ისლანდია 

 

 

ოფიციალური - ისლანდიის რესპუბლიკა. ეროვნული


 Island, Lydhveldidh. სახელწოდება ნიშნავს "ყინულოვან ქვეყანას". ასევე აღინიშნება სხვა ენებში. გამონაკლისია ლათინური, სადაც ისლანდიას თულეს უწოდებენ. იგივე ტერმინი გამოიყენება გრენლანდიის მიმართაც.

 

 

 

ისლანდია

 გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთის ზღვაში. ფართობი - 103.000 კვ.კმ. კუნძულზე ბევრი ვულკანი და გეიზერია. უმალესი მწვერვალია ჰვანადალსჰნუკური - 2119 მ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ო.რ. გრიმსონი (Olafur Ragnar GRIMSSON, 1996-დან). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (63 წევრი, ალტინგი). იგი შექმნილია 930 წელს და ითვლება უძველეს პარლამენტად მსოფლიოში. ადმინისტრაციული დაყოფა - 23 რეგიონი (sysla) და 14 ქალაქი (kaupstadhur).

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 313 ათასი (2008), მათ შორის 98,3% ისლანდიელები. სახელმწიფო ენა - ისლანდიური. გავრცელებული ენები - სკანდინავიური ენები, გერმანული, ინგლისური. რელიგია - ევანგელურ-ლუთერანული. დედაქალაქი - რეიკიავიკი (118 ათასი). სხვა ქალაქები - კოპავოგური (26), ჰაფნარფიორდური (21).

 

 

 ეკონომიკა

რესურსები - თევზი, ჰიდროენერგია, გეოთერმული ენერგია, დიატომიტი. ექსპორტი - თევზის ნაწარმი, ალუმინი, რკინა, დიატომიტი. ეროვნ. შემოსავალი ერთ სულზე - 24.950 $. ვალუტა - ისლანდიური კრონა (IშK).

 

 

 ისტორია

ისლანდია დასახლდა ნორვეგიელი მიგრანტების მიერ მე-9 საუკუნის ბოლოს. მე-10 საუკუნეში შეიქმნა სახალხო კრება (ალტინგი), რომელიც სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებს ატარებდა. 1000 წელს ისლანდიამ ქრისტიანობა მიიღო. მე-13 საუკუნეში დაიწყო შიდა ომები კლანებს შორის, რომლებიც დასრულდნენ ისლანდიის ნორვეგიის სამეფოს დაქვემდებარებაში შესვლით 1262 წელს. 1380 წლიდან დანიის სამფლობელო იყო. დამოუკიდებელი გახდა 1944 წელს. 1976 წელს ბრიტანეთთან დავის შემდეგ გამოაცხადა 200 მილიანი თევზსაჭერი ზონა. 1985 წელს ისლანდია უბირთვო ზონად გამოცხადდა.

 

 

 

 

 

 ლიტერატურა

ისლანდიურ კულტურას მრავალსაუკუნოვან სკანდინავიურ წიაღში აქვს ფესვები გადგმული. ყველაზე ცნობილ ისლანდიურ კლასიკურ ნაწარმოებებად საგები ანუ პროზაული ეპოსები მიიჩნევა, რომლებიც კუნძულის დასახლების დროინდელია. ბიბლიის მშვენიერი თარგმანი ისლანდიურ ენაზე 14-ე საუკუნეში გამოქვეყნდა. უკანასკნელი ხანების ალბათ ყველაზე ცნობილ მწერლად შეგვიძლია ჰალდორ კილიან ლაქსნესი მივიჩნიოთ, რომელმაც 1955 წელს ნობელის პრემია მიიღო.

 

 

 ისლანდიური სამზარეულო

ისლანდიის სამზარეულო მეტად განსაკუთრებულია და ძირითადად, თევზსა და ცხვრის ხორცს ემყარება. ადგილობრივ დელიკატესებს ტორამატური- юორრამატურ» ჰქვია . უამრავი სახეობის ბოსტნეული მოჰყავთ გეოთერმულ სათბურებში. ყველაზე უბრალო კერძია გრაფლაქსი- graflax» (ჩადებული ორაგული კამით). ერთ-ერთი მთავარი ეროვნული კერძი კი ჰაუკარლია- ჰбკარლ (ზვიგენის გამომშრალი ხორცი). დაჭერილ ზვიგენს ნახევარი წლით ქვიშაში ფლავენ, რათა გახრწნის გარკვეულ დონეს მიაღწიონ. ამის შემდგომ ამოთხრიან, კიდევ გარკვეული პერიოდი თოკებზე კიდებენ, მერე კი, მზა სახით, არაყთან ერთად მიირთმევენ. ისლანდიაში მსოფლიოში ყველაზე თხელ პურს აცხობენ, რომელსაც loivabrios - laufabrauр უწოდებენ, აქვე მზადდება ვულკანური პურიც. ისლანდიაში ძირითადად ყავას სვამენ. ყავახანებში მხოლოდ პირველი ფინჯნის ფულს იხდიან, ყველაფერ დანარჩენს კი უფასოდ იღებენ. ლუდი, ღვინო და სხვა სხეობის სპირტიანი სასმელები შედარებით ძვირია: მაგალითად, ლუდის მოზრდილი კათხა 8$ ღირს, პატარა 5$. 1989 წლამდე ისლანდიაში მთელი 75 წლის განმავლობაში ლუდის სმა საერთოდ აკრძალული იყო. ისლანდიური არაყი ბრენივინი კარტოფილისგან მზადდება და ტმინით არის არომატმიცემული. ქვეყანაში ბევრია რესტორნები, სადაც ეროვნულ კერძებთან ერთად, ევროპულ საკვებსაც მიირთმევს მსურველი. რესტორნებში სადილის საშუალო ფასი 20-50 დოლარია. ოფიციანტისთვის ფეხის ქირის მიცემა არ არის რეკომენდებული.

 

 

 ღრსშესანიშნაობანი

გეიზერების ცნობილი ველი, ეროვნული მუზეუმი, XVIII ს-ის ტაძრები რეიკიავიკსა და ჰოულარში.

 

 

 

 

 საინტერესო ფაქტები

 

რეიკიავიკი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილო დედაქალაქია

ისლანდია ვულკანური წარმოშობის ყველაზე დიდი კუნძულია

ისლანდიელებში ქერათმიანთა პროცენტული რაოდენობა უმაღლესია მსოფლიოში, 92%, აქედან 80% ღია ქერაა. 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ისლანდია