ინდონეზია 

 

 

RepublikIndonesia

ინდონეზიის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Indonesia raya

დევიზი: ერთიანობა მრავალფეროვნებაში

 

დედაქალაქი ჯაკარტა

6°10.5~შ 106°49.7~E

უდიდესი ქალაქი ჯაკარტა

ოფიც. ენები ინდონეზიური

მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი სუსილო ბამბანგ იუდჰოიონო

 

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

1,919,440 კმІ (მე-16)

 

  4.85%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2000 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

234,693,997 (მე-4)

206,264,595

134 ად/კმІ (84-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$1,038 მილიარდი (მე-15)

 

$4,356 (114-ე)

აგი (2007)  0.728 (საშუალო) (107-ე)

ვალუტა რუპია (IDღ)

დროის სარტყელი (UTC +7-დან +9-მდე)

 

ქვეყნის კოდი IDN

ccTLD .id

სატელეფონო კოდი +62

 

ინდონეზიას ხშირად უწოდებენ ათასი კუნძულის ქვეყანას. იგი უდიდესი კუნძულოვანი სახელმწიფოა, ამავე დროს აქ ყველაზე მეტი მუსულმანი ცხოვრობს, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში.

 

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ინდონეზიის რესპუბლიკა.

ინდონეზიური: Republik Indonesia.

ეტიმოლოგია: - სახელი უწოდა გერმანელმა მოგზაურმა ა.ბასტიენმა 1884 წელს. Indos Nesos ბერძნულ ენაზე ინდოეთის კუნძულებს ნიშნავს".

ქვეყნის კოდი: ID.

 

 

 

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, განლაგებულია მალაის არქიპელაგის არქიპელაგის კუნძულებზე - იავა, სუმატრა, სულავესი, ბორნეო და ახალი გვინეა ნაწილობრივ, და სხვა.

 

ფართობი: 1.919.440 კვ.კმ.

ბუნება: მთები - ბარისანი (სუმატრა), მულერი (ბორნეო), მაოკე (ირიან ჯაია); უმაღლესი მწვერვალი - პუნჩაკ-ჯაია 5.030 მ; მთავარი მდინარეები (კმ) - კაპუასი 1.150, ბარიტო 900, მაჰაკამი 770; მთავარი ტბები (კვ.კმ) - დანაუ ტობა 1.264, დანაუ ტოვუტი 430; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - ბორნეო 539.460 (სულ 736.000), სუმატრა 420.306, ახალი გვინეა 412.781 (სულ 785.000), სულავესი 172.000, იავა 125.900, ჰალმაჰერა 17.998, სერამი 17.150, ტიმორი 15.850 (სულ 30.724), ფლორესი 14.268, სუმბავა 13.280; კლიმატი - ეკვატორული;

 

 

 

ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, კალა, ბუნებრივი აირი, ნიკელი, საშენი ხე-ტყე, ბოქსიტები, სპილენძი, ნავთობი, ქვანახშირი, ოქრო, ვერცხლი.

 

 

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (500 წევრი).

 

 

 

 

 ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 27 პროვინცია (პროპინსი), 2 სპეციალური რეგიონი (დაერაჰ ისტიმეწა), 1 დედაქალაქის ოლქი (დაერაჰ კჰუსუს იბუკოტა), რომლებიც 8 მთავარ კუნძულზე არიან განთავსებულნი.

 

ბალი: პროვინცია


 Bali; მოსახლეობა - 3,3 მლნ; ფართობი - 5,6 ათასი.

 

ახალი გვინეა: 2001 წლამდე ირიან-ჯაია ერქვა. მოიცავს დას. პაპუას (Papua Barat), ცენტ. პაპუას (Papua Tengah) და აღმ. პაპუა ( Papua Timur); მოსახლეობა - 2,3 მლნ; ფართობი - 422 ათასი.

იავა: პროვინციები - Banten, Jakarta, jawa Barat, jawa tengah, jawa timur, Yogyakarta; მოსახლეობა - 127,7 მლნ; ფართობი


 132 ათასი.

 

კალიმანტანი: პროვინციები - Kalimantan Barat, Kalimantan Selatan, Kalimanta Tengah, Kalimantan Timur; მოსახლეობა - 11,9 მლნ; ფართობი - 540 ათასი.

მალაკა: პროვინციები


 Maluku, Maluju Utara; მოსახლეობა - 2,1 მლნ; ფართობი - 75 ათასი.

 

ნუსა-ტენგარა: პროვინციები - Nusa Tenggara Barat, Nusa Tenggara Timur; მოსახლეობა - 8,4 მლნ; ფართობი - 68 ათასი.

სულავესი: პროვინციები


 Gorontalo, Sulawesi Selatan, Sulawesi Tengah, Sulawesi Tenggara, Sulawesi Utara; მოსახლეობა - 15,7 მლნ; ფართობი - 189 ათასი.

 

სუმატრა: პროვინციები


 Aceh, Bangja-Belitung, Bengkulu, jambi, Lampung, riau, riau Kepulauan, Sumatera Barat, Sumatera Selatan, Sumatera Utara; მოსახლეობა - 46,4 მლნ; ფართობი - 474 ათასი.

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა: 234,9 მლნ (2003), მათ შორის 45% - იაველები, 14% - სუნდელები, 7,5% - მადურელები, 5,4% - მალაიელები.

ენები: ბაჰასა ინდონესია (მალაიურის მოდიფიცირებული ვარიანტი), ინგლისური, ნიდერლანდული, ადგილობრივი ენები.

რელიგია: ისლამი - 90 %.

 

 

 

ქალაქები (ათ.) : ჯაკარტა (8.830; აგლომ. 17.891), სურაბაია (3.031; აგლომ. 3.788), ბანდუნგი (2.733; აგლომ. 3.944), მედანი (2.204; აგლომ. 3.062).

 

 ეკონომიკა

ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 222 მლრდ $ (მე-23 ადგილი); 1 სულზე - 1.110 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 16, მრეწველობა 43, მომსახურება 41.

ექსპორტი: ნავთობი, გაზი, ხე-ტყის მასალები, კაუჩუკი, ყავა.

ბიუჯეტი: 26,000 მლნ $.

ვალუტა: ინდონეზიური რუპია (IDR).

 

 მემკვიდრეობა

სინგასარის ტაძარი მალანგაში (XIV ს.), არქეოლოგიური მუზეუმი ჯაკარტაში; ბორობუდურის ბუდისტური ტაძარი (IX ს.), უჯუნ კულონის ეროვნული პარკი, ბრამბანანის ინდუისტური ტაძარი (X ს.), პანატარანის ტაძართა კომპლექსი იავაზე (XIV ს.); კომოდოს ეროვნული პარკი.

 

 ისტორია

XX ს.: ნიდერლანდების მიერ ფორმალური სუვერენიტეტის გადაცემის შემდეგ 1950 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა სუკარნო. 1963 წელს ნიდერლანდებმა მისცა დასავლეთ ახალი გვინეა. 1965 წელს სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი სუხარტო. 1976 წელს ინდონეზიამ მიიტაცა პორტუგალიის ყოფილი კოლონია აღმოსავლეთი ტიმორი. 1991 წელს ანექსირებულ ტერიტორიაზე დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრაცია, რამაც ინდონეზიის საერთაშორისო რეპუტაცია სერიოზულად შელახა.

XXI ს.: აღმოსავლეთი ტიმორი 2001 წლიდან დამოუკიდებელია, რაც სხვა სეპარატისტული რეგიონებისათვისაც იმედი მომცემი გახდა. უკანასკნელ წლებში ინდონეზიამ დიდი რყევები გადაიტანა - აზიის ფინანსური კრიზისი, სუხარტოს 32-წლიანი რეჟიმის დასრულება, აღმოსავლეთ ტიმორის დაკარგვა, ისლამისტი ექსტრემისტების გააქტიურება.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ინდონეზია