მალდივის რესპუბლიკა 

 

დედაქალაქი მალე

 

უდიდესი ქალაქი მალე

ოფიც. ენები დევიჰი

მთავრობა რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი მაუმუნ აბდულ გაიუმი

 

 

 

ფართობი

 - საერთო 

298 კმІ (204)

მოსახლეობა

 - 2006 სავ.

 - 298,842 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

300,000 (176)

2006

1,105/კმІ/კმІ (9)

 

აგი (2007)  0.741 (საშუალო) (მე-100)

ვალუტა რუფია (MVR)

დროის სარტყელი +5

 

ქვეყნის კოდი MDV

CCTLD .mv

სატელეფონო კოდი +960

მალდივის რესპუბლიკა, სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, მალდივის კუნძულებზე (ინდოეთის ოკეანე). მალდივის არქიპელაგი მოიცავს 1.190 მცირე კუნძულ-ატოლს, რომელთაგან მხოლოდ 220 არის დასახლებული. ინდოეთისგან სამხრეთ-დასავლეთით განლაგებული, კუნძულები გადაჭიმულია 764 კმ-ით ჩრდილოეთით სამხრეთამდე და 130 კმ-ით აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ფართობით 115 298 კმ2.

 

 

 წარმოშობა და კლიმატი

თვითონ კუნძულები არის ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივი. ყველა კუნძულუ საკმაოდ დაბალია, მათი სიმაღლე ზღვის დონიდან არ აღემატება 6 ფუტს (1.8 მეტრს). ბევრი მათგანი შემოსაზღვრულია საბარიერო რიფით, რომელიც იცავს მათ მუსონების ზემოქმედებისგან. ცხელი და ნესტიანი კლიმატის გამო ტემპერატურა მერყეობს 79ო F (26ო ჩ)-დან 92ო F (33ო ჩ)-მდე. ნალექების საშუალო დონე აღწევს 59 ინჩს (150 სმ). ცხელი და ნესტიანი კლიმატის გამო მალარია საყოველთაოდაა გავრცელებული. უხვი მცენარეული საფარი შეიცავს ქოქოსის პალმებს, პურის ხეებს და ტროპიკულ ბუჩქებს. თევზები და კუები ოკეანში უხვადაა. ძირეთადი კულტურებია ნესვი, კაკაოს კაკალი, მანიოკა, ტკბილი კარტოფილი და ბატატი.

 

 

 განვითარება

მალდიველების ძირითადი საქმიანობაა თევზაობა და ნავების აშენება-შეკეთება. თუნასი არის დომინანტი სპეცია, და ლჰავიას ატოლში მდებარეომს მისი გადამამუშავებელი ფაბრიკა. ტურიზმი და საფოსთო მარჯები აგრეთვე შეადგენს წლიური ბიუჯეტის დიდ ნაწილს. ტრადიციული ხელითნაკეთობებში შედის ქოქოსის ქსოვილი, მაქმანი, ლაკის სამუშაოები, მოქსოვილი ფეხსაცმელი. იმპორტი არის საჭმელი, ნავთობის პროდუქტები, ტექსტილი და წამლები. შრი ლანკა, იაპონი და სინგაპური არიან მთავარი ასვაჭრო პარტნორები.

 

 

 მოსახლეობა და განათლება

ხალხი არის ძირითადად დრავიდური, სანგალური, არაბულიდა აფრიკული წარმოშვების. სამხრეთ კუნძულები ყველაზე დასახლებულია. მალე, ქვეყნის დედაქალაქი, არის უდიდესი პროდუქციური ქალაქი და მასში ცხოვრობს მოსახლეობის მიახლოებით მეოთხედი. დივეჰი არის შრი-ლანკის ძველი სინჰალური ენის განვითარება და არის ოფიციალური ენა. არაბული, ინგლისური და ჰინდი აგრეთვე გამოიყენება. ისლამი ოფიციალური რელიგიაა. განათლება სავალდებულოა; ტრადიციული სკოლები ასწავლიან ბავშვებს ყორანს. მალდივებზე არაა არც კოლეჯები და არც უნივერსიტეტი.ტრადიციული სამედიცინო პრაქტიკა ჩვეულებრივია. მთავარი ტრანსპორტი ატოლებს შორის არის ნავი. საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს კუნძულ ჰულულზე, მალესთან ახლოს.

 

 

 მოკლე ისტორია

მალდივები აღმოაჩინეს მეხუთე საუკუნეში ბუდისტმა ბერებმა შრი-ლანკიდან ან ინდოეთიდან. ისლამი შემოვიდა მეთორმეტე საუკუნეში. ბრიტანული პროტექტორატი გაუქმდა და მალდივებმა მიიღო სრული პოლიტიკური თავისუფლება, და გახდა გაეროს წევრი. ის გახდა რესპუბლიკა 1968 წ., როდესაც ბოლო სულტანი ჩამოაგდეს. 1988 წლის ნოენბერში შრი-ლანკის დაქირავებულმა ჯარებმა შეეცადეს მთავრობის ჩამოგდება. ისინი გაიქცნენ მალედან, როდა ინდოეთმა თავისი ჯარეი შეიყვანა. დრამა დამთავრდა, როცა ტამილის პარტიზანული ჯარების არტილერისტები ინდოეთის სამხედრო ფლოტს ჩაბარდნენ. 1988 წლისთვის მალდივების პოპულაცია შეადგენდა 202,000 ათას ადამიანს.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / მალდივის რესპუბლიკა.