ნიდერლანდი 

 

 

ოფიციალური: ქართულად - ნიდერლანდის სამეფო; ნიდერლანდულად - Nederland; Koninkrijk der Nederlanden.

ეტიმოლოგია - ეს სახელმწიფო რამდენიმე სახელითაა ცნობილი: (ა) ნიდერლანდი - ნიდერლანდულ ენაზე მისი სახელწოდება ნიშნავს დაბლობ მიწებს. (ბ) ჰოლანდია - გერმანიკული ჰოლტ ლანდ, ტყიანი მხარე (ჰოლანდია ნიდერლანდის ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ამ სახელით ხშირად მთელ ქვეყანას მოიხსენიებენ). (გ) ბატავია - გერმანიკული სავარგულები, მომდინარეობს Betuwe-საგან.

ქვეყნის კოდი - NL.

 

 გეოგრაფია

 

ნიდერლანდის სამეფოქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია და გერმანია.

 

ფართობი - 41.500 კვ.კმ.

ბუნება: ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა ვაალსერბერგი, რომლის სიმაღლე 321 მეტრია. მდინარეები (კმ) - მოსა 350 (სულ 933), რაინი 200 (სულ 1.320); ტბა (კვ.კმ) - იისელმეერი 1.500 (ხელოვნური); კუნძულები (კვ.კმ) - სხოუვენი 222, ოვერფლაკი-გური, ტექსელი 184; კლიმატი - ოკეანური.

ბუნებრივი რესურსები - ბუნებრივი აირი, ნავთობი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

 

 

 

 სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.

სახელმწიფოს მეთაური - დედოფალი ბეატრიქსი (BEATRIX, 1980). აღსანიშნავია, რომ საუკუნეზე მეტია ნიდერლანდის ტახტზე მხოლოდ ქალები არიან: ვილჰელმინა - 1890-1948, იულიანა - 1948-1980.

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი jan Peter BALKENENDE (2002).

საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი - გენერალური შტატები (75+150 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა. ნიდერლანდების სამეფო ადმინისტრაციულად იყოფა 12 პროვინციად (პროვინციე): გელდერლანდი (ცენტრი - არნჰემი), გრონინგენი (გრონინგენი), დრენტე (ასენი), ზელანდია (მიდელბურგი), ლიმბურგი (მაასტრიხტი), ოვერიისელი (ზვოლე), სამხრეთი ჰოლანდია (ჰააგა), უტრეხტი (უტრეხტი), ფლევოლანდი (ლელისტადი), ფრისლანდია (ლეუვარდენი), ჩრდილოეთი ბრაბანტი (ჰერტოგენბოში), ჩრდილოეთი ჰოლანდია (ჰაარლემი).

სამფლობელოები. ნიდერლანდებს აქვს ორი სამფლობელო კარიბის ზღვის აუზში: არუბა; ნიდერლანდის ანტილები.

 

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 16.150 ათასი (2003), მათ შორის 83% ჰოლანდიელები, 11% ფლანდრიელები.

ენები - ნიდერლანდული, ფრიზული.

რელიგია - კათოლიციზმი - 40%, პროტესტანტიზმი - 40%.

ქალაქები (ათ.) - ამსტერდამი (738), როტერდამი (600), ჰააგა (მთავრობის რეზიდენცია - 466), უტრეხტი (264), ეინდჰოვენი (206), ტილბურგი (200).

 

 

 

 ეკონომიკა

ნიდერლანდები მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (403 მლრდ $) მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია.

 

ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 3, მრეწველობა - 28, მომსახურება - 68;

ე.ე.პ. (1 სულზე) - 25.830 $.

ექსპორტი - რძის პროდუქტები, ყვავილები, ბოსტნეული, ელექტრომოწყობილობანი.

უდიდესი კომპანიები ჰაინეკენი, ფილიპსი, შელ-ოილი, კლმ, იუნილევერი.

ბიუჯეტი - 134,000 მლნ $. ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ჰოლანდიური გულდენი.

 

 ისტორია

ნიდერლანდების დამოუკიდებელი სამეფო 1648 წელს - შეიქმნა. მე-17 საუკუნის განმავლობაში იგი უდიდესი საზღვაო სახელმწიფო იყო, რომელსაც მრავალი კოლონია ჰქონდა. 1830 წელს მას გამოეყო ბელგიის სამეფო.

 

 

 

 მემკვიდრეობა

ამსტერდამი - ძველი ქალაქი, ეკლესიები: უდე-კერკი (XIV ს.), ნეუვე-კერკი (XV ს.), აუდე-კერკი (XVI ს.), სამეფო სასახლე (XVI ს.), რატუშა (XVIII ს.);

გრონინგენი - ეკლესია აა (XIII ს.);

მაასტრიხტი - ეკლესია ონზე (XI ს.), «ჯოჯოხეთის ჭიშკარი» (XIII ს.);

მიდელბურგი - რატუშა (XV ს.);

ბრედა ტაძარი (XV ს.), ციხე-სიმაგრე (XIV ს.).

 

 

 

 

 ცნობილი ჰოლანდიელები

მოგზაურები - ვილემ ბარენცი, აბელ ტასმანი,

ფილოსოფოსები - ბარუხ სპინოზა, ერაზმუსი,

მხატვრები - ვინსენტ ვან გოგი, ფრანს ჰალსი, რემბრანდტი, იოჰან ვერმეერი,

მეცნიერები - კრისტიან ჰიუგენსი, ანტონი ვან ლევენჰუკი, თომას სტილტიესი, ჰენრიკ ლორენცი,

სპორტსმენები - მაქს ეივე, იან ტიმანი, იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი, ანა ფრანკი, მატა ხარი, პიტერ სტუივეზანტი.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ნიდერლანდი