პაკისტანი 

 

 

Islamic Republic of Pakistan

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Qaumi Tarana

დევიზი: Unity, Discipline and Faith

 

დედაქალაქი ისლამაბადი

33°40~N 73°10~E

უდიდესი ქალაქი კარაჩი

ოფიც. ენები ურდუ, ინგლისური

მთავრობა ისლამური რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი

ქ -პრ.-მინისტრი იუსუფ რეზა გილანი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

880,940 კმІ (36-ე)

 

  3.1%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 1998 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

169,300,000 (მე-6)

132,352,279

206 ად/კმІ (53-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2008მიახლ.

$504.3 მილიარდი (26-ე)

 

$3320.12 (128-ე)

აგი (2007)  0.551 (საშუალო) (136-ე)

ვალუტა პაკისტანის რუპია (PKR)

დროის სარტყელი (UTC +5სთ.)

 

ქვეყნის კოდი PAK

ccTLD .pk

სატელეფონო კოდი +92

 

 სახელწოდება

ოფიციალური: პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა.

ურდუ: jamhuriyat Islami Pakistan;

ინგლისური : Islamic Republic of Pakistan.

ეტიმოლოგია: ტოპონიმი (Pakistan) აკრონომია და მისი შემადგენელი პროვინციების სახელთა პირველი ასოების (Punjab - penjabi, Afghan frontier - ავღანეთის მოსაზღვრე რაიონი, Kashmir - ქაშმირი, Indus Valley - ინდის ველი) და სიტყვა სტან-ის (ნიშნავს ქვეყანას) შეერთებითაა მიღებული. ამავე დროს იგი ითარგმნება როგორც წმინდა ქვეყანა.

ქვეყნის კოდი: PK.

 

 

 

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, მდებარეობს ინდის აუზში, გადაჭიმულია არაბეთის ზღვის ნაპირებიდან ჰიმალაის მთიანეთამდე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ირანი, ავღანეთი, ჩინეთი, ინდოეთი.

 

ფართობი: 806.500 კვ.კმ.

ბუნება: უმაღ. მწვერვალები (მ)  ჩოგორი (K2) 8.611, ნანგა პარბატი 8.125, გაშერბრუმი 8.068, ბროუდ-პიკი 8.047; მდინარეები (კმ)  ინდი 2.200 (სულ 3.180), სათლეჯი 1.450, ჩენაბი1.200; ტბა - ტარბელას წყსც. 250 კვ.კმ; კლიმატი - მშრალი, კონტინენტური.

 

ბუნებრივი რესურსები: ბუნებრივი აირი, ნავთობი, ქვანახშირი, რკინის მადანი, სპილენძი, მარილი, კირქვა.

 

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული ისლამური რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი .

საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (100+342 წევრი).

 

 ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 6 რეგიონი (პროვინცე), 1 ტერიტორია და დედაქალაქი.

 

აზად-ქაშმირი: მოსახლ. - 3.649; ფართ. - 11,6; ადმ. ცენტრი - მუზაფარაბადი.

ბელუჯისტანი : მოსახლ. - 7.402; ფართ. - 347,2; ადმ. ცენტრი - კვეტა.

ფედერ. დედაქალაქი: მოსახლ. - 908; ფართ. - 0,9; ადმ. ცენტრი - ისლამაბადი.

მომთაბარეთა მიწები: მოსახლ. - 3.567; ფართ. - 27,2; ადმ. ცენტრი - მირან შაჰი.

ჩრდ. მიწები: მოსახლ. - 1.034; ფართ. - 72,5; ადმ. ცენტრი - გილგიტი.

ჩრდ. დას. საზღვარი: მოსახლ. - 19.956; ფართ. - 74,5; ადმ. ცენტრი - ფეშავარი.

პენჯაბი : მოსახლ. - 82.514; ფართ. - 205,3; ადმ. ცენტრი - ლაჰორი.

სინდი : მოსახლ. - 34.093; ფართ. - 140,9; ადმ. ცენტრი - კარაჩი.

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა: 150,7 მლნ (2003), მათ შორის პენჯაბელები 61%, პუშტუნები 15%, სინდჰები 12%.

ენები: ურდუ (8%), ინგლისური (ადმინისტრაციის და ელიტის ენა), პენჯაბური (48), სინდური (12), სირაიკი (ფენჯაბურის ვარიანტი, 10), პუშტუ (8).

რელიგია: ისლამი.

ქალაქები (ათ.) : ისლამაბადი (602), კარაჩი (10.537), ლაჰორი (5.756), რავალპინდი (1.599; აგლომ. 2.615.), ფაისალაბადი (2.248), გუჯრანვალა (1.384; აგლომ. 1.876), მულტანი (1.344), ჰაიდარაბადი (1.308; აგლომ. 1.398), ფეშავარი (1.123).

 

 ეკონომიკა

ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 65 მლრდ $ (45-ე ადგილი); სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 26, მრეწველობა 17, სხვა 55; 1 სულზე - 500 $.

ექსპორტი: ბამბა, ბამბის ნაწარმი, ბრინჯი, ხალიჩები, თევზი.

ბიუჯეტი: 12,600 მლნ $.

ვალუტა: პაკისტანური რუპია (PKღ).

 

 

 

 

 ისტორია

პაკისტანი უპირატესად მუსულმანური ქვეყანაა, რომელიც განლაგებულია მდიდარი წარსულის მიწაზე. ოდესღაც აქ დაფუძნდა ადამიანთა ერთ-ერთი პირველი დასახლება, ხოლო მოგვიანებით ჩაისახა ორი მსოფლიო რელიგია - ინდუიზმი და ბუდიზმი.

 

 

 

XX ს.: პაკისტანის სახელმწიფო წარმოიქმნა 1947 წელს, როდესაც რელიგიური ნიშნით ორად გაიყო ბრიტანეთის ინდოეთი. პირველი ომი ინდოეთთან ქაშმირის გამო დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო. ეს არის ჩრდილოეთი პროვინცია, რომელიც ძირითადად მუსულმანებითაა დასახლებული, მაგრამ ადგილობრივი რაჯას ნებასურვილით გაყოფისას ინდოეთის შემადგენლობაში მოექცა. 1965 წელს მხარეებმა კვლავ მოსინჯეს თავისი ძალები. 1971 წლამდე იგი ორი ანკლავისაგან შედგებოდა - აღმოსავლეთი პაკისტანი და დასავლეთი პაკისტანი. ინდოეთის ხელშეწყობით დასავლეთი პაკისტანი დამოუკიდებელ ბანგლადეშის რესპუბლიკად გამოცხადდა. 80-იან წლებში პაკისტანის აქტიური მონაწილეობა სსრ კავშირის წინააღმდეგ ავღანეთის ოკუპაციის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარებით იქნა წახალისებული, რაც ცივი ომის დასრულებისთანავე საგრძნობლად შემცირდა. 1999 წლის 12 ოქტომბერს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალმა ფერვეზ მუშარაფმა მოახდინა სამხედრო გადატრიალება. კვლავ დაძაბული ურთიერთობაა ინდოეთთან, ამას ემატება ავღანელ ლტოლვილთა პრობლემა და ეთნო-რელიგიური კონფლიქტები სინდის პროვინციაში.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / პაკისტანი