მალტა 

 

 

Republikaა ta Malta

Republic Of Malta

მალტის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი:   Innu Malti

 

 

დედაქალაქი ვალეტა

35°53~N 14°30~E

უდიდესი ქალაქი ბირკირკარა

ოფიც. ენები მალტური, ინგლისური

მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ედვარდ ფენიკ ადამი

ქ -პრ.-მინისტრი ლაურენს გონზი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

316 კმІ (185-ე)

 

  0.001%

მოსახლეობა

 - 2006 სავ.

 - 2005 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

402,000 (174-ე)

404,500

1,282 ად/კმІ (მე-7)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$9.342 მილიარდი (143-ე)

 

$23,200 (მე-40)

აგი (2007)  0.878 (მაღალი) (34-ე)

ვალუტა ევრო (EUR)

დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)

ქ -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)

ქვეყნის კოდი MLT

ccTLD .mt1

სატელეფონო კოდი +356

1ასევე .ეუ, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

 

სახელწოდება. ოფიციალური - მალტის რესპუბლიკა. ეროვნული Malta; Republika ta Malta (მალტურად); Republic of Malta (ინგლისურად). არსებობს სახელწოდების ახსნის რამდენიმე ვარიანტი: (ა) ფინიკიური: Malat - "ნავსადგური" აუ "თავშესაფარი"; (ბ) ბერძნული: Meli - "თაფლი", Melta - "ფუტკარი"; (ც) არაბული: Malta - "შიშველი".

 მალტა

გეოგრაფია. ქვეყანა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის, განლაგებულია მალტის არქიპელაგზე. მთავარი კუნძულებია მალტა, გოცო და კომინო. ფართობი - 316 კვ.კმ.

 

 

სახელმწიფო.

სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი . საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (65 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 6 ოლქი.

 

 

დემოგრაფია.

მოსახლეობა - 400 ათასი (2003), მათ შორის 96,6% მალტელები. სახელმწიფო ენა - მალტური და ინგლისური. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ვალეტა (7, აგლომ. 114 ათასი). ქალაქები - კორმი (18), შლიემა (12), ბირკირკარა (22).

 

 

ეკონომიკა. ეროვნული შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. რესურსები - კირქვა, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ვალუტა - მალტური ლირა (MTL).

 

 

ისტორია.

საუკუნეების განმავლობაში მალტამ განიცადა ფინიკიელთა, ბერძენთა, რომაელთა, არაბთა შემოსევები. 1814 წელს გახდა ბრიტანეთის კოლონია. 1964 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2003 წლის მაისში კუნძულებზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში შესვლას. 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია.

 

 

მემკვიდრეობა.

ქალაქი ვალეტა, მეგალითური ტაძრები მალტისა და გოცოს კუნძულებზე.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / მალტა