ომანი 

 

 

ომანის სასულთნო  

დროშა გერბი

 

ჰიმნი:

Ya rabbana Ehfid Lana jalalat Al sultan

 

დედაქალაქი მასკატი

20°14~N 55°58~E

უდიდესი ქალაქი მასკატი

ოფიც. ენები არაბული

მთავრობა აბსოლუტური მონარქია (სასულთნო)

ქ -სულთანი ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი

 

 

 

ფართობი

 - საერთო 

309,500 კმІ (70-ე)

მოსახლეობა

 - 2006 სავ.

 - 2003 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

3,204,897 (139-ე)

2,300,000

8.3 ად./კმІ (182-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$52,3 მილიარდი (81-ე)

 

$19,879 (44-ე)

აგი (2007)  0.814 (მაღალი) (58-ე)

ვალუტა რიალი (OMR

დროის სარტყელი CET+0400

 

ქვეყნის კოდი OMN

ccTLD .om

სატელეფონო კოდი +968

 

ომანი სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ესაზღვრება: საუდის არაბეთი, ემირატები და იემენი.

გეოგრაფია

ბუნება: ომანის სამხრეთი ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ჩრდილოეთით შეჭრილ-შემოჭრილი. ომანის ყურის სანაპიროს გასწვრივ აღმართულია ომანის მთები, რომლის ჩრდილოეთ მთისწინეთში ელ-ბატინის ვიწრო სანაპირო დაბლობია. ომანის ცენტრალური ნაწილი უჭირავს რუბ-ელ-ხალის ქვიშიანი უდაბნოს აღმოსავლეთ კიდეს, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი - დოფარის პლატოს.

სასარგებლო წიაღისეული: ნავთობი, ბუნებრივი აირი, სპილენძის მადანი.

კლიმატი: ჰავა ტროპიკულია, ქვეყნის უმეტეს ნაწილში - უდაბნოს ტიპის. ჰაერის ტემპერატურა ზამთარში +18 - +25ჩო, ზაფხულში +30 - +35ჩო. ნალექები 150მმ-მდე წელიწადში.

 

 

ისტორია

VII - XI სს. ომანი არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შედიოდა. 1515-60 წწ. ომანის სანაპირო ზოლი და გამაგრებული პუნქტები პორტუგალიას ემორჩილებოდა. 1737-44 წწ. ომანის სანაპირო რაიონები ირანმა დაიპყრო. XIII საუკუნის II ნახევარში ომანი საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის, შემდეგ - ცენტრალური არაბეთის ვაჰაბიტ გამგებლებს შორის ბრძოლის ობიექტი გახდა.

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ომანი