ისრაელი 

 

 

ისრაელის სახელმწიფო  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Hatikvah

იმედი

 

 

დედაქალაქი იერუსალიმი

31°47~N 35°13~E

უდიდესი ქალაქი იერუსალიმი

ოფიც. ენები ებრაული, არაბული

მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია

ქ -პრეზიდენტი შიმონ პერესი

ქ -პრ.-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

20,770 კმІ (151-ე)

 

  2%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 1995 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

7,184,000 (96-ე)

5,548,523

324 ად/კმІ (34-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$232.7 მილიარდი (44-ე)

 

$33,299 (22-ე)

აგი (2007) 0.932 (მაღალი) (23-ე)

ვალუტა ახალი შეკელი (ILშ)

დროის სარტყელი (UTC +2სთ.)

ქ -ზაფხულის დრო (UTC +3სთ.)

ქვეყნის კოდი ISR

ccTLD .il

სატელეფონო კოდი +972

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ისრაელის სახელმწიფო.

ეროვნული: ივრითი, Medinat Yisrael; არაბული , Daulat Israil.

ეტიმოლოგია: ისრაელი ძველებრაულად ღმერთთან შეჭიდებულს ნიშნავს.

 

 გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანი და სირია მდებარეობს, აღმოსავლეთით იორდანია, სამხრეთით წითელი ზღვა, ხოლო დასავლეთით ეგვიპტე და ხმელთაშუა ზღვა.

 

ფართობი - 20.800 კვ.კმ, მათ შორის პალესტინის არაბული სახელმწიფოსათვის გაეროს მიერ გამოყოფილი ტერიტორია - 6.220 კმ2 (ღაზას სექტორი და იორდანის დასავლეთი ნაპირი).

 

რეგიონები. ქვეყნის ჩრდილოეთი, და ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთი მხარე, მთიანია; დასავლეთში ზღვისპირული დაბლობია, სამხრეთში კი უდაბნო.

 

ქვეყნის ჩრილოეთში მდებარეობს გალილის მთები და 1967 წელს შემოერთებული გოლანის მაღლობები. ეს კუთხეები ყველაზე მწვანე და წყალმრავალია ისრაელში; ზამთარი აქ ყველაზე ცივი და ნალექებიანია. გალილსა და გოლანს შორის ხულას ხეობა და ქინერეთის ტბაა.

 

ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მთიან, აღმოსავლეთ მხარეს, გალილისაგან იზრეელის ხეობა ჰყოფს. ეს მხარე სამარიისა და იუდეის მთებს მოიცავს. ეს მთები ჩრდილოეთის მთებზე დაბალია, მაგრამ ზამთარი აქაც საკმაოდ ნალექებიანია. იუდეა სამარიის სამხრეთითაა. იუდეის მთების აღმოსავლეთით იუდეის უდაბნოა. ამ უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთში მკვდარი ზღვის ჩრდილოეთი ნაპირია. სამარიის მთებსა და იუდეის უდაბნოს აღმოსავლეთით იორდანის დაბლობია. ეს დაბლობი თითქმის უდაბნოსავით მშრალი და უნაყოფოა.

 

ისრაელის სამხრეთში ნეგევი მდებარეობს. ამ მხარეს სახელმწიფოს ტერიტორიის დაახლოებით 60% უკავია. ნეგევის უმეტესი ნაწილი უდაბნოა. ჩრდილოეთ ნეგევის აღმოსავლეთით მკვდარი ზღვის დასავლეთი ნაპირია. შუა და სამხრეთ ნეგევის აღმოსავლეთ კიდეში არავა, ანუ სტეპი მდებარეობს, რომელიც მშრალი და სრულიად უნაყოფოა.

 

ისრაელის დასავლეთში, ჩრდილოეთ საზღვრიდან ღაზას სექტორამდე, ზღვისპირული დაბლობია. ისრაელის ფარგლებში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო დაახლოებით 190 კილომეტრზეა გადაჭიმული. ზღვისპირული დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილს აღმოსავლეთით გალილის მთები აკრავს, ცენტრალურ ნაწილს სამარიის მთები, სამხრეთ ნაწილს კი იუდეის მთები და ჩრდილოეთ ნეგევი. დაბლობის უმეტეს ნაწილში ჰავა ძლიერ ნოტიოა; ზღვასთან სიახლოვის გამო, იქაური ზამთრები ნალექებიანობით ქვეყნის მთიან რეგიონებს არ ჩამოუვარდება, ოღონდ ზღვისპირეთში წელიწადის ამ დროსაც შედარებით თბილა. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 70% ზღვისპირულ დაბლობში ცხოვრობს.

 

1967 წელს შემოერთებული ტერიტორიები. სამხრეთში, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ღაზას სექტორი მდებარეობს; პალესტინელი არაბებით დასახლებული ეს ტერიტორია, რომელიც ისრაელმა 2005 წელს დათმო, 2007 წელს პალესტინის ავტონომიასაც გამოეყო და ფაქტიურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა ჰამასის ორგანიზაციის მეთავეობით.

 

ისრაელის სახელმწიფოსა და იორდანიას შორის მდებარეობს ისრაელის (ქვეყნის) შუა მთიანეთი - იუდეისა და სამარიის ისტორიული კუთხეები - რომელიც ძირითადად პალესტინელი არაბებითაა დასახლებული და უფრო იორდანის დასავლეთი ნაპირის სახელითაა ცნობილი. ეს ტერიტორია ერთდროულად პალესტინის ავტონომიასა და ისრაელის სამხედრო ხელისუფლებას ექვემდებარება და მისი საბოლოო სტატუსი ჯერაც გადაუწყვეტავია.

 

ჩრდილოეთში, ისრაელსა და სირიას შორის, გოლანის მაღლობები მდებარეობს. ეს ტერიტორია ისრაელმა 1967 წელს აიღო და1981 წლიდან იქ მხოლოდ ისრაელის კანონია ძალაში; სირია ამ ტერიტორიის დაბრუნებას მოითხოვს და მისი საბოლოო სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

 

ბუნება: მთები - გალილეის მთიანეთი; უმაღლესი მწვერვალი - მერონი 1,208 მ; მდინარე - იორდანი; ტბები - მკვდარი ზღვა, კინერეტი (იგივე გალილეის).

 

 

 

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სიმბოლოები: ისრაელის დროშა - წარმოადგენს თეთრ ტილოს, რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს ორი ლურჯი ზოლი გასდევს. დროშის ცენტრში გამოსახულია დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი. ისრაელის გერბი - წარმოადგენს ფრანგული ფორმის ფარს, რომლის ცენტრში გამოსახულია მენორა - შვიდსანთლიანი შანდალი.

სახელმწიფო სისტემა - დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი შიმონ პერესი (2007).

მთავრობის მეთაური - პრემიერ


მინისტრი ეჰუდ ოლმერტი (2006).

 

საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (ქნესეთი, 120 წევრი).

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 6 876 000 (2005), მათ შორის 80,1% ებრაელები, 17,0% პალესტინელი არაბი. ებრაელთა 32% ევროპულ-ამერიკული წარმოშობისაა, 15% აფრიკული, 13% აზიური, ხოლო 21% აბორიგენია.

სახელმწიფო ენები - ებრაული და არაბული.

რელიგია - იუდაიზმი, ისლამი.

დედაქალაქი - იერუსალიმი (695 ათასი).

ქალაქები - თელ-ავივი (365, აგლ. 2,960 ათასი), ჰაიფა (280, აგლ. 1,007 ათასი), რიშონ ლე-ციონი (220), აშდოდი (198), ბეერ-შევა (187).

 

 

 

 

 ეკონომიკა

რესურსები - საშენი ხე-ტყე, სპილენძის მადანი, ბუნებრივი აირი, ფოსფატი, თიხა, სილა.

სახელმწიფო ბიუჯეტი - 38,500 მლნ $ (1999).

ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 154.174 მლრდ $(2005), ერთ სულ მოსახლეზე - 15.920 $.

ექსპორტი - ხილ-ბოსტნეული, ნავთობპროდუქტები, ქიმიკატები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სასუქები.

ვალუტა - ახალი შეკელი (ILS).

 

 

 

 

 ისტორია

 

ქნესეთი შენობაისრაელის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია:

 

1948 - ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადება;

1948-49 - ომი დამოუკიდებლობისათვის, დასავლეთ იერუსალიმის შეერთება;

1948-52 - ხაიმ ვაიცმანი, ისრაელის პირველი პრეზიდენტი;

1949-53 - დავიდ ბენ-გურიონი, ისრაელის პირველი პრემიერი;

 

 

1949 - ისრაელის მიღება გაეროში;

1956 - სინაის კამპანია და ლიბანის კრიზისი;

1967 - ექვსდღიანი ომი, აღმოსავლეთ იერუსალიმისა და სხვა ტერიტორიების შეერთება;

1968-71 - ახალი ებრაულ-არაბული კონფლიქტი;

1973 - ომი სირია-ეგვიპტესთან;

1978 - კემპ-დევიდის შეთანხმება, ეგვიპტესთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა;

1982 - ოპერაცია "შლომ- ა-გალილ", პალესტინელთა სამხედრო ბაზების განადგურება ლიბანის სამხრეთში;

1994 - პალესტინელ არაბთა ავტონომიის შექმნა ღაზასა და იერიქონში.

 

 

 

 

 მემკვიდრეობა

იერუსალიმი - ძველი ქალაქი, იაფოს და შხემის კარები, გოდების კედელი, კლდის გუმბათი - მეჩეთი ალ-აქსა, უფლის საფლავის ტაძარი, ვია დოლოროზა, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი;

ქრისტიანული ადგილები - ნაზარეთი, კაპერნაუმი;

იერიქონი - სინაგოგა (VI ს.), ხალიფების სასახლე (VIII ს.);

მკვდარი ზღვა - (მასადის ციხე-სიმაგრე).

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ისრაელი