კანადა

 

Canada

კანადა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: O Canada

დევიზი: ზღვიდან ზღვამდე

 

დედაქალაქი ოტავა

45°24~N 75°40~E

უდიდესი ქალაქი ტორონტო

ოფიც. ენები ინგლისური, ფრანგული

მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქია

ქ -მონარქი ელისაბედ II

ქ -გენერალ-გუბერნატორი მიკაელ ჟანი

ქ -პრ.-მინისტრი სტივენ ჰარპერი

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

9,984,670 კმІ (მე-2)

 

  8.92%

მოსახლეობა

 - 2008 სავ.

 - 2006 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

33,254,000 (36-ე)

31,612,897

3.2 ად/კმІ (219-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$1.274 ტრილიონი (მე-13)

 

$38,200 (21-ე)

აგი (2007)  0.961 (მაღალი) (მე-4)

ვალუტა კანადური დოლარი (CAD)

დროის სარტყელი (UTC -3,5-დან -8-მდე.)

ქ -ზაფხულის დრო (UTC -2,5-დან -7-მდე.)

ქვეყნის კოდი CAN

ccTLD .ca

სატელეფონო კოდი +1

 

 სახელწოდება

ოფიციალური: კანადა.

ინგლისური / ფრანგული: Canada.

ეტიმოლოგია: სავარაუდოდ მომდინარეობს სიტყვისაგან "კანატა", რაც ჰურონის ინდიელთა ენაზე "სოფელს", მცირე დასახლებას ნიშნავს.

ქვეყნის კოდი: CA.

 

 

 

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში. მოიცავს კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილს და მიმდებარე კუნძულებს. სახმელეთო საზღვარი აქვს მხოლოდ აშშ-სთან.

 

ფართობი: 9.976.140 კვ. კმ. საზღვრები: საზღვაო - 1.695.369 კმ (მატერიკული); 536.782 კმ (კუნძულების); სახმელეთო - 8.895 კმ.

ბუნება: გეოგრაფიული რაიონები


 აპალაჩები, დიდი ტბების და წმ. ლავრენტის დაბლობი, შიგა დაბლობი, კორდილიერები, ინუიტების რეგიონი. უმაღლესი მწვერვალი - ლოგანი 5.951 მ; მდინარეები (კმ)


 მაკენზი 4.241, წმ. ლავრენტი 3.058, ნელსონი 2.575, ჩერჩილი 1.609; ტბები (კვ.კმ)


 ჰურონი 36.000 (სულ 59.600), დიდი დათვის 31.328, სუპერიორი 28.700 (სულ 82.100), დიდი სლევი 28.568, ვინიპეგი 24.387, ერი 12.800 (სულ 25.700), ონტარიო 10.000 (სულ 18.960); კუნძულები (კვ.კმ) - ბაფინი 507.451, ვიქტორია 217.291, ელზმირი 196.236, ნიუფაუნდლენდი 108.860, ბენქსი 70.028, დევონი 55.247, აქსელ ჰაიბერგი 43.178, მელვილი 42.149; კლიმატი - კონტინენტური ცივი, სუბპოლარული.

 

ბუნებრივი რესურსები: რკინის მადანი, ნიკელი, თუთია, სპილენძი, ოქრო, ტყვია, მოლიბდენი, ალმასი, ვერცხლი, თევზი, საშენი ხე-ტყე, ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ჰიდროენერგია.

 

 

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული ფედერაციული კონსტიტუციური მონარქია.

სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის დედოფალი (1952 წლიდან), რომლის წარმომადგენელია გენერალ-გუბერნატორი.

მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი.

საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (105+301 წევრი).

 

 ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 10 პროვინცია (პროვინცე) და 3 ტერიტორია (ტერრიტორყ; ტერრიტოირე).

 

ალბერტა


 ახალი შოტლანდია


 ბრიტანეთის კოლუმბია


 იუკონი


 კვებეკი


 მანიტობა


 ნიუ-ბრანსუიკი


 ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი


 ნუნავუტი


 ონტარიო


 პრინს-ედუარდის კუნძული


 სასკაჩევანი


 ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები

 

 

 დემოგრაფია

 

კანადის პარლამენტის შენობამოსახლეობა: 32.207 ათასი (2003), მათ შორის - ბრიტანული წარმოშობის - 28%, ფრანკოკანადელები - 23%, სხვა ევროპელები - 15%, აზიელი - 6%.

ენები: ინგლისური (59%) და ფრანგული (23%).

ქალაქები (ათ.) : ოტავა (852; აგლომ. 1.089), ტორონტო (4.492; აგლომ. 5.508), მონრეალი (3.248), ვანკუვერი (1.865), კალგარი (921; აგლომ. 998), ედმონტონი (810; აგლომ. 966), კვებეკი (641; აგლომ. 689).

 

 

 

 

 ეკონომიკა

ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 595 მლრდ $ (მე-9 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 19.640 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 31, მომსახურება 67.

ექსპორტი: ავტომობილები, ნავთობი, ალუმინი, ხე-ტყე, ხორბალი.

ბიუჯეტი: 178,600 მლნ $.

ვალუტა: კანადური დოლარი (ჩAD).

 

 

 

 

 ისტორია

1867 წელს ბრიტანეთის დომინიონის სტატუსი მიიღო. 1931 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 1949 წელს მიუერთდა ნიუფაუნდლენდი. 1982 წლის კანადის აქტით ქვეყნის უფლებამოსილებები გაფართოვდა. თავისუფალის ვაჭრობის შესახებ, რომელიც მან გააფორმა აშშ-სა და მექსიკასთან, განაპირობა საგარეო ვაჭრობის მკვეთრი ზრდა. კანადის საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა რჩება ფრანგულენოვანი კვებეკის სეპარატისტული განწყობილებანი. 1995 წელს ამ პროვინციაში ჩატარებულ რეფერენდუმზე დამოკიდებლობის მომხრეებმა ნახევარზე ოდნავ ნაკლები ხმა მიიღეს.

 

 

 

 

 

 მემკვიდრეობა

კვებეკის ისტორიული რაიონი, ლუნენბურგის ძველი ქალაქი, ალგონქინის, ნაჰანის, დინოზავრის, როკი მაუნთენის ეროვნული პარკები.

 

 

 ცნობილი კანადელები

მწერლები - ალისტერ მაკლეოდი, დუგლას კუპლანდი;

გამომგონებლები - ალექსანდერ ბელი (ტელეფონი), ფრედერიკ ბანტინგი (ინსულინი), ჯეიმს ნაისმითი (კალათბურთი)

ბიზნესმენები - ჯეკ უორნერი (ფილმ-სტუდიის დამაარსებელი), კენეთ თომსონი (მედია მაგნატი)

მსახიობები - მერი პიკფორდი, ქრისტოფერ პლამერი, მაიკლ მეიერსი, კიანუ რივსი;

სუპერმოდელები - ლინდა ევანჯელისტა, ნატაშა ჰენსტრიჯი, პამელა ანდერსონი;

მუსიკოსები - ოსკარ პიტერსონი, პოლ ანკა, ბრიან ადამსი, სელინ დიონი, შანაია ტვეინი, ავრილ ლავინი, მაიკლ ბუბლე;

სპორტსმენები - ჟილ ვილნევი (ავტორბოლა), ბობი ჰალი, გორდი ჰოუ, უეინ გრეცკი, მარიო ლემიე (ჰოკეი), სინდი კლასენი (ჩქაროსნული ციგურაობა).

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / კანადა