პერუ

 

Republica del Peru

პერუს რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Somos libres, semoslo siempre

 

 

დედაქალაქი ლიმა

12°2.6~შ 77°1.7~W

უდიდესი ქალაქი ლიმა

ოფიც. ენები ესპანური

მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ალან გარსია

 

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

1,285,220 კმІ (მე-20)

 

  8.80%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2005 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

28,674,757 (41-ე)

27,219,266

22 ად/კმІ (183-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$207.985 მილიარდი (51-ე)

 

$7,410 (79-ე)

აგი (2005)  0.773 (საშუალო) (87-ე)

ვალუტა ახალი სოლი (PEN)

დროის სარტყელი (UTC -5სთ.)

 

ქვეყნის კოდი PER

ccTLD .pe

სატელეფონო კოდი +51

 

 

სახელწოდება

ოფიციალური: პერუს რესპუბლიკა.

ეტიმოლოგია: სავარაუდოდ სახელი Peru მიღებულ უნდა იყოს მდინარე ბირუსაგან, რომელიც თანამედროვე ეკვადორში მდებარეობს.

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ეკვადორი, კოლუმბია, ბრაზილია, ბოლივია, ჩილე. ფართობი: 1.286.216 კვ.კმ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Alan Garcia(2006).

საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (120 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა : 24 დეპარტამენტი (დეპარტამენტო) და 1 კონსტიტუციური პროვინცია (პროვინცია ცონსტიტუციონალ).

 

 

დემოგრაფია

მოსახლეობა - 27,925,628 (2005), მათ შორის 60,9% პერუელი, 34,3% კეჩუა, 3,2% აიმარა. რასობრივი შემადგენლობა: ინდიელი 49%, მეტისი 37%, კრეოლი 13%.

სახელმწიფო ენა : ესპანური და კეჩუა. სხვა ენები - აიმარა.

რელიგია : კათოლიციზმი (95%).

დედაქალაქი : ლიმა (8,113 ათასი).

ქალაქები : არეკიპა (837), ტრუხილიო (725), ჩიკლაიო (598), იკიტოსი (401).

 

 

 ეკონომიკა

რესურსები : სპილენძი, ვერცხლი, ოქრო, ნავთი, საშენი ხე-ტყე, თევზი, რკინის მადანი, ქვანახშირი,ჰიდროენერგია, ბუნებრივი აირი.

ეროვნ. პროდუქტი - 64 მლრდ $.

ექსპორტი : სპილენძი, რკინა, თუთია, ნავთობი, ყავა, ბამბა, შაქარი, თევზის პროდუქტები.

ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : 2.050 $.

ვალუტა : ნუევო სოლი (PEN).

 

ისტორია

დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან მიიღო 1824 წელს. ჰქონდა სასაზღვრო დავები ბოლივიასთან (1902), კოლუმბიასთან (1927), ეკვადორთან (1942 და 1981). პერუში 1948 წლიდან ერთმანეთს ენაცვლებოდა სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლება. 1990 წელს იაპონური წარმოშობის ალბერტო ფუჯიმორი აირჩიეს პრეზიდენტად, რომელმაც სამხედროების დახმარებით შეაჩერა მთავრობის მუშაობა და დაითხოვა მთავარ მოსამართლეთა დიდი ნაწილი. 2001 წელს მას ქვეყნიდან გაქცევა მოუხდა.

 

 

 

 მემკვიდრეობა

ლიმას და არეკიპას ისტორიული ცენტრები, ქალაქი კუსკო, მაჩუ-პიჩუს ნანგრევები,

ჩან-ჩანის არქეოლოგიური ზონა, უასკარანის, რიო აბისეოს და მანუს ეროვნული პარკები, Tours and Travels to Peru naska.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / პერუ