პოლონეთი 

 

 

ოფიციალური: პოლონეთის რესპუბლიკა.

ეროვნული: Rzeczpospolita Polska.

ეტიმოლოგია: საკუთარი სახელი Polska მიღებულია სლავური ტომების ოლანიესაგან, რაც ველზე მცხოვრებს ნიშნავს.

 

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლიტვა, რუსეთი (კალინინგრადის ოლქი). ფართობი - 312.700 კვ.კმ.

 

 

სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.

მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი (Donald Tusk, 2007).

საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (სეიმი 460, სენატი 100 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა : 16 რეგიონი.

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 38,6 მლნ (2003), მათ შორის 97,6% პოლონელები, 1,3% გერმანელები, 0,6% უკრაინელები.

სახელმწიფო ენა : პოლონური.

რელიგია - კათოლიციზმი.

დედაქალაქი - ვარშავა (1.608 ათასი).

ქალაქები - ლოძი (778), კრაკოვი (733), ვროცლავი (632), პოზნანი (581), გდანსკი (457), შჩეცინი (416), ბიდგოშჩი (385), ლუბლინი (356), ტორუნი (208), რადომი (227).

 

 ეკონომიკა

 

ვარშავარესურსები - ქვანახშირი, გოგირდი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, ვერცხლი, ტყვია, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 139 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 4.570 $.

ექსპორტი - სპილენძი, ქვანახშირი, ავტომობილები, ფეხსაცმელი.

ვალუტა - ზლოტი (PLძ).

 მემკვიდრეობა

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი, ტევტონური ორდენის ტაძარი მალბორკში, შუა საუკუნეების ქალაქები ტორუნი და ზამოსცი, კრაკოვის ისტორიული ცენტრი, ვარშავის ძველი ქალაქი, ბიელოვიეჟას ეროვნული პარკი, ნოვა ჰუტას ინდუსტრიული კომპლექსი.

 

 

 ისტორია

1947 წლიდან პოლონეთს მართავდნენ კომუნისტები. 1989 წელს დემოკრატიული არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოვიდა მუშათა პარტია "სოლიდარობა" ლეხ ვალენსას ხელმძღვანელობით. 1999 წელს პოლონეთი შევიდა ნატოში, ხოლო 2004 წელს - ევროკავშირს. 2003 წლის ივნისში ქვეყნის მოსახლეობამ რეფერუნდუმის გზით გამოხატა თავისი მხარდაჭერა ამ მოვლენასთან დაეავშირებით. პოლონეთის როლი საერთაშორისო არენაზე უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო სადამ ჰუსეინის რეჟიმის საწინააღმდეგო სამხედრო კამპანიაში.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / პოლონეთი