მონაკო 

 

 

ოფიციალური - მონაკოს სამთავრო. ეროვნული - Princepaute de Monaco. ლეგენდის თანახმად ქალაქის დაარსება დაკავშირებულია ჰერაკლეს სახელთან, რომელიც ესპანეთიდან მობრუნებული, შეჩერდა და დაისვენა ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ამ ადგილს ეწოდა Portus Herculis Moniechi. უკანასკნელი სიტყვა ნიშნავს "იზოლირებულს".

 

 

მონაკო

 გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. ფართობი - 1.9 კვ.კმ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - კონსტიტუციური მონარქია. სახელმწიფოს მეთაური - თავადი ალბერ II გრიმალდი. საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (24 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 4 კვარტალი (ქუარტიერ - ფონტვიეი, ლა-კონდამინი, მონაკო, მონტე-კარლო).

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 32 ათასი (2003), მათ შორის 47% ფრანგები, 16% მონაკოელები, 16% იტალიელები. სახელმწიფო ენა - ფრანგული. გავრცელებულია აგრეთვე: ინგლისური, იტალიური, მონეგასკური. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - მონაკო (1,4 ათასი). ქალაქები - მონტე-კარლო (15,4), ლა კონდამინი (14,6).

 

 

მონაკოს ხედი

 ეკონომიკა

ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 25.000 $. ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ფრანგული ფრანკი.

 

 

 ისტორია

1861 წელს გახდა დამოუკიდებელი საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. 1911 წლის კონსტიტუცია შესწორებულ იქნა 1959 და 1962 წლებში.

 

 

 ღირშესანიშნაობანი

კურორტი და სამორინეები, ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / მონაკო