მსოფლიოს ქალაქები 

 

 

ქალაქი ათენი

 

ქვეყანა საბერძნეთი

პერიფერია ატიკა

პრეფექტურა ათენი

კოორდ. 37°58~#N 23°43~#E / <span class="geo-dec geo" title="რუკები, სატელიტური ფოტოები და სხვა მონაცემები Expression error: Unexpected / operator Expression error: Unexpected / operator-sTvis">Expression error: Unexpected / operator, Expression error: Unexpected / operator

შიდა დაყოფა 7 რაიონი

ფართობი 38.964 კმІ

სიმაღლე 70 - 338 მ

მოსახლეობა 745,514 ადამიანი (2001)

სიმჭიდროვე 19,133 ად./კმІ

აგლომერაცია 3,761,810

დროის სარტყელი Uთჩ+2, ზაფხულში Uთჩ+3

ტელ. კოდი 210

 

საიტი http://www.cityofathens.gr

 

 

ათენი ვიკისაწყობში

ათენი საბერძნეთის დედაქალაქია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ქალაქი. თანამედროვე ათენი დიდი და კოსმოპოლიტი ქალაქია; ძველი ათენი ძლიერი დამოუკიდებელი ქალაქი და განათლების ცენტრი იყო. ქალაქს სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი ათინას პატივსაცემად დაერქვა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 38°00~N 23°43~E (38.00°, 23.72°).

 

ათენის აგლომერაციაში დაახ. 3,9 მილიონი ადამიანი სახლობს. ის საბერძნეთის წამყვანი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია. ძველ ათენს ხშირად დასავლეთის ცივილიზაციის აკვნად მოიხსენიებენ მისი კულტურული და პოლიტიკური მიღწევების გამო ძვ.წ. მე-4 და მე-5 საუკუნეებში. ამ მემკვიდრეობის წყალობით მას უამრავი უძველესი ნაგებობა, მონუმენტი და ხელოვნების ნიმუში შემორჩა, რომელთა შორის ყველაზე განთქმულია აკროპოლისის პართენონი - დღემდე მოღწეული კლასიკური ბერძნული ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშთაგანი. ეს და სხვა მრავალი კულტურული ღირსშესანიშნაობა რესტავრირებულ იქნა 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.

 

 

 

 სახელი

ძველ ბერძნულში ქალაქის სახელი იყო ათენაი, ათენა-ს მრავლობითი ფორმა, ქალღმერთი ათენას ბერძნული სახელი. ქალაქის სახელი მრავლობითში გამოიყენებოდა -თებაი (თებე) და -მიკენაი (მიკენა) სახელების მსგავსად, ვინაიდან ის რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. მე-19 საუკუნეში ძველი სახელი ფორმალურად ისევ შემოღებულ იქნა. 1970-იანებში კათარევუსას გაუქმების შემდეგ ქალაქის პოპულარული სახელი ათინაი დაბრუნებულ იქნა.

 

 

 

 

იერუსალიმი 

 

 

ქალაქი იერუსალიმი

 დროშა გერბი

 

ქვეყანა ისრაელი

ოლქი იერუსალიმი

დაარსდა ძვ. წ. IV ათასწლეული

მოსახლეობა 732,100 ადამიანი (2007)

დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3

ტელ. კოდი +972 2

საიტი http://www.jerusalem.muni.il

 

 

იერუსალიმი ვიკისაწყობში

იერუსალიმი (ებრ. - იერუშალაიმი, არაბ.: - ალ-კუდსი (ქართ. - წმინდა); ან - ურშალიმ - მხოლოდ ფორმალური, ებრაული სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამომხატველი სახელი). -- ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის - მიმდევართათვის. მოსახლეობა: 695,000 (დაახ. 2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.

 

 

 ძველი ქალაქი

ძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ მე-16 საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, ოთხადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ, მუსულმანურ და სომხურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს. ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია-დელოროზა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.

 

 

 ახალი ქალაქი

ახალი ქალაქი უბნებადაა გაყოფილი. თითოეული მათგანი აშენებულია საკუთარი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრის ირგვლივ. არაბული უბნები მხოლოდ ისრაელის მიერ 1967 წელს შემოერთებულ აღმოსავლეთ ნაწილშია. ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი ებრაული უბანი ააშენა, სადაც დღესდღეობით 200,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. იერუსალიმის არაბები, რომლებიც უარობენ ისრაელის მოქალაქეობის მიღებას, სარგებლობენ მოქალაქეთათვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით. მეორე მხრივ, რადგან მათ არც მუნიციპალურ არჩევნებში სურთ მონაწილეობის მიღება, მერიაში არ ჰყავთ წარმომადგენლები; ამის გამო ქალაქის ხელისუფლება გულგრილად ეკიდება არაბულ მოსახლეობას, რაც ძირითადად მათი უბნების ინფრასტრუქტურის დაბალ დონეში გამოიხატება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი სრულებით ებრაულია. იერუსალიმის ებრაელები იყოფიან ხილონებად და ხარედებად (ცხოვრების დასავლური სტილის მიმდევრებად და ღრმად მორწმუნეებად). ამ ჯგუფებს შორის დაძაბულება სუფევს რელიგიური და ზნეობრივი საკითხების ირგვლივ, რაც ზოგჯერ უსიამოვნო ინციდენტებს იწვევს. ხილონები და ხარედები ცალ-ცალკე უბნებში ცხოვრობენ.

 

 

ნიუ-იორკი

დროშა გერბი

 

 

 

სხვა შტატები

 

ძირითადი მონაცემები

მეტსახელი: საიმპერიო შტატი

დედაქალაქი: ალბანი

უდიდესი ქალაქი: ნიუ-იორკი

ფართობი

სულ: 141.205 კმІ

ხმელეთი: 122.409 კმІ

წყალი (%): 18.795 კმІ (13,3%)

მოსახლეობა

მოსახლე (2000): 18.976.457

გუბერნატორი: ჯორჯ პატაკი

შემოკლებები

საფოსტო ინდექსი: NY

ISO 3166-2: US-NY

ნიუ-იორკი (New York, Ny), შტატი აშშ-ში, მდებარეობს შუა ატლანტიკურ რეგიონში. სახელი ეწოდა იორკის ჰერცოგის მიხედვით, რომელმაც ეს ტერიტორია (ახალი ჰოლანდია) მიიღო თავისი ძმის ჩარლზ II-საგან.

 

ფართობი 122 ათასი

 

მოსახლეობა : 19,300 ათასი (თეთრი 71 %, აფროამერიკელი 14 %, აზიელი 3,9 %, ლათინურამერიკელი 11,2 %).

 

ქალაქის მოსახლეობა: 84,6 %.

 

ქალაქები: ალბანი (დედაქალაქი), 103 ათასი, ნიუ-იორკი, 8.108 ათასი, ბუფალო, 310 ათასი, როჩესტერი, 221 ათასი

 

თავისებურებები :ნიაგარას ჩანჩქერი, უესტ-პოინტი (აშშ-ს სამხედრო აკადემია), ქალაქი ნიუ-იორკი (აშენდა XVII ს-ში კუნძულ მანჰეტენზე, აშშ-ს დედაქალაქი 1797-მდე, შედგება 5 კვარტალისაგან: ბრონქსი, მანჰეტენი, ქვინსი, ბრუკლინი, სტეიტენ-აილენდი. ღირშესანიშნაობანი  თავისუფლების ქანდაკება, ემპაია სტეიტ ბილდინგი, 381 მ, გაეროს შტაბ-ბინა, კოლუმბიის უნივერსიტეტი)

ცნობილი ადამიანები ჯეიმს ფენიმორ კუპერი, არტურ მილერი, ფრანკლინ და თეოდორ რუზველტები, უოლტ უიტმენი.

 

 

 ისტორია

1524 - ფლორენციელი ჯოვანი ვერაძანო იკვლევდა ტერიტორიას საფრანგეთის მეფის დავალებით, ამ ადგილს უწოდა ანგულემი.

1609 -  ეწვია სამუელ შამპლეინი (საფრანგეთი).

 

1609 - იკვლევდა ჰენრი ჰუდზონი ჰოლანდიისათვის. პიტერ სტუივეზანტმა დააარსა ნიუ-ჰარლემი.

 

1614 - ჰოლანდიელთა კოლონია.

 

1626 -  პიტერ მინუიტმა ინდიელთა ტომის მანჰეტებისაგან 60 ფლორინად იყიდა კუნძული მანჰეტენი (56,6 კვ.კმ).

 

1664 - ახალი ამსტერდამი ანექსირებულ იქნა ინგლისელთა მიერ.

 

1777 -  დამოუკიდებელია, მიიღო პირველი კონსტიტუცია.

 

1788 -  ერთ-ერთი პირველი 13 შტატთაგანი.

 

 

 დემოგრაფია

ისტორიული მოსახლეობა 

ცენზი მოს.   %±

1790 340,120 

1800 589,051  73.2%

1810 959,049  62.8%

1820 1,372,851  43.1%

1830 1,918,608  39.8%

1840 2,428,921  26.6%

1850 3,097,394  27.5%

1860 3,880,735  25.3%

1870 4,382,759  12.9%

1880 5,082,871  16.0%

1890 5,997,853  18.0%

1900 7,268,894  21.2%

1910 9,113,614  25.4%

1920 10,385,227  14.0%

1930 12,588,066  21.2%

1940 13,479,142  7.1%

1950 14,830,192  10.0%

1960 16,782,304  13.2%

1970 18,236,967  8.7%

1980 17,558,072  -3.7%

1990 17,990,455  2.5%

2000 18,976,457  5.5%

 

ნიუ-იორკის მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკა 2006 წლისთვის ნიუ-იორკი მოსახლეობის რაოდენობით მესამე შტატი იყო კალიფორნიისა და ტეხასის შემდეგ. მისი მოსახლეობა შეადგენდა 19.306.183 ადამიანს, რაც 1,7%-ით მეტია 2000 წლის მაჩვენებელზე; ის მოიცავს ბუნებრივ ნამატს ბოლო ცენზის შემდეგ 601.779 ადამიანით (1.576.125 დაბ. მინუს 974.346 გარდ.) და კლებას შტატიდან მიგრაციის გამო 422.481 ადამიანით. იმიგრაციამ ქვეყნის გარედან მოიმატა 820.388 ადამიანით, ხოლო მიგრაციამ ქვეყნის შიგნით შეადგინა დანაკარგი 800.213 ადამიანით.

 

ნიუ-იორკი ნელა მზარდი შტატია სხვა შტატებში ემიგრაციის მაღალი დონით, განსაკუთრებით ფლორიდასა და არიზონაში. თუმცა ნიუ-იორკი წამყვანი ადგილია საერთაშორისო იმიგრაციისთვის. ქალაქ ნიუ-იორკს და მის ექვს საგარეუბნო საგრაფოს (ქაუნტი) ერთობლივად ჰყავს 12.626.200 ადამიანი, შტატის მოსახლეობის 65,67%.

 

 

პარიზი.

Paris

დროშა გერბი

 

ქვეყანა საფრანგეთი

რეგიონი ილ-დე-ფრანსი

დეპარტამენტი პარიზი

კოორდ. 48°52~0#N 2°19~59#E / 48.86667, 2.33306

შიდა დაყოფა 20 ოლქი

მერი ბერტრან დელანოე

წინა სახელები Lutetia Parisiorum

ფართობი 869,28 კმІ

მოსახლეობა 2 144 700 ადამიანი (2005)

სიმჭიდროვე 2 033 ად./კმІ

აგლომერაცია 12 067 000

დროის სარტყელი UTC+1

ტელ. კოდი +33 1

ინდექსი 75001-75020 და 75116

საიტი http://www.paris.fr

 

 

პარიზი ვიკისაწყობში

პარიზი (Paris) საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმ. ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად სინათლის ქალაქი (la Ville Lumiore), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.

 

მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.

 

პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2004 წლის მონაცემებით 2.144.700 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 9,9 მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 11,5 მილიონი (1999).

 

პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. њ450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.

 

 

 

 

 სახელი

პარიზის თავდაპირველი ლათინური სახელი იყო Lutetia, ან Lutetia Parisiorum, რომელიც მოგვიანებით შემოკლდა მხოლოდ Paris-ით. სახელწოდება მომდინარეობს გალიური პარიზიის ტომიდან, რომლის სახელი შესაძლოა კელტურ-გალიური სიტყვა პარიოს იყოს, რაც ქვაბს ნიშნავს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. პარიზი ასევე შესაძლოა წარმოებული სიტყვა იყოს კელტური ენიდან "პარიზიო", რაც "მუშა ხალხს" ან "ხელოსნებს" ნიშნავს.

 

 

 გეოგრაფია და კლიმატი

პარიზის საზღვრები ე.წ. პერიფერიული ბულვარით-რკალური ავტოსტრადით არის შემოფარგლული. ხანდახან პარიზის დასავლეთით მდებარე ბულონის ტყესა და აღმოსავლეთით გაშენებულ ვენსენის ტყესაც ქალაქის ტერიტორიას აკუთვნებენ. ამ ტყეპარკების ჩათვლით, ქალაქის მოედანი 105 კმІ-ს შეადგენს, მათ გარეშე კი 87 კმІ -ს. სენა პარიზს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით ჰკვეთს,მარჯვენა, ჩრდილოეთ ნაპირზე მონ-მარტრის ბორცვები ჭარბობს. მარცხენა ნაპირის ვერტიკალად კი მონპარნასი გვევლინება. ქალაქის ცენტრში მდინარე სენა ოთხად განიტოტება და ორ კუნძულს-სიტესა და სენ-ლუის ჰქმნის. კიდევ ერთი კუნძული ლებიაჟი ბორცვების სამხრეთით მდებარეობს.

 

 

 ისტორია

პარიზის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების უადრესი კვალი ჩვენს ერამდე 4200 წლით თარიღდება. კელტი სენონების ტომის ქვეჯგუფი, ცნობილი მენავეები და მოვაჭრეები პარიზიები მდინარე სენის მიდამოებში 250 წლით ადრე დასახლდნენ ქრისტეშობამდე. რომის დასავლურმა კამპანიებმა პარიზის აუზი ჩვ.წთ.აღმ-დე 52 წელს დაიპყრო. რომაელთა მუდმივი ჩასახლებაც იმავე საუკუნეში იწყება, კერძოდ მარცხენა ნაპირზე, სენტ-ჟენევიევის ბორცვზე და ილ დე ლა სიტეს კუნძულზე. ქალაქს იმხანად ლუტეცია ერქვა, შემდგომ კი გალურის გავლენით ლუტეცი დაერქვა. გალო-რომანულ ეპოქაში ქალაქი თანდათან დაწინაურებას განიცდის, ჩნდება პირველი სასახლეები, აბანოები, ფორუმი, ტაძრები, თეატრები და ამფითეატრიც კი. რომის იმპერიის დაცემამ და გერმანიკულმა შემოსევებმა პარიზი ისევ განუვითარებლობის ხანაში გადაისროლა და ერთ კუნძულზე მდებარე ბუნებრივ ციხესიმაგრეს დაამსგავსა. ლუტეციას პარიზი სწორედ რომის იმპერიის ოკუპაციის ბოლო ხანებში ეწოდა. ჩვ.წთ. აღ-ით 500 წელს პარიზი ფრანკთა მეფის კლოვის I-ის დედაქალაქია. კლოვის I-მა დააარსა ქალაქში პირველი კათედრალი და სააბატო, როგორც კუნძულ სიტეს ბატონ-პატრონმა.

 

 

 დემოგრაფია

 

 ეკონომიკა

 

 ტრანსპორტი

პარიზის როლი, როგორც საერთაშორისო ტურისტული და სავაჭრო ცენტრისა, ბოლო ასწლეულის მანძილზე შესამჩნევად გაიზარდა. უკანასკნელი რამდენიმე დეკადის განმავლობაში პარიზი ჩქაროსნული ტრანსპორტის ცენტრი გახდა, დაწყებული სახმელეთო (სარკინიგზო, საავტომობილო)გადამზიდავებიდან, დასრულებული საჰაერო ტრანსპორტით; პარიზს ორი საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება. ქალაქ პარიზისა და მისი რეგიონის საზოგადოებრივ ტრანსპორტს სინდიკატი

დე ტრანსპორტ დილ დე ფრანსი აწესრიგებს. სინდიკატის დაქვემდებარებაშია პარიზის შიდა და საგარეუბნო ავტობუსები, ასევე მეტრო.

 

 

 კულტურა

პარიზში არის პარიზის უნივერსიტეტი, კოლეჟ დე ფრანსი, უმაღლესი პრაქტიკული სკოლა, ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი, , პასკალის კათოლიკური ინსტიტუტი, 40-ზე მეტი ე.წ. დამოუკიდებებლი ინსტიტუტი, ორი კონსერვატორია-დრამატული ხელოვნების და მუსიკალური, ლუვრის სკოლა, ნატიფი ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სკოლა და სხვა. პარიზი სამეცნიერო ცენტრებითა და დარგობრივი აკადემიების სიმრავლით გამოირჩევა. აქვეა ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკები. ეროვნული არქივი და ეროვნული ბიბლიოთეკა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ლუვრი, კარნავალეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, როდენის, გიმეს (აზიის მრავალი ქვეყნის კულტ. ისტ.), ბალზაკისა და ჰიუგოს მემორიალური მუზეუმები და სხვა. საფრანგეთის დედაქალაქი თეატრალური სამყაროს უდიდესი ცენტრია, აქ მუშაობს სამოცზე მეტი თეატრი, მათ შორის წამყვანია

გრანდ ოპერა, კომედი-ფრანსეზი, ტეატრ დელ ესტ პარიზიენი. დიდი ჯგუფითეატრებისა განლაგებულია ე.წ. დიდ ბულვარებზე: ებერტო, რენესანსი, ჟიმნაზი, პორტ სენ მარტენი,  მიშოდიერი, მატიურენი, კომედი კომარტენი და სხვა.დიდი პოპულარობით სარგებლობს საგარეუბნო თეატრები: ფრანგული თეატრი, ხელოვნების დემოკრატიული ფრთა, ტეატრ დე ლა კომიუნი. სამსახიობო კადრების აღზრდას ემსახურება დრამატული ხელოვნების ეროვნულიკონსერვატორია.

რომი

 

 სიტყვას "რომი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ რომი (მრავალმნიშვნელოვანი).

 

რომი

Rome

დროშა გერბი

 

ქვეყანა იტალია

სტატუსი დედაქალაქი

რეგიონი ლაციო

ქალაქის მერი ჯოვანი ალემანო

დაარსდა 21 აპრილი, ძვ. წ. 753

ფართობი 1,285 კმІ

სიმაღლე 20 მ

მოსახლეობა 2,705,603 ადამიანი (2006)

სიმჭიდროვე 2,105.5 ად./კმІ

დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2

ტელ. კოდი 06

ინდექსი 00121 - 00199

საიტი http://www.comune.roma.it

 

 

რომი  - იტალიისა და მისი ლაციოს რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა და ანიენის მდინარეების გარშემო, ხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54~ N, 12° 29~ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს.

 

რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდების კომუნა აგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში 120 კმІ ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს, პალერმოს, გენუას, ბოლონიას, ფლორენციის, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისა -- დაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ჯოვანი ალემანო (2008).

 

რომის ESP შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ-ს 6.5%, რაც ყველაზე მაღალია იტალიის ქალაქთა შორის.

 

 

 

 

 

 ქალაქის ისტორია

ქალაქის ისტორია დაახლოებით 2.800 წელს გრძელდება, რომლის განმავლობაშიც ის მართავდა ძველ რომს (რომის სამეფო, რომის რესპუბლიკა, რომის იმპერია), მოგვიანებით კი პაპის დაქვემდებარებაში მყოფ ქვეყნებს, იტალიის სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკას.

 

 

 

 

ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ტყუპებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს ძვ. წ. აღ-ით 753 წლის 21 აპრილს. არქეოლოგიური მასალებიც სწორედ იმას მოწმობენ, რომ რომი როგორც ქალაქდასახლება ქრისტეშობამდე 8-ე საუკუნეში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ქალაქი რომის სამეფოს დედაქალაქი გახდა, (რომელსაც ტრადიისამებრ შვიდი მეფე მართავდა), შემდგომ რომის რესპუბლიკის (ძვ.წ.აღ-ით 510-დან იმართებოდა სენატის მიერ), საბოლოოდ კი ქრ.შბ-მდე 27 წლიდან რომს იმპერატორი ჩაუდგა სათავეში. ეს წარმატება დამოკიდებული იყო სამხედრო დაპყრობებზე, ეკონომიკურ წინსვლასა და მეზობელი ცივილიზაციების, განსაკუთრებით კი ეტრუსკული და ბერძნული ცივილიზაციების, შერჩევით ასიმილირებაზე.

 

დაარსებიდან ძვ. წ. აღ-ით 386 წლამდე რომი აუღებელი იყო, სანამ კელტები არ შევიდნენ ქალაქში, რომლებიც ამავე წლის დამლევს თავად რომაელების მიერ იქნენ დაპყრობილნი. ლივიუსი წიგნი 5. კელტებმა რომაელებს ქალაქის დასაბრუნებლად ათასი გირვანქა ოქროს გადახდა შესთავაზეს, რაზეც რომმა უარი შეუთვალა და საპასუხო შეტევით უპასუა.

 

 

XV საუკუნის რომაული მინიატურა, სადაც 410 წლის რომის რბევაა გამოსახულირომის ძალაუფლება ევროპის დიდ ნაწილსა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე გავრცელდა , მოსახლეობა კი მილიონს აღწევდა. მთელი ათასი წლის განმავლობაში რომი დასავლური სამყაროს უდიდეს, უმდიდრეს და პოლიტიკურად ყველაზე გავლენიან ქალაქად მიიჩნეოდა; რომს სიდიადე არც იმპერიის დაცემა-დაქუცმაცების შემდეგ დაუკარგავს, როდესაც დედაქლაქის სტატუსი ჯერ მილანს, შემდეგ კი რავენას გადაეცა, რომ აღაფერი ვთქვათ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლზე.

 

 

გარიბალდი იცავს რომს 1849 წელი

 იმპერიის დაცემა და შუა საუკუნეები

რომის ეპისკოპოსის კონსტანტინე I-ის მმართველობისას, პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების მწვერვალს მიაღწია და კათოლიკური რელიგიის მსოფლიო ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვ.წ.აღ-ით 410 წელს რომის დარბევის შემდეგ დასავლეთ რომმა დასუსტება დაიწყო, ხოლო 476 წელს რომი აღმოსავლეთით ბიზანტიონად წოდებულმა ქალაქმა (შემდგომში კონსტანტინოპოლმა) და გერმანულმა დამპყრობლებმა გაიყვეს. ქალაქის მოსახლეობა თანდათან შემცირდა და ადრეული შუასაუკუნეებისას 20 ათას მოსახლეს მძლივს აჭარბებდა; მრავალი წლის მანძილზე რომში დაცარიელებული და დანგრეული უბნებით ჭარბობდა. რომს ბიზანტიონის პარალელურად ნომინალური ძალაუფლება 751 წლამდეღა ჰქონდა, ანუ მანამ, სანამ ლომბარდებმა ეგზარქატი რავენაში არ გადაიტანეს. 756 წელს პეპინ მოკლემ (დაბალმა) პაპს რომსა და მის შემოგარენზე დროებითი ძალაუფლება დაუკანონა, რითიც ხელი შეუწყო რომის პაპის საბრძანებლოს შემდგომ დამკვიდრებას.

 

 

რომი პაპის სამფლობელოს დედაქალაქდ რჩებობა 1870 წლამდე, ანუ ვიდრე იტალიის დედაქალაქი გახდებოდა. შუა საუკუნეებში რომი მომლოცველთა უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა. გარდა რამდენიმე მოკლე პერიოდისა, შუა საუკუნეებში რომი წმინდა ქალაქისა და პაპის პრინციპატის სტატუსს ინარჩუნებდა, მაშინაც კი, როდესაც პაპი ავინიონმა (1309-1337წწ) დროებით გადააყენა . 1527 წლის დარბევის შემდეგ, როდესაც რომმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა, პაპის პატრონაჟით ქალაქი რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების კულტურისა და ხელოვნების ცენტრად გარდაიქმნა.

 

 17-19 საუკუნეები

მეჩვიდმეტე საუკუნისთვის მოსახლეობა გაიზარდა და 100 000-ს მიაღწია, თუმცა, შიდა კონტრ-რეფორმაციული პროცესების გამო, რომი მომდევნო ასწლეულებშიც ჩამორჩებოდა ევროპის დედაქალაქებს განვითარებით. მეცხრამეტე საუკუნეში რომი იტალიის გაერთიანების პლაცდარმად გადაიქცა. 1871 წელს, როდესაც საფრანგეთის ბატონობა საბოლოოდ დაემხო, რომი სამეფოს ჯარებმა დაიკავეს და ერთიანი იტალიის დედაქალაქდ გამოაცხადეს.

 

 

 მეოცე საუკუნე

 

მარკუს ავრელიუსის ძეგლიპირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რომი ბენიტო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის დამყარების მოწმე გახდა. 1922 წელს მუსოლინიმ ქალაქში მარშით გაიარა, სადაც ახალი იმპერიის დამყარებისა და ფაშისტურ გერმანიასთან გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება. ეს პერიოდი მოსახლეობის სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა, როდესაც 212 000-იანმა მოსახლეობამ 1 000 000-ს გადააჭარბა, თუმცა, მომდევნო ზრდას ხელი მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა დაბომბვებითა და ოკუპაციით. მუსოლინის დასჯისა და ომის დასრულების შემდეგ 1946 წლის რეფერენდუმით იტალიამ მონარქიულ წყობას რესპუბლიკური არჩია.

 

ომის დასრულების შემდეგ რომი ისევ აღორძინებას იწყებს, როგორც იტალიის ომისშემდგომი მოდერნიზაციისა და ეკონომიკური განვითარების ფლაგმანი.

 

 

1950-1960-იან წლებში რომი მოდური ქალაქი ხდება, ამ წლებს ლა დოლცე ვიტა (ტკბილი ცხოვრება) ეწოდება. მოსახლეობის ზრდის ტენდენცია რომს 1980-იან წლებამდე მოჰყვა, როდესაც ქალაქში 2,800 000 ადამიანი ცხოვრობდა, შემდგომ მოსახლეობამ თანდათან მახლობელ დასახლებებში იწყო გადასვლა. 80-იან წლებში რომი მეტად "გადაჭედილი" ქალაქი იყო გართულებული მგზავრობითა და უსუფთაო ჰაერით, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

 

უკანასკნელ წლებში ქალაქის მოსახლეობა ისევ იზრდება, ოღონდ, ძირითადად, უცხო ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტების ხარჯზე.

 

 

 არქიტექტურა, ქალაქგანლაგება

ძველი რომი

 

რომის ერთ-ერთი სიმბოლო კოლიზეუმია (70-80 ჩვ.წ.აღ), რომელიც ყველაზე თვალსაჩინო ამფითეატრი იყო რომის იმპერიაში. კოლიზეუმი გლადიატორთა შერკინების საყურებლად მისულ 60 000 ადამიანს იტევდა. ძველი რომის ცნობილი ძეგლებია რომის ფორუმი, დომუს აურეა, პანთეონი, ტრაიანეს სვეტი, ტრაიანეს ბაზარი, რამდენიმე საკატოკომბო არე, მაქსიმუსის ცირკი, კარაკალას აბანოები, ავგუსტინეს მავზოლეუმი, კონსტანტინეს თაღი, ცესტიუსის პირამიდა და სხვა.

 

 

 შუასაუკენეები

ასევე იხილეთ:შუა საუკუნეების არქიტექტურა

 

 

კამპიდოლიოს მოედანირომის შუასაუკუნეების არქიტექტურა იტალიის ქალაქებში ყველაზე მრავლისმომცველია. პალეოქრისტიანული პედიოდით დათარიღებული Santa Maria Maggiore და San Paolo Fuori le Mura-ის ბაზილიკა, IV საუკუნისაა და მოზაიკით არის მოპირკეთებული. მოგვიანო პერიოდის თვალსაჩინო საფრესკო და მოზაიკური ნამუშევრებია წმინდა მარიამის, წმინდა ქვატრო კარონატის და წმინდა პრესედეს საყდრებში. ახლო-ახლოს მდებარე ძველი ნაგებობები მაღალი კოშკებით გამოირჩევა, ყველაზე ფართო Torre delle Milizie და Torre dei conti-ია, ორივე რომის ფორუმის გვერდით მდებარეობს.

 

 

 რენესანსი და ბაროკო

 

პიაცა დელ პოპოლო (სახალხო მოედანი)

 ნეოკლასიციზმი

 

 ფაშისტური არქიტექტურა 

 

 

 

 ქალაქის ცენტრი

 

სანტ ანჯელოს ხიდი

 ვატიკანი

 

 მუზეუმები და გალერეები

 

 ვილები და ბაღები

 

 დემოგრაფია

იმპერატორ ავგუსტინეს დროს რომი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი იყო, და სავარაუდოდ, 19-ე საუკუნემდე აგებული ყველაზე დიდი ქალაქი. სტატისტიკური მონაცემებით, რომის მოსახლეობა ძირითადში, 450 000-დან 3 მლნ-მდე იყო. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, შესაძლოა, 50 000-ზე ნაკლები იყო და და სტაგნაციურ მდგომარეობაშიც იმყოფებოდა რენესანსამდე. როდესაც იტალიის სამეფომ 1870 წელს რომი აიღო, ქალაქის მოსახლეობა 200 000-მდე იყო, მოკლე ხანში კი 600 000 გახდა. ფაშისტური რეჟიმისას მუსოლინი ქალაქის მოსახლეობის ზრდის ხელოვნურად შეკავებას ცდილობდა, თუმცა, 1931 წელს რომი უკვე მილიონზე მეტ მოსახლეს მოითვლიდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა სწრაფად იზრდება, 50-იან და 60-იან წლებში რომს ემატება ახალი გარეუბნები.

 

დღეისათვის რომის ოფიციალური მოსახლეობა 2,8 მლნ-მდეა. ქალაქის ურბანულ ფართოზე 5,352 კმІ კი 4 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. რომის მოსახლეობის 6,2% იმიგრანტები წარმოადგენენ.

 

 

 ეკონომიკა

 

 ტრანსპორტი

აეროპორტები

 

რომს სამი ძირითადი აეროპორტი ემსახურება, აქედან ორი აეროპორტი დი რომას  კუთვნილებაა. რომისა და სრულიად იტალიის უდიდესი აეროპორტი ლეონარდო და ვინჩის სახელობისაა, თუმცა, რომის სამხრეთ-დასავლეთით, ფიუმიჩინოს კომუნაში მდებარეობის გამო, მას ხშირად ფიუმიჩინოს აეროპორტსაც უწოდებენ.

 

 

რომის უძველესი ჩიამპინოს აეროპორტი სამოქალაქო და სამხედრო მნიშვნელობით გამოიყენება. აეროპორტი რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩიამპინოს უბანშია აგებული.

 

მესამე, რომიდან ჩრდილოეთით 6 კილომეტრში განლაგებული

აეროპორტო დელ ურბე შედარებით მცირეა და უფრო მეტად აეროდრომის ფუნქციებს ასრულებს, ვიდრე აეროპორტისა. აქ ვერტმფრენები და კერძო, მსუბუქი თვითმფრინავებია თავმოყრილი.

 

მეოთხე, აეროპორტო დი ჩენტოჩელეს საჰაერო კარიბჭე რომის აღმოსავლეთით ააშენეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ტერმინალებიდან ფრენები არ წარმოებს. აეროპორტი განკუთვნილია კომანდოსების მომსახურებისა და სამხედრო თვალსაზრისით. აეროპორტის დიდი ნაწილის სამოქალაქო ავიაციისთვის გამოყენების გეგმა უკვე შემუშავებულია.

 

 

 საგზაო ტრანსპორტი

 

 რკინიგზა

 

 ავტობუსები და ტრამვაი

 

 მეტრო

რომში ორხაზიანი მეტროსისტემა მუშაობს, რომელსაც

მეტროპოლიტანა

 ეწოდება. პირველი ხაზის მშენებლობა 1930-იან წლებში დაიწყო. ხაზი თავიდან დაგეგმილი იყო როგორც ცენტრალური ვაგზლის დამაკავშირებელი რომის სამხრეთ უბნებთან, სადაც ა42-ის არეში 1942 წელს მსოფლიო ბაზრობა უნდა მოწყობილიყო. ომის გამო მსოფლიო პროექტი ვერ გახორციელდა. მშენებარე უბანი მოგვიანებით გადააკეთეს და რომის ბიზნეს-კვარტლის სახელი უწოდეს უკვე 1950-იან წლებში. მეტროს ეს ხაზი საბოლოოდ, 1955 წელს გაიხსნა და დღესდღეობით ბ ხაზი ეწოდება. ა ხაზი 1980 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და ოტავიანოს სადგურიდან ანაგნინას სადგურამდე იყო გადაჭიმული. 1990-2000 წლებში ხაზი დააგრძელეს და უკვე ბატისტინის სადგურამდე აღწევს. 1990 წელს ბ ხაზი ტერმინის სადგურიდან რებიბბიას სადგურამდე დაგრძელდა. 2005 წლისთვის მისი საერთო სიგრძე 38 კილომეტრს აღწევდა. ორი არსებული ა და ბ ხაზები სადგურ რომა ტერმინისთან გადაიკვეთება. ბ ხაზის ახალი განტოტება ბ1 ამჟამად შენდება, მისი საერთო ბიუჯეტი 482,900,000 ევროა. ხაზის გახსნა 2010 წლისთვის იგეგმება. ხაზი ბ1 სადგურ პიაცა ბოლონიასთან შეუერთდება ხაზ ბ-ს და ოთხი სადგურით იქნება წარმოდგენილი, რომელთა ერთიანი სიგრძე 3,9 კილომეტრს არ გადააჭარბებს.

 

 

მესამე ხაზი, ხაზი ც მშენებლობის პროცესშია და 3,000,000 ევრო იხარჯება მის გასამართავად. ც ხაზს 30 სადგური უნდა ჰქონდეს საერთო სიგრძით 25,5 კილომეტრი. მესამე ხაზი ტერმინი-პანტანოს მიწისზედა სარკინიგზო კავშირს მთლიანად ჩაენაცვლება და სამომავლოდ ავტომატიზებული, უმემანქანო ვაგონებით იმოძრავებს. ხაზის პირველი განყოფილების გახსნა 2011 წლისთვის არის ნავარაუდევი, დასრულება კი 2015 წლისთვის. თუმცა, არქეოლოგიური აღმოჩენები გათხრებისას მეტისმეტად აფერხებს ხსენებული ხაზის გაყვანას.

 

მეოთხე ხაზი დ ამჟამად დაპროექტების პროცესშია. მას 22 სადგური და 20 კილომეტრიანი სამოძრაო ზოლი ექნება. ხაზის პირველი განყოფილება 2015 წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში.

 

 

ქალაქი სტამბოლი

Istanbil

 

ქვეყანა თურქეთი

პროვინცია სტამბოლი

დაარსდა ძვ. წ. 667

ფართობი 1,830.92 კმІ

სიმაღლე 100 მ

მოსახლეობა 11,372,613 ადამიანი (2007)

სიმჭიდროვე 6,211 ად./კმІ

დროის სარტყელი UTCთჩ+2, ზაფხულში UTCთჩ+3

ტელ. კოდი +90 212 (ევროპ.)

+90 216 (აზ.)

ინდექსი 34010-34850

80000-81800

საიტი http:/www.ibb.gov.tr

 

 

სტამბოლი ვიკისაწყობში

სტამბოლი (თურქ. Istanbul) თურქეთის უდიდესი და უეჭველად ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია. მდებარეობს ბოსფორის სრუტეზე ბუნებრივ ნავსაყუდელთან "ოქროს რქა" (თურქ. Halis), ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ოფიციალურად მდებარეობს ევროპასა და აზიაში, თუმცა, როგორც წესი, ევროპულ ქალაქად მოიხსენიება, შესაძლოა მისი წინამორბედი კონსტანტინოპოლის, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქის გავლენით. 2000 წლის აღრიცხვით ქალაქის მოსახლეობა 8.803.468 ადამიანს შეადგენდა (10.018.735 აგლომერაციაში), და ევროპის უდიდეს ქალაქთა შორისაა. ქალაქის გეოგრაფიული კორდინატებია 41° N 28° E. სტამბოლის პროვინციის დედაქალაქია.

 

ბერძენ კოლონისტთა პირველმა დასახლებამ ბიზანტიუმი სახელი მათი ლიდერი მეგარელი ბიზასგან მიიღო. ახ.წ. 324 წელს ის რომის იმპერიის აღმოსავლეთის დედაქალაქი გახდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ. ბიზანტიუმს ნოვა-რომა დაარქვეს თუმცა ამ სახელით მისი მოქალაქეები არ მოხიბლულან და ქალაქი მალე ცნობილი გახდა როგორც კონსტანტინოპოლი - "კონსტანტინეს ქალაქი". რომისა და დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ კონსტანტინოპოლი ხდება ერთპიროვნული დედაქალაქი ქვეყნისა, რომელსაც ისტორიკოსები ამჟამად ბიზანტიის იმპერიას უწოდებენ. ეს იმპერია კულტურულად ბერძნული იყო და ამგვარად ბერძნული ორთოდქსული ქრისტიანობის ცენტრი ხდება რომთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ. ამ პერიოდში შენდება აქ მრავალი საუცხოო ტაძარი თუ ეკლესია, მათ შორის განუმეორებელი აია-სოფია - ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი საკათედრო ტაძარი. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბერძნული ორთოდოქსული ეკლესიის სულიერი ლიდერის ტახტი დღემდე სტამბოლში რჩება.

 

1453 წელს ოსმალეთის თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი და მალე მისი დედაქალაქი ხდება. დაპყრობამდე თურქები ქალაქს სტამბოლს უწოდებდნენ, თუმცა ოფიციალურად სახელი ქუსტანტანია გამოიყენებოდა, რაც არაბულად "კონსტანტინეს ქალაქს" ნიშნავს. ქალაქს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს დაერქვა.

 

 

 

 ეტიმოლოგია

თანამედროვე თურქული სახელწოდებაა Istanbul (ისტანბულ). (ისტიმ ბოლინ), ეგურ დიალექტზე - ისტამ ბოლინ, რაც ნიშნავს ქალაქში, ქალაქისკენ, ან ქალაქის ცენტრში.

 

ქალაქის პირველი ცნობილი სახელი არის ბიზანტი. 330 წლის 11 მაისს რომაელმა იმპერატორმა კონსტანტინე I-მა ქალაქი რომის იმპერიის აღმოსავლეთ დედაქალაქად გამოაცხადა და მას ნოვა რომა  უწოდა. თუმცა ქალაქი ცნობილი გახდა სახელით კონსტანტინოპოლი (კონსტანტინეს ქალაქი). ქალაქის ეს სახელწოდება ოფიციალური გახდა თეოდოსიუს II-ის მმართველობისას (408- 450).

 

 

 

ტაშკენტი 

 

 

ტაშკენტი უზბეკეთის რუქაზე ტაშკენტი (უზბ"ქვის ქალაქი")უზბეკეთისა და ტაშკენტის პროვინციის დედაქალაქი. 1999 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 2.142.700 ადამიანს შეადგენდა. მისი კოორდინატებია 41°16~N 69°13~E, ხოლოდ დროის სარტყელი - UTC/GMთ +5 სთ.

 

 ისტორია

 

ტაშკენტის გეგმა 1865 წელსტაშკენტი უძველესი ქალაქია, რომელიც სავაჭრო ქარავანთა მნიშვნელოვან გზისგასაყარსა და აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა. თავადპირველად მცირე ოაზისი იყო ჩირკუკის მდინარესთან, დასავლეთ ტიან-შანის მთების ძირას. უძველეს დროში ეს არემარე ჩაჩთა სამეფოს ეკუთვნოდა, რომელთა დედაქალაქ კანკას მართკუთხა ციტადელი ერტყა გარს, აშენებული ძვ. წ. მე-5 და მე-3 საუკუნეებშ შორის, მდ. სირ-დარიას სამხრეთით 8 კმ-ში. ჩვ. წ. მე-7 საუკუნისთვის ჩაჩს უკვე 30-მდე ქალაქი და 50-ზე მეტი არხის ქსელი აქვს, რაც სავაჭრო ცენტრს ქმნიდა დოგდიანთა და თურქ მომთაბარე ტომთათვის. დედაქალაქს მინგ-ურუკი ("ათასი ატმის ბაღი") ერქვა და ეს არემარე განთქმული იყო ცხენებით, ნახირით, ოქროთი და ძვირფასი თვლებით. 751 წელს სამეფოს ჩინეთი შემოესია, იმსხვერპლა რა ჩაჩთა უფლისწული, რამაც თავის მხრივ არაბების შემოსავას მისცა გასაქანი. თალასის ბრძოლაში არაბებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს და რეგიონი შესაბამისად ისლამის გავლენის ქვეშ მოექცა.

 

სამანიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში ქალაქი ცნობილი იყო სახელით ბინკათი. თუმცა არაბებმა სამეფოს სახელი შეუნარჩუნეს ოდნავ სახეცვლილი გამოთქმით - შაში. ტაშკენტის თანამედროვე თურქული სახელი მომდინარეობს მე-10 საუკუნის მარა-ხანიდთა მმართველობიდან.

 

1219 წელს ქალაქს ჩინგის ყაენი ანადგურებს, თუმცა დიდმა დამპყრობმა აღმოაჩინა რომ მანამდე 1214 წელს ქალაქი ხორეზმშაჰს გაუძარცვავს. ტიმურიდთა და შემდგომში შაიბანიდთა დინასტიების ქვეშ ქალაქი ისევ აყვავდა უზბეკთა, ყაზახთა, სპარსთა, მონღოლთა და ყალმიხთა დროგამოშვებითი შემოსევების მიუხედავად.

 

1809 წელს ტაშკენტი კოკნადის სახანომ დაიპყრო. ამ დროისთვის ტაშკენტში უკვე დაახ. 100.000-მდე მცხოვრები იყო და ცენტრალური აზიის უმდიდრეს ქალაქად ითვლებოდა. სიმდიდრის ძირითადი წყარო რუსებთან ვაჭრობიდან მომდინარეობდა, თუმცა კოკანდთა მაღალმა ბეგარამ ქალაქი ისევ დააძაბუნა. ტაშკენტის მღვდელმთავრები ბუხარას უფრო სწყალობდნენ ვიდრე კოკანდას, თუმცა ვიდრე ბუხარა ამ უკმაყოფილებით ისარგებლებდა რეგიონში რუსეთის არმია შემოვიდა.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / მსოფლიოს ქალაქები