პარაგვაი 

 

დედაქალაქი ასუნსიონი.

ფართობი 406 750 კვ კმ.

მოსახლეობა 6 300 000 კაცი 2007 წლის მონაცემებით.

სახელმწიფო ენა ესპანური.

რესპუბლიკა პარაგვაი მდებარეობს სამხ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში და ზღვაში გასასვლელი არა აქვს.

ჩრდილოეთით და ჩრდილო - დასავლეთით ესაზღვრება ბოლივია, დასავლეთითა და სამხრეთით არგენტინა, ხოლო აღმოსავლეთით ბრაზილია, მდ პარანა სახელმწიფო საზღვარია ბრაზილიასა და არგენტინას შორის.

მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შეადგენენ ესპანელ ინდიელთა ნაჯვარი მეტისები, არიან კრეოლები, ინდიელები 30 000 კაცი ჩიკ - ჩაკოში.

მოსახლეობის დიდი ნაწილი თავმოყრილია დედაქალაქში და მდ პარანის ხეობაში.

დიდი ქალაქებია ასუნსიონი, ლენკარნასიონი, კონსეპსიონი, ვილიარიკა.

ადმინისტრაციულად იყოფა 16 დეპარტამენტად, დედაქალაქი ცალკე ოლქს წარმოადგენს, ოფიციალური ენა ესპანური თუმცა ხმარებაშია ინდიელთა გუარანის ენაც.

გაბატონებული რელიგია კათოლიკური.

ეროვნული დღესასწაული დამოუკიდებლობის დღე 14 მაისი 1811 წ.

ისტორია.

XVI ს - მდე პარაგვაის ტერიტორია დასახლებული იყო ტუპი - გუარანის ინდიელთა ტომებით, 1630 წლიდან დაიპყრეს ესპანელებმა, ინდიელთა დიდი ნაწილი მოსპეს და ახლადდაპყრობილი ტერიტორია გაანაწილეს ჯერ პერუსა და შემდეგ ლაპლატას, არგენტინა ვიცე - სამეფოებს შორის, 1811 წ აჯანყებულებმა ხოსე გასპარ დე ფრანსიას მეთაურობით დაამარცხეს ესპანელები და გამოაცხადეს დამოუკიდებლობა.

1865 ბრაზილიამ, არგენტინამ და ბოლივიამ ომი გამოუცხადეს პარაგვაის და წაართვეს ტერიტორიის ერთ მესამედზე მეტი.1932 წპარაგვაი - ბოლივიის ომში გამარჯვებული გამოვიდა პარაგვაი და დაიბრუნა სადაო ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ბუნება.

ბუნებრივი პირობების მიხედვით პარაგვაის ტერიტორია ვაკე დაბლობს წარმოადგენს, ჩრდ - დას მდებარეობს თიხიან - ქვიშიანი ჩაკოს ოლქი, აქვეა ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი მთა ლეონი 1000 მ.

სამხ - აღმოსავლეთით შემოჭრილია სიერა დე მარაკაჟოს ქედის ტოტები და ბრაზილიის მთიანეთის პარანის ზეგანი ნაწილი, საშუალო სიმაღლით 300 - 600 მ, ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს დაჭაობებულ ჩაკო - დორიალისა და პარანის დაბლობებს.

ჰავა ტიპიური ტროპიკულია, ივლისის საშუალო ტემპერატურა უდრის 17 - 19 გრადუსს, ყველაზე ცხელი ადგილია უწყლო ჩაკო, ნალექების რაოდენობა აღწევს აღმოსავლეთით 2000 მმ - ს, დასავლეთით 700 - 1000 მმ - ს, მშრალი სეზონია XII, I, II თვეები.

მდინარეთა ქსელი ხშირია, მთავარი სანაოსნო მდინარეებია პარანა და პარაგვაი, უამრავი შენაკადით, ზაფხულზე და შემოდგომაზე იცის დიდი წყალდიდობა, ბრაზილია - არგენტინა - პარაგვაის საზღვარზეა იგუასუს ცნობილი წყალვარდნილი, ვარდნის სიმაღლე 80 მ, მდ პარანაზე სეტიკედაოს წყალვარდნილი ანუ ჩანჩქერი, ჩაკოს მშრალ ველებზე ბევრია წვრილი მლაშე ტბა.

მცენარეული საფარი წარმოდგენილია შერეული ტროპიკული და მარადმწვანე ფოთლოვანი ტყეებით, რომელთა მთავარ სიმდიდრეს წარმოადგენს ძვირფასი მერქნის ხეები, განსაკუთრებით კვებრახო, ფართოდაა გავრცელებული ხე იებამატე ე წ პარაგვაის ჩაის ბუჩქი ანუ პარაჩაი, მთელი ფართობის ნახევარზე მეტი ტყეებს უჭირავს.

 

მეურნეობა.

 

მეურნეობის მხრივ პარაგვაი ერთერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა ლათ ამერიკაში, ეკონომიკის საფუძველია სასაძოვრო მეცხოველეობა და ტყის სარეწი, მთელი სამეურნეო  ცხოვრება თავმოყრილია მთავარი სატრანსპორტო არტერიის მდ პარანას ხეობაში, დანარჩენ რაიონებში მრეწველობა პრაქტიკოულად არ არსებობს.

სოფლის მეურნეობაში ჩაბმულია მოსახლეობის ნახევარზე მეტი, წამყვანია სახორცე მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეცხენეობა და განსაკუთრებით მეფრინველეობა.

ხორცი და ხორცკონსერვები ექსპორტის საგანს წარმოადგენს, წამყვანი სასოფლო - სამეურნეო კულტურებია ბამბა, შაქრის ლერწამი, მანიოკი, თამბაქო, ყავა, ბრინჯი, ციტრუსოვანები, I ადგილი ფართობით, ვილიარიკას რაიონში ფართოდაა გავრცელებული ვაზი.

დამუშავებითი მრეწველობა უმთავრესად წარმოდგენილია მცირე საწარმოებით.

წამყვანი დარგია კვების მრეწველობა შაქრის, ღვინის, ხორცის, საფქვავი მატე ჩაი.

სამთო - მოპოვებითი მრეწველობიდან აღსანიშნავია ნავთობის მოპოვება ჩაკოში, ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ქ არენსიონში, ურანისა მდ პარანის ზემო წელში ქ სერაკორა.

რკინის მადნისა ქ. ობიკუი, ქიმიური მრთილავი ნივთიერებები ლაქ - საღებავები ტანინის წარმოება, საფეიქრო, ცემენტისა და სხვა, დიდი მნიშვნელობა აქვს ტუნგოს ნაყოფის დამზადებას და ტუნგოს ზეთის წარმოებას, ამ მხრივ პარაგვაი ერთერთი მონოპოლისტია მსოფლიოში ჩინეთთან ერთად.

 

წამყვანი დარგია ტყის რეწვა, ძვირფასი მერქნის დამზადების გარდა გარკვეული მნიშვნელობა აქვს მატე - ჩაის შეგროვებას, პარაგვაი არგენტინასთან ერთად კუდრახოს ექსტრატის ერთერთი ექსპორტიორია მსოფლიოში.

ტრანსპორტი და საგარეო ვაჭრობა.

ტრანსპორტი სუსტად არის განვითარებული, რკინიგზების სიგრძე 1300 კმ - ს უდრის, მათ შორის 1150 კმ ვიწროლიანდაგიანია, ამასთანავე სარკინიგზო ქსელი ერთ მთლიანობას არ წარმოადგენს, განლაგებულია 3 დამოუკიდებელი ხაზი, საავტომობილო გზების სიგრძე 26 000 კმ - ს უდრის, ტრანსპორტის მთავარი არტერიაა მდ პარანა, რომელიც ატლანტის ოკეანესთან აკავშირებს პარაგვაის.

ჩაკოში მიმოსვლის ერთერთი სახეობაა საჭაპანო სასაპალნე ტრანსპორტი, გატანის ღირებულების ნახევარზე მეტი მოდის მერქანზე და მთრთილავ ნივთიერებებზე, ბამბაზე, პარაჩაიზე, თამბაქოსა და ეთერზეთებზე, აგრეთვე მეცხოველეობის პროდუქტებზე, უპირატესად ხორცზე, შეაქვთ საფეიქრო ნაწარმი, მარცვლეული, საწვავ - სათბობი, ვაჭრობაში მთავარი პარტნიორებია არგენტინა, ა შ შ და გერმანია.

ფულის ერთეულია გუარანი.

კულტურა.

მოსახლეობის ერთი მესამედი წერა - კითხვის უცოდინარია, ითვლება 3000 დაწყებითი და საშუალო სკოლა, დაწყებითი განათლება სავალდებულო და უფასოა, არის სასოფლო - სამეურნეო ტექნოლოგიური და პედაგოგიური სკოლები, ეროვნული და კათოლიკური უნივერსიტეტები, ეროვნული ისტორიისა და სამხედრო ისტორიის მუზეუმები, ასუნსიონში გამოდის 12 ყოველდღიური და 6 კვირეული გაზეთი, 3 ჟურნალი, საკუთარი საინფორმაციო სააგენტო არა აქვს, არის რადიო და ტელევიზია.

სახელმწიფო წყობილება.

პარაგვაის რესპუბლიკის მეთაურია პრეზიდენტი, ირჩევენ 5 წლით, მისი არჩევა შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით.

საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი კონგრესი.

აღმასრულებელი ძალაუფლება ეკუთვნის პრეზიდენტს და მის მიერ დანიშნულ მთავრობას.

 

პარტიები.

მმართველთა  პარტიაა ნაციონალურ - რესპუბლიკური ასოციაციის პარტია კოლორადო 1881 წ, გამოხატავს სამიწათმოქმედო ოლიგარქიის ბურჟუაზიისა და სასულიეროთა ინტერესებს, ატარებს რეაქციულ პოლიტიკას, ორიენტირებულია ა შ შ - ზე, ლიბერალური პარტია 1904 წ, 1962 წ მას გამოეყო ლიბერალურ - რადიკალური პარტია, იცავენ სავაჭრო - სამრეწველო ბურჟუაზიის ინტერესებს,ფებრერისტების რეოლუციური პარტია 1963 წ ოპოზიციურია და გამოხატავს წვრილი ბურჟუაზიის ინტერესებს, კომუნისტური პარტია 1928 წ მოქმედებს არალეგალურად უშვებს გაზეთ ადელანტეს ანუ წინ, კაბიჩუი და  ნოტისიას დელ პარაგვაი ანუ პარაგვაის ახალი ამბები.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / პარაგვაი