ირლანდია 

 

 

ოფიციალური: ქართულად - ირლანდიის რესპუბლიკა; ირლანდიულად - Eire; Poblacht na h Eirean; ინგლისურად - Republic of Ireland.

ეტიმოლოგია - სახელი ირლანდია უკავშირდება პროტო-კელტურ სიტყვას Iweri, რაც ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს. მისი ლათინური სახელია Hibernia, უელსური - Iwerddon, ბრეტონული - Iwerzhon. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ირლანდიელთა წინაპრების კავშირს პირენეის ნახევარკუნძულის უძველეს მოსახლეებთან - იბერიელებთან. სახელის ეროვნული ფორმა Eire გაელურ ენაზე ქვეყნის შესატყვისია.

ქვეყნის კოდი - IE.

 

 

 

 გეოგრაფია

 

ირლანდიის რესპუბლიკაქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. სახმელეთო საზღვარი აქვს დიდ ბრიტანეთთან.

 

ფართობი - 70.280 კვ.კმ.

ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - კარანტუოჰილი 1.041 მ; უდიდესი მდინარე - შენონი 360 კმ; უდიდესი ტბა - ლოხ კორიბი 176 კვ.კმ; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - ირლანდია 70.200 (სულ 84.420), აჩილი, არანი; კლიმატი - ოკეანური.

ბუნებრივი რესურსები - თუთია, ტყვია, ბუნებრივი აირი, ბარიტი, სპილენძი, თაბაშირი, კირქვა, დოლომიტი, ტორფი, ვერცხლი.

 

 

 

 

 სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი მ.მაკელისი (Mary MCALEESE, 1997).

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი ბ. აჰერნი (Bertie Ahern, 1997).

საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (60+166 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა. ირლანდიის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 4 რეგიონი (მუნსტერი, კონოტი, ლენსტერი, ოლსტერი), 26 საგრაფო (ცოუნტიეს).

 

 

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 3.924 ათასი (2003), მათ შორის 98,5% ირლანდიელები.

ენები - ირლანდიური და ინგლისური.

რელიგია - კათოლიციზმი.

ქალაქები (ათ.) - დუბლინი (1.018), კორკი (193), ლიმერიკი (85).

 

 

 

 

 ეკონომიკა

ირლანდია ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (65 მლრდ $) მსოფლიოში 44-ე ადგილი უკავია.

 

ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 7, მრეწველობა 39, მომსახურება 54;

 

 

 

ე.ე.პ. (1 სულზე) - 17.790 $.

ექსპორტი - საქონლის ხორცი, რძის პროდუქტები, ვისკი, ქიმიკატები.

ბიუჯეტი - 30,700 მლნ $.

ვალუტა - ევრო (EUღ); 2002 წლამდე ირლანდიული ფუნტი.

 

 ისტორია

7 საუკუნის განმავლობაში იგი ბრიტანეთის კოლონია იყო. 1921 წელს მიიღო დომინიონის სტატუსი, ხოლო 1949 წელს აქ რესპუბლიკა გამოცხადდა (ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიის გარეშე). 1985 წელს ხელი მოეწერა ანგლო-ირლანდიურ შეთანხმებას.

 

 

 

 

 

 მემკვიდრეობა

დუბლინი - ეროვნული მუზეუმი, ციხე-კოშკი (XVI ს.), წმ. პატრიკის ტაძარი (XII ს.).

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ირლანდია