატიული ინტიტუტების ფუნქციონირებას. 1948 წელს მოკლულ იქნა ბაპუ - ერის მამა, მაჰატმა განდი, რომელიც სათავეში ედგა ინდოეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას, 1984 წელს - პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი, 1991 წლის არჩევნების დროს - პარტია ეროვნული კონგრესის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი. პაკისტანთან ომმა 1971 წელს გამოიწვია ბანგლადეშის წარმოქმნა. ისლამისტი სეპარატისტების გააქტიურების გამო ჯამუსა და კაშმირის შტატში შემოღებული იქნა ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა. 1992 წელს გაჩაღდა ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ინდუისტებმა და მუსულმანებს შორის.

 

 

 მემკვიდრეობა

დელი - ეროვნული მუზეუმი, წითელი ფორტი (XVII ს.), დიდი მეჩეთი, დიდ მოგოლთა სასახლე (XVII ს.), ყუტბ-მინარის კოშკი (XII ს.);

აგრა


 ტაჯ-მაჰალის მარმარილოს მავზოლეუმი;

 

მუმბაი - VII საუკუნის ტაძრები;

ვარანასი - 1500 ტაძარი;

აჯანტასა და ელორას მღვიმეები, მზის ტაძარი კონარაკში, ქაჯურაჰოს ძეგლების კომპლექსი, ფათეჰპურ-სიქრი, სანჩის ბუდისტური ძეგლები;

ინდური ეპოსი - მაჰაბჰარატა (ძვ.წ. V) და რამაიანა (ძვ.წ. II).

 

 ცნობილი ინდოელები

პოლიტიკოსები


 მაჰატმა განდი, ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი, რაჯივ განდი;

 

რელიგიური მოღვაწენი


 შრი აურობინდო, ვივეკანანდა, გურუ ნანაკი, ჯიდუ კრიშნამურტი;

 

მწერლები


 რაბინდრანათ თაგორი, კალიდასა, მუნში პრემჩანდი, სალმან რუშდი;

 

მეცნიერები


 არიაბჰატა, ბჰასკარაჩარია;

 

მსახიობები


 რაჯ კაპური, შაში კაპური, სანჯივ კუმარი;

 

სპორტსმენი


 ვიშვანატან ანანდი;

 

ასტრონავტი


 რაკეშ შარმა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ინდოეთი