ნიუ-იორკი

დროშა გერბი

 

 

 

სხვა შტატები

 

ძირითადი მონაცემები

მეტსახელი: საიმპერიო შტატი

დედაქალაქი: ალბანი

უდიდესი ქალაქი: ნიუ-იორკი

ფართობი

სულ: 141.205 კმІ

ხმელეთი: 122.409 კმІ

წყალი (%): 18.795 კმІ (13,3%)

მოსახლეობა

მოსახლე (2000): 18.976.457

გუბერნატორი: ჯორჯ პატაკი

შემოკლებები

საფოსტო ინდექსი: NY

ISO 3166-2: US-NY

ნიუ-იორკი (New York, Ny), შტატი აშშ-ში, მდებარეობს შუა ატლანტიკურ რეგიონში. სახელი ეწოდა იორკის ჰერცოგის მიხედვით, რომელმაც ეს ტერიტორია (ახალი ჰოლანდია) მიიღო თავისი ძმის ჩარლზ II-საგან.

 

ფართობი 122 ათასი

მოსახლეობა 19,300 ათასი (თეთრი 71 %, აფროამერიკელი 14 %, აზიელი 3,9 %, ლათინურამერიკელი 11,2 %).

ქალაქის მოსახლეობა 84,6 %.

ქალაქები ალბანი (დედაქალაქი), 103 ათასი, ნიუ-იორკი, 8.108 ათასი, ბუფალო, 310 ათასი, როჩესტერი, 221 ათასი

თავისებურებები ნიაგარას ჩანჩქერი, უესტ-პოინტი (აშშ-ს სამხედრო აკადემია), ქალაქი ნიუ-იორკი (აშენდა XVII ს-ში კუნძულ მანჰეტენზე, აშშ-ს დედაქალაქი 1797-მდე, შედგება 5 კვარტალისაგან: ბრონქსი, მანჰეტენი, ქვინსი, ბრუკლინი, სტეიტენ-აილენდი. ღირშესანიშნაობანი თავისუფლების ქანდაკება, ემპაია სტეიტ ბილდინგი, 381 მ, გაეროს შტაბ-ბინა, კოლუმბიის უნივერსიტეტი).

ცნობილი ადამიანები ჯეიმს ფენიმორ კუპერი, არტურ მილერი, ფრანკლინ და თეოდორ რუზველტები, უოლტ უიტმენი.

 

 ისტორია

1524 ფლორენციელი ჯოვანი ვერაძანო იკვლევდა ტერიტორიას საფრანგეთის მეფის დავალებით, ამ ადგილს უწოდა ანგულემი.

1609 ეწვია სამუელ შამპლეინი (საფრანგეთი).

1609 იკვლევდა ჰენრი ჰუდზონი ჰოლანდიისათვის. პიტერ სტუივეზანტმა დააარსა ნიუ-ჰარლემი.

1614 ჰოლანდიელთა კოლონია.

1626 პიტერ მინუიტმა ინდიელთა ტომის მანჰეტებისაგან 60 ფლორინად იყიდა კუნძული მანჰეტენი (56,6 კვ.კმ).

1664 ახალი ამსტერდამი ანექსირებულ იქნა ინგლისელთა მიერ.

1777 დამოუკიდებელია, მიიღო პირველი კონსტიტუცია.

1788 ერთ-ერთი პირველი 13 შტატთაგანი.

 

 დემოგრაფია

ისტორიული მოსახლეობა 

 

 

ცენზი მოს.   %±

1790 340,120 

1800 589,051  73.2%

1810 959,049  62.8%

1820 1,372,851  43.1%

1830 1,918,608  39.8%

1840 2,428,921  26.6%

1850 3,097,394  27.5%

1860 3,880,735  25.3%

1870 4,382,759  12.9%

1880 5,082,871  16.0%

1890 5,997,853  18.0%

1900 7,268,894  21.2%

1910 9,113,614  25.4%

1920 10,385,227  14.0%

1930 12,588,066  21.2%

1940 13,479,142  7.1%

1950 14,830,192  10.0%

1960 16,782,304  13.2%

1970 18,236,967  8.7%

1980 17,558,072  -3.7%

1990 17,990,455  2.5%

2000 18,976,457  5.5%

 

ნიუ-იორკის მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკა 2006 წლისთვის ნიუ-იორკი მოსახლეობის რაოდენობით მესამე შტატი იყო კალიფორნიისა და ტეხასის შემდეგ. მისი მოსახლეობა შეადგენდა 19.306.183 ადამიანს, რაც 1,7%-ით მეტია 2000 წლის მაჩვენებელზე; ის მოიცავს ბუნებრივ ნამატს ბოლო ცენზის შემდეგ 601.779 ადამიანით (1.576.125 დაბ. მინუს 974.346 გარდ.) და კლებას შტატიდან მიგრაციის გამო 422.481 ადამიანით. იმიგრაციამ ქვეყნის გარედან მოიმატა 820.388 ადამიანით, ხოლო მიგრაციამ ქვეყნის შიგნით შეადგინა დანაკარგი 800.213 ადამიანით.

 

ნიუ-იორკი ნელა მზარდი შტატია სხვა შტატებში ემიგრაციის მაღალი დონით, განსაკუთრებით ფლორიდასა და არიზონაში. თუმცა ნიუ-იორკი წამყვანი ადგილია საერთაშორისო იმიგრაციისთვის. ქალაქ ნიუ-იორკს და მის ექვს საგარეუბნო საგრაფოს (ქაუნტი) ერთობლივად ჰყავს 12.626.200 ადამიანი, შტატის მოსახლეობის 65,67%.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ნიუ-იორკი