მაროკო 

 

 

მაროკოს სამეფო  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Hymne cherifien

 

 

დედაქალაქი რაბატი

34°02~N 6°51~W

უდიდესი ქალაქი კასაბლანკა

ოფიც. ენები არაბული1

მთავრობა კონსტიტუციური მონარქია

ქ -მეფე მოჰამედ VI

ქ -პრ.-მინისტრი 

 

 

ფართობი

 - საერთო 

446,550 კმІ (57-ე)

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - სიმჭიდროვე 

33,757,175 (37-ე)

70 ად/კმІ (122-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2006მიახლ.

$152.5 მილიარდი (54-ე)

 

$4,600 (109-ე)

აგი (2007)  0.646 (საშუალო) (126-ე)

ვალუტა დირჰამი (MAD)

დროის სარტყელი (UTC +0სთ.)

 

ქვეყნის კოდი MAR

ccTLD .ma

სატელეფონო კოდი +212

1ფრანგული (ადმინისტრაციის და ბიზნესის ენა).

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: მაროკოს სამეფო.

ეროვნული: Al Mamlaka al Maghribiyah.

ეტიმოლოგია: სახელწოდება ევროპულ ენებზე (Maroque, Morocco) მომდინარეობს ძველი დედაქალაქის მარაკეშის დამახინჯებული ფორმიდან. არაბულად ჰქვია (al-Maghrib) - დასავლეთი ან უფრო სრულად al-Magrib-al-Aksa - შორეული დასავლეთი. იმავე ძირისაა ბერბერული სახელი Tamurt n Lmaghrib, ხოლო თურქული Fas მომდინარეობს მაროკოს სხვა ქალაქის Fez-ისაგან.

 

 გეოგრაფია

 

მაროკოს სამეფო მაღრიბის რეგიონში (ჩრდილოეთი აფრიკა) შემავალი ყველაზე დასავლეთით მდებარე ქვეყანაა. ორი მხრიდან მას გარს ეტყმის ხმელთაშუა ზღვა და ატლანტის ოკეანე, კონტინენტის მხრიდან კლდოვანი მთები. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალჟირი, დასავლეთი საჰარა. ფართობი: 446.550 კვ.კმ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა : კონსტიტუციური მონარქია.

სახელმწიფოს მეთაური : მეფე MOHAMED VI (1999).

საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (270+325 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა : 37 პროვინცია (პროვინცე) და 2 საქალაქო პრეფექტურა (wilata).

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 31.689 ათასი (2003), მათ შორის 73,9% მაროკოელები, 25,4% ბერბერები.

სახელმწიფო ენა : არაბული. სხვა ენები - ბერბერული, ფრანგული (ადმინისტრაციის და ბიზნესის ენა).

 

 

რელიგია : ისლამი.

დედაქალაქი : რაბატი (1,637 ათასი).

ქალაქები : კასაბლანკა (3,397), ფესი (942), მარაკეში (755), აგადირი (622), ტანჯა (ტანჟერი, 604).

 

 

 ეკონომიკა

რესურსები : ფოსფატები, რკინის მადანი, მანგანუმი, ტყვია, თუთია, თევზი, მარილი.

ექსპორტი : ფოსფატები, სასუქები, მინერალები, ხილი, თამბაქო, თევზის კონსერვები.

ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : 1.190 $.

ვალუტა : მაროკოს დირჰამი (MAD).

 

 

 ისტორია

მე-19 საუკუნიდან მაროკოს ტერიტორია ოკუპირებული იყო საფრანგეთისა და ესპანეთის მიერ. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს, თუმცა ესპანეთი ჯერ კიდევ აკონტროლებს სეუტისა და მელილიის პორტებს მიმდებარე ტერიტორიებითურთ. 1961-99 წლებში ქვეყანას მართავდა მეფე ჰასან მე-2, რომელიც დიდ როლს ასრულებდა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესებში. ახლო წარსულში მაროკოს ჰქონდა ტერიტორიული დავა მავრიტანიასთან ესპანეთის ყოფილ პროვინცია დასავლეთ საჰარის თაობაზე. 1979 წელს მავრიტანიამ უარი თქვა თავის პრეტენზიებზე. ამჟამად დასავლეთ საჰარა მთლიანად ოკუპირებული აქვს მაროკოს. მიუხედავად გაეროს წინადადებისა, ამ ტერიტორიაზე ჯერ არ ჩატარებულა რეფერენდუმი მისი შემდგომი სტატუსის შესახებ. 2002 წელს კუნძულ პერეხილის თაობაზე ესპანეთსა და მაროკოს შორის ატეხილმა დავამ კვლავ გახადა აქტუალური სეუტა-მელილიის სუვერენიტეტის საკითხი.

 

 

 მემკვიდრეობა

თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო მან საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, განავითარა მდიდარი და თვითმყოფადი კულტურა, რომელშიც ასახვა ჰპოვა არაბულმა, ბერბერულმა, ევროპულმა და აფრიკულმა ელემენტებმა. მთავარი ღირშესანიშნაობებია: ისტორიული ქალაქები ფესი, მარაკეში და მეკნესი

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / მაროკო