პორტუგალია 

 

 

Republica Portuguesa

პორტუგალიის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: A Portuguesa

 

 

დედაქალაქი ლისაბონი

38°46~N 9°11~W

დიდესი ქალაქი ლისაბონი

ოფიც. ენები პორტუგალიური

მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ანიბალ კავაკუ სილვა

ქ -პრ.-მინისტრი ჟოზე სოკრატესი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

92,345 კმІ (110-ე)

 

  0.5%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2001 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

10,848,692 (75-ე)

10,148,259

114 ად/კმІ (87-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2006მიახლ.

$232 მილიარდი (მე-40)

 

$23,464 (2007) (34-ე)

აგი (2005)  0.897 (მაღალი) (29-ე)

ვალუტა ევრო (EUR)

დროის სარტყელი WET (UTC +0სთ.)

ქ -ზაფხულის დრო WET (UTC +1სთ.)

ქვეყნის კოდი PRT

ccTLD .pt1

სატელეფონო კოდი +351

1ასევე .ეუ, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ქართულად - პორტუგალიის რესპუბლიკა; პორტუგალიურად - Portugal;

ეტიმოლოგია - სახელი მომდინარეობს ქალაქ პორტუსაგან, რომლის ძველი ლათინური სახელია Portus Galle, ანუ გალების (ძველი კელტური ტომის) ნავსადგური. რომაელები ამ ქვეყანას ლუზიტანიას უწოდებდნენ.

ქვეყნის კოდი - PT.

 

 გეოგრაფია

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, პირენეის ნახევარკუნძულზე. სახმელეთო საზღვარი აქვს ესპანეთთან.

 

ფართობი - 92.100 კვ.კმ.

ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - პონტა დუ პიკო (აზორის კ-ებზე) 2.351, მალიაო და ეშტრელა 1.991; მდინარეები (კმ) - დუერო 195 (სულ 895), ტეჟუ 217 (სულ 1.007); ტბა - ბარაჟემ-დუ-სანტა კლარა; კუნძულები (კვ.კმ) - აზორის კუნძულები 2.247 (მათ შორის: სან-მიგელი 747), მადეირა 794; კლიმატი - ოკეანური (ატლანტიკური).

ბუნებრივი რესურსები - თევზი, ტყეები, ვოლფრამი, რკინის მადანი, ურანი, მარმარილო, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.

 

 

სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ანიბალ კავაკუ სილვა.

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.

 

 საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (230 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა. პორტუგალიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 5 პროვინცია (დისტრიტო) - ალენტეჟუ, ალგარვი, ცენტრი, ლისაბონი და ტეჟუს ველი, ჩრდილოეთი და 2 ავტონომიური რაიონი (რეგიгო აუტуნომა) - აზორის კუნძულები და კუნძული მადეირა.

ყოფილი კოლონიები. ბრაზილია -1822-მდე; გოა - ანექსირებულ იქნა ინდოეთის მიერ 1962 წელს; გვინეა-ბისაუ - 1974-მდე; მოზამბიკი, კაბო-ვერდე, სან-ტომე და პრინსიპი, ანგოლა და კაბინდა - 1975-მდე; ტიმორი ანექსირებული იქნა 1976 წელს; მაკაო - 1997 წლამდე.

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 10.102 ათასი (2003), მათ შორის 99,4% პორტუგალიელები.

ენა - პორტუგალიური.

რელიგია - კათოლიციზმი.

ქალაქები (ათ.) - ლისაბონი (559, აგლომ. - 2.618), პორტუ (264, აგლომ. - 1.213), ამადორა (176), ბრაგა (114), სეტუბალი (114), კოიმბრა (103), ფუნშალი (103).

 

 ეკონომიკა

პორტუგალია განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (109 მლრდ $) მას მსოფლიოში 34-ე ადგილი უკავია.

 

ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 4, მრეწველობა - 36, მომსახურება - 60;

ე.ე.პ. (1 სულზე) - 11.010 $.

ექსპორტი - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პორტვეინი და ღვინოები, თევზის კონსერვები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია.

ბიუჯეტი - 45,000 მლნ $.

ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ესკუდო.

 

 ღირსშესანიშნაობები

 

ვასკო და გამას ხიდი ყველაზე გრძელი ხიდი ევროპაში

 

 ისტორია

1926-74 წლებში ქვეყანას მართავდნენ დიქტატორები, მხოლოდ რევოლუციის შედეგად გახდა შესაძლებელი დემოკრატიული მმართველობის შემოღება. 1986 წლიდან ევროპის კავშირის წევრია. 

 

 მემკვიდრეობა

არქიტექტურა - იერონიმიტების მონასტერი და ბელემის კოშკი ლისაბონში, ევორას, გიმარაიშის და პორტუს ისტორიული ცენტრები; ალტო დოურუს მეღვინეობის რეგიონი, ქალაქი ანგრა დუ ეროისმუ (აზორის კუნძულებზე), ალკობასას და ბატალიას მონასტრები;

ლიტერატურა - პორტუგალური ეპოსი: ლუზიადა (1572).

 

ცნობილი პორტუგალიელები

 

 

მოგზაურები - ვასკო და გამა, ფერნანდო მაგელანი,

ფილოსოფოსი - ურიელ აკოსტა,

მწერლები - ლუიშ დე კამოენში, ესა დი კეიროში, ფერნანდო პესოა, ჟოზე სარამაგო

სპორტსმენები - ეუსებიო, ლუიშ ფიგუ,

პოლიტიკოსები - ანტონიო დი სალაზარი, მარიუ სოარეში.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / პორტუგალია