ლატვია 

 

 

ოფიციალური: ლატვიის რესპუბლიკა.

ეროვნული: Latvija; Latvijas republika.

ეტიმოლოგია: სავარაუდოდ თანამადროვე ლატვიელების წინაპრები ცხოვრობდნენ მდინარე ლატას თუ ლეტას ნაპირებზე. მე-19 საუკუნემდე იგი სხვადასხვაგვარად იწოდებოდა: Lettland, Lotygola, Leththia, Lothwa.

 

 გეოგრაფია

 

ლატვია მდებარეობს ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე ესტონეთსა და ლიტვას შორის. ტერიტორიითა და მოსახლეობით მას ასევე შუალედური მდებარეობა აქვს სამ ბალტიურ ქვეყანას შორის. ფართობი - 64.589 კვ.კმ.

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.

სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი(Vალდის ძატლერს, 2007).

მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი

საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (100 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა : 8 ოლქი - რიგა, პიერიგა, კურზემე, ვიდუსლატვია, დაუგავა, ზიემელაუსტრუმი, რეზეკნე, ლატგალე.

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 2.302 ათასი (2005), მათ შორის - ლატვიელები 58%, რუსები 30%, ბელორუსები 4%, უკრაინელები 2,7%, პოლონელები 2,5%.

სახელმწიფო ენა : ლატვიური. გავრცელებული ენები : ლიტვური, რუსული.

რელიგია - პროტესტანტები და კათოლიკები.

დედაქალაქი - რიგა (706 | 867 ათასი).

ქალაქები - დაუგავპილსი (112), ლიეპაია (82), იელგავა (57), იურმალა (52).

 

  ეკონომიკა

საუკუნეების განმავლობაში ძირითადად აგრარულ ქვეყნად ითვლებოდა. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ასევე ზღვაოსნობა, თევზჭერა და სატყეო მეურნეობა.

 

რესურსები - ტორფი, კირქვა, დოლომიტი, ჰიდროენერგია, ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ექსპორტი - კვების პროდუქტები, ქიმიური მრეწველობის პროდუქცია.

ბიუჯეტი - 2,400 მლნ $.

ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3.480 $.

ვალუტა - ლატი (LVL).

 

 

 ისტორია

ისტორიულად ლატვიას ბევრი საერთო აქვს თავის მეზობლებთან. 1918-40 წლებში ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყვნენ. შემდეგ ჩართულნი იქნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წლიდან კი კვლავ გავიდნენ მსოფლიო არენაზე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ლიტვასთან მას მჭიდრო ენობრივი, ხოლო ესტონეთთან ისტორიული და რელიგიური კავშირები აქვს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ლატვიამ განახორციელა მნიშვნელოვანი წისვლა საბჭოთა ეკონომიკიდან თავისუფალი ბაზრისაკენ. ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი დადგა 2002 წლის დეკემბერში კოპენჰაგენის ევროპულ სამიტზე, სადაც მან მიიღო ოფიციალური მიწვევა ევროკავშირის წევრობაზე 2004 წლისათვის. 2003 წლის სექტემბერში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.

 

  მემკვიდრეობა

არქიტექტურა:

რიგა: ისტორიული ცენტრი, საკათედრო ტაძარი (XIII ს.), წმ. იანის ეკლესია (XV ს.), წმ. პეტრეს ტაძარი (XVI ს.);

ლიეპაია: XVIII ს-ის ტაძარი;

ელგავა: XVII ს-ის ტაძარი;

ლიტერატურა: ლატვიური ეპოსი ლაჩპლესისი (1888).

ტურიზმი: საკურორტო ცენტრი იურმალა; 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ლატვია