იტალია 

 

 

ოფიციალური: ქართულად - იტალიის რესპუბლიკა; იტალიურად - Italia, Repubblica Italiana.

ეტიმოლოგია - სახელი უკავშირდება ძველ იტალიკურ ტომებს, რომელთა ერთმა ნაწილმა, კერძოდ ლათინებმა დაიმორჩილეს დანარჩენები და შექმნეს რომის სახელმწიფო. სხვა ვერსიით, იგი მომდინარეობს ხბოთა ღვთაების სახელისაგან (ლათინურად ვიტული ხბოებს ნიშნავს).

ქვეყნის კოდი - IT.

 

გეოგრაფია

 

იტალიის რესპუბლიკაქვეყანა დასავლეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, სლოვენია. იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო-ანკლავი: ვატიკანი და სან-მარინო.

 

ფართობი - 301.230 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 4.852 კმ; სახმელეთო - 1.703 კმ.

ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - ალპები, აპენინები, პოს ველი. უმაღლესი მწვერვალები (მ) - გრან პარადიზო 4.061, მონბლანი 4.807 (ნაწილობრივაა იტალიაში); მთავარი მდინარეები (კმ) - პო 652, ადიჯე 410, ტევერე 405; მთავარი ტბები (კვ.კმ) - გარდა 370, მაჯიორე 170 (სულ 212), კომო 146, ტრაზიმენო 128; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - სიცილია 25.426, სარდინია 23.813, ელბა 223 კვ.კმ; კლიმატი


 ხმელთაშუაზღვის, კონტინენტური, ალპური.

 

ბუნებრივი რესურსები - ვერცხლისწყალი, მარმარილო, გოგირდი, ბუნებრივი აირის და ნავთობის მცირე რეზერვები, თევზი, ქვანახშირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

 

 სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა - საპარლამენტო რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო(Giorgio Napolitano, 2006).

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი რომანო პროდი(Romano Prodi, 2006).

საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება რესპუბლიკის სენატისა (315 წევრი) და დეპუტატთა პალატისაგან (630 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა. იტალიის შემადგენლობაში შედის 20 რეგიონი (ღეგიონე): აპულია, აბრუცი, ბაზილიკატა, ემილია-რომანია, ვენეტო, კალაბრია, კამპანია, ლაციო, ლიგურია, ლომბარდია, მარკე, მოლიზე, პიემონტი, ტოსკანა, უმბრია, ვალე-დ-აოსტა, სარდინია, სიცილია, ტრენტინო-ალტო-ადიჯე, ფრიული-ვენეცია-ჯულია. უკანასკნელ ხუთ რეგიონს ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს.

 

 

 

 დემოგრაფია

 

პრეზიდენტის რეზიდენციამოსახლეობა - 58,0 მლნ (2003), მათ შორის 94,1% იტალიელები, 2,6% სარდინიელები, 1,2% ფრიულელები.

ენები - იტალიური, გერმანული (ტრენტინო-ალტო ადიჯეს რეგიონში), ფრანგული (ვალე დ-აოსტა), სლოვენური (ტრიესტე-გორიცია).

რელიგია - კათოლიციზმი.

ქალაქები (ათ.) - რომი (2.456, აგლომ. - 3.550), მილანი (1.180, აგლომ. - 4.047), ნეაპოლი (992, აგლომ. - 3.612), ტურინი (856, აგლომ. - 1.612), პალერმო (652, აგლომ. - 946), გენუა (602, აგლომ. - 675), ბოლონია (369, აგლომ. - 536), ფლორენცია (352, აგლომ. - 824).

 

 

 

 

 ეკონომიკა

იტალია მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (1.160 მლრდ $) მსოფლიოში მე-6 ადგილი უკავია.

 

ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 3, მრეწველობა - 33, მომსახურება - 64;

ე.ე.პ. (1 სულზე) - 20.170 $.

უდიდესი კომპანიები - მონტედისონი, ფიატი, ალფა-რომეო, ბუგატი, პირელი, ირი, ბენეტონი, ფერარი.

ექსპორტი - ღვინო, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ზეითუნის ზეთი, ტექსტილი.

ბიუჯეტი - 504,000 მლნ $.

ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე იტალიური ლირა.

 

 ისტორია

1861 წელს თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე არსებული პატარა სამეფო-სამთავროები გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სულ ბოლოს მათ შეუერთდა რომი, სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს. 1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინის მეთაურობით, რომელიც ჩათრეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წელს იტალია გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა.

 

 

 მემკვიდრეობა

 

კოლოსეუმირომი - პანთეონის ტაძარი (ძვ. წ. I ს.), კოლიზეუმი (I ს.), ფორუმი, კარაკალას აბანოები (III ს.), ტრიუმფალური თაღი, წმ. პავლეს ტაძარი (IV ს.), კაპიტოლიუმის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, გალერეა ბორგეზე;

მილანი - ოპერა «ლა სკალა», ტაძარი (XIV ს.), სან-ამბროჯიოს ეკლესია (XII ს.), მონასტერი ლეონარდო და ვინჩის ფრესკით საიდუმლო სერობა;

ფლორენცია - ისტორიული ცენტრი, ტაძარი (XIII ს.), სტროცის სასახლე (XV ს.);

ვენეცია და მისი ლაგუნა, პიზის ტაძარი და კოშკი, პომპეის არქეოლოგიური ტერიტორია, ნეაპოლის ცენტრი და ყურე, სამეფო სასახლე კაზერტაში, სავოიის სამეფო სახლის რეზიდენცია;

რომაული ეპოსი - ენეიდა (ძვ.წ. I).

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / იტალია