მაკედონია 

 

 

 სიტყვას "მაკედონია" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მაკედონია (მრავალმნიშვნელოვანი).

 

მაკედონიის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

 

დედაქალაქი სკოპიე

42°0~N 21°26~E

უდიდესი ქალაქი სკოპიე

ოფიც. ენები მაკედონური

მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ბრანკო ცრვენკოვსკი

ქ -პრ.-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

25,713 კმІ (148-ე)

 

  1.9%

მოსახლეობა

 - 2006 სავ.

 - 2002 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

2,038,514 (143-ე)

2,022,547

79 ად/კმІ (111-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2006მიახლ.

$16.94 მილიარდი (121-ე)

 

$7,645 (მე-80)

აგი (2005)  0.801 (მაღალი) (69-ე)

ვალუტა მაკედონური დენარი (MKD)

დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)

ქ -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)

ქვეყნის კოდი MKD

ccTLD .mk

სატელეფონო კოდი +389

 

 

სახელწოდება

ოფიციალური: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია.

ეროვნული: Makedonija; republika Makedonija.

ეტიმოლოგია: მომდინარეობს ბალკანეთის ნახერკუნძულზე მდებარე უძველესი ისტოიულ-გეოგრაფიული რეგიონის სახელისაგან.

 

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ბულგარეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, სერბია და მონტენეგრო. ფართობი - 25.713 კვ.კმ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა : დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ბრანკო ცრვენკოვსკი.

მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.

საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - სობრანიე (120 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა : 123 მუნიციპალიტეტი (ოპსტინა).

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა: 2.063 ათასი (2003), მათ შორის - მაკედონელები 67%, ალბანელები 23%, თურქები 4%, ბოშები 2%, სერბები 2%.

სახელმწიფო ენა : მაკედონური (70%). გავრცელებული ენები : ალბანური (21), თურქული (3), სერბული (3).

რელიგია: ქრისტიანობა.

 

 

დედაქალაქი: სკოპიე (452 ათასი).

ქალაქები: ბიტოლა (84), კუმანოვო (79), ტეტოვო (61), პრილეპი (57).

 

 

 ეკონომიკა

რესურსები - ქრომი, ტყვია, თუთია, მანგანუმი, ვოლფრამი, ნიკელი, დაბალი ხარისხის რკინის მადანი, აზბესტი, გოგირდი, საშენი ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1.700 $.

ვალუტა - მაკედონური დენარი (MKD).

 

  ისტორია

1991 წელს კომუნისტური იუგოსლავიის დაშლის შემდეგ გამოცხადდა მაკედონიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამ სახელის წინააღმდეგ გაილაშქრა საბერძნეთმა, ვინაიდან მისი ჩრდილოეთი ოლქი, რომლის ცენტრია სალონიკი, ატარებს იგივე სახელს. აღსანიშნავია, რომ ისტორიული მაკედონიის ტერიტორია სამი მეზობელი სახელმწიფოს - საბერძნეთის, ბულგარეთის და დღევანდელი მაკედონიის რესპუბლიკის მიწებს მოიცავდა.

 

 

მემკვიდრეობა

ღირშესანიშნაობანი - ძველბერძნული ქალაქის ჰერაკლეის ნანგრევები; მეფე სამუილის ციხე-სიმაგრე (XI ს.); სტრუმნიცის ციხე (XI ს.); წმ. სოფიის ბაზილიკა ოხრიდში (XI ს.); წმ. მიხეილის ეკლესია ლესნოვოში; ოხრიდი და მისი ტბები.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / მაკედონია