კოსტა რიკა 

 

დედაქალაქი სან-ხოსე.

ფართობი 51 100 კვ კმ.

მოსახლეობა 4 300 000 კაცი 2007 წლის მონაცემებით.

სახელმწიფო ენა ესპანური.

 

რესპუბლიკა კოსტა-რიკა მდებარეობს ცენტრალურ ამერიკაში ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე.

ხმელეთით მას ესაზღვრება ნიკარაგუა ნიკარაგუის ტბით და პანამა, ამავე დროს ფართო გასასვლელი აქვს როგორც კარიბის ზღვაზე ისე წყნარი ოკეანის სანაპიროზე, მასვე მიეკუთვნება კუნძულები ჩირაკოკო და სხვა.

მოსახლეობის ძირითად მასას შეადგენენ ესპანელთა შთამომავალნი კრეოლები და მეტისები, მთიან რაიონებში ცხოვრობენ ინდიელები.

მისი დიდი ქალაქებია სან-ხოსე, ნიმონი, პუნტარენასი, ალახუელა.

ადმინისტრაციულად იყოფა შვიდ პროვინციად.

გაბატონებული რელიგია კათოლიკური.                                                   

ეროვნული დღესასწაული 15 სექტემბერი 1821 წ.

ისტორია:

კოსტა-რიკის ტერიტორია აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა 1502 წ, შემდეგ დაიპყრეს ესპანელებმა და 1821  წლამდე შედიოდა გვატემალის გენერალ-საგუბერნატოროში, რის შემდეგ მიიღო დამოუკიდებლობა, მიუხედავად ამისა 1822-23 წლებში შედიოდა მექსიკის იმპერიაში, მაგრამ 1848 წლიდან გამოცხადდა რესპუბლიკად.

1941 წ კოსტა-რიკამ ომი გამოუცხადა ფაშისტურ ბლოკს.

ბუნება.

კოსტა-რიკა ძირითადად მთიანი ქვეყანაა, მთავარი ქედი კარიბის ზღვიდან ატლანტის ოკეანის სანაპირომდე შუაზე კვეთს ქვეყანას, რომლის უმაღლესი მწვერვალია თამ ჩიროპო გრანდეს 3820 მეტრი, მის ჩრდილო-აღმოსავლეთით გრძელდება ვულკანების ჯაჭვი იარ ირასუ, პურიალვა და სხვა, რომელიც ცენტრალური კორდილიერის სახელწოდებითაა ცნობილი.

ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული დიდი დაბლობი, სანაპირო სუსტადაა დანაწევრებული, ყველაზე დიდი და მოხერხებულია ნიკოიას უბე, რომელიც ღრმადაა შეჭრილი ხმელეთსა და ნკ-ს შორის, სახმელეთო საზღვრების სიგრძე 550 კმ-ია, სანაპირო ხაზისა 1300 კმ, მათ შორის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მოდის 1100 კმ.

კოსტა-რიკა მდებარეობს აქტიური სეისმური მოვლენების არეში.

ქვეყნის ჰავასა და მცენარეულ საფარს განაპირობებს მისი მდებარეობა ტროპიკულ სარტყელში ორ ოკეანეს შორის და ვერტიკალური  ზონალობა ზღვისაკენ მიმართული კალთები სადაც თავისუფლად აღწევს ნოტიო პასატები, წელიწადში ღებულობს 3000 მმ-მდე ნალექს, რომელიც მთიან ზოლში 1200-2000 მმ-მდე მცირდება, გამოიყოფა 2 სეზონი ნოტიო IV-XI თვეები და მშრალი  III-XII თვეები.

დიდი ფართობები უჭირავს მარადმწვანე ტყეებს, წყნარი ოკეანის სანაპიროზე კი სავანას.

ცენტრალურ მთიანეთში ტყეები მთლიანად გაჩეხილია, მდიდარია მოკლე და უხვწყლიან მდინარეთა ქსელი, ყველაზე დიდი მდინარეა სან-ხუანი, რომელიც მიედინება ნიკარაგუას საზღვარზე და ჩაედინება კარიბის ზღვაში.

მეურნეობა.

კოსტა-რიკის ეკონომიკა განვითარების დონით დაბალია, მთავარ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობა, გაბატონებულია ა შ შ-ს კაპიტალი, მათ შორის იუნაიტედ ფრუტ კომპანისა, კოსტა რიკა არის მთავარი მწარმოებელი ბანანის, კაკაოსა და ყავის, გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა აქვს შაქრის ლერწმისა და ბრინჯის მოყვანას, საკუთარი მარცვლეული არ ყოფნის და შეაქვს.

სამრეწველო საწარმოთა უმრავლესობა კუსტარული ტიპისაა, ბოლო წლებში ა შ შ-ს და სხვათა მიერ აგებულია ნავთობგადასამუშავებელი, სასუქის, ცემენტის, ავტოსაბურავებისა და ელექტროაპარატურის ქარხნები, აღმოჩენილია გოგირდის, რკინის მადნისა და ბოქსიტის საბადოები, მაგრამ მარაგის სიმცირის გამო სისტემატური დამუშავება არ წარმოებს.

ტრანსპორტი.

რკინიგზების სიგრძე 1300 კმ-ს უდრის, საავტომობილო გზებისა 19 000 კმ-ს.

საგარეო ვაჭრობა ძირითადად საზღვაო ფლოტით ხდება, მთავარი ნავსადგურებია პუნტარენასი წყნარი ოკეანის, ხოლო ნიმონი კარიბის ზღვის სანაპიროზე, ვაჭრობაში მთავარი პარტნიორებია ა შ შ და გერმანია.

ფულის ერთეულია კოლონი.

კულტურა.

მოსახლეობის 15-16% წერა-კითხვის უცოდინარია, არის 1800 დაწყებითი, 65 სახელმწიფო, 76 საშუალო, 90 პროფესიული სკოლა, უნივერსიტეტი სან-ხუანში, ეროვნული მუზეუმი, ეროვნული ბიბლიოთეკა, გამოდის 4 ყოველდღიური და 4 კვირეული გაზეთი, 1 ჟურნალი, საკუთარი საინფორმაციო სააგენტო არა აქვს, არის რადიომაუწყებლობა და ტელევიზია.

სახელმწიფო წყობილება.

კოსტა რიკა რესპუბლიკაა, 1949 წ კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაურია და შემსრულებელი ძალაუფლება ეკუთვნის პრეზიდენტს, რომელსაც 4 წლის ვადით ირჩევენ.

საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი ასამბლეა.

ქვეყანას არ ჰყავს საკუთარი შეიარაღებული ჯარი, ის ერთადერთი ქვეყანაა მთელ ლათ ამერიკაში სადაც კონსტიტუცია კრძალავს რეგულარული შეიარაღებული ძალების შენახვას.

 

 

პარტიები.

მმართველია ეროვნული განთავისუფლების პარტია 1945 წ, აერთიანებს წვრილ, საშუალო და ნაწილობრივ მსხვილ ბურჟუაზიას, ინტელიგენციას, სტუდენტობას, პარტია ნაციონალური კავშირი 1947 წ, ოპოზიციური ლიბერალურ-ბურჟუაზიული პარტია, ეროვნულ-რესპუბლიკური პარტია 1901 წ და ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია 1966 წ იცავს მსხვილ სავაჭრო, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ბურჟუაზიის ინტერესებს, მჭიდროდაა დაკავშირებული ა შ შ-ს მონოპოლიებთან, სახალხო-დემოკრატიული პარტია 1961 წ გამოხატავს წვრილი ბურჟუაზიის, ინტელიგენციისა და გლეხების ინტერესებს, სამოქალაქო-რეოლუციური კავშირი, სოციალისტური მოძრაობა 1931 წ მას 1943 წლიდან კომუნისტური პარტია ეწოდება, მოქმედებს არალეგალურად ბეჭვდითი ორგანო გაზეთი ლიბერტადი ანუ თავისუფლება გამოდის ქ სან-ხუანში.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / კოსტა რიკა