მოლდოვა 

 

 

 სიტყვას "მოლდოვა" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მოლდოვა (მრავალმნიშვნელოვანი).

 

Republica Moldova

მოლდოვის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Limba noastra (ჩვენი ენა)

 

 

დედაქალაქი კიშინიოვი

47°0~N 28°55~E

უდიდესი ქალაქი კიშინიოვი

ოფიც. ენები მოლდავური (რუმინული)

მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი

ქ -პრ.-მინისტრი ზინაიდა გრეჩანი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

33,844 კმІ (139-ე)

 

  1.4%

მოსახლეობა

 - 2008 სავ.

 - 2004 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

4,128,047 (121-ე)

3,383,3321

121,9 ად/კმІ (87-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$9,367 მილიონი (141-ე)

 

$2,962 (135-ე)

აგი (2007)  0.708 (საშუალო) (111-ე)

ვალუტა ლეუ (MDL)

დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)

ქ -ზაფხულის დრო EET (UTC +3სთ.)

ქვეყნის კოდი MDA

ccTLD .md

სატელეფონო კოდი +373

1ამ რიცხვში არ შედის დნესტრისპირეთის და ქალაქ ბენდერის მოსახლეობა.

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: მოლდოვის რესპუბლიკა, ეროვნული Moldova; Republica Moldova.

 

ეტიმოლოგია: მოლდოვა ჰქვია მეზობელი რუმინეთის ერთ-ერთ უდიდეს რეგიონს, რომელმაც სავარაუდოდ სახელი მდინარისაგან მიიღო. არსებობს მოსაზრება, რომ მდინარის ეს სახელწოდება აიხსნება მადნის (გერმანულად Molde) იმ შენარევებით, რომელიც მას თან მოაქვს.

 

 გეოგრაფია

ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება უკრაინას, დასავლეთით - რუმინეთს. ფართობი შეადგენს 33.700 კვ.კმ-ს. რუმინეთთან მისი საზღვარი გადის მდინარეებზე პრუტსა და დუნაიზე. ქვეყანის უმაღლესი მწვერვალია დეალულ ბელენეშტი - 430 მ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი (2001).

საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (101 წევრი).

 

 ტერიტორიული მოწყობა

მოლდოვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 9 ოლქი (judetuel, 1 ავტონომიური ტერიტორიული ერთეული (უნიტატე ტერიტორიალა აუტონომა - გაგაუზია) და 1 ტერიტორიული ერთეული (უნიტატე ტერიტორიალა - დნესტრისპირეთი).

 

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 4.439.000 (2003), მათ შორის 64% მოლდაველი, 14% უკრაინელი, 13% რუსი.

სახელმწიფო ენა - მოლდავური (რუმინული). სხვა ენები - რუსული, უკრაინული, გაგაუზური.

რელიგია - მართლმადიდებლობა.

დედაქალაქი - კიშინიოვი (772 ათასი). დიდი ქალაქები - ტირასპოლი (210 ათასი), ბელცი (175 ათასი), ტიგინა (145).

 

 ეკონომიკა

მოლდოვაში ხელსაყრელი კლიმატური პირობებია, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებას იძლევა, ამიტომ ქვეყნის ექსპორტში ჭარბობს კვების პროდუქტები, ღვინო, ტექსტილი, თამბაქო. აქვს მცირე მოცულობის მინერალური რესურსები - ფოსფორიტი, თაბაშირი, კირქვა. ენერგომატარებლებს (გაზი, ნავთობი, ქვანახშირი) ძირითადად რუსეთიდან იღებს. ეროვნული ვალუტაა მოლდოვური ლეი (MDL).

 

 

 უახლესი ისტორია

1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვა სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. იმავე წელს დნესტრისპირეთის სლავურმა მოსახლეობამ გამოაცხადა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, რომელთა სტატუსზე დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 1994 წელს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი გაგაუზიის ტერიტორიული ავტონომიის შესახებ.

 

 

 კულტურა

თანამედროვე მოლდოვის კულტურულ ტრადიციებში ძალიან მნიშვნელოვანია კლასიკური რუმინული კულტურის ზეგავლენა, რაც აიხსნება მოსახლეობის უმრავლესობის რუმინული წარმოშობით.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / მოლდოვა