ლუქსემბურგი 

 

 

ოფიციალური: ქართულად - ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო; ლუქსემბურგულად - Grousherzog dem Letzebuerg; ფრანგულად - Grand-Duche de Luxembourg; გერმანულად - Grossherzogtum Luxemburg.

ეტიმოლოგია - თავდაპირველად ეს სახელი ერქვა მცირე ციხე-სიმაგრეს (lucilemburrugh, კელტურად Lucilem - მცირე, გერმანულად ბურგ - ციხე-სიმაგრე, შემდეგ მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ქვეყნის კოდი - LU.

 

  გეოგრაფია

 

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოქვეყანა მდებარეობს დასავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, საფრანგეთი, გერმანია.

 

ფართობი - 2.600 კვ.კმ.

ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ბუურგპლააცი 559; მდინარე (კმ) - სური 150 (სულ 172); ტბა - ზემო სური; კლიმატი - ოკეანური, კონტინენტური.

ბუნებრივი რესურსები - რკინის მადანი (ამჟამად ექსპლუატაცია შეწყვეტილია), სასოფლო-სამეურნეო მიწები.

 

 სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.

სახელმწიფოს მეთაური - დიდი ჰერცოგი ანრი (ნასაუს დინასტიიდან).

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.

საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა - 3 ოლქი (დისტრიცტ) და 12 კანტონი (ცანტონ).

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 443 ათასი (2003), მათ შორის 75,1% ლუქსემბურგელები, 6,3% იტალიელები.

ენები - ლუქსემბურგული (ეროვნული ენა), ფრანგული და გერმანული.

რელიგია - კათოლიციზმი.

ქალაქები (ათ.) - ლუქსემბურგი (79), ეშ-ალზეტი (28), დიუდელანჟი (18).

 

 

 ეკონომიკა

ლუქსემბურგი მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომლის წამყვანი დარგია მეტალურგია.

 

ექსპორტი - რკინა, ფოლადი, ტექსტილი, ქიმიკატები, პლასტმასა.

ბიუჯეტი - 5,500 მლნ $.

ეროვნული შემოსავალი (1 სულზე) - 41.210 $.

ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ლუქსემბურგული ფრანკი.

 

ისტორია

თანამედროვე საზღვრებში სახელმწიფო არსებობს 1839 წლიდან. 1867 წელს ლონდონის კონფერენციამ იგი გამოაცხადა მუდმივი ნეიტრალიტეტის

 ქვეყნად. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1890 წლამდე ნიდერლანდებთან უნია ჰქონდა შეკრული. 1921 წლიდან ბელგიასთან ეკონომიკურ-საბაჟო კავშირშია. 1948 წელს კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი ნეიტრალიტეტის შესახებ. 1957 წლიდან ევროგაერთიანების წევრია.

 

 მემკვიდრეობა

ქალაქი ლუქსემბურგი, მისი კვარტალები და საფორტიფიკაციო ნაგებობები

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ლუქსემბურგი