მექსიკა

 

Estados Unidos Mexicanos

მექსიკის შეერთებული შტატები  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Himno Nacional Mexicano

 

 

დედაქალაქი მეხიკო

19°03~N 99°22~E

უდიდესი ქალაქი მეხიკო

ოფიც. ენები ესპანური (დე ფაქტო)

მთავრობა ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

1,972,550 კმІ (მე-15)

 

  2.5%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2005 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

108,700,891 (მე-11)

103,263,388

55 ად/კმІ (142-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2006მიახლ.

$1.149 ტრილიონი (მე-12)

 

$12.775 (მე-60)

აგი (2007)  0.829 (მაღალი) (52-ე)

ვალუტა მექსიკური პესო (MXN)

დროის სარტყელი (UTC -6-დან -8-მდე.)

 

ქვეყნის კოდი MEX

ccTLD .mx

სატელეფონო კოდი +52

 

 

სახელწოდება

ოფიციალური: მექსიკის შეერთებული შტატები.

ესპანური: Mexico; Estadoს Unidos Mexicanos.

ეტიმოლოგია: - სახელი მომდინარეობს აცტეკთა ერთ-ერთი შტოს Mexica-საგან.

ქვეყნის კოდი: MX.

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ამერიკაში, უკავის ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთი ნაწილი. მოსაზღვრე ქვეყნებია: აშშ, გვატემალა, ბელიზი.

 

ფართობი: 1.972.550 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 6.778 კმ; სახმელეთო - 4.448 კმ.

ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - მექსიკის პლატო, ყურის ზღვისპირა დაბლობი, წყნარი ოკეანისპირა მაღლობი, ქვედა კალიფორნიის ნახევაკუნძული, სამხრეთი მაღლობი, ჩიაპასის მაღლობი. უმაღ. მწვერვალი სიტლალტეპეტლი (ორისაბა) 5.747 მ; პოპოკატეპეტლი 5,452 მ. მდინარეები (კმ) - რიო გრანდე 2.001 (სულ 3.060), რიო გრანდე დე სანტიაგო 965, რიო პაპალოაპანი 900, რიო ბალსასი 771; ტბა (კვ.კმ) - ლაგო დე ჩაპალა 1.080; კუნძული (კვ.კმ) - ტიბურონი 1.186; კლიმატი - ტროპიკული, მშრალი.

 

ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ვერცხლი, სპილენძი, ოქრო, ტყვია, თუთია, ბუნებრივი აირი, საშენი ხე-ტყე.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი Felipe Calderin(2007).

 

საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (128+500 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია - 31 შტატი (ესტადო) და 1 ფედერალური ოლქი (დისტრიტო ფედერალ).

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა: 104,9 მლნ (2003), მათ შორის 60% მეტისი (ესპანელ-ინდიელი), 9% თეთრი, 1,3% აცტეკი, 0,7% მაია. რასობრივი შემადგენლობა: მეტისი - 55%, ინდიელი - 29 %, ევროპელი - 15%.

ენები: ესპანური, მაია, ნაუატლი და სხვა აბორიგენული ენები.

რელიგია: კათოლიციზმი.

ქალაქები (ათ.) : მეხიკო (8.681; აგლომ. 21.234), ეკატეპეკი (1.732), გვადალახარა (1.666; აგლომ. 3.896), პუებლა (1.345; აგლომ. 2.586), ხუარესი (1.294), ტიხუანა (1.270), ნესაუალკოიოტლი (1.251), მონტერეი (1.135; აგლომ. 3.528).

 

 

 ეკონომიკა

ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 347 მლრდ $ (მე-16 ადგილი); 1 სულზე - 3.700 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 6, მრეწველობა 26, მომსახურება 68.

ექსპორტი: ნავთობპროდუქტები, ავტომობილები, ბამბა, ყავა, თევზი, სასუქები.

ბიუჯეტი: 136,000 მლნ $.

ვალუტა: მექსიკური პესო (MXN).

 

 

 ისტორია

1821 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან. 1824 წლიდან რესპუბლიკაა. 1845-1848 წლებში აშშ-სთან ომის შედეგად დაკარგა ტეხასი და სხვა ტერიტორიები. მე-2 მსოფლიო ომში ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეს იყო. 1992 წელს აშშ-სა და კანადასთან მოაწერა ხელი შეთანხმებას ჩრდილოეთ ამერიკაში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

 

 

 

 მემკვიდრეობა

მეხიკოს ისტორიული ცენტრი, პრე-ესპანური ქალაქები პალენკე, ტეოტიჰუაკანი, ჩიჩენ-იცა, ისტორიული ქალაქები ოასაკა, პუებლა, გუანახუატო, მონასტრები პოპოკატეპეტლის ფერდობებზე

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / მექსიკა