ლიბანი 

 

 

 სიტყვას "ლიბანი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლიბანი (მრავალმნიშვნელოვანი).

 

ლიბანის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Kulluna lil-watan lil ula lil-alam

 

დედაქალაქი ბეირუთი

33°54~N 35°32~E

უდიდესი ქალაქი ბეირუთი

ოფიც. ენები არაბული

მთავრობა რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი მიშელ სულეიმანი

ქ -პრ.-მინისტრი ფუად სინიორა

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

10,452 კმІ (166-ე)

 

  1.6%

მოსახლეობა

 - 2008 სავ.

 - სიმჭიდროვე 

4,196,453 (125-ე)

358 ად/კმІ (26-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2006მიახლ.

$21.45 მილიარდი (103-ე)

 

$6,100 (90-ე)

აგი (2007)  0.772 (საშუალო) (88-ე)

ვალუტა ლიბანური ფუნტი (LBP)

დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)

ქ -ზაფხულის დრო EET (UTC +3სთ.)

ქვეყნის კოდი LBN

ccTLD .lb

სატელეფონო კოდი +961

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ლიბანის რესპუბლიკა.

ეტიმოლოგია: სახელი სავარაუდოდ მომდინარეობს არამეული ლაბან-ისგან, რაც

თეთრ მთებს

 ნიშნავს.

 

 გეოგრაფია

ლიბანი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სირიასა და ისრაელს შორის. ფართობი - 10.400 კვ.კმ.

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ემილ ლაჰუდი (Emile LAHUD, 1998).

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.

საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (128 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა - 6 ოლქი (მოჰაფაზაჰ).

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 3 826 000 (2005), მათ შორის ლიბანელები - 79,5%, პალესტინელები - 9,0%, სომხები - 4%.

სახელმწიფო ენა - არაბული, გავრცელებული ენებია ფრანგული, ინგლისური, სომხური.

რელიგია - ლიბანის მოსახლეობა რთული კონფესიური შემადგენლობისაა. ისინი რამდენიმე რელიგიურ თემად იყოფიან, ესენია: ქრისტიანები - მარონიტები, მართლმადიდებლები, პროტესტანტები და მუსულმანები - სუნიტები, შიიტები, დრუზები.

 

დედაქალაქი - ბეირუთი (1,170 ათასი).

ქალაქები - ტრიპოლი (213), საიდა (149), სური (117).

 

  ეკონომიკა

რესურსები - კირქვა, რკინის მადანი, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ექსპორტი - ტანსაცმელი, საიუველირო ნაწარმი, ხილი.

ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3.990 $.

ვალუტა - ლიბანის ფუნტი (LBP).

 

ისტორია

1943 წლამდე ლიბანი საფრანგეთის მმართველობის ქვეშ იყო. მოსახლეობის რთულმა ეთნო-რელიგიურმა შემადგენლობამ განაპირობა თავისებური პოლიტიკური სისტემის არსებობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებისას მიიღეს ეროვნული ქარტია, რომლის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ქრისტიანი მარონიტი, პრემიერ-მინისტრი - მუსულმანი სუნიტი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - მუსულმანი შიიტი. ეს შეთანხმება ეფუძნებოდა პირველი აღწერის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ქრისტიანები შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის 60%-ს. მას შემდეგ აღწერა აღარ ჩატარებულა, რელიგიური შემადგენლობა კი სავარაუდოა, რომ მუსულმანთა უპირატესობით შეიცვალა. ეროვნული ქარტიის გადასინჯვის მცდელობამ გამოიწვია დაპირისპირება რელიგიურ თემებს შორის და ხანგრძლივი სამოქალაქო ომი, რაც დღემდე გრძელდება. ამას ემატება პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკების პრობლემაც, რის გამოც ქვეყანას მუდმივი დაძაბულობა აქვს ისრაელთან. 1982 წელს ისრაელის ჯარები შევიდნენ ლიბანის ტერიტორიაზე. 1985-2000 წლებში მათ დაკავებული ჰქონდათ ე.წ. ბუფერულ ზონაში ორ ქვეყანას შორის. 2005 წლის გაზაფხულზე სირიამ გაიყვანა თავისი სამხედრო კონტიგენტი ლიბანიდან.

 

 

 მემკვიდრეობა

ბაალბეკი - ტაძრების ნანგრევები (I ს.),

ბიბლოსი - კლასიკური ხანის ნანგრევები და შუა საუკუნეების ქალაქის ნავსადგურის გარშემო,

კადიშას ყელი - ლამაზი მთიანი პეიზაჟი, ლიბანური კედრების სიახლოვეს,

ტრიპოლი - ჯვაროსანთა ციხე (XV ს.) და შუა საუკუნეების არაბული ქალაქი (XII ს.);

სხვადასხვა: ტაძრები სიდონსა (XII ს.) და რაშაეში (XIII ს.), ტაძარი ბოფორი (XII ს.).

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ლიბანი