ჟურნალი ჩვენი გარემო

 

 

 

   დღეთა და თვეთა ძველქართული მწიგნობრული და  ხალხური სახელწოდებებისათვის

 

   ქართულ კალენდარს ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. დღეებისა და თვეების აღრიცხვა ჩვენში მწიგნობრობის შემოღებამდის იცოდნენ. ქართველი ტომები თავისებურად აკვირდებოდნენ ბუნების მოვლენებს, დღეთა, თვეთა, წელთა ცვლას, მზესა და მთვარეს, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს და ყველა მათგანს ქართული სახელებით აღნიშნავდნენ. დღეთა და თვეთა ქრისტიანობამდელი, წარმართული სახელები მეტად მცირედაა შემორჩენილი მწიგნობრულ ძეგლებში, მაგრამ იმ ძუნწ ცნობებს, რომლებიც მაინცაა შემონახული წყაროებში, თუ დავუმატებთ ხალხურ ზეპირ ტრადიციასაც, მაშინ ასე თუ ისე შევძლებთ ქართული წარმართული კალენდრის მოდელის მიახლოებით აღდგენას. ქრისტიანული მწიგნობრობის განვითარებამ, რის წყალობითაც მოგვიანებით ჩვენში შემოვიდა და დამკვიდრდა რომაული კალენდარი, განდევნა წარმართული ანგარიში, ჯერ შეაპირობა ნარევ (წარმართულ-ქართულ-რომაული) თვეთა და წელთა აღრიცხვა, შემდეგ კი რომაული კალენდარი გააბატონა (მეექვსე-მეშვიდე ს.). ბევრი ისეთი ცნობაა დაცული საღვთო წერილის უძველეს თარგმანებსა და ხალხურ მეტყველებაში (როგორც ქართულ დიალექტებში, ისე მეგრულში, ლაზურსა და სვანურში), რომ შესაძლებლობა გვეძლევა ძველქართული წარმართული კალენდრის რეკონსტრუქციისათვის. მრავალი არსებითი დეტალი შემორჩა ძველ საისტორიო და სალიტერატურო წყაროებს, რომელთა შემოწმება-შესწავლის საფუძველზე მეცნიერებამ ასე თუ ისე მოახერხა ჩვენი წარმართული კალენდრის სტრუქტურული მოდელის აღდგენა.

   დღეთა და თვეთა გაანგარიშება დაკავშირებულია მზისა და მთვარის მოძრაობასთან ზოდიაქოს წრეში. ცნობილია, რომ რომაულ კალენდარში თვეთა სახელების ერთი რიგი წარმართულ ღვთაებათა (იანუსი, ფებრუუსი, მარსი, მაია, იუნონა) ან სახელმწფო თუ სამხედრო მოღვაწეთა (იულიუსი, ავგუსტუსი) საკუთარ სახელებს დაუკავშირეს, მეორე რიგი კი ძველებურად დატოვეს.

   X-XXI საუკუნეებში რომაული ტერმინები საერთოდ დამკვიდრებულია ქართულ მწიგნობრობაში, ამას მრავალი წყარო ადასტურებს. ეზრას კალენდრის მეთერთმეტე საუკუნისდროინდელ თარგმანში, რომელიც იოანე პეტრიწის მიერაა შესრულებული, თვეთა სახელებად რომაული ტერმინები გვაქვს: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. ქართული სახელები აღარ იხსენიება.   ცნობილია, რომ ზოდიაქო, ცის სფეროს წარმოსახვითი სივრცე, შედგება თორმეტი თანავასკვლავედისაგან, რომელზეც, ასტრონომოსთა დასტურით, გადის მზის წლიური მოძრაობის მაგისტრალი, რასაც ელიპტიკა (ცის სფეროს წრე, მზის ხილული მოძრაობა რომ წარმოებს წლის განმავლობაში) ჰქვია. თითოეულ თანავარსკვლავედს თავისი საკუთარი სახელი და ნიშანი (- ზოდიაქოს ნიშანი) აქვს.

   თითოეულ თანავარსკვლავედს, როგორც ითქვა, აქვს სახელი. სულხან-საბა ორბელიანის თანახმად, «ესენი არიან სახელნი და ნიშანნი სახეთა მათანი და

რომელთა თთვესა მიითუალავს მზე მათ: ვერძი - თთვესა მარტსა 20 მიითუალავს მზესა, კურო - აპრილსა 20, მარჩბივი - მაისსა 21, კირჩხიბი - ივნისსა 22, ლომი - ივლისსა 23, ქალწული - აგვისტოსსა 23, სასწორი - სეკდენბერსა 23, ღრიანკალი - ოკდონბერსა 23, მშვილდოსანი - ნოემბერსა 23, თხისრქა - დეკენბერსა 23, მერწყული (წყლის საქანელი) - იანვარსა 20, თევზი - თებერვალსა - 19».

   თვეთა სახელებზე ქვემოთ შევჩერდები. ჯერ განვიხილოთ დღეთა სახელები. შვიდეული (კვირა), შვიდი დღე ძველ ქართულში მსგეფს სიტყვით აღინიშნებოდა და მისი შესატყვისი იყო ბერძნული კვირიაკე, ე.ი. კვირა.

   მსგეფსის თითოეული დღის სახელი თავდაპირველად რაოდენობით უნდა ყოფილიყო განსხვავებული: პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღე, ხოლო მეშვიდე დღე თავად ამ შვიდეულის სახელი უნდა ყოფილიყო. ამას ვეცნობით

ხალხურ გამოთქმებშიაც.

   შვიდეულის აღსანიშნავად უძველეს ხანმეტურ ძეგლებში დასტურდება შაბათ სიტყვა, რასაც პირველად ყურადღება პ. ინგოროყვამ მიაქცია. შაბათი აღნიშნავდა როგორც მსგეფსის წრის ერთ დღეს, ისევე მთელ შვიდეულსაც; შვიდეულის დღეები კი რაოდენობითი რიცხვითი სახელებით აღინიშნებოდა: ერთი - ერთშაბათი, ორი - ორშაბათი, სამი - სამშაბათი, ოთხი - ოთხშაბათი, ხუთი - ხუთშაბათი. მეექვსე დღის სახელად გამოუყენებიათ ბერძნული პარასკევი, ხოლო ბოლო, მეშვიდე დღისათვის აგრეთვე ბერძნული კვირიაკე//კვირა, რომელიც შემდეგ დღესაც აღნიშნავდა და შვიდეულსაც. რაოდენობითი რიცხვითი სახელებით მსგეფსის დღეთა მითითება ქართულ მწიგნობრობაში დამკვიდრებული რომ ყოფილა, ამას ბიბლიის წიგნთა უძველესი თარგმანებიც ადასტურებს.

   ამრიგად, შვიდეულის აღსანიშნავად ქართულ ენაზე, რომაული სათვალავის შემოღებამდე, გვქონია ადგილობრივი სახელწოდებანი, რომლებიც შემდეგ თანდათანობით გასულა ხმარებიდან და საერთო ქრისტიანული სახელები დამკვიდრებულა.   შვიდეულის დღეთა ქართული სახელების გაცნობა შეგვიძლია საბასა და ნ. ჩუბინაშვილის ლექსიკონებიდან. აქ თანამიმდევრულად დამოწმებული და განმარტებულია «დღენი მსგეფსისანი ანუ შვიდეულისანი» ქართულად, ლათინურად (იტალიურად) და არაბულად ორბიტების ჩვენებითურთ:

   1. კვირა, მზის დღე (ლათ. სოლ, არაბ. შამს), მისი ორბიტაა კოჭიმელი - მეოთხე ცა.

   2. ორშაბათი, მთვარის დღე (ლათ, ლუნა, არაბ. ყამარ), მისი ორბიტაა ჭირანო - მთვარის ცა უქვემოესი.

   3. სამშაბათი, არეას დღე (მარსი, მარიხი), ორბიტა - ჭიმჭიმელი - მეხუთე ცა.

   4. ოთხშაბათი, ერმის დღე (მერკური, ოტარიდი), ორბიტა - ცერანო.

   5. ხუთშაბათი, დიას დღე (იუპიტერი, მუშთარი), ორბიტა - კიმკიმელი - მეექვსე ცა.

   6. პარასკევი, აფროდიტის დღე (ვენერა, ასპიროსი), ორბიტა - მელტავრო - მესამე ცა.

   7. შაბათი, კრონოსის დღე (სატურნი, ზოჰალი), ორბიტა - ალბასტრო - მეშვიდე ცა.

   ორბიტთა სახელები: კოჭიმელი, ჭირანო, ჭიმჭიმელი, ცერანო, კიმკიმელი, მელტავრო და ალბასტრო ძველქართულ კალენდარში, მთლიანად ასტრონომიულ მწიგნობრობაში, მეტად გავრცელებული იყო და მათ შესატყვისები ჰქონდათ

მეგრულში, ლაზურსა და სვანურშიაც. დღეებისათვის უწოდებიათ მნათობთა (მზე, მთვარე) და წარმართულ ღვთაებათა სახელები (არეა, ერმი, დია, აფროდიტი,

კრონოსი).

   კვირა ანუ შვიდეული მეგრულად არის მარა//მარუა//მარუო, დღეთა სახელები კი უკავშირდება მნათობებს - მზეს, მთვარეს, აგრეთვე ცასა და წარმართულ ღვთაებებს (თახას, ჯუმას, ობსა და ა.შ.).

1. ჟაშხა//ჟეშხა//ბჟაშხა კვირა (მზის დღე); 2. თუთაშხა ორშაბათი (მთვარის დღე); 3. თახაშხა სამშაბათი (თახას დღე); 4. ჯუმაშხა ოთხშაბათი (ჯუმას დღე); 5. ცაშხა ხუთშაბათი (ცისდღე); 6. ობოშხა პარასკევი (ობის დღე); 7. საბატონი შაბათი (ბერძ. საბატონი).

ყველა დღის აღსანიშნავად, გარდა შაბათისა, ადგილობრივი სიტყვა იხმარება. ნასესხებია მხოლოდ საბატონი. თახა და ობი ზუსტ ეტიმოლოგიას არ ექვემდებარება. ჯუმაშხა თითქოს მეგრულ ჯუმას (ძმა) უკავშირდება, მაგრამ ეს დასაზუსტებელია. მთავარი კი ისაა, რომ მეგრულში კვირის დღეთა ძველი, წარმართული სახელებია შემონახული. საბატონის სესხების მიზეზის ახსნა ძნელია. ამ ცნების აღსანიშნავადაც ადრე ადგილობრივი სიტყვა უნდა გვქონოდა, მაგრამ მისი კვალი არა ჩანს. ბერძნული საბატონის შესატყვისი შხა-ს ფორმას გვაჩვენებს (შდრ.: შქადღა «შუადღე»,

თუთაშხა «მთვარისდღე»).

   ლაზური ძირითადად იმეორებს დღეთა მეგრულ სახელებს. ნ. მარის ცნობით, ლაზურშიც დღეთა სახელები ასეა გაფორმებული: 1. ბჟაჩხა კვირა//კვირა დღე (მზისდღე); 2. თუთაჩხა ორშაბათი (მთვარის დღე); 3. ერკინშხა//ერკინჩხა//ტიკინაჩხა//იკინჩხა სამშაბათი (რკინის დღე); 4. ჯუმაჩხა ოთხშაბათი (ჯუმას დღე); 5. ჩაჩხა ხუთშაბათი (ცის დღე); 6. პარასკე//პარასკედღა

პარასკევი; 7. საბატონი შაბათი.

   ლაზურში შხა//ჩხა დღეს ნიშნავს.   მსგავსი ვითარება გვაქვს სვანურშიც. კვირა,

შვიდეული სვანურად არის მგშ (ნავზი). ალ. ონიანის ცნობით, ლაშხურში ამის შესატყვისია მგშლადეღ, დღეთა სახელები კი ასე ნაწილდება: 1. მიშლადეღ კვირა (მზის დღე, მიჟ მზე); 2. დეშდიშ//დოშდიშ ორშაბათი (მთვარის დღე), დოშდულ (მთვარე); 3. თახაშ სამშაბათი (თახას დღე); 4. ჯგმაშ ოთხშაბათი (ჯუმას დღე); 5. ცაშ ხუთშაბათი (ცის დღე); 6. უებიშ//ვებიშ//ვობიშ პარასკევი (ობის დღე); 7. სამტინ/საფტინ//საბტინ (საბატონი). «შაბათ-დღის სახელი დავიწყებული აქვს მეგრულსაც, ჭანურსაც და სვანურსაც. მხოლოდ საზოგადო ქართულითგან ირკვევა, რომ ის იმ მნათობი კრონოსისათვის ყოფილა განკუთვნილი, რომელიც საბას ლექსიკონში დაცული ცნობის თანახმად, მეშვიდე ცაზე მყოფად ითვლება»

(ივ. ჯავახიშვილი იქვე).

   ქართული ენის კილო-თქმებს მსგეფსის დღეთა წარმართული სახელები აღარ შემორჩათ. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ხელშესახები მასალა ფიქსირებული არ არის. უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეები, თავდაპირველად, ხალხშიაც რიგობითი რიცხვითი სახელებით აღინიშნებოდა, პარალელურად რაოდენობით სახელებსაც იყენებდნენ, ხოლო რომაული კალენდარი და მისი შვიდეულის სახელები მოგვიანებით გავრცელდა და დამკვიდრდა.

 

   ახლა შევჩერდეთ თვეთა სახელებზე. ამჟამად ქართულში იხმარება მხოლოდ რომაული კალენდრის შესატყვისი საერთაშორისო ტერმინები თვეთა და საზოდიაქოს წრის სხვა ცნებათა აღსანიშნავად. ეს ტრადიცია ქართლის მოქცევის შემდეგ შეიქმნა და შემონახულია ქრისტიანული ეპოქის თითქმის ყველა უძველეს ძეგლში, ორიგინალურსა თუ თარგმანში. წარმართული ტერმინოლოგია სრული სახით წერილობით წყაროებს არ შემორჩა, ხოლო ზეპირმა ტრადიციამ ამ წყაროებში რამდენადმე აქა-იქ შეჟონა.

ჩანს, პარალელურად ხმარებაში ყოფილა თვეთა სახელების რამდენიმე ვარიანტი.

   თორმეტთვიური ციკლი გაანგარიშებით ზოდიაქოს წრეს უკავშირდება. მეცნიერებამ ადრე შენიშნა ცის სფეროს დიდი ხილული წრე, რომელზეც წლის განმავლობაში მოძრაობს მზე, ანუ ეკლიპტიკა და ის ზოდიაქოს თანავარსკვლავედებსა და მოძრაობას დაუკავშირა. ზოდიაქო ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს ეკლიპტიკის გასწვრივ განლაგებულ თორმეტ თანავარსკვლავედს, რომელთაც თავიდანვე სპეციალური ტერმინებით იხსენიებდნენ. შესაბამისი ტერმინები ქართულში შემდეგია: 1. წყლის საქანელი (შეესატყვისება იანვარს და გულისხმობს 31 დღეს); 2. თევზნი (თებერვალი, 28, ნაკიან წლებში 29 დღე); 3. ვერძი (მარტი - 31 დღე); 4. კურო (აპრილი - 30 დღე); 5. მარჩბივი (მაისი - 31 დღე); 6. კირჩხიბი (ივნისი - 30 დღე); 7. ლომი (ივლისი - 31 დღე); 8. ქალწული (აგვისტო - 31 დღე); 9. სასწორი (სექტემბერი - 30 დღე); 10. ღრიანკალი (ოქტომბერი - 30 დღე); 11.

მშვილდოსანი (ნოემბერი - 30 დღე) და 12. თხისრქა (დეკემბერი - 31 დღე). თითოეული თანავარსკვლავედი გამოსახულია სიმბოლოებით, რასაც ასტრონომიული ნიშნები ჰქვია. ეს ნიშნები წარმოსახავენ პლანეტებს, მათ კონფიგურაციებს, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს, ციურ სხეულებს, მოვლენებს, მნათობებს, მთვარის ფაზებს, დღეებსა და ა.შ.   თვეთა სახელები თავდაპირველად არა მარტო ერთ, არამედ რამდენიმე ვარიანტად ვრცელდებოდა. სახელები უპირატესად უკავშირდება ღვთაებათა (ზოგჯერ წმინდანთა) დღეობებს, შრომის სეზონური პროცესების დაწყება-დამთავრებას. სანამ ნასესხები ტერმინები გზა-კვალს იპოვნიდა, ხალხში ტრიალებდა ადგილობრივი სახელები, რომელთა კვალი მთლიანად არ წაშლილა.

 

   ქართული წარმართული კალენდარი და მისი ტერმინოლოგია საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ამ საკითხებზე მოგვეპოვება მდიდარი სამეცნიერო და პოპულარული ლიტერატურა, რომელიც ფართოდაა ცნობილი(კერძოდ, ნ. მარის, ივ. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძის, პ. ინგოროყვას, ა. იოსელიანისა და სხვ). მკვლევართა სპეციალურ შრომებში პრობლემა მრავალი ასპექტითაა განხილული, საკუთრივ პ. ინგოროყვას «ძველქართული წარმართული კალენდარი» (1930-1931) საეტაპო მნიშვნელობის მონოგრაფიაა, რომელსაც მსოფლიო აღიარება აქვს. ამ ნაშრომში დადგენილია თვეთა ქართული სახელები, განსაზღვრულია თითოეული თვის დასაწყისი და დასასრული, ბევრი საკალენდრო

ტერმინი და მათი წარმომავლობა.

   პ. ინგოროყვას მიერ მოხმობილი ერთი ძველი ხელნაწერიდან ირკვევა, რომ ქუელთობა თვის სახელია, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ივლისს.

   ძველქართულში ქუელთობას სამი წაკითხვა აქვს: ქუელთობა, ქველთობა, ქელთობა. საბას აზრით, ქუელთობა აგვისტოა, პ. ინგოროყვას დაზუსტებით - ივლისი, იწყება 22 ივნისს და მთავრდება 22 ივლისს, აღნიშნავს თიბვის დროს, თიბათვეა. მსგავსი თავგადასავალი აქვს თვეთა სხვა ქართულ სახელებსაც და ყველა მათგანი ზოდიაქოს წრეს უკავშირდება.

   როგორც დღეს გარკვეულია, მსგეფსის დღეთა მსგავსად, თავდაპირველად თვეებიც რიგობითი რიცხვითი სახელებით აღინიშნებოდა: პირველი თვე, მეორე თვე და ა.შ. ამასთან ერთად, თვეებს თავიანთი სახელებიც ჰქონდათ. პ. ინგოროყვას აზრით,

«პარალელურად იხმარებოდა თვეების სახელწოდებათა ორი ტიპი: როგორც საკუთარი სახელები (ე.ი. «ახალწლისა», «სთუელისა», ტირისკნისა» და სხვანი,

ხოლო შემდეგ რომაული ტერმინები: იანვარი, თებერვალი და სხვანი), ისე რიცხვიდან ნაწარმოები სახელები («პირუეული თთH», «მეორე თთუH», მესამე

თთუH და სხვანი».   თვეები, როგორც ითქვა, დაკავშირებულია ზოდიაქურ რკალთან. ზოდიაქური ციკლი კი გულისხმობს ნიშნების ასეთ განლაგებას:

გაზაფხულის თვეებში მზე გაივლის ზოდიაქოს ნიშნებს - ვერძს, კუროსა და ტყუპს, ზაფხულის თვეებში - კირჩხიბს, ლომსა და ქალწულს, შემოდგომისაში - სასწორს, ღრიანკალსა და მშვილდოსანს, ხოლო ზამთრის თვეებში - თხისრქას,

წყლისსაქანელსა და თევზს.

 

   ცნობილია, რომ მზე თანავარსკვლავედებში შედის

შემდეგ თვეებსა და რიცხვებში: 1. ვერძი - 21 მარტს,

2. კურო - 20 აპრილს, 3. ტყუპი - 20 მაისს, 4.

კირჩხიბი - 19 ივნისს, 5. ლომი - 19 ივლისს, 6.

ქალწული - 18 აგვისტოს, 7. სასწორი - 17

სექტემბერს, 8. ღრიანკალი - 17 ოქტომბერს, 9. მშვილდოსანი - 16 ნოემბერს, 10. თხისრქა - 16

დეკემბერს, 11. წყლისსაქანელი - 15 იანვარს, 12.

თევზი - 14 თებერვალს და იმყოფება ზოდიაქოს

რკალში ამ ვადებში (ვეყრდნობი პ. ინგოროყვას

გაანგარიშებას): 1. ვერძი - 21 მარტიდან 20

აპრილამდის (31 დღეს), 2. კურო - 21 აპრილიდან 20

მაისამდის (30 დღეს), 3. ტყუპი - 21 მაისიდან 20

ივნისამდის (31 დღეს), 4. კირჩხიბი - 21 ივნისიდან 20

ივლისამდის (30 დღეს), 5. ლომი - 21 ივლისიდან 20

აგვისტომდის (31 დღეს), 6. ქალწული - 21 აგვისტოდან

20 სექტემბრამდე (30 დღეს), 7. სასწორი - 21

სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდის (30 დღეს), 8.

ღრიანკალი - 21 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდის (31

დღეს), 9. მშვილდოსანი - 21 ნოემბრიდან 20

დეკემბრამდის (30 დღეს), 10. თხისრქა - 21

დეკემბრიდან 19 იანვრამდის (31 დღეს), 11.

წყლისსაქანელი - 20 იანვრიდან 18 თებერვლამდის (30

დღეს), 12. თევზი - 19 თებერვლიდან 20 მარტამდის (30

დღეს).

   ქართველურ ენებში, რომაული კალენდრის მიღებამდის და შემდეგ, პარალელურად თვეები სხვადასხვა სახელით აღინიშნებოდა. დავიწყოთ იანვრით, თუმცა აქედან, ძველი ქართული წარმართული კალენდრით, არ იწყებოდა ახალი წელი. პირველი თვე იყო სექტემბერი, რომელსაც დაYდეგი ანუ ახალწლისაY ერქვა. რადგან, ლომის ზოდიაქოს მიხედვით, ახალიY წლის წინათვე არდადეგისაY იყო, ის 21 ივლისს იწყებოდა და 20 აგვისტოს მთავრდებოდა. სათვალავით ის პირველ თვედ

იწოდებოდა და დანარჩენ თვეებს ამის მიხედვით ანგარიშობდნენ (მეორე თვე, მესამე თვე და ა.შ.). ძველი ქართული კალენდრით აპანი მეხუთე თვეა.   1. იანვარი, ძველქართული ტრადიციით აპანი//აპნისი. სიტყვა გვხვდება ძველ ქართულში

(«შუშანიკის წამება»; 864 წლის «მრავალთავი»). ხმარებიდან გამოვიდა რომაული კალენდრის მიღების შემდეგ. ეზრას კალენდრის XI საუკუნისდროინდელ

თარგმანში, რომელიც იოანე პეტრიწს ეკუთვნის, პირველ თვედ იანვარია მოხსენიებული, აპანი აღარ იხმარება.

 

   2. თებერვალი, ძველქართულით სარწყუნისა//სარწყუნისი შედის თევზის ზოდიაქოში, 28 დღიანი ციკლი, ნაკიან წლებში - 29 დღიანი. მეგრ. ფრევალი, ლაზ. კუნდულა//კუჭულა (ნ. მარი), სვან. თებერვალ.

   3. მარტი, ძველქართული ტრადიციით მირკანი//მიჰრაკანი, ზოდიაქო ვერძისა. მეგრ.-ლაზ. მარტი, სვან. მარტ. ხალხური შესატყვისი არ შენახულა.

   4. აპრილი, ძველქართულით იგრიკა, ადარი, კუროს ზოდიაქოს ციკლისა. მეგრ. - ლაზ. აპრილი, სვან. აპრილ. ხალხური შესატყვისი არ შენახულა.

   5. მაისი, ძველქართულით ვარდობისა, ზოდიაქო - მარჩბივი, 31 დღიანი ციკლი. მეგრ. მეესი, ლაზ. მაისი, სვან. მაის. ხალხური შესატყვისი დავიწყებულია.

   6. ივნისი, ძველქართული ტრადიციით მარიალისა, ხალხ. თიბვირა (თიბათვე), ივანობისა ივანობის თვე), ზოდიაქო - კირჩხიბი, 30 დღიანი ციკლი. მეგრ. ივანობა, ლაზ. ქირეზ//ქირეზა (II ჩირებაი), სვან. ივანობა, ივანობათოY («ივანობის თვე»), ივნის.

   7. ივლისი, - მკისა (საბას მიხედვით თიბისა), მკათათვე, კვირიკობისთვე//კვირკობისთვე, ზოდიაქო - ლომი, 31 დღიანი ციკლი. მერ. კვერკვე, ლაზ. ჩურული, თემუზი, სვან. ლიგვირკე თოY («კვირიკობის თვე»).

   8. აგვისტო, ქველთობისა (ნ. ჩუბინაშვილის მიხედვით მარიალისა ანუ ქუელთობისა). ხალხ. მარიამობისთვე//მარიობისთვე, ფერისცვალების თვე//ფერცვალობისთვე, ზოდიაქო - ქალწული, 31 დღიანი ციკლი, მეთორმეტე თვე. მეგრ. არგუსო, მარა-შინა თუთა//მარაშონა, მიძინების პატივსაცემად (ი. ყოფშიძე), ლაზ. მარიაშინა, ტურკეში, აღუსტოსი, სვან. ლიშრიე თოY («მარიამობისთვე»), ავგუსტ.

   9. სექტემბერი, ახალწლისა (საბა), ენკენობისა (ნ. ჩუბინაშვილი). ხალხ. ენკენისთვე//ეკენისთვე, ზოდიაქო - სასწორი, 30 დღიანი ციკლი, პირველი თვე, ენკენია მეგრ. ეკნია, ღვარალა თუთა («წვიმიანი თვე» - ი. ყიფშიძის ცნობით, ასე უწოდებენ სექტემბერს მწყემსები), ლაზ. სტაროშინა//სტარიშინა (ნ. მარი), სვან. Yენკენ, ეკენობაY თოY («ეკენობისთვე»).

   10. ოქტომბერი, ძველქართული ტრადიციით სთულისა//სთვლისა (საბა), სთულისა ანუ ღვინობისა (ნ. ჩუბინაშვილი), ხალხ. მწიფობისთვე//წიფობისთვე, ზოდიაქო - ღრიანკალი, 31 დღიანი ციკლი, მეორე თვე, მეგრ. გიმა თუთა («ღომის მკის თვე»), გიმა, გგმა ღომის თავთავის ჭრა, მკა (ი. ყიფშიძე), ე.ი. ღომის მკის თვე; ლაზ. გიმუა//გუმა («ტეხვა»), ღვინისა//ღვინობისა, სვან. ღKინობა თოY («ღვინობისთვე»).

   11. ნოემბერი//ნოენბერი, ძველქართულით

ტირისკნისი//ტირისკონი (საბა) გიორგობისა//გიორგობისთვე, ზოდიაქო - მშვილდოსანი, 30 დღიანი ციკლი, მესამე თვე. მეგრ. გერგება თუთა//გერგობა თუთა («გიორგობისთვე»), ლაზ. სტველი («სთველი», «კრეფა»), სვან. გიორგობაY თოY («გიორგობისთვე»).

   12. დეკემბერი//დეკენბერი, ტირისდენი (საბა), ქრისტეშობისა ანუ ტირისდენი (ნ. ჩუბინაშვილი), ქრისესშობისთვე//ქრიშობისთვე, ზოდიაქო - თხისრქა, 31 დღიანიციკლი, მეოთხე თვე. მეგრ. ქისე

თუთა//ქირსე თუთა («ქრისტეს თვე»), ლაზ. ხრისტანა//ხისტონა (ნ. მარი), სვან. ქრიშობა თოY («ქრისტეშობისთვე»).

   აქედან ჩანს, რომ წარმართული სახელები დამკვიდრებულა საყოფაცხოვრებო ლექსიკაში.

   ამრიგად, ამ მოკლე მიმოხილვიდან ირკვევა, რომ ძველქართული, კოლხური (მეგრულ-ლაზური) და სვანური სახელწოდებები ივნისის (ივანობისთვე), ივლისის (კვირიკობისთვე), აგვისტოს (მარიამობისთვე), სექტემბრის (ენკენობისთვე), ნოემბრისა (გიორგობისთვე) და დეკემბრისა (ქრისტეშობისთვე) უკავშირდებოდა და მომდინარეობს იმ საკულტო დღეების სახელებისაგან, ამ თვეებში რომ აღინიშნებოდა (ივანობა, კვირიკობა, მარიამობა, ენკენობა, გიორგობა, ქრისტეშობა) და იხმარებოდა როგორც ზეპირსიტყვიერებაში (უფრო), ისე მწერლობაშიც (იშვიათად), წარმართული თიბათვე, მკათათვე, ღვინობისთვე, სთვლისთვე დაკავშირებულია შრომის იმ სეზონურ პროფესიებთან, რომლებიც ამ თვეებში წარმოებდა (თიბვა, მკა, რთველი, ღვინის დაყენება), ვარდობისთვე - გაზაფხულზე ყვავილებისა და მწიფობისთვე - შემოდგომაზე ხილის, მარცვლოვანი და თავთავიანი მცენარეულობის ნაყოფთა დამწიფების მიხედვითაა დარქმეული.   თვეებისა და დღეების ძველქართული და ხალხური სახელები, რომაული კალენდრის შემოღების შემდეგ, ერთხანს პარალელურად იხმარებოდა, რაც აღბეჭდილიცაა ძველქართული მწიგნობრობის

ძეგლებში, მაგრამ ადრე მიეცა დავიწყებას, რადგან მათ შესატყვისად რომაული ნომენკლატურა დამკვიდრდა. მხოლოდ ზოგი მათგანი შემორჩა ხალხის ხსოვნას ან კანტიკუნტად იხსენიება ძველსა და თანამედროვე მწერალ-მწიგნობართა თხზულებებში.

 

 

 

 

   ვალერიან ზუხბაია

 

 ძვირფასი და სანახელავო ქვები

 

   ძვირფასმა და სანახელავო ქვებმა სილამაზით შორეული დროიდან მიიპყრო ადამიანის ყურადღება. ცისარტყელას ფერებით მოელვარე ძვირფასი ქვები ადამიანს დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებდა და მიმზიდველობითი ძალაც ჰქონდა.

 

 

   ადამიანისათვის ძვირფასი ქვები ცნობილია არანაკლებ შვიდი ათასი წლის წინ. მას შემდეგ, რაც დაიწყო ძვირფასი ქვების გათლა-დამუშავება, ბუნების ნამოღვაწარს ოსტატის ხელი ალამაზებდა, ამიტომ ძვირფასი ქვის ნაკეთობანი ბუნებისა და ადამიანის ოსტატობის სინთეზია. წარსულში ძვირფას ქვას მიაწერდნენ მაგიურ ძალას, იყენებდნენ ავგაროზებად, თილისმებად. ამჟამად თითქმის არ არის ოჯახი, ძვირფასი ქვის ესა თუ ის სახე რომ არ ჰქონდეს.

   ძვირფასი ქვა უფერო ან ლამაზი ფერის, კაშკაშა, მოელვარე და მეტ-ნაკლებად გამჭვირვალეა. იგი მაგარი მინერალია, უპირატესად კრისტალი, რომელიც

ხასიათდება ცვეთისადმი დიდი მდგრადობით. ძლიერი შუქგაბნევით, შეფერვის ტონის ერთგვაროვნებით. ძვირფასი ქვა ჩვეულებრივი მინერალისაგან სილამაზით გამოირჩევა. მის სილამაზეს ქმნის სასიამოვნო ფერი. ძვირფასი ქვების ელვარება განისაზღვრება მინერალისათვის დამახასიათებელი ოპტიკური თვისებებით, პირველ რიგში გარდატეხის მაჩვენებლით. გამჭვირვალობა ძვირფას ქვებს აძლევს

სიღრმეს, შინაგან ცეცხლს; სიმაგრე განსაზღვრავს ქვის ქიმიურ მდგრადობას, ცვეთისადმი წინააღმდეგობას, გაკრიალებისა და დაწახნაგებისას მახვილი კუთხეების და წიბოების შენარჩუნების უნარს; მაღალი შუქგაბნევა ძვირფას ქვებში აპირობებს ე. წ. «ფერთა თამაშს».

   ძვირფასი ქვა ბუნებაში მხოლოდ ცალკეული იდეალური ფორმის კრისტალების ან კრისტალთა ჯგუფის დრუზების სახით გვხვდება. დრუზაში კრისტალთა კომპოზიციას ისეთი ბუნებრივი ჰარმონია აქვს, რომ ადამიანში აღტაცებას იწვევს. ძვირფასი ქვების ინდივიდუალური თვისებები (სიდიდე, გამჭვირვალობა, ფერი, ელვარება) განსაზღვრავს მის ღირებულებას; არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს მსოფლიო ბაზარზე ძვირფასი ქვების ფასზე. ესაა მოდა, მოთხოვნილება, სადაც დიდ როლს თამაშობს კომერცია და შესაფერისი რეკლამა. ძვირფასი ქვის ფასი ინდივიდუალურ თვისებებსა და წონაზეა დამოკიდებული. ძვირფასი ქვის წონის ერთეულია კარატი - 0,2 გრამი. მარგალიტის წონის ერთეული

გრანი ტოლია 0,25 კარატისა.

   გარდა ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისა, არსებობს ფერადი ქვებიც - ლამაზი ფერის, გაუმჭვირვალე, ზოგჯერ შუქგამტარი მინერალები და ქანები, ხშირად ფერადი ჩანართებითა და ნახატებით. მათ, ჩვეულებრივ, მხატვრულ-დეკორატიულ ნაკეთობათათვის იყენებენ, ამიტომ ასეთებს სანაკეთო ან სანახელავო ქვებს

უწოდებენ.

   ამჟამად ძვირფასი ქვები მარტო ფუფუნების წყარო არ არის, მათ მარტო სამკაულებისთვის არ იყენებენ. განსაკუთრებული ფიზიკური თვისებების გამო, ისინი უმნიშვნელოვანესი ტექნიკური ქვებია. მათ გარეშე შეუძლებელია თანამედროვე ოპტიკის, რადიოტექნიკის, ელექტრონიკის, ზუსტი მექანიკის, თავდაცვის საქმისა და სახალხო მეურნეობის მრავალი სხვა დარგის განვითარება.

   მიღებულია ძვირფასი და სანახელავო ქვების ფერსმანისეული კლასიფიკაცია, რომელსაც საფუძვლად უდევს მათი ფიზიკური თვისებები, პირველ

რიგში გამჭვირვალობა.

   გამჭვირვალობისა და სხვა ფიზიკური თვისებების, ქვის ღირსების შესაბამისად ძვირფას და ფერად ქვებს სამ რიგად ყოფენ.

   პირველი რიგის ძვირფასი ქვებია: ალექსანდრიტი, ალმასი, ევკლაზი, ზურმუხტი, კეთილშობილი შპინელი, ლალი, მარგალიტი, საფირონი, ქრიზობერილი.   მეორე რიგი: ალმანდინი, ამეთვისტო, აკვამარინი, ბერილი, დემანტოიდი, ოპალი, პიროპი, სპოდუმენი, ტოპაზი, ტურმალინი, უვაროვიტი, ფენაკიტი, ქრიზოლითი, ცირკონი, ძოწი.

   მესამე რიგი: აქატი, გიშერი, დიოპტაზი, ელეოლითი, კობალტინი, მარჯანი, მთის ბროლი, პირიტი, რუტილი, სარდიონი, ტომსონიტი, ფირუზი, ქალცედონი, ქარვა, ჩაროიტი, ჰელიოტროპი, ჰემატიტი.   სილამაზისა და ღირსების მიხედვით სანახელავო ანუ ფერადი ქვებიც სამ რიგად იყოფა. პირველ რიგს განეკუთვნება ავანტიურინი, ამაზონიტი, აქატი, ევდიალიტი, ეშმი, ვეზუვიანი, კვარცი, ლაბრადორი, ლაზურიტი, მალაქიტი, ნეფრიტი, როდონიტი, ჟადეიტი; მეორე რიგს - აგალმათოლიტი, გრაფიტი, ზღვის ქაფი, მარმარილოს ონიქსი, ობსიდიანი, სელენიტი, სერპენტინი, სტეატიტი, ფლუორიტი, ქარვა, ქვამარილი;

მესამე რიგი: ანჰიდრიტი, ბრექჩია, თაბაშირი, ლაბრადორიტი, მარმარილო, პორფირი.

 

   ძვირფასი ქვები, იშვიათი გამონაკლისის გარდა (მარგალიტი, ოპალი და სხვ.), კრისტალების სახით გვხვდება. კრისტალთა გარეგანი ფორმა წესიერი შინაგანი აგებულების გამოხატულებაა. კრისტალთა ზომა სხვადასხვაგვარია: ლალის კრისტალები ხშირად მიკროსკოპულია, ხოლო ბერილის კრისტალი ზოგჯერ 5 მეტრი სიგრძისაა, 1,2 მ დიამეტრით და 18 ტონაზე მეტი წონით.

 

 

   ტექნიკაში დიდი გამოყენება ჰქონდა ბუნებრივ მონოკრისტალებს, მაგრამ რადგანაც მათი მარაგი შეზღუდულია, თანაც, ისინი ხშირად შეიცავენ მინარევებს, ამიტომ ამჟამად მეტწილად იყენებენ ქიმიურად სუფთა, ხელოვნურ, სინთეზურ კრისტალებს.   ძვირფას ქვას ფერი ანიჭებს უპირატესობას. არჩევენ მინერალთა ფერის სამ სახეს: იდიოქრომატულს - ეს ფერი დამოკიდებულია ძვირფასი ქვის ქიმიურ შედგენილობაზე; ალოქრომატულს - ძვირფასი ქვებში იგი დამოკიდებულია წვრილად გაფანტულ მინერალურ მინარევებზე; ფსევდოქრომატულს - ეს კი ცრუ ფერია და დაკავშირებულია სხვადასხვა სახის სინათლის ეფექტთან.

   ძვირფას ქვებს აქვთ მინისებრი, ალმასისებრი, ნახევრად მეტალური, მეტალური, სადაფისებრი, ცხიმოვანი, აბრეშუმისებრი ელვარება. ძვირფას ქვას აქვს უნარი გაატაროს სინათლის სხივები, რადიოტალღები და რენტგენის სხივები - ესაა გამჭვირვალობა. არჩევენ გამჭვირვალე, ნახევრად გამჭვირვალე და შუქგამტარ სახესხვაობებს.   ძვირფასი ქვის მექანიკური ზემოქმედებისადმი წინააღმდეგობის უნარს სიმაგრე ეწოდება. პრაქტიკაში სიმაგრის განსაზღვრისათვის მიღებულია მათი

შეფარდებითი სიმაგრე - ერთი მინერალის მიერ მეორის გაკაწვრის უნარი. შეფარდებით სიმაგრეს განსაზღვრავენ მოოსის სკალით. ყველაზე რბილი მინერალის - ტალკის სიმაგრეა 1, ყველაზე მაგარი მინერალის - ალმასისა - 10.   მინერალებისა და ქანების წარმოშობის პროცესები სამ ჯგუფად იყოფა: 1. ენდოგენური ანუ სიღრმის, დედამიწის შინაგანი ენერგიით წარმოქმნილი; 2. ეგზოგენური (გარეგანი), მზის ენერგიით შექმნილი; 3. მეტამორფული ანუ სახეცვლილი. მინერალთა შვიდი ათასი სახესხვაობიდან ძვირფასი ქვა რამდენიმე ასეულია.

 

 

 

   ძვირფასი ქვები

   პირველი რიგი

   ალექსანდრიტი

 

   ალექსანდრიტი ქრიზობერილის გამჭვირვალე, ზურმუხტისებრი მწვანე ფერის სახესხვაობაა. მისი პირველი ნიმუშები აღმოაჩინეს ურალში 1834 წელს. ლამაზი ფერის 2-3 კარატზე მეტი წონის ალექსანდრიტი პირველი კლასის ძვირფას საიუველირო ქვად ითვლება. ალექსანდრიტი დღის სინათლეზე მწვანეა, ღამით, ხელოვნური განათებისას - წითელი ან იისფერწითელი. ეს მოვლენა აიხსნება სპექტრის ყვითელი და ლურჯი სხივების მძლავრი აბსორბციით და, მეორე მხრივ, მზესა და ხელოვნურ სინათლეს შორის განსხვავებით.

 

 

   ალმასი

   ალმასი ძვირფასი ქვების დედოფალია; გამოირჩევა ძლიერი ელვარებით, ფერთა თამაშითა და დიდი სიმაგრით. «ალმასი» არაბულად ნიშნავს «უმაგრესს». ყველაზე კარგი ხარისხის ალმასი უფერული, წყლისებრ გამჭვირვალეა; გვხვდება როგორც უფერო, ასევე ყვითელი, ნაცრისფერი, შავი; იგი ძირითადად კრისტალების სახით მოიპოვება. ალმასის ორ სახეს არჩევენ: საიუველიროს და ტექნიკურს. 1456 წელს ჰოლანდიელმა ბერკენმა ალმასის ფხვნილით გააპრიალა ალმასი და მიიღო პირველი ბრილიანტი («ბრილიანტი» ფრანგულად ელვარეს ნიშნავს).

   ალმასის სახესხვაობანი: ყველაზე სრულყოფილია საიუველირო ალმასი, რომელიც გამოირჩევა გამჭვირვალობით, სილამაზითა და ფერთა თამაშით; ბორტი, ბალასი, კარბონადო ტექნიკური ალმასებია.

   ალმასის სამრეწველო საბადოები გენეტიკურად ორ ტიპად იყოფა: მაგმური (პირველადი) და ქვიშრობები (მეორადი). საუკუნეების მანძილზე ალმასითა და ბრილიანტით ამკობდნენ ბეჭდებს, საყურეებს, ქინძისთავებს, სამაჯურებს და სხვ. დიდი ზომის ალმასი (5-10 კარატზე მეტი) ბუნების იშვიათი მოვლენაა, ასეთი ალმასები მთელ მსოფლიოშია ცნობილი და მათ საკუთარი სახელები აქვთ. ესენი ისტორიული ალმასებია: «კულინანი» - 3025 კარატი, «ჯონკერი» - 720 კარატი, «სამხრეთის ვარსკვლავი» - 254 კარატი და სხვ. საბადოები არსებობს აფრიკის

ქვეყნებში (ანგოლა, სპილოს ძვლის სანაპირო, განა, გვინეა, კონგო, ზაირი, ნამიბია და სხვ.), ბრაზილიაში, რუსეთში (იაკუტია) და სხვ.

   ალმასის საბადოები საქართველოში ცნობილი არ არის, მაგრამ ჩვენში ამ ძვირფას ქვას ანტიკური ხანიდან იცნობდნენ. არქეოლოგიური გათხრებით არმაზის ხევში ნაპოვნი ოქროს ბეჭდის თვალბუდეში ჩასმული შვიდწახნაგოვანი ალმასი ჯერჯერობით პირველი ალმასის თვალია მცხეთაში და საერთოდ საქართველოში. შუა საუკუნეებში ალმასებითა და ბრილიანტებით იყო შემკული სამეფო გვირგვინები, მიტრები, ხატები, ჯვრები, ბეჭდები და სხვ. საქართველო ალმასს ძველთაგანვე ინდოეთიდან ღებულობდა, XVII-XVIII საუკუნეებში კი - ევროპიდან

და რუსეთიდანაც.

 

 

 

   ევკლაზი

   ევკლაზი ბერძნულად კარგად ხლეჩადს ნიშნავს. ეს სახელი მას ძლიერი სიმყიფის გამო უწოდეს. ევკლაზი იშვიათი საიუველირო ქვაა, შეიცავს ბერილიუმს, ალუმინს, სილიციუმს, ჟანგბადს და წყალბადს. გვხვდება კრისტალების სახით, იგი რადიალურ-სხივური აგებულებისაა: გამჭვირვალე, ლამაზი ლურჯი, მტრედისფერი,

ყვითელი, მწვანე ფერისა. მაგმური წარმოშობა აქვს. საბადოებია ბრაზილიაში, ავსტრიაში, ურალში.   იშვიათობის გამო, ევკლაზი ჯერჯერობით მხოლოდ საკოლექციო მნიშვნელობისაა.

 

 

 

   ზურმუხტი

 

   ზურმუხტი მინერალ ბერილის გამჭვირვალე, კაშკაშა, მწვანე ფერის სახესხვაობაა. სახელწოდება «ზურმუხტი» არაბულ-სპარსულია, ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავდა «მწვანე ქვას». ძველი ბერძნები მას «სმარაგდს» უწოდებდნენ, აქედან წარმოსდგება ამ ქვის ძველი ქართული სახელწოდება სმარაგდი (სმარაგდო), ეძახიან აგრეთვე ზმურსაც. ზურმუხტის წარმოშობა კრისტალურ ფიქლებზე გრანიტული მაგმის

მოქმედებასთანაა დაკავშირებული. ზურმუხტი კარგად განვითარებული კრისტალების სახით გვხვდება. ხუთ კარატზე დიდი, უდეფექტო, მუქი ტონის ზურმუხტი ხშირად ალმასს უწევს მეტოქეობას.   ყველაზე ადრე - 3500 წლის წინათ ზურმუხტის მოპოვება ეგვიპტეში დაიწყო. 1555 წელს კოლუმბიაში აღმოაჩინეს ზურმუხტის ბუდობი. ბუდობები ცნობილია აგრეთვე ბრაზილიაში, რუსეთში (ურალი) და სხვ.   ზურმუხტი იმ ძვირფას ქვებს მიეკუთვნება, რომელთაც ანტიკური ხანიდან ფართო გამოყენება ჰქონდა საქართველოს რეგალიების, მიტრების, ტანსაცმლის, ხატების, ჯვრების შესამკობად და სხვ. ზურმუხტის საბადოები საქართველოში არა გვაქვს. იგი ჩვენში სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა. შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები მკაფიოდ მიგვითითებენ ზურმუხტის ფართო გამოყენებაზე. თამარ მეფის ყელის ჯვარზე ოთხი მოგრძო ზურმუხტია. ისინი ქმნიან ჯვრის სახეს.

 

 

 

   კეთილშობილი შპინელი

   კეთილშობილი შპინელი აღმოსავლეთის ქვეყნებში ბადახშანის ლალის სახელწოდებითაა ცნობილი. შეიცავს მაგნიუმს, ალუმინს და ჟანგბადს. სახელწოდება ლათინურიდანაა და აღნიშნავს პატარა წვეტს - კრისტალის ფორმის გამო. მისი ფერებია: წითელი, ვარდისფერი, იისფერი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე. ძლიერ გამჭვირვალეა, გვხვდება შუქგამტარი და გაუმჭვირვალე სახესხვაობანიც. კეთილშობილი შპინელი ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით. ყველაზე უფრო კარგი ხარისხისაა ძლიერ გამჭვირვალე, კეთილშობილი ანუ ლალისებრი შპინელი; მკრთალი წითელი ფერის შპინელს ეწოდება ლალი ბალე; ალმანდინური შპინელი

მოწითალო-იისფერია, ჰიაცინტური შპინელი წითელია ყვითელი ელფერით; «სისხლის წვეთი» - სისხლისფერი, ძლიერ ლამაზი ქვაა; პიკოტიტი - მურა-მომწვანო შპინელია; საფირონ-შპინელი ლურჯია, პლეონასტი მუქი მწვანე და ლურჯი ფერისაა; ცეილონიტი - მწვანე ან შავია.

   მსოფლიო მუზეუმებში დღემდე დაცულია საკუთარი სახელების მქონე, დიდი ზომის შპინელის ულამაზესი სახესხვაობანი. წარმოიქმნება კრისტალურ კირქვებში

პნევმატოლიტურ და ჰიდროთერმულ პირობებში. საიუველირო და ტექნიკური ქვაა. მისი მომპოვებელი ქვეყნებია: ბირმა, შრი-ლანკა, კამპუჩია, ავღანეთი, ბრაზილია, აშშ, რუსეთი (ურალი, პამირი) და სხვ.

   ქართულად შპინელს ბადახში, ბადახშანის ლალი ეწოდებოდა. ბადახშის სახელწოდებით ძვირფას ქვას დღეს არ იცნობს არც მინერალოგიური მეცნიერება და

არც საიუველირო ხელოვნება. ძვირფასი ქვა შპინელის ანუ ბადახშანის ლალი საქართველოში ცნობილია ადრეული შუა საუკუნეებიდან. ბადახშანის ლალითაა

შემკობილი XVIII-XIX საუკუნეებში ქართველი ქალებისათვის მზითვად გატანებული სამკაულები. შესაძლებელია ძველ საქართველოში ამ სპეკალს უშუალოდ ბადახშანიდან ღებულობდნენ ან სპარსეთიდან შემოდიოდა.

 

 

   ლალი

   ლალი მინერალ კორუნდის წითელი ფერის გამჭვირვალე სახესხვაობაა. სახელწოდება «ლალი» (ლა ლ) არაბულ-სპარსულია და «წითელს» ნიშნავს. სიმაგრეა 9. გვხვდება კრისტალების სახით.

წარმოიშობა დოლომიტების გრანიტებთან კონტაქტის ზონაში. გამჭვირვალე და ელვარეა. ალმასის შემდეგ საფირონსა და ლალს, როგორც ძვირფას ქვებს, პირველი ადგილი უჭირავთ. დიდი ზომის ლალის კრისტალებს საკუთარი სახელები აქვთ და დაცულია მუზეუმებში. მსოფლიოში საუკეთესოა ბირმის ლალი. საბადოები ცნობილია აგრეთვე ტაილანდში, შრი-ლანკაში, ტანზანიაში, ავღანეთში, ავსტრალიაში, პოლარულ ურალში; სახესხვაობებია: სანგინი - ღია წითელი, ლალი - ვარდისფერი და აღმოსავლეთის ლალი - მუქი წითელი.

   შუა საუკუნეებში რეგალიებისა თუ საეკლესიო ჭურჭლეულობისათვის, სამკაულებისა თუ ტანისამოსისათვის ლალს დიდი გამოყენება ჰქონდა. საქართველოში იგი გავრცელებული სასამკაულე ძვირფასი ქვა იყო და არის ამჟამადაც. ლალი უმნიშვნელოვანესი ტექნიკური ქვაა. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, შუა საუკუნეებში ლალი საქართველოში ირანის გზით შემოჰქონდათ ბირმა- ინდოეთიდან.

 

 

 

   მარგალიტი

 

   მარგალიტი ორგანული წარმოშობის ძვირფასი ქვაა. იგი ბუნების ერთ-ერთი საოცარი ქმნილებაა. მარგალიტი გვხვდება ისეთი მოლუსკების ნიჟარებში, რომელთაც სადაფის გამოყოფის უნარი აქვთ. ნებისმიერი ფერის მარგალიტი არსებობს - თეთრიდან შავამდე. იგი მრავალნაირი ფორმისაა: სფერული, ოვალური, მსხლისებრი, მტევნისებრი, წაგრძელებული და სხვ. ზომაც სხვადასხვა აქვს - მიკროსკოპულიდან მტრედის კვერცხის სიდიდემდე. უხსოვარი დროიდან საუცხოო მარგალიტებს პოულობდნენ ინდოეთის ოკეანეში, წითელ ზღვაში, სპარსეთის უბეში, ყვითელ ზღვაში, აფრიკის დასავლეთ ნაპირებთან. მარგალიტი სასამკაულე ქვაა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ძვირფას ქვებზე მეტად ფასობდა, ძვირფასი ქვების

სათვალავში არ შედიოდა და ყოველთვის ცალკე გამოჰყოფდნენ თვალ-მარგალიტის სახელწოდებით, «თვალში» ძვირფასი ქვა იგულისხმებოდა.

   მარგალიტის ცალკე გამოყოფის მიზეზი კი მისი «ავადმყოფობაა», ორგანული ნივთიერების, ე. წ. კონხიონილის «დაშლა», რის შედეგადაც მარგალიტი ელვარებასა და ფერს ჰკარგავს და ბოლოს შეიძლება მტვრად იქცეს.

   ძველ საქართველოში არჩევდნენ მარგალიტის შემდეგ სახესხვაობებს: მცირე ზომის წვრილ მარგალიტს ჭიოტა ეწოდებოდა, საშუალო ზომისას - ხოშორი, დიდი ზომისას - ობოლი. ფასდაუდებელ, ერთად აღებულ მარგალიტის ნაკრებს - აკუმი. წინათ საქართველოში მარგალიტი ყველაზე მეტად გავრცელებული სასამკაულე ქვა იყო. იგი უმთავრესად სპარსეთიდან შემოჰქონდათ. საქართველოში ცნობილია მარგალიტის შემქმნელის მოლუსკი მელეაგრინა.

 

 

 

   საფირონი

   «საპფიეროს» ბერძნულად «ლურჯს» ნიშნავს. იგი კორუნდის ლურჯი ფერის გამჭვირვალე სახესხვაობაა.

გვხვდება კრისტალების სახით, სიმაგრეა 9. საიუველირო ხელოვნებისთვის საუკეთესოა ერთგვაროვანი, ხავერდოვანი, ლურჯი ფერის საფირონი. ცნობილია სახესხვაობანი:

საფირონ-ტოპაზი, საფირონ-აკვამარინი, ამეთისტ-საფირონი, საფირონი კატის თვალი. წარმოშობა მაგმურ ქანებთან და ქვიშრობებთანაა დაკავშირებული. საფირონის ყველაზე მდიდარი ბუდობები ცნობილია ტაილანდში, ბირმაში, კამბოჯაში, ავსტრალიაში, აშშ-ში. საფირონი არის საიუველიროც და ტექნიკურიც.

 

საფირონი საქართველოში გავრცელებული ძვირფასი ქვა იყო. იგი თავიდანვე იმპორტის საგანს წარმოადგენდა. ძველ ქართულ წყაროებში ეს ძვირფასი ქვა ცნობილია საფირონის, სამფირონის, სოფრის, საპფირის და საპფირონის სახელწოდებით. ქართველი ლექსიკოგრაფები მას ლურჯ იაგუნდს უწოდებენ.

 

 

 

   ქრიზობერილი

   ქრიზობერილი იშვიათი მინერალია. ფერსმანის კლასიფიკაციით, პირველი რიგის ძვირფას ქვებს შორის მას მეოთხე ადგილი უჭირავს. ბერძნულად ქრიზოს ოქროა, ბერილოს ბერილი - ბერილიუმისა და ალუმინის ჟანგი. გვხვდება მხოლოდ კრისტალების სახით, წარმოშობა მაგმურ პროცესებთან არის დაკავშირებული. ფერი: მურა-ყვითელი, მომწვანო-მოყვითალო, გამჭვირვალეა, ელვარება - მინისებრი. მისი სახესხვაობანია: კეთილშობილი ქრიზობერილი - გამჭვირვალე, ყვითელი ფერისაა,

ალექსანდრიტი - ზურმუხტისებრ მწვანე, ციმოფანი ანუ აღმოსავლეთის კატის თვალი - ფერთა ტალღისებრი გადასვლებით. ქრიზობერილი საიუველირო ქვაა, გამოყენებულია სამკაულებისათვის. საბადოებია ბრაზილიაში, აშშ-ში, შრი-ლანკაში,

მადაგასკარზე, რუსეთში (ურალი).   ინდოეთში ყვითელ-მწვანე ქრიზობერილს ზაბერჯათი ეწოდება. ძველ ქართულში იგი ცნობილი იყო ზობარჯისა და ზაბერჯათის სახელწოდებით. სულხან-საბა ორბელიანს ზაბერჯათი განმარტებული

აქვს, როგორც ბეჟმედი.

 

 

   მეორე რიგი

 

 

   ამეთვისტო

 

   ამეთვისტო მთის ბროლის იისფერი სახესხვაობაა. ძველ ბერძენთა წარმოდგენით, ის იცავდა ადამიანს სიმთვრალისაგან. ქვის სახელწოდებაც «ამეთისტ» ნიშნავს «არ დათვრეთ». ამეთვისტო კრისტალების სახით გვხვდება. გენეტიკურად დაკავშირებულია გრანიტულ მაგმასთან. ფერი: იისფერი, წითელი, მეწამული, მტრედისფერი, იასამნისფერი. ურალის სისხლისფერი წითელი ამეთვისტო, რომელიც ხელოვნური განათებისას ფერთა თამაშის უნარს ინარჩუნებს, მეორე კლასის ძვირფასი ქვაა, დანარჩენი - ღია ფერის სახესხვაობანი - მესამე კლასისა.   ამეთვისტოსაგან აკეთებდნენ ლარნაკებს, ფლაკონებს, სამშვენისებს, იყენებდნენ ყველანაირ საიუველირო ნაწარმთა დასამზადებლად. საბადოებია რუსეთში (ურალი, ბაიკალის მხარე, ყირიმი), შუა აზიაში, ბრაზილიაში, შრი-ლანკაში, მექსიკაში, საფრანგეთში, ესპანეთში.

 

 

 

 

   დაბალი ხარისხის ამეთვისტო ტექნიკაში მთის ბროლს ცვლის.   საქართველოში ამეთვისტოს ანტიკური დროიდან იცნობდნენ. არქეოლოგიური გათხრებისას მცხეთაში საკმაო რაოდენობით აღმოჩნდა ეს ძვირფასი ქვა. შუა საუკუნეებში ამეთვისტოს ხშირად იყენებდნენ ხატებისა და ჯვრების შესამკობად.

   საიუველირო მნიშვნელობას მოკლებული ამეთვისტო საქართველოში ბევრგან არის ცნობილი (თელეთის ქედი, ყაზბეგის რაიონი, ჯეჯორის ხეობა, აჭარა და სხვ.).

 

 

 

   ბერილი (ბივრილი)

 

   სახელწოდება ბერილიუმიდან მოდის, რაც ბერძნულად ტკბილს ნიშნავს, - მისი მარილები მოტკბო გემოსია. გვხვდება კრისტალების სახით. ბერილის ჯოხისებრი შენაზარდები ქმნიან მთლიან მასას. არსებობს მარცვლოვანი გროვების სახითაც. გამჭვირვალეა. გვხვდება ოდნავ შუქგამტარი და გაუმჭვირვალე სახესხვაობაც. ფერი: თეთრი, ყვითელი, მწვანე, ვარდისფერი, მტრედისფერი. ლამაზი ფერების გამო, შორეული დროიდან უძვირფასეს საიუველირო ქვად ითვლება. ბერილის სახესხვაობებია: ზურმუხტი, აკვამარინი, ვორობიევიტი ანუ მორგანიტი (ვარდისფერი ქვა), ჰელიოდორი (ბერილის ყვითელი ფერის სახესხვაობაა), ბიკსიბიტი (წითელი). ბერილის წარმოშობა დაკავშირებულია გრანიტებთან. საბადოებია რუსეთში (ურალში, იმიერბაიკალეთი, ალტაი), მადაგასკარზე, ბრაზილიაში, კოლუმბიაში, შრი-ლანკაში და სხვ.   ბერილი უმნიშვნელოვანესი ტექნიკური ქვაა. ქართულ წყაროებში ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით: ბერილოსი, ბივრიონი, ბივრიტი, ბერილიონი, ბიროლი.   საქართველოს ბერილი სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ.

 

 

   დემანტოიდი

 

   დემანტოიდი მინერალ ანდრადიტის სახესხვაობაა: ფერით ძლიერ გამჭვირვალე ოქროსფერი ან მწვანეა. შეიცავს კალციუმს, რკინას, სილიციუმს და ჟანგბადს. ფერთა თამაშით მაღლა დგას ყველა ძვირფას ქვაზე, მათ შორის ალმასზედაც. ამით აიხსნება ამ ქვის სახელწოდება «დემანტოიდი», ე.ი. ალმასისებრი. მისი სიმაგრეა 7, ამიტომ არ ითვლება ყველაზე ძვირფას ქვად. დემანტოიდი საიუველირო ქვაა. საბადოებია რუსეთში (ჩუკოტკა), იტალიაში, შრი-ლანკაში, კონგოში, ზაირში, შვეიცარიაში, უნგრეთში.

 

   ოპალი

   კეთილშობილი ოპალი იდუმალად მოციმციმე ძვირფასი ქვაა ცისარტყელასებრ ფერთა თამაშით. იგი მეტად სასიამოვნო, მომაჯადოებელი სანახავია - ქვის მოძრაობისას ერთმანეთს ენაცვლება წითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, ყავისფერი, მტრედისფერი, მომწვანო თუ სხვა ფერები. სახესხვაობებიდან საიუველირო მნიშვნელობა აქვს კეთილშობილ ოპალს, ცეცხლა ოპალს და ნახევრად ოპალს, რომელიც თითქმის გაუმჭვირვალეა. ოპალი ბუნებაში გვხვდება ნაწვეთარი,

მტევნისებრი, მომრგვალებული მარცვლების, ფენებრივი აგრეგატების სახით. ფხვიერი ოპალი დროთა ვითარებაში მკვრივდება და სხვადასხვა მინარევებთან ურთიერთობით წარმოქმნის კაჟიან ქანებს - დიატომიტს, ტრეპელს, სპონგოლითს, ოპოკას. ოპალი გამოიყოფა შიO2-ით მდიდარი ხსნარებიდან.   კეთილშობილი ოპალი საიუველირო ქვაა და იყენებენ სამკაულებად. ასეთივე გამოყენება აქვს ცეცხლა ოპალს. ნახევრად ოპალი მესამე რიგის ძვირფასი ქვაა. ოპალის საბადოებია უკრაინაში, ყაზახეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში, მექსიკაში და სხვ.   არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ ოპალს ანტიკური დროის საქართველოშიც იცნობდნენ.

ცნობილია ოპალიანი ქანები (აჯამეთი, გოდერძის გადასასვლელი).

 

 

 

   სპოდუმენი

   «სპოდუმენოს» ბერძნულად ფერფლისებრს ნიშნავს. იგი ფერფლისებრ ნაცრისფერია. ლითიუმ-ალუმინის სილიკატია. გვხვდება კრისტალების, ფირფიტისებრ-ჭოკისებრი აგრეგატების, მკვრივი ფარულკრისტალური მასების სახითაც. სპოდუმენი გვაძლევს ყველაზე დიდი ზომის კრისტალებს. აშშ-ში (დაკოტას შტატი) ნაპოვნია სპოდუმენის 14 მეტრი სიგრძის ერთი მეტრი განივი კვეთისა და 90 ტონა წონის კრისტალი. საიუველირო სახესხვაობანია კუნციტი (გამჭვირვალე, ვარდისფერი, იისფერი) და გიდენიტი (ყვითელი, მწვანე). სპოდუმენი

უმნიშვნელოვანესი ტექნიკური ქვაა. წარმოშობა მაგმური აქვს. საბადოებია იმიერბაიკალეთსა და თურქესტანის ქედზე, აშშ-ში, ბრაზილიაში, მადაგასკარზე, შოტლანდიასა და სხვ.

 

 

   ტოპაზი

 

   სახელი უწოდა პლინიუსმა წითელი ზღვის კურძულ ტოპაზოსის (ამჟამად ზებერგედტი) მიხედვით. ალუმინის სილიკატია, აქვს საოცარი გამჭვირვალობა, სიმაგრე - 8. მისი ძირითადი ფერი ყვითელია, არის აგრეთვე ვარდისფერი, იისფერი, მწვანე, წითელი, ზოგჯერ უფერულიც. განუმეორებელი სილამაზისაა მტრედისფერი ტოპაზი. გვხვდება კრისტალებისა და მარცვლოვანი მკვრივი აგრეგატების სახით. წარმოშობა მაგმური აქვს. საბადოები ცნობილია რუსეთში (ურალი, იმიერბაიკალეთი), ბრაზილიაში, მადაგასკარზე, ავსტრალიაში. დიდი ზომის ტოპაზის კრისტალებს საკუთარი სახელები აქვს და მსოფლიოს მუზეუმებშია დაცული. ტოპაზი საიუველირო და ტექნიკური ქვაა.

   ეს ძვირფასი ქვა ძველ ქართულ მწერლობაში პაზიონისა და თუპაზის სახელითაა მოხსენიებული. გვხვდება აგრეთვე ტბაზიონი, ტანპაზონი, ტამბაზი და ტანბაზი. სულხან-საბა ორბელიანი და ნიკო ჩუბინაშვილი ტოპაზს «თეთრ იაგუნდს» უწოდებენ. ტოპაზი ამკობს საპატრიარქო მიტრებს, პანაგიებს, ხატებს. მისი ბუდობები საქართველოში ცნობილი არ არის. შესაძლებელია ეს ქვა ირანიდან ან

საბერძნეთიდან შემოდიოდა.

 

 

   ტურმალინი

   სინგალურად «ტურმალი» «ქვას» ნიშნავს. ტურმალინის მუქი წითელი სახესხვაობა რუბელიტი და ლურჯი ან მწვანე «ბრაზილიის საფირონი» მეორე რიგის ძვირფასი ქვებია, დანარჩენი სახესხვაობანი - მესამე კლასისა. ტურმალინი სილიკატებს მიეკუთვნება. მაგმური წარმოშობისაა. აქვს რთული და ცვალებადი შედგენილობა. გამჭვირვალეა, გვხვდება კრისტალების, დახლართულბოჭკოვანი და რადიალურ-სხივური აგრეგატების («ტურმალინის მზე»), ფარულ-კრისტალური და მარცვლოვანი მკვრივი მასების სახით. ტურმალინი ძვირფას ქვებს შორის ფერების სიუხვით პირველ ადგილზეა, - აქვს ცისარტყელას ყველა ფერი. ფერების მიხედვით

ცნობილია ტურმალინის მრავალი სახესხვაობა. შავი ფერის სახესხვაობა შერლისაგან ამზადებენ გულქანდებს, ღილებს, სხვადასხვა სამშვენისებს, იყენებენ სამგლოვიარო მორთულობისათვის. საიუველიროდ გამოყენებულია სხვა ფერის სახესხვაობანიც. ტურმალინი მნიშვნელოვანი ტექნიკური ქვაა. ბუდობებია რუსეთში (იმიერბაიკალეთი, ურალი), მადაგასკარზე, ინდოეთში, ავღანეთში, ბრაზილიაში, აშშ-ში, შრი-ლანკაში, ბირმაში, გერმანიაში.   საქართველოში ტურმალინი ცნობილი არ არის.

 

 

   ფენაკიტი

   «ფენაკს» ბერძნულად «მატყუარას» ნიშნავს. მან ეს სახელი ფერის ცვალებადობის გამო მიიღო. ბერილიუმის სილიკატია, არის გაუმჭვირვალე ან შუქგამტარი, გვხვდება უფერო, ყვითელი, მოყვითალო-თეთრი, იშვიათად ვარდისფერი, თეთრ-ნაცრისფერი ელფერით. გაპრიალებით ფენაკიტიდან მიიღება გამჭვირვალე ძვირფასი ქვა, რომელსაც ძლიერი ელვარება აქვს. საიუველიროა. წარმოშობა დაკავშირებულია მაგმურ პროცესებთან. საბადოები არსებობს რუსეთში (ურალი), ბრაზილიაში, ნორვეგიაში, ტანზანიაში.  

 

   ქრიზოლითი

 

   ქრიზოლითი მინერალ ოლივინის ოქროსფერ-მწვანე ფერის გამჭვირვალე სახესხვაობაა, სახელწოდებაც აქედანაა (ქრიზოს - ოქრო, ლითოს - ქვა). გვხვდება კრისტალებისა და იზომეტრული მარცვლების სახით.   ქრიზოლითის საბადოები მაგმურ ქანებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანი საბადოა კუნძულ ზებერგედტზე წითელ ზღვაში, საიდანაც ქრიზოლითს ჯერ კიდევ 3500 წლის წინათ იღებდნენ. საბადოები ცნობილია რუსეთში, ავსტრალიაში, ნორვეგიაში და სხვ.

   ძველად საქართველოში ეს მინერალი ხრიზოლინთოს, ხრიზოლიტის, ოქროს ქვის

სახელწოდებით იყო ცნობილია. იგი ყველაზე ადრე ქართულ «ბიბლიაშია» მოხსენიებული «ოქროს ქვის» სახელწოდებით.

 

 

 

   ცირკონი

   სახელწოდება «ცირკონი» დამახინჯებული სპარსული სიტყვაა და ქართულად «ოქროსფერს» ნიშნავს. ცირკონი კარგად განვითარებული მცირე ზომის კრისტალების სახით გვხვდება. არსებობს ამორფული ცირკონიც. ცნობილია გამჭვირვალე, შუქგამტარი და გაუმჭვირვალე სახესხვაობანი. ცირკონის ფერებია: ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, ნაცრისფერი, ვარდისფერი, წითელი. შეიცავს სხვადასხვა მინარევებს. ამიტომ ცნობილია ცირკონის მრავალი სახესხვაობა (გამჭვირვალე, ლამაზი ფერის სახესხვაობანი საიუველიროა): ა) ჰიაცინტი - გამჭვირვალე, წითელი, მეწამული, მომწვანო, იისფერი ან უფერო; ბ) ჟარგონი - მომწვანო, მუქი ყავისფერი; გ) ბეკარტი - ზეთისხილისებრ მწვანე; დ) «ალმასი მატურა» (მატურა რაიონია შრი-ლანკაში) - უფერო და სხვა. ცირკონი მაგმური წარმოშობისაა. იგი ტექნიკური ქვაა. საბადოებია რუსეთში (კოლის ნახევარკუნძული,

ურალი), ნორვეგიაში, შრი-ლანკაში, ბრაზილიაში, ბირმაში, ტაილანდში, ნიგერიაში, მადაგასკარზე.   ქართულ წყაროებში ცირკონი «ჰიაცინტი» სეილანის სახელწოდებითაა მოხსენებული, მას ანტიკურ ხანაში გემასთვის იყენებდნენ, შუა საუკუნეებში ამ ქვით ამკობდნენ ბეჭდებს, ხატებს, ჯვრებს, პანაგიებს და სხვ.

 

    ძოწი

   ამჟამად მოპოვებული ძოწის 90 პროცენტი ტექნიკური ქვაა, მხოლოდ 10 პროცენტია საიუველირო.  თეოფრასტე (ჩვენს წ.ა. 300 წლით ადრე) მას «ანთრაკს» უწოდებს. საქართველოში  სახელწოდება ანთრაკი ჯერ იაკინთმა შეცვალა, შემდგომ იაგუნდმა. ძოწი მეტამორფული  მინერალია. ის გვხვდება კრისტალების სახით, შედარებით ნაკლებია მკვრივი  აგრეგატები. ძოწის ძვირფასი სახეობიდან უმნიშვნელოვანესია დემანტოიდი, ალმანდინი,  პიროპი, ჰესონიტი, უვაროვიტი. ალმანდინი გამჭვირვალეა და შუქგამტარი, გვხვდება  გაუმჭვირვალე სახესხვაობაც. იგი ალუბლისფერია, წითელ-იისფერი ელფერით. ძოწის  სახესხვაობებს შორის დერმატოიდის შემდეგ ყველაზე ძვირფასია ცეცხლისებრ-წითელი  პიროპი; ჰესონიტი ყავისფერ-ნარინჯისფერი ძოწია (გროსულარის სახესხვაობა).  უვაროვიტმა სახელწოდება მიიღო უვაროვისაგან. ფერად მწვანეა, ძლიერი ელვარებით. 

ძოწის ძვირფასი სახესხვაობანი საიუველირო ქვებია.   საქართველოში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ძოწის გამოყენების შესახებ მნიშვნელოვან  მასალებს გვაძლევს არქეოლოგია. მას ანტიკურ ხანაში განსაკუთრებით დიდი  გამოყენება აქვს (მეტწილად

ალმანდინს, ნაკლებად - პიროპს). არმაზისხევის  არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა, რომ ძვირფასი ქვებიდან გემებისათვის  ყველაზე მეტად ალმანდინია გამოყენებული. შუა საუკუნეებში ძოწით ხატებს ამკობდნენ.

 

   მესამე რიგი  

 

   აქატი

 

   აქატი ქალცედონის ზოლიანი სახესხვაობაა: პლინიუსის ცნობით, სახელწოდება მიიღო სიცილიის მდინარე ახატესიდან (ამჟამად დირილი), სადაც უძველესი დროიდან მოიპოვებოდა აქატი. შედგება სხვადასხვა ფერისა და გამჭვირვალობის წვრილი ფენებისაგან. გვხვდება მრგვალი, მსხლისებრი, სფეროსებრი, ცილინდრული ფორმისა. პამაჭის (სოფელია ახალციხის რაიონში) ტიპის ცილინდრული ფორმის აქატი ხის ღეროებს მოგვაგონებს. აქატს აქვს ზოლებრივი აგებულება. ზოლები მეტწილად თეთრი, ნაცრისფერი, ყვითელი, მტრედისფერი, წითელი და

შავი ფერისაა. წარმოშობით აქატი ვულკანურ ქანებთანაა დაკავშირებული.

   ძვირფასი და სანახელავო ქვების ბაზარზე, ნახატების ხასიათისა და ზოლების მიმართულების მიხედვით, აქატის ოცამდე დასახელებაა ცნობილი. აქედან მნიშვნელოვანია ურალის ცისარტყელისებრი აქატი «პერილიფტი». ცნობილია ლანდშაფტური აქატი პეიზაჟის გამომსახველი სურათებით, მოქის აქატი ქლორიტის წვრილი ჩანართებით და სხვ.   აქატი, როგორც ძვირფასი ქვა, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო ცნობილი. მისგან ამზადებდნენ სამკაულებს, თასებს, ფიალებს, ლარნაკებს, ფინჯნებს, დანისა და ხმლის ტარებს, ჭადრაკის ფიგურებს და სხვ.

ერმიტაჟში დაცულია აქატისაგან დამზადებული მაგიდა. საბადოებია იმიერბაიკალეთში, იაკუტიაში, სომხეთში, გერმანიაში, ბრაზილიაში, ურუგვაიში, აშშ-ში, ჩეხეთში. აქატი ტექნიკური ქვაა.

   საქართველოში აქატს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ. იგი ამკობს თრიალეთში ნაპოვნ ბრნჯაოს ხანის ოქროს კულონს. ბევრგანაა ნაპოვნი აქატის მძივები, აქატით შემკული ქინძისთავები და სხვ. საქართველოში აქატის 40-მდე ბუდობია ცნობილი, მათ შორის 26 ახალციხის რაიონშია.   თბილისში არის ქვის დამმუშავებელი ქარხანა «აქატი».

 

 

 

   გიშერი

   გიშერი «გაგატის» სახელწოდებითაა ცნობილი. ქართულ ენაზე გიშერს «სათიც» ჰქვია. გიშერი ნამარხი ნახშირის ძლიერ ელვარე სახესხვაობაა, გვხვდება დანალექ ქანებში ნატეხების, ბუდეების, გროვების, შუაშრეების სახით. იგი წიწვიანი მცენარეების - არაუკარიების ბითუმინიზაციის პროდუქტია. საუკუნეების მანძილზე გიშრიდან ამზადებდნენ მძივებს, კრიალოსნებს, ჯვრებს, სამაჯურებს, გულქანდებს და სხვ. იგი მნიშვნელოვანი ტექნიკური ქვაა. გიშერი მოიპოვება ყირიმში, ყუბანში, სახალინსა და კამჩატკაზე, ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, აშშ-ში,

   საქართველოში გიშერს ქვის ხანიდან იცნობდნენ. მოსახლეობა უხსოვარი დროიდან მოიპოვებდა და ამუშავებდა მას. გიშრის სამკაულები ნაპოვნია ყველა ეპოქის ძეგლებში.

 

   საქართველოში გიშრის ბუდობები ცნობილია სოფლების - გელათის, კურსების, ძიროვანის, საწირის მიდამოებში; აფხაზეთში, ქართლში და სხვ. ტყიბულის რაიონის სოფელ ძიროვანში («საგიშრეში») ამჟამადაც მიმდინარეობს მისი მოპოვება.

 

 

   მარჯანი

 

ქართული სახელწოდება «მარჯანი» არაბულიდან მომდინარეობს. ქართულად ძოწი ეწოდება. იგი კალციუმის კარბონატია. სასამკაულე ქვად გამოყენებულ მარჯანს წარმოქმნის ექვსქიმიანი მარჯნის პოლიპები - გორგონარიები. ყველაზე ლამაზია ხორცისებრ-წითელი, შემდეგ მუქი ვარდისფერი მარჯანი, ძლიერ იშვიათია ბაცი ყვითელი, მტრედისფერი, ლურჯი, თეთრი. დიდად ფასობს შავი მარჯანი - აკბარი. მარჯანი სამკაულად ჯერ კიდევ ნეოლითელ ადამიანს გამოუყენებია. საუკუნეების მანძილზე მარჯნისაგან მზადდებოდა მძივები, სამაჯურები, გულის ქინძისთავები, სხვადასხვა სახის ჭურჭელი, სამშვენისები, სუვენირები, მცირე ქანდაკებანი. წითელ

მარჯანს, როგორც ლამაზ სასამკაულე ქვას, ამჟამადაც დიდი გამოყენება აქვს. მარჯანი მოიპოვებოდა ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, ბისკაის უბეში, მალაის არქიპელაგზე, იაპონიის ზღვაში და სხვ.

   მარჯნის მძივები ნაპოვნია მცხეთის ბრინჯაოს ხანის სამარხებში. მას ფართო გამოყენება ჰქონდა ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში.   მარჯანი საქართველოში ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან შემოჰქონდათ.

 

 

 

   მთის ბროლი

   მთის ბროლი კვარცის უფერული, გამჭვირვალე სახესხვაობაა, იგი ზოგჯერ ალმასზე გამჭვირვალეცაა. სახელწოდება «ბროლი» არაბული «ბალლავრიდან» მომდინარეობს. ძველმა ბერძნებმა მას «კრისტალი» უწოდეს, რადგან ბროლი მარადიულად გაქვავებულ ყინულად მიაჩნდათ. იგი ხშირად დიდი ზომის კრისტალების სახით გვხვდება. წარმოშობა მაგმურია. შუქმფინარობით, სიმაგრით, წახნაგების სილამაზით ეს ქვა ყოველთვის იპყრობდა ყურადღებას. იგი საიუველირო, სანახელავო ქვაა. ბროლის გამოყენება ქვის ხანიდან იწყება. მთის ბროლიდან ამზადებდნენ ჭურჭლეულობას, ჯამებს, თასებს, ხოლო გაპრიალებულ, გამჭვირვალე ქვებს ხმარობდნენ საიუველიროდ, სამკაულად. ამჟამად ბროლს დიდი გამოყენება აქვს ტექნიკაში. საბადოებია რუსეთში (ურალი, იმიერბაიკალეთი), უკრაინაში, ბრაზილიაში, მადაგასკარზე, ალპებში.

 

   საქართველოში ბროლის გამოყენება ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება. ანტიკური დროის მცხეთაში ნაპოვნია ბროლის სამკაულები. შუა საუკუნეებში ბროლი ამკობდა საეკლესიო-სარიტუალო საგნებს. მთის ბროლის საბადოები ძირითადად თავმოყრილია კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში და დაკავშირებულია კრისტალურ ფიქლებში მოქცეული კვარცის ძარღვებთან (ყაზბეგი, ზემო რაჭა, სვანეთი).

 

 

   სარდიონი

 

   ქალცედონის კაშკაშა წითელი ან ყვითელი ფერის სახესხვაობაა. დასავლეთ ევროპაში იგი ცნობილია კარნეოლის სახელწოდებით. ქართულად ამ ქვას სარდიონს, აყიყსა და იამანს უწოდებენ. სარდიონის ყავისფერ სახესხვაობას სარდერი (სარდი) ეწოდება. სარდიონ-ონიქსში მონაცვლეობს წითელი და თეთრი ფერები. სარდიონი ნახევრად გამჭვირვალე ან შუქგამტარი ქვაა. დაკავშირებულია ვულკანურ ქანებთან. კაცობრიობის ისტორიაში სარდიონი ერთ-ერთი პირველი ქვაა, რომელიც ადამიანის მიერ ესთეტიკური თვალსაზრისითაა გამოყენებული. იგი ჯერ კიდევ ნეოლით-ენეოლითელი ადამიანისთვის ყოფილა ცნობილი. მას შემდეგ დღემდე ამ ქვას იყენებენ სამკაულების, გემას, ზარდახშებისათვის და სხვ. მნიშვნელოვანი ტექნიკური ქვაა. საბადოებია ციმბირში, ინდოეთში, არაბეთში, შუა აზიაში, მონგოლეთში. სარდიონის, სარდერისა და სარდიონიქსისაგან ამჟამადაც ამზადებენ მძივებს, ბეჭდებს, გულქანდებს და სხვ.

   საქართველოში ბრინჯაოს ხანაში სასამკაულო ქვებიდან ყველაზე მეტად გამოყენებულია სარდიონი. ათასობით სარდიონის მძივია ნაპოვნი. სავარაუდოა,

რომ წარსულში ჩვენშიც იყო სარდიონის საბადოები.  

 

   ფირუზი

   სახელწოდება «ფირუზი» სპარსულია. იგი სპილენძ-ალუმინის ფოსფატია. გვხვდება მთლიანი ფარულკრისტალური მასების, მტევნისებრი აგრეგატების, აგრეთვე გამჭვირვალე კრისტალების სახით. ფერი: მტრედისფერი, ცისფერი, მომწვანო ლურჯი.

   ფირუზის წარმოშობა დაკავშირებულია მაგმური და დანალექ-მეტამორფული ქანების კონტაქტთან. იგი საყოველთაოდ ცნობილი საიუველირო ქვაა. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკაულების და მხატვრული ნაკეთობებისათვის. საბადოებია ირანში, სინას ნახევარკუნძელზე, აშშ-ში და სხვ.   ძველ ქართულში ამ ქვას ფირუზთან ერთად «ფეროზი», იშვიათად «ფერუზი» ეწოდებოდა. არქეოლოგია მნიშვნელოვან მასალას გვაძლევს საქართველოში ჯერ კიდევ გვიან ბრინჯაოსა და

ადრეული რკინის ხანაში მძივებად ფირუზის გამოყენების შესახებ. ანტიკური დროის მცხეთაში ფირუზი ამკობდა სარტყლის ბალთებს, ოქროს დიადემას. შუა საუკუნეებში იყენებდნენ ხატების, ჯვრების შესამკობად, სამკაულად. საქართველოში

ფირუზი პოპულარული ქვა იყო, შემოჰქონდათ ძირითადად ირანიდან. უკანასკნელ წლებში ფირუზის საბადო აღმოჩენილია ბოლნისის რაიონში - მადნეულში.  

 

 

   ქალცედონი

   ქალცედონის სახელწოდება მარმარილოს ზღვის სანაპიროს ქალაქ ქალკედონიდან მომდინარეობს. იგი კვარცის ფარულკრისტალური, ბოჭკოვანი სახესხვაობაა. რა ფერი გნებავთ, ქალცედონს რომ არა ჰქონდეს! იგი ბუნებაში მკვრივი მასების, მტევნისებრი,

სტალაქტიტისებრი გამონაყოფების სახით გვხვდება. ქალცედონს კაცობრიობა უძველესი დროიდან იყენებდა. იგი ძვირფასი და სანახელავო ქვაც არის. ქალცედონისაგან დამზადებული სამკაულები ყველა ეპოქის მატერიალური კულტურის ძეგლებში გვხვდება. ანტიკურ ეპოქაში, სიმკვრივის გამო, მას იყენებდნენ

სკარაბეუსებად, გემასათვის, სამკაულად. ამჟამადაც სამკაულად, სანახელავო ქვად იყენებენ. ზოგჯერ ქვის დამუშავება-გაპრიალებისას განტოტებული ხე გამოისახება. ასეთი ქვა საიუველირო ხელოვნებაში იშვიათობაა. ქალცედონი ტექნიკური ქვაა. საბადოებია მდინარე არღუნის ხეობაში, ყირიმში, კარელიაში, ურალში, ურუგვაიში, ბრაზილიაში.

   საქართველოში ქალცედონი, უპირველეს ყოვლისა, მძივებად არის გამოყენებული. თრიალეთსა და წალკაში ნაპოვნი ქალცედონის მძივები ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულის შუა პერიოდს მიეკუთვნება. ანტიკური დროის სამთავროს ნეკროპოლის სამკაულებში ბევრია ქალცედონის მძივები.   საქართველოში ქალცედონის სამკაულები ცნობილია თითქმის ყველა ეპოქის ძეგლებში.

ქალცედონი გვხვდება აჯამეთში, სოფ. ზუბის (ლეჩხუმი) მიდამოებში, ახალციხის რაიონში, აჭარაში.

 

 

 

   ქალცედონის ფერადი სახესხვაობანი     

ქრიზოპრაზი ქალცედონის შუქგამტარი, ზურმუხტისებრი და მწვანე ვაშლისფერი სახესხვაობაა, მკვრივი აგრეგატების სახით გვხვდება. იგი ქალცედონის ყველაზე ძვირფასი სახესხვაობა, ერთ-ერთი საუკეთესო საიუველირო, სანახელავო და ტექნიკური ქვაა. ფერისა და ზომის მიხედვით ხუთ ხარისხად იყოფა: ექსტრა, უმაღლესი, პირველი, მეორე და მესამე ხარისხისა. საუკეთესოდ ითვლება 400 გრამამდე წონის ქვა. გერმანიაში ეს ქვა მეთოთხმეტე საუკუნიდან მოიპოვებოდა. საბადოებია ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, მადაგასკარზე, ყაზახეთში, რუსეთში (ურალი).

   საინტერესოა, რომ ძვირფასი ქვების შესახებ მეთვრამეტე საუკუნის ერთ-ერთ ქართულ ხელნაწერში საკმაოდ ვრცლადაა აღწერილი მწვანე ფერის სანახელავო ქვა «ხრიზოპრასი».   პლაზმა ქალცედონის ღია მწვანე ფერის სახესხვაობაა. ლამაზი ფერის პლაზმა საიუველირო და სანახელავო ქვაა. მას ზოგჯერ მწვანე ეშმსაც უწოდებენ, მაგრამ ეშმასაგან განსხვავებით შუქგამტარია. ამ ქვას უძველესი დროიდან იყენებდნენ. ბუდობებია ყირიმში, იაკუტიაში, იმიერბაიკალეთში, ურალში, გერმანიაში, საბერძნეთში, ინდოეთში.

 

 

 

   ჰელიოტროპი გაუმჭვირვალე, მუქი მწვანე

ქალცედონია კაშკაშა წითელი ლაქებით ან ზოლებით. ჰელიოტროპის სახელწოდება ბერძნულად მზესთან არის დაკავშირებული. თუ ლაქები სისხლის წვეთებს ჰგავს, ჰელიოტროპს სისხლიან ეშმს უწოდებენ. მნიშვნელოვანი სანახელავო ქვაა. შუა საუკუნეებში ჰელიოტროპს მაგიურ თვისებას მიაწერდნენ - წითელ ლაქებს აიგივებდნენ ქრისტეს სისხლთან. ჰელიოტროპის მნიშვნელოვანი ბუდობები ცნობილია ინდოეთში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, აშშ-ში, რუსეთში (ციმბირი).

 

 

 

   ქარვა

   ქარვა, როგორც სასამკაულე ქვა, მსოფლიოს ყველა ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი პირველი რიგის სანახელავო ქვაც არის. ქართული სახელწოდება «ქარვა» შესაძლებელია მომდინარეობს სპარსული «ქაჰრუბადან». ქარვა მესამეულ პერიოდში წიწვიანი მცენარეების მიერ გამოყოფილი გაქვავებული ფისია. ბუნებაში ქარვის გავრცელებული ფორმებია:

ქარვის ნაწვეთები, ქარვის სტალაქტიტები, კუთხური და მომრგვალებული ნატეხები. სუფთა ქარვა გამჭვირვალე, ყვითელი ფერისაა, მაგრამ მინარევები აძლევენ სხვადასხვა ელფერს. ქარვის სახესხვაობებია: სუკცინიტი - ყვითელი, იშვიათად - უფერო; გედანიტი - ყვითელი ფერისაა, გარს აკრავს თეთრი ფერის გამოფიტული თხელი ქერქი; გლესიტი - მუქი მურა, თითქმის გაუმჭვირვალეა; ბასტარდი - სხვადასხვა ფერის სახესხვაობაა; ბირმიტი - ბირმის ფერადი ქვა, მცირედ განსხვავდება სუკცინიტისაგან. ცნობილია ქარვის სხვა საიუველირო სახესხვაობებიც: რუმენიტი, სიმენიტი და სხვ. ქარვა ძლიერ საინტერესოა თავისი ჩანართებით: საუცხოოდ შენახული სხვადასხვა სახის მწერებით, მცენარეებით. ჯერ კიდევ ქვის ხანიდანაა ცნობილი ქარვის მძივები. ძველი ეგვიპტის, მიკენის, კრეტის სარკოფაგებში აღმოჩენილია ქარვის მაღალმხატვრული ნაკეთობანი. იყენებდნენ ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში.

   ქარვის ცნობილი საბადოები არის ბალტიისპირეთში, რუსეთში (თეთრი ზღვის სანაპირო, ქვემო ენისეის მხარე, სახალინი), უკრაინაში, რუმინეთში, ფინეთში, ინდოეთში, ბირმაში, მექსიკაში და სხვ. ქარვას იყენებენ სახალხო მეურნეობის მრავალ დარგში.

   საქართველოში ქარვა ჩნდება ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან. ნაპოვნია ქარვის მძივები (რუსთავი, სოფ. ოჟორა, წალკა, დვანი). ქარვა ასევე გარვცელებული იყო ჩვენში ანტიკურ ხანაში, შუა საუკუნეებში. საქართველოში ქარვა შემოტანილია, რადგან ქარვის ბუდობები არა გვაქვს.

 

 

 

 

   ჩაროიტი

   მოსკოვში ახალი მინერალების კომისიამ 1977 წელს დაამტკიცა ახალაღმოჩენილი მინერალის - ძვირფასი ქვის, ჩაროიტის სახელწოდება. იგი უკავშირდება მდ. ლენის შენაკად ჩარის. ჩაროიტი შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ალუმინს, სილიციუმს, ჟანგბადს და მცირე რაოდენობით მინარევებს. წვრილბოჭკოვანი აგრეგატების სახით გვხვდება. იასამნისფერია, ზოგჯერ ყავისფერი ან იისფერი. ჩაროიტმა მალე მოიპოვა საყოველთაო აღიარება. იგი ძვირფასი საიუველირო-სანახელავო ქვაა. საბადო ციმბირშია.

 

   * * *

   ქვემოთ ჩამოთვლილია მესამე რიგის ძვირფასი ქვები, რომელთა ბუდობები საქართველოში უცნობია და გამოყენებაც ნაკლები აქვთ: კორდიერიტი, კიანიტი, ეპიდოტი, დიაპტაზი, კვამლა კვარცი, პრაზემი, მზის ქვა, მთვარის ქვა, ელეოლითი, სოდალითი, ტიტანიტი, ანდალუზიტი, დიოფსიდი, სკაპოლითი, ტომსონიტი, სტავროლითი, ბენიტოიტი, რუტილი, კობალტინი და სხვ.

   ამჟამად, თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის პირობებში, შესაძლებელია ყველა ძვირფასი ქვის, ალმასისაც კი, ხელოვნურად მიღება. ცნობილია სინთეზური ზურმუხტი, საფირონი, ლალი და სხვ.

 

 

 

 

   სანახელავო ქვები

   ავანტიურინი

 

   სახელწოდება მიიღო 1700 წელს იტალიაში შემთხვევით აღმოჩენილი განსაკუთრებული ხარისხის მინასთან მსგავსების გამო.   ავანტიურინი ერთ-ერთი ულამაზესი სანახელავო ქვაა. იყენებენ საიუველირო საქმეშიც. იგი შეიძლება იყოს ქანიცა და მინერალიც. მისი გაპრიალებული ზედაპირი ოქროსფერი და მოწითალო ნაპერწკლებით ანათებს. ავანტიურინი წვრილმარცვლოვანი მკვრივი კვარციტი ან კვარცია. ტონების სირბილითა და ცოცხალი ფერებით ერთ-ერთი ულამაზესი ქვაა.

ერმიტაჟში დაცულია ლარნაკი და მაგიდა ურალის ავანტიურნიდან. წარმოშობით მეტამორფულ ქანებთანაა დაკავშირებული. საბადოები მოიპოვება ინდოეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შოტლანდიაში, ესპანეთში, ურალში, ყაზახეთსა და შუა აზიაში.

 

 

 

   ეშმი

 

   ეშმი სხვადასხვა ფერის საუკეთესო სანახელავო და დეკორატიული კაჟიანი ქანია. «ეშმა» არაბული სიტყვაა, ბერძნები მას «იასპისს» უწოდებენ. ქართულ ენაზე ეშმსა და იასპს გარდა იხმარებოდა ამარტა. წარმოშობით ვულკანური დანალექია. ეშმის გაპრიალებულ ზედაპირზე სხვადასხვა ფერის ნახატებს და სახეებს არჩევენ. განსაკუთრებით ცნობილია: ორსკის «პეიზაჟური ეშმი», მთლიანი მკვრივი ეშმი, ზოლიანი, ფერადი და სხვ. ეშმი დეკორატიული და ტექნიკური ქვაა. მის ლამაზ სახესხვაობებს იყენებენ საიუველირო ხელოვნებაში. საბადოები არსებობს რუსეთში (ურალი), ალტაიში, სიცილიაში, თურქეთში, აშშ-ში, ვენესუელაში.

   სამი უმნიშვნელოვანესი თვისება განსაზღვრავს სანახელავო და ტექნიკური ქვის - ეშმის როლს კულტურის ისტორიაში: 1. მასალის სიმტკიცე, ერთგვარობა და ხანგრძლივობა, 2. ნახატებისა და ტონების სილამაზე და 3. მარაგის გრანდიოზულობა

და მონოლითების დიდი ზომა.

   საქართველოში ეშმი, როგორც სასამკაულე ქვა, ჯერ კიდევ გვიანი პალეოლითის ადამიანს გამოუყენებია. ანტიკური დროის საქართველოში ეშმისაგან გემას ამზადებდნენ. ეშმი ჩვენში ძველი დროიდანვე ცნობილი იყო დარიალის ხეობაში, სოფ. მელაურში (წყალტუბოდან 12 კმ-ზე), ლეჩხუმში ოფიტარასა და ღვედს შორის, ლოპანის წყლის ხეობაში, თეძმის ხეობაში, ახალციხის რაიონში და სხვ. საქართველოს ეშმის ნიმუშები შეფერვის სილამაზითა და სხვა თვისებებით ურალის ცნობილ ეშმს არ ჩამოუვარდება.

 

 

 

 

   თაბაშირი

   თაბაშირს, კალციუმის სულფატს ბერძნულად გიპსი ჰქვია და ცარცისებრს ნიშნავს. სახელწოდება «თაბაშირი» არაბულ-სპარსულია და ასევე ცარცისებრს ნიშნავს. ქართულად თაგვმარილას უწოდებენ. გვხვდება კრისტალების, მთლიანი მარცვლოვანი მასების სახით. ცნობილია გამჭვირვალე სახესხვაობაც (მარიამის მინა). ასევე სახესხვაობებია: წვრილმარცვლოვანი ალებსატრი - მკვრივი, მეტწილად თეთრი თაბაშირი; სელენიტი-პარალელურბოჭკოვანი აბრეშუმისებრი ელვარების თაბაშირი სანახელავო დეკორატიული ქვაა, იყენებენ ქანდაკებისათვის; ცნობილია აგრეთვე 900 გრადუსზე გამოწვით მიღებული ესტრიხ-თაბაშირი, მას დაჩითული იატაკის დასამზადებლად იყენებენ. იგი ხელოვნური მარმარილოს - სტუკოს შემადგენლობაში შედის. თაბაშირს მედიცინასა და სოფლის მეურნეობაშიც იყენებენ. იგი ტექნიკური ქვაა. საბადოები ცნობილია საბერძნეთში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, უკრაინაში, რუსეთში (ურალი) და სხვ.

 

 

   საქართველოში თაბაშირი ჯერ კიდევ პალეოლითელ ადამიანს გამოუყენებია. შუა

საუკუნეებში თაბაშირისაგან მზადდებოდა ეკლესიის კანკელები. თაბაშირს ამჟამადაც დიდი გამოყენება აქვს. საბადოები არის სალომინაოში (ფერეთა - ვანის

რაიონი), წყალთბილაში (ახალციხის რაიონი), ხუდონში, ოქუმში, მექვენაში, დერჩში, ორხევსა და სხვაგან.

 

 

 

   ლაჟვარდი

   ლაჟვარდი ანუ ლაზურიტი პირველი რიგის სანახელავო ქვაა. ძველი ხალხები ლაჟვარდს «ცის ქვას» უწოდებდნენ. ძველად საქართველოში მას «ცაფერი», «ცისფერი» ეწოდებოდა. ქართული სახელწოდება «ლაჟვარდი» სპარსული «ლაჟვარდიდანაა».

   ლაჟვარდის ტიპური ფერია კაშკაშა მუქი ლურჯი. იგი ცის თითქმის ყველა ფერით ელვარებს; გვხვდება კიდევ მომწვანო-იისფერი და მწვანე. ლაჟვარდის ბუდობები გვხვდება სახეცვლილ კირქვებში ლინზების, ბუდეების სახით. იგი უმნიშვნელოვანესი საიუველირო, სანახელავო და მოსაპირკეთებელი ქვაა, ლურჯი ფერის საღებავის - უტრამარინის მისაღები ერთ-ერთი ნედლეულია. ლაჟვარდი ერმიტაჟში დაცულ ქვის ნაკეთობათა დამამშვენებელია. სანკტ-პეტერბურგში ისაკის ტაძრის სვეტების მოპირკეთებისათვის გამოყენებულია ბადახშანის ლაჟვარდი, იისფერ-ლურჯი ქვა. საბადოებია: ავღანეთში, ჩილეში, ბირმაში, ბაიკალში, პამირსა და უკრაინაში.

 

   საქართველოში ალჟვარდი, როგორც სასამკაულე ქვა, ანტიკური დროიდანაა ცნობილი. მცხეთაში ნაპოვნი ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის ქინძისთავები შემკულია ლაჟვარდით. აქვე ოქროს საყურეებსა და სამაჯურებშიც გვხვდება ლაჟვარდი. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ვახტანგ მეექვსის სასახლის კედლებს ლაჟვარდი ამკობდა.

 

 

   მალაქიტი

   სახელწოდება ბერძნულიდანაა, ბალბისებრ მწვანე ფერის გამო. მალაქიტი ერთ-ერთი ულამაზესი ქვაა, გვაძლევს ღია მწვანედან მუქ მწვანემდე ფერთა პალიტრას. ჩვეულებრივ, გვხვდება ფარული და წვრილი კრისტალური, თირკმლისებრი, მტევნისებრი, ნაწვეთარი აგრეგატების სახით. მალაქიტი განივჭრილსა და გაპრიალებულ ზედაპირზე ძლიერ ლამაზ, უცნაურ ნახატებს იძლევა. წარმოიშობა სპილენძის მადანთა დაჟანგვის ზონაში. მალაქიტი გამორჩეული საიუველირო და სანახელავო ქვაა, პირველ რიგში კი დეკორატიულია. საბადოები მოიპოვება რუსეთში (ურალი), ზაირში, ზამბიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში, მექსიკაში, ჩილეში, ირანში და სხვ.

   ანტიკური დროის მცხეთისათვის მალაქიტი ცნობილი ყოფილა. გამოყენებულია სამკაულებისათვის.

 

 

    ნეფრიტი

   ნეფრიტი პირველი რიგის სანახელავო ქვაა, მაგრამ როგორც ლამაზ ფერად ქვას ხშირად საიუველიროდ იყენებენ. ბერძნული სიტყვა «ნეფროს» თირკმელს ნიშნავს. ფიქრობდნენ, რომ იგი ადამიანს თირკმლის ავადმყოფობისაგან კურნავდა. ქიმიურად სილიკატებს მიეკუთვნება. მაგმური წარმოშობისაა. გვხვდება მთლიანი, მკვრივი მასების სახით. ფერი: თეთრი, მომწვანო, მწვანე, მონაცრისფრო, მოშავო. მტკიცე მინერალია. ნეფრიტის იარაღი ქვის ხანიდანაა ცნობილი. ნეფრიტს იყენებენ საიუველირო საგნების დასამზადებლად და სანახელავო ქვად. მისგან მზადდებოდა ფიალები, ზარდახშები, სხვადასხვა სახის სუვენირები. ნეფრიტის სილამაზეზე შეიძლება ვიმსჯელოთ ერმიტაჟის კოლექციების მიხედვით. საბადოები ცნობილია კუენლუნის ქედში, ახალ ზელანდიაში, პოლინეზიის კუნძულებზე, აღმოსავლეთ საიანში.

   გარენულად ნეფრიტის ანალოგიურია კაშკაშა მწვანე ლაქებიანი მინერალი, რომელიც აღმოჩენილ იქნა სოფელ წნელისთან, ლოპანის ხეობაში (ცხინვალის რეგიონი). ასეთივე მინერალი - ნეფრიტოიდი ნაპოვნია მდ. კლიჩის სათავეებთან

(აფხაზეთი).

 

 

 

 

   ობსიდიანი

   პლინიუსის ცნობით, ობსიდიანი ეწოდა რომაელი ობსიდიუსის პატივსაცემად, რომელმაც პირველად ჩამოიტანა ეს ქვა ეთიოპიიდან რომში; მას ვულკანურ მინასაც უწოდებენ. საქართველოში ძველთაგანვე ცნობილი იყო «ცის ნატეხას» და «შავი მინის» სახელწოდებითაც. წარმოიქმნება ლავის სწრაფი გაცივებით. გვხვდება მცირე ზომის ნაკადების, გუმბათების, ქერქის სახით. იგი ნაცრისფერი, ნაცრისფერ-შავი, მოწითალო ან ყავისფერია. ობსიდიანი კაჟთან ერთად იარაღად პირველყოფილმა ადამიანმა გამოიყენა. ამჟამად ობსიდიანის ლამაზი სახესხვაობა სანახელავო ქვაა.

   პერლიტ-ობსიდიანს იყენებენ მსუბუქი ბეტონის შემავსებლად. ბუდობები არის სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში (კამჩატკა, იმიერბაიკალეთი), კარპატებში, უნგრეთში, გერმანიაში, მექსიკაში, აშშ-სა და სხვაგან.

   არქეოლოგია მდიდარ მასალას გვაძლევს ჯერ კიდევ პალეოლითში, უფრო მეტად ნეოლით-ენეოლითსა და ბრინჯაოს ხანაში საქართველოში ობსიდიანის გამოყენების შესახებ. ობსიდიანს ძველ საქართველოში სარიტუალო მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ფაქტი ილია ჭავჭავაძეს აქვს აღნიშნული.

 

   1957 წელს აღმოჩენილ იქნა ფარავნის პერლიტ-ობსიდიანის საბადო, ასეულობით მილიონი კუბური მეტრი მარაგით. მთას, სადაც ობსიდიანია, ძველად საქართველოში «ჭიქის მთას» უწოდებდნენ (ძველ ქართულში ჭიქა მინას ეწოდებოდა).

 

 

 

   ონიქსი (ფრცხილი)

   ონიქსის სახელწოდებით ორი ქვაა ცნობილი: ქალცედონონიქსი, ზოლიანი სახესხვაობა, მესამე კლასის ძვირფასი ქვა და მარმარილოს ონიქსი, კარბონატული შედგენილობის ქანი, მეორე კლასის სანახელავო ქვა. ამ უკანასკნელს სასიამოვნო ვარდისფერმა მისცა მას სახელწოდება (ბერძნული «ონიქსი» ქართულად «ფრჩხილს» ნიშნავს).

   ქალცედონ-ონიქსი სხვადასხვა ფერის ფენებისაგან შედგება; ქალცედონ-ონიქსიდან ძველი ბერძნების მიერ დამზადებული კამეები და ინტალიოები დღესაც დაცულია მსოფლიოს დიდი ქალაქების მუზეუმებში. ქალცედონ-ონიქსი ამჟამადაც სანახელავო ქვად ითვლება.

   ანტიკური დროის საქართველოში ქალცედონ-ონიქსი გლიპტიკისათვის გამოიყენებოდა.

   მარმარილოს ონიქსი ნახევრად გამჭვირვალე ან შუქგამტარია. მაღალხარისხოვანი მარმარილოს ონიქსი სიღრმის ილუზიის შემქმნელი შუქგამტარობით, შეფერვის სილამაზითა და შედგენილობის ერთგვაროვნებით ხასიათდება. იგი დანალექი ქანია.

მარმარილოს ონიქსს უძველესი დროიან სანახელავოდ იყენებდნენ. უფრო გვიან დაიწყეს მისი არქიტექტურაში გამოყენება. მარმარილოს ონიქსის ბუდობებით მდიდარია სომხეთი, ალჟირი, არგენტინა, მექსიკა, აშშ, ირანი. საქართველოში მარმარილოს ონიქსს ბრინჯაოს ხანიდან იყენებდნენ. მარმარილოს მთაზე, არსიანის ქედზე მარმარილოს ონიქსის საბადო მუშავდებოდა XVIII საუკუნეში. არსიანის მარმარილოს ონიქსის გაპრიალებული ზედაპირი პეიზაჟის ილუზიას იძლევა: ცით, ღრუბლებით, ხეობებითა და მთებით, თითქოს მასზე მხატვრის კალამს ემუშაოს. მარმარილოს ონიქსის ფართო გამოყენებაზე მიგვითითებს თბილისის (ქაშვეთი, კალოუბანი, ვანქი), ახალციხის, ანანურის (არაგვის ერისთავი), მცხეთის სვეტიცხოვლის (თეკლა ბატონიშვილი) საფლავის ქვები. ონიქსი საქართველოს წიაღისეულის ერთ-ერთი მშვენება იყო.  

 

 

   სადაფი

   სადაფი მოლუსკებისა და ზღვის ზოგიერთი სხვა ცხოველების ნახშირმჟავა კალციუმის ნიჟარაა. სულხან-საბა ორბელიანს სადაფი განმარტებული აქვს როგორც მარგალიტის კეცტყავი. სადაფს ჩვეულებრივი ნიჟარიდან პოულობენ. სადაფი თავის მანათობელ და ელვარე ფერთა ცვალებადობაში გამოხატავს თეთრი, მეწამული, ზურმუხტისებრი და ლურჯი ფერების მომაჯადოებელ თამაშს.

   ძვირფას ნიჟარას - მოლუსკთა შიგა ფენას - ადამიანი უძველესი დროიდან ხმარობდა სამკაულებად, ღილებად, ამულეტებად, მუსიკალური ინსტრუმენტების

შესამკობად. ძველ რომში ნერონის სასახლის კედლები სადაფით ყოფილა შემკული. სადაფისაგან დღესაც მზადდება ღილები, კოლოფები, სათუთუნეები.   საქართველოში ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იყენებდნენ მოლუსკთა ნიჟარებს. სადაფი, უკეთ რომ ვთქვათ ნიჟარა, ქართულ ენაზე მრავალი სახელწოდებითაა ცნობილი. ჩვეულებრივ, სარიტუალო მნიშვნელობის ნიჟარას ღვინჭილას უწოდებენ, რაჭაში

მას დევყურაც ჰქვია; ხევსურეთში - გველთევზა, გურიაში და საქართველოს სხვა მხარეებში ცნობილია ალისყურის სახელწოდებით. პალეოლითიდან დაწყებული ყველა ეპოქაში იყენებდნენ სადაფს სამკაულებად, ავგაროზებად. ასევე გამოყენება პოვა ქართულ ხელოვნებაში - გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში დაცულია სადაფისაგან დამზადებული პორტრეტები, ქინძისთავები, საპუდრე, ჩიბუხი და გემოვნებით შესრულებული სხვა ნივთები.

 

 

      სერპენტინი

   ლამაზნახატებიანი მომწვანო-მოყვითალო ფერის კარგი სანახელავო ქვაა.»სერპანტარია» ლათინურად გველისებრს ნიშნავს - ქვის ბევრ სახესხვაობას მწვანე ფონზე ეტყობა მუქი ლაქები. გვხვდება მკვრივი მასების, ბოჭკოვანი, ფურცლოვანი აგრეგატების სახით. სერპენტინის ფერებია: მოყვითალო, მწვანე, მტრედისფერი, ნაცრისფერი. გაუმჭვირვალეა. როგორც სანახელავო ქვა, ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილშობილი სერპენტინი ანუ ოფიტი. იგი ზეთისხილისებრ მწვანე ფერისაა. ქანს, რომელიც მთლიანად სერპენტინებისაგან შედგება, სერპენტინიტი ეწოდება. იგი მეტამორფული ქანია. ტექნიკური ქვაა.

საბადოები ცნობილია გერმანიაში, კანადაში, იტალიაში, ინდოეთში, ჩინეთში, აშშ-ში, რუსეთში (ურალი, იმიერბაიკალეთი), სომხეთში და სხვ.   საქართველოში სერპენტინს ანტიკური ხანიდან იყენებენ სამკაულებისათვის, მძივებად, გემასათვის.   ლოპან-ჭერათხევის სერპენტინი გაპრიალებით ღებულობს ლამაზნახატებიან შავ-მომწვანო ფერს. ეს კარგი დეკორატიული ქვაა და ამიტომ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მისგან მზადდებოდა სხვადასხვაგვარი სამშვენისები. საქართველოში სერპენტინის ბუდობები ცნობილია მდ. კოდორის სათავეებთან, ლოპანისა და ჭერათხევის აუზებში.

 

 

   სტეატიტი (ტალკი)

   სტეატიტი ბერძნული სიტყვაა და ქართულად ცხიმისებრს ნიშნავს. გვხვდება მკვრივი, ქერცლოვანი, ფურცლოვანი აგრეგატების სახით. ფერი: თეთრი, მწვანე, ნაკლებად - მურა ფერისა. სტეატიტის ღია ფერის თხელი ფურცლები გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალეა. თეთრი, მწვანე, ოდნავ მოყვითალო ტალკი ძლიერ რბილია, სიმაგრე - ერთი, ზოგჯერ - ორი. წარმოიქმნება ულტრაფუძე ქანებზე ხსნარების მოქმედებით, თიხიანი ქანების ცვლილებებით. სტეატიტი სასამკაულო, სანახელავო და ტექნიკური ქვაა. საბადოები მოიპოვება საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, კანადაში, რუსეთში (ურალი, საიანი).

საქართველოში ტალკი სამკაულად ჯერ კიდევ პალეოლითელ ადამიანს გამოუყენებია. ანტიკური ხანის მცხეთაში სამთავროს არქეოლოგიურ ძეგლებს შორის გვხვდება სტეატიტის მძივები. საქართველოში ტალკის საბადოები ცნობილია მდ. ბჟინეურასა და ლოპანის წყლის ხეობაში (თეთრი მინდორი, ქვაშავა, ჭეშურა).

   ქვემოთ ჩამოთვლილია სანახელავო ქვები, რომელთა ბუდობები უცნობია საქართველოში: ჟადეიტი, ამაზონიტი, როდონიტი, ვეზუვიანი, საწერი გრანიტი, აგლმატოლითი, ზღვისქაფი, ფლუორიტი, კატის თვალი, შევარდენის თვალი, ვეფხის თვალი, პორფირი, ბრექჩია და სხვ.

 

 

     ლინა ერისთავი

   

   საკვები მცენარეების სამკურნალო თვისებები

  

   ადამიანი შრომობს ფიზიკურად და გონებრივად, მოძრაობს სახლში თუ სამსახურში, დადის, ვარჯიშობს, ფიქრობს... ყველა ამ პროეცსში ის ხარჯავს გარკვეული რაოდენობის ენერგიას, ცვდება ქსოვილები, მათი აღდგენა კი ხდებასაკვებით. სწორი, რეგულარული კვება და ორგანიზმისათვის საჭირო ნივთიერებების მიწოდება ფარავს მის ენერგეტიკულ დანაკარგებს, ადამიანს უბრუნებს შრომის უნარს.

   ადამიანები დღე-ღამეში სხვადასხვა რაოდენობით საჭიროებენ საკვებს და შესაბამისად კალორიებსაც. ეს დამოკიდებულია მათ ასაკზე, დახარჯულ ენერგიაზე და იმაზეც, თუ რომელი პროფესიის წარმომადგენლები არიან ისინი.

 

 

   ენერგიის რაოდენობა, რომელიც ადამიანს დღე-ღამეში სჭირდება, თბოერთეულებით - კალორიებით იანგარიშება და მისი რაოდენობა საშუალოდ 2500-3500-ს და ზოგჯერ მეტსაც შეადგენს.

გარდა ამისა, საკევები უნდა შეიცავდეს იმ მაკრო-, და მიკროელემენტებსა და ქიმიურ შენაერთებს, რომელთაგანაც არის აგებული ადამიანის ორგანიზმი.

   არაერთი მცენარის ნაწილებში მოიპოვება საკვებ ნივთიერებათა გარკვეული კომპლექსი, მაგრამ ამ მხრივ არც ერთი მცენარე არ არის უნივერსალური. თითოეული მათგანი მეტნაკლები რაოდენობით შეიცავს ამა თუ იმ ნივთიერებას. ამიტომ კვება უნდა იყოს ბალანსირებული და არაერთგვაროვანი. არასწორი კვება - დაუკმაყოფილებლობა თუ გადაჭარბებული ჭამა ერთნაირად ემუქრება ჯანმრთელობას.

   მცენარე, როგორც საკვები პროდუქტების დაუშრეტელი წყარო, ყოველთვის იმსახურებდა უდიდეს ყურადღებას. არაიშვიათად, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მისი გამოყენების ახალი პერსპექტივები ისახებოდა და მცენარე

პოულობდა ფართო გამოყენებას ყოფა-ცხოვრებაში. განსაკუთრებული იყო და არის მცენარის მნიშვნელობა მედიცინაში, რადგან ის არაერთი ეფექტური სამკურნალო საშუალების ნედლეულია.

 

   ცნობილია, რომ ბუნებაში არაორგანულიდან ორგანული ნივთიერებების ერთადერთი წარმომქმნელი არის მცენარე. ის ორი ნაწილისაგან შედგება - წყლისა და მშრალი ნივთიერებებისაგან. უკანასკნელში შედის ორგანული შენაერთები, რომლებსაც აქვთ საკვები თუ სამკურნალო ღირებულება. საკვებს ეკუთვნის, უპირველეს ყოვლისა, ნახშირწყლები, ცხიმები, ცილები, ვიტამინები და ა.შ. ყველა ამათთან ერთად, მცენარეში გვხვდება მთრიმლავი ნივთიერებები, გლიკოზიდები, ალკალოიდები, საპონინები, ფლავონოიდები და სხვანი, რომლებსაც ფარმაკოლოგიური აქტივობა ახასიათებთ. ამიტომაა, რომ მცენარე არა მარტო გვკვებავს, არამედ გვკურნავს კიდეც. მცენარე იყო ადამიანისათვის ძირითადი საკვები უხსოვარი დროიდან და ჩვენი ორგანიზმი მიეჩვია მის შემადგენელ ნივთიერებებს, შხამებსაც კი.

ცივილიზაციის პროცესში, როდესაც ადამიანის რაციონმა ცვლილებები განიცადა, მცენარე საგრძნობლად გამოდევნა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებმა, ხოლო მცენარეული პრეპარატები კი სინთეზურმა წამლებმა. უკანასკნელ პერიოდში კვლავ

იგრძნობა მცენარისაკენ მკვეთრი შემობრუნება.

 

 

 

   საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ადრე, როდესაც კაცობრიობამ არაფერი იცოდა ცხიმების, ცილების, შაქრებისა და ვიტამინების შესახებ, ემპირიულად იყენებდნენ ამ ნივთიერებებით მდიდარ საკვებს. ადამიანმა თანდათან ისწავლა მისთვის სასარგებლო მცენარეული ნედლეულის ხმარება, ეს იყო ჯერ ნედლი ხილი, კურკოვნები, კენკრა, მწვანილი, სოკო, ძირითადად ტყის თუ საერთოდ ბუნების ნობათი. შემდეგ ეტაპზე გაჩნდა რაიმე მეთოდით გადამუშავებული მარცვლეული, სახამებლის შემცველი ნაყოფ-ბოლქვები, ფესვები, ზეთოვანი თესლები და სხვანი. ტყეში პოულობდნენ სასარგებლო, საკვებ მცენარეებს და სწავლობდნენ მათ გარჩევას საშიში - შხამიანი ბალახებისაგან. ასეთი პირველი მომპოვებელი ქალი იყო და ამიტომ მანვე დაიწყო პირველად საკვებისა და წამლის დამზადებაც.

   უფრო გვიან ადამიანი მარტივი შეგროვებიდან გადავიდა დამუშავებულ ნიადაგზე სასარგებლო მცენარეთა მოშენებაზე, თანდათანობით კულტურაში დაინერგა სიმინდი, ხორბალი, კარტოფილი, სხვადასხვა მწვანილი, ეთერზეთოვანი და ცხიმის

შემცველი მცენარეთა სახეობები, რომლებიც ან ადგილობრივი ფლორის წარმომადგენლები იყვნენ, ანდა უცხო მხარეებიდან შემოტანილი. მათ ხარჯზე ფართოვდებოდა და მდიდრდებოდა საკვები რაციონი.

   ისტორიული განვითარების პროცესში, ადამიანმა, ემპირიული დაკვირვებებიდან გამომდინარე, თანდათან დაიწყო როგორც საკვები, ისე სამკურნალო მცენარეების ასორტიმენტის გაფართოება.

   ხალხური მედიცინა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა მცენარეულ საკვებს. «უსწორო კარაბადინი»  გვასწავლის, რომ როდესაც ავადმყოფის ისტორიას ვეცნობით, კარგად დავფიქრდეთ, რომელი წამალია საჭირო, რომელი - არა და რომელი საკვებია უფრო მიზანშეწონილი; არცთუ იშვიათად ავადმყოფს საკვებად უნიშნავდნენ ისეთ ხილსა და მწვანილს, რომელსაც თვლიდნენ სპეციალურ სამკურნალო საშუალებად. მაგ., კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას - ასკილის ნახარშს, გარგარს, სტაფილოს წვენს, მოცხარისა და რევანდის სუპს, გოგრისაგან დამზადებულ სალათას და ა.შ. ყოველდღიურ რაციონში შედიოდა როგორც ველურად ზრდადი, ისე

კულტივირებული მცენარეები.

   სახამებლით მდიდარი ქერი, ბრინჯი, ხორბალი ითვლებოდა როგორც საკვებ, ისე სამკურნალო საშუალებადაც. მაგალითად, ბრინჯი გამოიყენებოდა ძირითადად კუჭ-ნაწლავის დაავადებისას, ხორბალს და ქერს თვლიდნენ შემკვრელი თვისებების დიეტურ პროდუქტად. მარცვლოვანთაგან ყველაზე მეტად მაინც ხორბალი ფასობდა -   «ხვარბლისა შეჭამადი კაცსა თუალთა სინათლესა მოუმატებს, პირსა და ელფერსა წყალჯავარსა მისცემს. სრულად თესლებსა და მარცულებშიგა ამა ხორბლის უკეთესი და უფრო შემრგო თესლეული კა ცისა სტომაქშიგა არ ჩავა»-ო,   ვკითხულობთ ძველ სამედიცინო წყაროებში.   საინტერესოა ისიც, რომ მრავალი დაავადების საწინააღმდეგოდ იხმარებოდა ატამი, ვაშლი, ყურძენი, მაყვალი, ნუში, ზღმარტლი, გარგარი, ალუჩა, ბროწეული, ციტრუსები, კოწახური და სხვა.

   მცენარეების კომპლექსურ გამოყენებაზე, ნედლი მცენარეების წვენების, მწვანილისა და ხილის ღირსებებზე უხვადაა ცნობები ჩვენი სამედიცინო ლიტერატურის ადრეულ ძეგლებში.

   თანამედროვე პირობებშიც, უმდაბლეს და უმაღლეს მცენარეთა ბევრი ნედლეული ერთდროულად შეიძლება გამოვიყენოთ საკვები და სამკურნალო დანიშნულებით. აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ მცენარის არა ნებისმიერი ნაწილი, არამედ კონკრეტულად მისი ნაყოფი, თესლი, ფოთოლი, ფესვი და ფესურა, ბოლქვი, ტუბერი თუ ხის ქერქი შეიცავს დიდი რაოდენობით ჩვენთვის სასარგებლო შენაერთებს, ანდა მათ შეიძლება ჰქონდეთ საჭირო თვისებები (გემო, არომატი) და ეს მაშინ, როდესაც იმავე სახეობის სხვა ნაწილებს შეიძლება სულაც არ ახასიათებდეს იგივე თვისებები.

   ადამიანის სრულფასოვანი კვებისათვის მაღალი საგემოვნო და არომატული თვისებების კერძების შესაქმნელად აუცილებელია ისეთი საკაზმი მცენარეების დამატება, რომლებიც არა მარტო სასიამოვნო გემოსა და სუნს აძლევს, არამედ ბიოლოგიურად ამდიდრებს კიდეც მათ და ორგანიზმის მიერ კარგად შეითვისება. ერთგვაროვანი, თუგინდ გემრიელი საჭმელი ადამიანს მალე სწყინდება.   საქართველოს კლიმატურ-გეოგრაფიული პირობები ხელსაყრელ გარემოს ქმნის ეთერზეთოვანი, არომატული მცენარეების ბუნებრივად ზრდისა და კულტივირებისათვის, ამიტომაა ჩვენი ქვეყანა მდიდარი საკაზმ-სანელებლებით, ხოლო ჩვენი სამზარეულო უძველესი დროიდანვეა განთქმული.   ბუნება უხვად გვაძლევს თავის სიმდიდრეს, დოვლათს. მათ შორის მცენარეულს. ჩვენი წინაპრები საუკუნეთა მანძილზე საკვებად იყენებდნენ ბევრ ისეთ ნედლეულს, რომელთა სამკურნალო თვისებები ადამიანს ეხმარებოდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და

ავადმყოფობის დაძლევაში. უტყუარია, რომ ჩვენი ფლორის ბევრი სახეობა აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, ძილს, კუჭის მოქმედებას, ღვიძლის ფუნქციას, ტონუსს აძლევს და შრომის უნარს მატებს ადამიანს. უფრო მეტიც, ხალხური მედიცინა მცენარეს მიმართავდა ისეთი ძნელად სამკურნალო, თუ დღესაც განუკურნებელი დაავადებების დროს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ავთვისებიანი სიმსივნეები, ბრონქული ასთმა, ათეროსკლეროზი, შიზოფრენია, სახსრების პათოლოგია და სხვა. ჩვენ ირგვლივ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ველურად ზრდადი მცენარე, რომელიც ნაკლებადაა გამოკვლეული და ამიტომ არ გამოიყენება ადამიანის საკეთილდღეოდ, უამრავია სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ნარჩენებიც, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით, შაქრებით, ცილებით, სახამებლით, მიკროელემენტებით და ა.შ., მაგრამ მათ არარაციონალურად ვიყენებთ.

   ამჯერად შევეხებით ზოგი საკვები მცენარის სასარგებლო თვისებებს, ქიმიურ შედგენილობასა და როლს მედიცინაში. ჯანმრთელობისათვის საჭირო და სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელ ბევრ ნივთიერებას ჩვენი ორგანიზმი საკვებთან ერთად იღებს. ასე რომ, ერთდროულად მცენარე საკვებიც შეიძლება იყოს და სამკურნალო საშუალებაც.

 

   ბროწეული ნაყოფისმომცემი ერთ-ერთი პოპულარული მცენარეთაგანია საქართველოში. იგი გვხვდება როგორც სამეურნეო კულტურაში დანერგილი, ისე ველური სახით. ბროწეულის ნაყოფი სასიამოვნო ხილიცაა და კარგი საკაზმიც. იგი შემოდგომაზე შემოდის და მომავალ ზაფხულამდე ინახება, ამიტომ მთელი წლის განმავლობაში მოაქვს სარგებლობა. საგემოვნო თვისებების მიხედვით არჩევენ ტკბილ, ტკბილ-მჟავე და მჟავე ჯიშებს, მათში წვენს რაოდენობა მერყეობს ნაყოფის წონის მიმართ 38,5-დან 63,4-მდე პროცენტის ფარგლებში. ტკბილი ბროწეული გამოიყენება როგორც დესერტი, მისგან ამზადებენ წვენს, სიროფს, ვიტამინიზებულ და გამაგრილებელ სასმელებს, აღმოსავლურ საწებელს - მაშარაბს.

   ველურად მზარდი და მჟავე ჯიშებიდან იღებენ ლიმონის მჟავას. გემრიელი კერძების მოსამზადებლად ბროწეულის მარცვლებს და წვენს დიდი გამოყენება აქვს აგრეთვე კულინარიაში.

   მჟავე ბროწეული შეიცავს 8-20 პროცენტ ინვერტულ შაქარს, 4-10 პროცენტ გლუკოზასა და 9 პროცენტამდე ლიმონის მჟავას. ტკბილი ჯიშების წვენში ლიმონმჟავა საგრძნობლად მცირეა - 0,2-დან 1,9-მდე, ხოლო შაქარი - 12,7 - 19,2 პროცენტი. ბროწეული შეიცავს აგრეთვე ჩ ვიტამინს, ფიტონციდებს, მაკრო- და მიკროელემენტებს და სხვა. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარია მცენარის სხვა ნაწილებიც. ნაყოფის კანში, ფოთლებში, ღეროს ქერქსა და ფესვებში მოიპოვება ტანინები (20-28 %), შაქრები, ალკალოიდები, ანტოციანები.

   ბროწეულის სამკურნალოდ გამოყენება ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე დაიწყეს. მის წვენს და ნახარშს ხმარობდნენ ჭრილობების შესახორცებლად, კუჭის აშლილობისას, დამწვრობის საწინააღმდეგოდ, პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად, საფენებად,

ბროწეულის ქერქის გამონაწვლს კი - ჭიების დამდენად და სხვ. მეცნიერულმა შესწავლამ განამტკიცა ბროწეულის, როგორც სამკურნალო მცენარის როლი. დადგინდა, რომ მასში მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობა განაპირობებს მის

შემკვრელ და ბაქტერიოციდულ მოქმედებას, ხოლო ალკალოიდების ჯამში იზოპელეტიერინის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა ბრტყელი ჭიების საწინააღმდეგოდ

ბროწეულის გამოყენების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. გარდა სპეციფიკური მოქმედების პრეპარატებისა, ბროწეულისაგან იღებენ ლიმონმჟავა ნატრიუმს («ნატრიუმის ციტრატი»), რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სისხლის გადასხმისას, როგორც საკონსერაციო საშუალებას.

 

   გოგრა (ჩვეულებრივი, ხოკერა ან მსხვილი გოგრა) ბაღჩებსა და ბოსტნებში ფართოდ კულტივირებული ერთწლოვანი მცენარეა, არსებობს მისი მრავალრიცხოვანი ჯიში, რასა და ფორმა.   გოგრის ნაყოფის რბილობი შეიცავს შაქარს (11 %), სხვადასხვა ვიტამინებს, ნიკოტინის მჟავას. მასში განსაკუთრებით ბევრი კაროტინოიდები და

პექტინისტური ნივთიერებები, კალიუმის მარილები, ფლავონოიდები. თესლში 50 % ცხიმოვანი ზეთია, შეიცავს ფიტოსტერინს, ფისოვან ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს და კაროტინოიდებს.

   მოხარშულ თუ შემწვარ გოგრას ფართო გამოყენება აქვს ადამიანის კვებაში, მისგან ამზადებენ მეორე და ტკბილ კერძებს, მურაბას; გოგრის თესლის ზეთს ხმარობენ კერძებში, ხოლო მარილიან წყალში მოხარშული მისი ულვაშისაგან აკეთებენ სატაცურის მსგავს საჭმელს. გოგრას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო კვებაში, რადგან ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. ის სასარგებლოა დისპეფსიისა და ენტეროკოლიტისას, სიმსუქნისას, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ათეროსკლეროზის დროს, რადგან ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას. გოგრის რბილობი, უპირველესად უმი, საუკეთესო შარდმდენია, ამიტომ მას ავადმდოფს უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის, შეშუპების დროს.

   გოგრის თესლს, როგორც ჭიის დამდენ საშუალებას, უხსოვარი დროიდან ხმარობდნენ. მართალია, დღესაც არ იციან, თუ სახელდობრ, რა მოქმედ ნივთიერებას შეიცავს იგი, მაგრამ ფარმაკოლოგიურმა და კლინიკურმა გამოკვლევებმა დაადასტურა ხალხური მედიცინის მონაცემები სოლიტერის საწინააღმდეგოდ მისი ეფექტურობის შესახებ. გოგრის თესლი არაა ტოქსიკური, მისი პრეპარატები არ იწვევს რაიმე გვერდით მოვლენებს.

   როგორც აღვნიშნეთ, გოგრის რბილობი მდიდარია კაროტინოიდებით და A ვიტამინის შემცველობით სჯობნის მთელი მსოფლიოს ყველა სხვა მცენარეს. სტაფილოსთან ერთად იგი წარმოადგენს კაროტინის მისაღებ ძირითად ნედლეულს. ბოლო ხანებში უფრო რეალურად ცნეს ამ მიზნით სწორედ გოგრის გამოყენება. გოგრისაგან არცთუ რთული ტექნოლოგიური რეჟიმით იღებენ კონცენტრატს, აქედან

კი ამზადებენ კაროტინის ზეთოვან პრეპარატს, რომელსაც იყენებენ საფენების ან საცხების სახით ეგზემის, ჩირქოვანი იარების, სიდამწვრის, მოყინვისა და კანის სხვა ქრონიკული დაავადებების დროს, ასევე ცხვირისა და ხახის ლორწოვანი გარსის

დაზიანებისას.

   კამა (ცერეცო, კვლიავი) ერთი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს ორთესლურა ნაყოფი. მთელი მცენარისათვის დამახასიათებელია ძლიერი

არომატი, სურნელოვანი სუნი.

   კამა, როგორც ბოსტნის მცენარე, მოჰყვათ ყველგან, ხშირად ველურდება. იგი უძველესი დროიდანაა კულტივირებული, როგორც ერთ-ერთი სურნელოვანი სანელებელი მცენარე.

   მისი ნაყოფი შეიცავს 4 პროცენტამდე ეთეროვან ზეთს, 20 პროცენტ ცხიმოვან ზეთს. მწვანე ნაწილებისათვის დამახასიათებელია ფლავონოიდები: ქვერცეტინი, იზორამნეტინი, კემფეროლი. მდიდარია "ცე" ვიტამინით, კაროტინით, ცილებით. მნიშვნელოვანი რაოდენობითაა მასში "ბე"B1, B"ბე"2, PP ვიტამინები. კამა გამოირჩევა რკინის, კალიუმის, კალციუმისა და ფოსფორის ადვილად შესათვისებელი მარილების მაღალი შემცველობით. საკვებში ხმარობენ კამის ნორჩ ფოთლებს, ღეროებს, ქოლგას და ნაყოფს. ამ მწვანილს უმატებენ ხორცის, სოკოს, ბოსტნეულისა და სუპეულის კერძებს. ნაყოფს კი იყენებენ მწნილების, პურის, არყისა და სხვათა არომატიზაციისათვის.

   ხალხურ მედიცინაში კამის ნაყოფის ფხვნილს და ნაყენს შარდმდენ, მეტეორიზმის საწინააღმდეგო, საჭმლის მონელების ხელშემწყობ, ამოსახველებელ და ცენტრალური ნერვული სისტემის აღმგზნებ საშუალებად იყენებენ. ჩვილბავშვიან ქალებს აძლევენ რძის სეკრეციის მოსამატებლად. კამის ნაყოფისაგან მიიღება პრეპარატი ანეტინი, ის ხასიათდება სპაზმოლიტური ეფექტით. ამიტომ შესაძლებელია დანიშნული იქნეს კორონარული ქრონიკული უკმარისობისა და ბრონქული ასთმის დროს. მცენარე რეკომენდებულია აგრეთვე ჰიპორტონიული დაავადებისას.

   კარტოფილს ხალხი მეორე პურს უწოდებს. არსებობს კარტოფილის მრავალი (1500-მდე) ჯიში. კარტოფილის ტუბერების საკვებ ღირებულებას განსაზღვრავს მათში სახამებლის დიდი რაოდენობით შემცველობა (60-80  პროცენტ მშრალ წონაზე), ასევე შაქრების, ცილების, მინერალური მარილების არსებობა. კარტოფილში ბევრია ცე, ბეB1, ბე B2 ვიტამინები და A პროვიტამინი. მართალია, კარტოფილი ასკორბინის მჟავას დიდი რაოდენობით არ შეიცავს, მაგრამ მაინც ადამიანის ორგანიზმისათვის ამ ვიტამინის ძირითადი მიმწოდებელია, რადგან მას ხშირად ვიყენებთ სავებად. კარტოფილის ნორჩი ფოთლები, უმწიფარი ტუბერები და ამონაყარი შეიცავს სტეროიდულ შენაერთებს - სოლანინსა და ჩაკონინს, რომელთაც ახასიათებთ საგულე გლიკოზიდებისა და კორტიკოსტეროიდების მსგავსი აგებულება და თუმცა ზოგჯერ მოწამვლას იწვევენ. მომავალში შეიძლება მკურნალობაში პოვონ გამოყენება. ექსპერიმენტით დადგენილია, რომ სოლანინი იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, ხასიათდება ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტით.

   კარტოფილი ფართოდ გამოიყენება როგორც საკვები პროექტი. მას კარგად ინელებს ორგანიზმი. გარდა ამისა, ის სახამებლისა და სპირტის მნიშვნელოვანი ნედლეულია. შემწვარმა კარტოფილმა შესაძლოა, შეცვალოს პური დიაბეტით დაავადებულთათვის, კარტოფილს ხმარობენ კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისას, წყლულისა და გასტრიტის დროს, ხოლო უმ, გახეხილ კარტოფილს - დამწვრობის, ეგზემისა და კანის სხვა დაავადებისას. მეტად დიდია კარტოფილის მნიშვნელობა როგორც კალიუმის ძირითადი წყაროსი. ის ახდენს ორგანიზმში წყლის

ცვლის ნორმალიზაციას, ხელს უწყობს შარდდენას. ხმარებაშია კარტოფილის სახამებელი კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას, როგორც შემომგარსველი და ანთების საწინააღმდეგო.

 

   კომბოსტო. მრავალრიცხოვან ბოსტნეულთაგან ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, შეიყვარა და ისწავლა კომბოსტოს მოშენება. მის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებს მიიჩნევენ, სადაც ახლაც იზრდება კომბოსტოს ველური წინაპრები. ამჟამად ცნობილია ასეული კულტურული ფორმა.

   საქართველოში ადრიდანვე ხმარობენ კომბოსტოს არა მარტო ყოველდღიურ საკვებად, არამედ სამკურნალო საშუალებადაც.   ბოსტნის კომბოსტო ორწლიანი მცენარეა. მისი სახესხვაობებიდან მრავალ ქვეყანაში მასობრივი მოხმარების პროდუქტია თავხვეულა კომბოსტო. მასში ბევრია ლიზინი, რაც ხსნის ცილებს და აადვილებს მის შეთვისებას, მდიდარია ვიტამინებით, კაროტინით, ნორჩი ფოთლები შეიცავს გოგირდოვან გლიკოზიდებს, რის გამოც ზოგჯერ მდოგვის გემო აქვს. კომბოსტოში ბევრია ბაქტერიციდული მოქმედების ნივთიერებებიც. მისგან ამზადებენ მხალს, სუპეულს, ხმარობენ ნამცხვრებში; ხარშავენ და თუშავენ სხვადასხვა კერძის დასამზადებლად. როგორც ნედლი, ისე კონსერვირებული კომბოსტო მეტად ყუათიანი საკვებია. მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტურ

კვებაში. ნახშირწყლების მცირე რაოდენობით შემცველობის გამო უნიშნავენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს. კომბოსტოში მინერალური ნივთიერებების, განსაკუთრებით კალიუმის მნიშვნელოვანი რაოდენობით არსებობა ხელს უწყობს

სითხის გამოდევნას ორგანიზმიდან.

   ხალხურ მედიცინაში კომბოსტოს წვენს იყენებენ - ღვიძლის დაავადებების, ყაბზობის, შეშუპების, გასტრიტის, კუჭის წყლულისა და კბილის ტკივილის დროს; თესლების ნახარშს - მარილების დაგროვებისა და სახსრების ტკივილისას, შარდმდენად და ჭიების დამდენად. ახლადშემოცლილ ფოთლებს ადებენ ჩირქოვან იარებზე, ანთებად კანზე, სიმსივნეებისა და დამწვრობისას. კომბოსტოს თაფლიან წვენს უნიშნავენ ტუბერკულოზით დაავადებულებს.

   მეცნიერულ მედიცინაში კომბოსტო მას შემდეგ დაინერგა, რაც მასში აღმოაჩინეს წყლულების საწინააღმდეგო ფაქტორი - ულცეროზული ვიტამინი. დადასტურდა აგრეთვე ხალხური სიბრძნის მონაცემები გასტრიტის, სწორი ნაწლავის სპასტური ანთებისა და ღვიძლის ტკივილის დროს კომბოსტოს ეფექტური მოქმედების შესახებ. კომბოსტოსაგან ამზადებენ ფხვნილად ქცეულ მშრალ წვენს და ნედლი ფოთლების წვენს. ამ უკანასკნელის მომზადება და გამოყენება ოჯახის პირობებში ექიმის

მეთვალყურეობის გარეშეც შეიძლება.

   კომშის (ბია) როგორც კულტურული სახეობები, ისე ველური ფორმები, ქვეოჯახი ვაშლოვანთა სხვა წარმომადგენლების (ზღმარტლი, კუნელი) მსგავსად, დიდადაა საქართველოში გავრცელებული. კომშის მუქი ყვითელი ან ლიმონისფერი ნაყოფი სიმწიფისას მეტად სურნელოვანია და ძელგი მოტკბო გემოთი ხასიათდება.

   ჩვენში მას უძველესი დროიდან იცნობდნენ. უპირატესობას აძლევენ კომშის ისეთ კულტურულ ჯიშებს, როგორიცაა - ქართული მჟავე, ფორე, სავარდო, საკომპოტე, ლაგოდეხის მსხვილნაყოფა და სხვ. კომში აგრეთვე თაფლოვანი და დეკორატიული

მცენარეცაა.

   კომშის თესლი შეიცავს 20პროცენტამდე ლორწოს, გლიკოზიდ ამიგდალინს, რომელიც თესლს მომწარო გემოს და თავისებურ სუნს აძლევს, ცხიმოვან ზეთს (8 პროცენტი). მწიფე ნაყოფში ბევრია შაქრები (10-12 პროცენტი), მთრიმლავი ნივთიერებები, ვაშლის, ლიმონის, ღვინის მჟავები, მინერალური მარილები.   კომშის ნაყოფი ძლიერი და სასიამოვნო არომატის გამო, გემრიელი საჭმელია. ნედლი, შემწვარი და მოხარშული სახით; გარდა ამისა, მისგან ამზადებენ მურაბას, მარმელადს, კომპოტს, ცუკატებს, რუბის, ნაყოფის გულისაგან გამოწურვით იღებენ კარგ ლაბას, რაც პექტინური ნივთიერებისა და ლორწოს შემცველობითაა განპირობებული. ამზადებენ გამაგრილებელ სასმელს და ა.შ.

   კომშს, როგორც სამკურნალო საშუალებას, იყენებდნენ - ძირითადად კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. საქართველოში ძველთაგანვე მიაჩნდათ, რომ როგორც ტკბილი, ისე მჟავე კომში (ბია) მეტად სასარგებლოა.

   «ბია სტომაქსა ძალას მისცემს და კაცსა მუცელსა შიგა შეკრავს, რწყევასა და წყურვილსა უკუაგდებს, კაცსა შარდზედა მაშინვე გახსნის... ბიის წვენი გულსა და ღვიძლსა მწოედ არგებს და ამავ ორსავ ასოსა დააძალიანებს»...

   თანამედროვე მეცნიერულ მედიცინაში იხმარება კომშის ნაყოფის გადამუშავების შემდეგ მიღებული თესლი. ლორწოს შემცველობის გამო მისი ნახარში, როგორც შემომგარსველი, ადგილობრივ გაღიზიანებას ამცირებს. იხმარება კოლიტის, მეტეორიზმის, სასუნთქი გზების კატარის შემთხვევაში, გამოიყენება ამოსახველებელ საშუალებადაც. გარედან კი, საფენების სახით - როგორც ადგილობრივი დამარბილებული კანის დაზიანების და დამწვრობის დროს.   ლეღვი კავკასიაში ძვირფას ხილეულს წარმოადგენს. გვხვდება ერთი სახეობის 30-ზე მეტი კულტურული და ველური ჯიში.

   ლეღვის მწიფე ნაყოფი გემრიელი, წვნიანი, ტკბილი და სასარგებლო პროდუქტია. იგი მდიდარია შაქრებით, შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს. გარდა ამისა, როგორც ბაღის, ისე ველური ლეღვის ნაყოფი,

ფოთლები, ქერქი და ფესვები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს ლეღვის ნედლეულში აღმოაჩინეს ფუროკუმარინები, ფლავონოიდები, ოქსიდარიჩინის მჟავები, მთრიმლავი ნივთიერებები.

   ლეღვის ნაყოფი მალე ფუჭდება და არატრანსპორტაბელურია, ამიტომ ჭამენ დაკრეფისთანავე, ანდა აშრობენ ჰაერზე ან თბური წესით. მშრალი ნაყოფი ხასიათდება მაღალი შაქრიანობით (70 %). ამზადებენ ჩირს, მურაბას, ჯემს, კომპოტს, რომლებიც კარგ დესერტს წარმოდგენს.

   ლეღვის საკვებ ღირებულებასთან ერთად, ხალხი კარგად იცნობდა მის სამკურნალო თვისებებსაც: წყლიან ან რძიან ნახარშს იყენებდნენ როგორც ამოსახველებელს ყელის კატარისა და ბრონქიტის შემთხვევაში, მიიჩნევდნენ საფაღარათო და შარდდამდენ კარგ საშუალებადაც. ლეღვის უმწიფარი ნაყოფის რძე-წვენს ურჩევდნენ ჩირქოვანი იარების მოსაშუშებლად. მიაჩნდათ, რომ «ლეღვი... ერთობ გემრიელი არის და გასწმენდს ძუძუსა და თირკმელსა და სტომაქით ფიცხლავ გაიაროს მუცელსა და სტომაქსა დაალბობს და შარდსა ხშირად გაიყვანს. ბუშტსა დასწმენდს და სტომაქსზედა კარგი არის»...   თანამედროვე მედიცინაში პრეპარატი «ლეღვინი» რეკომენდებულია, როგორც საუკეთესო შარდმდენი, ამავე მიზნით ავადმყოფს ლეღვის სეროფს ან მშრალ გამონაწვლილს ურჩევენ, განსაკუთრებით პედიატრიის პრაქტიკაში, როგორც ნაზ საფაღარათო საშუალებას. ლეღვის უმწიფარი ნაყოფის რძე-წვენისაგან მიიღეს ქიმიურად სუფთა პროტეოლიტური აქტივობის ფერმენტი - ფიცინი. დაადგინეს, რომ მის ნედლეულად შეიძლება ფოთლებიც იქნეს გამოყენებული, შეიქმნა პრეპარატი «ფურალენი», რომელიც შეიცავს ფუროკუმარინებს და ნებადართულია სამედიცინო პრაქტიკაში გამოსაყენებლად ვიტილიგისა და ბუდობრივი თმისცვენის სამკურნალოდ.

   კაკალი დიდი ხეა, 35 მ-მდე სიმაღლის, გაშლილი კრონით. ცოცხლობს 500 წლამდე. ახასიათებს დიდი ზომის ცრუ კურკიანა ნაყოფი. ნაყოფში მოთავსებულია ერთი უენდოსპერმო თესლი, ჩანასახი ხასიათდება დანაოჭებული ხორცოვანი ლებნებით. ნიგოზი მეტად ყუათიანია და აქვს საგემოვნო თვისებები. მდიდარია ცე, ბეB1,ბე B2 ვიტამინებით, კაროტინით, ამიტომაა, რომ მას «ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს» უწოდებენ. ნაყოფი შეიცავს 75 პროცენტ ცხიმოვან ზეთს, 18 პროცენტ ცილებს, ნახშირწყლებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მის ფოთლებსა და წენგოში

აღმოჩენილია ფლავონოიდები, ციტოსტერინი და შემფერავი ნივთიერება იუგლონი, რომელსაც ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება. ნაყოფგარემო

იძლევა კარგ შავ საღებავს.

   ნიგოზს როგორც ძვირფას ხილს, ჭამენ ნედლსა და მოხალულს; მას ყოველდღიურად ხმარობენ როგორც სანელებელს ქართულ კერძებში, ნაყოფის ზეთს

იყენებენ კულინარიასა და საკონდიტრო საქმეში.

ცხიმის გამოწურვის შემდეგ დარჩენილი კოპტონიდან ამზადებენ გემრიელ ჰალვას, კაკლის უმწიფარი ნაყოფის მურაბა საქართველოში ძალზე ტრადიციულია და მისი ტექნოლოგია ისეა გააზრებული, რომ უზრუნველყოფილია ცე ვიტამინის მაქსიმალური შენარჩუნება; ასევე ტრადიციულია კაკლის ნაყოფის ნიგოზისაგან გემრიელი და მაღალკალორიული გოზინაყისა და ჩურჩხელის დამზადება.

   კაკალი, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამედიცინო თვალთახედვითაც. ხალხურ მედიცინაში ხმარობენ ფოთოლს, წენგოს, ზეთს, კაკლის «უღელს» - ლებნების ტიხარს, უმწიფარი ნაყოფით მკურნალობენ ასკარიდებითა და სოლიტერით დაავადებულებს, ზეთით კი - დამწვრობასა და ჩირქოვან იარებს. მისგან დამზადებულ წყლიან პრეპარატებს ხმარობენ ავიტამინოზისას, კუჭის აშლილობისას, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, ორგანიზმის ტონუსის ასაწევად და აგრეთვე კანის დაავადებებისას. დიდია კაკლის სამკურნალო მოქმედების სპექტრი. ოჯახის პირობებში ფოთლების ნახარშს ასმევენ ბავშვებს

რაქიტისა და საყმაწვილო დაავადების დროს, სურავანდისას ივლებენ პირის ღრუში, ხოლო კანის ეპითელიზაციის დასაჩქარებლად ხმარობენ საფენების სახით.

 

   ოხრახუში ორწლიანი 30-100 სმ სიმაღლის ბოსტნეულია, მოჰყავთ ყველგან. ოხრახუშის ნაყოფში 22 პროცენტი ცხიმოვანი ზეთია, 2-6 პროცენტი ეთეროვანი ზეთი. შეიცავს ბერგაპტენს, კუმარინს და სხვ. კიდევ უფრო მდიდარია ფოთლები და ყვავილები. მათში მოიპოვება ცე ვიტამინი, კაროტინი, ლუტეოლინი; ყვავილებში ბევრია აგრეთვე ქვერცეტინი და კემფეროლი, ხოლო ფესვებში - აპიგენინი. მთელი მცენარე შეიცავს კალიუმის, კალციუმისა და ფოსფორის მარილებს. ჩამოთვლილი ნივთიერებები ზრდიან ოხრახუშის საკაზმ ღირებულებას, იგი აძლევს კერძს გემოსა და არომატს.

   გარდა ამისა, ოხრახუში ძვირფასი სამკურნალო მცენარეცაა. ძველთაგანვე იხმარებოდა თვალის დაავადებისას, ასევე როგორც დიურეზული და სპაზმოლიტური საშუალება. ქართველმა მკვლევარელმა მიიღეს პრეპარატი - «სუპეტინი», რომელიც რეკომენდებულია სამშობიარო სისუსტეების სამკურნალოდ და მშობიარობის გაუტკივარებისთვის, შარდმდენად და ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ.

 

   საზამთრო ჩვენში ფართოდ გავრცელებული კულტურაა. იგი გამაგრილებელ და დიეტურ საკვებად ითვლება. არსებობს ველური, ნახევრადკულტურული და კულტურული ჯიშები.

   საზამთროს ნაყოფის რბილობი შეიცავს 5,5 - 10,62 ნახშირწყლებს, მათგან ძირითადია საქაროზა (0,5-5,4 პროცენტი), ფრუქტოზა (1,2-4,6 პროცენტი), გლუკოზა (1,1-2,82 პროცენტი). გარდა ამისა, მასში აღმოჩენილია ცილები, პექტინური ნივთიერებები, ვიტამინები (ცე, ბეB1, ბე B2, PP), ფოლიას მჟავა, კაროტინი. მდიდარია მინერალური შენაერთებით. თესლში 25-35 პროცენტი ცხიმოვანი ზეთია.

   როგორც მაღალი საკვები ღირებულების პროდუქტი, გამოიყენება ნედლი და დამჟავებული სახით, ხილფაფის, ჯემის, მურაბის, ღვინის დასამზადებლად. თესლი იძლევა საუკეთესო საკვებ ზეთს. სამკურნალო მიზნით იხმარება აგრეთვე ქერქი. ხალხურ მედიცინაში საზამთროს რბილობსა და წვენს იყენებენ ციებისას, წყურვილის გრძნობის მოსაკლავად.

წვენი არის ღვიძლის, თორმეტგოჯა ნაწლავის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალება. ნაყოფის ქერქის ნახარში შარდმდენია, გამოდევნის ორგანიზმიდან სითხეს და კვებავს ღვიძლის ქსოვილს. რეკომენდებულია ბავშვთა პრაქტიკაში მსხვილი ნაწლავების მწვავე და ქრონიკული ანთებისას. ნაყოფის უჯრედისი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ქოლესტერინის გამოყოფას ორგანიზმიდან. საზამთროს საკვებად უნიშნავენ სისხლნაკლებობისას, თესლის გახეხვით და წყალში გახსნით ამზადებენ საზამთროს «რძეს» (1:10), რომელიც სისხლდენის (საშვილოსნოდან, ცხვირიდან) შესაჩერებლად გამოიყენება.

 

   სიმინდი არა მარტო საკვებია, არამედ სამკურნალო

მცენარეცაა.   სიმინდის, როგორც სასურსათო პროდექტის გამოყენება ძალზე მრავალფეროვანია. მისგან იღებენ ფქვილს, სახამებელს, სპირტს, ზეთს. გასაკუთრებით გემრიელია ახალი სიმინდი - რძისებრი სიმწიფის ფაზაში მოხარშული ან შემწვარი. სიმინდისაგან 150-ზე მეტი სახის პროდუქტი მიიღება.

   სიმინდის მარცვალი დიდი რაოდენობით შეიცავს სახამებელს, ცხიმოვან ზეთს, ბეB1, ბეB2, ბეB6, PP და ცე ვიტამინებს, ფლავონოიდებს - ქვერცეტინს, იზოქვერციტრინს, ზეაკაროტინებს, ზეაქსანტინს და სხვ. სიმინდის დინგებში აღმოჩნდა მწარე გლიკოზიდები, კაროტინოიდები, საპონინები; ცე და K ვიტამინები, ინოზიტი, სიტოსტეროლი, სტიგმასტეროლი, ფისოვანი და გომიზისმსგავსი ნივთიერებები.

 

   სიმინდის «ულვაშის» სახელით ცნობილი მდედრობითი ყვავილების სვეტები (დინგით) საქართველოში ადრიდანვე იხმარებოდა ხალხურ მედიცინაში. მეცნიერულ მედიცინაში კი ბოლო ხანებში დაინერგა. იყენებენ მის გამონაწვლილს, გამონაცემს და ფხვნილებს ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარების, ასევე ღვიძლის ანთების დროს. მეტად სასარგებლოა თირკმელსა და შარდის ბუშტში ქვების გაჩენისას, აწესრიგებს ორგანიზმში წყლისა და მარილების ცვლას. კარგ შედეგს იძლევა, როგორც შარდმდენი და სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება. ამჟამად დიდ დაინტერესებას იწვევს სიმინდის ზეთი, როგორც საკვები და სამედიცინო საშუალება. ზეთს იღებენ მარცვლებისა და ჩანასახის გამოწნეხვით ან გამოწვლილვით. ცნობილია, რომ ვინც კერძებში ცხოველური ზეთების ნაცვლად მცენარეულ ზეთებს ხმარობს, ათეროსკლეროზით იშვიათად ავადდება. ამ მხრივ ყველაზე მაღალი ღირებულებისაა სიმინდის ზეთი, თუ მას უმად იხმართ, მაგრამ თუ ამ ზეთში შეწვავთ საჭმელს ან ზეთს გადაადუღებთ, სისხლში ქოლესტერინი დაკლების ნაცვლად, პირიქით - მოიმატებს. სიმინდის ზეთი ხელს უშლის ჭარბი ქოლესტერინის დაგროვებას სისხლში და შეიძლება თავიდან ააცილოს ადამიანს მძივე დაავადება - ათეროსკლეროზი. სიმინდის გამონაწვლილი, რომელიცმარცვლების სახამებლად გადამუშავებისას მიღებული ნარჩენებია, გამოიყენება ცნობილი ანტიბიოტიკის - პენიცილინის დასამზადებლად, როგორც სოკოს საკვები სითხოვანი ნიადაგი.

 

 

   სტაფილოს წვნიან და სასარგებლო ნაყოფს უკვე ოთხი ათასი წელია საკვებად იყენებს ადამიანი. ჩვენში გავრცელებულია სტაფილოს რამდენიმე ჯიში, მათგან საუკეთესოა სუფრის ჯიშები - «ნანტისი», «კაროტელი» და სხვ. სტაფილოს ძირხვენას ქერქის ქსოვილში გროვდება საკვები ნივთიერებები - სხვადასხვა შაქარი, ცილები, მინერალური მარილები, პექტინისტური ნივთიერებები და რაც მთავარია, კაროტინი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. ბიოლოგიურად აქტიური სხვა ნივთიერებებიდან მნიშვნელოვანია ეთეროვანი და ცხიმოვანი ზეთები, ფლავონოიდები, ანტოციანიდები, კუმარინები, მაკრო- და მიკროელემენტები მასში

მოიპოვება აგრეთვე ლიკოპინი და ფიტოები, ბეB1, ბეB2 და ცე ვიტამინები, პანტოტენის მჟავა. ოთხმოციან წლებში სტაფილოს ფოთლებისა და თესლისაგან გამოყოფილი და იდენტიფიცირებული იქნა ფლავონოიდური გლიკოზიდების აგლიკონები - აპიგენინი, ქრიზინი, კემპფეროლი, ქვერცეტინი, ლუტეოლინი და თვით გლიკოზიდებიც. შემდეგ მიიღეს ფიტოსტერინები - ქოლესტერინი, სტიგმასტერინი, B-სიტოსტერინი, კომპესტრინი.

   ახალი სტაფილო ძვირფასი საკვები პროდუქტია, იხმარება აგრეთვე მშრალი და გადამუშავებული სახითაც. სტაფილოს წვენს, პიურეს, ჩათუშულს დიდი როლი ენიჭება სამკურნალო კვებაში. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის.   საკვები ღირებულების გარდა, სტაფილო ხასიათდება რიგი სამკურნალო თვისებებით, ხალხურ მედიცინაში იყენებენ ნაყოფფესვებს საჭმლის მონელების ხელშემწყობ საშუალებად, ავიტამინოზისას, შარდის ბუშტში ქვების გაჩენისას და სხვ. საბჭოთა მეცნიერებმა სტაფილოს თესლის ფლავონოიდებისა და კუმარინებისაგან შექმნეს პრეპარატი «დაუკარინი», რომელიც დიდი წარმატებით იხმარება გულის ქრონიკული უკმარისობის, სტენოკარდიისა და ათეროსკლეროზის დროს. იგი აგანივრებს კორონალურ სისხლძარღვებს და ამჟღავნებს სპაზმოლიტური მოქმედების უნარს.

   უნაბი ხეჭრელისებრთა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია. იგი სუბტროპიკული მცენარეა. აქვს მოყავისფრო-წითელი ან ღია ყავისფერი ნაყოფი. გამოყვანილია მისი მრავალი ჯიში (400-მდე). მეტად საინტერესოა მსხლისებრი ფორმის, წითელი, დიდი ნაყოფის მომცემი უნაბი (ნაყოფი აღწევს 5 სმ-მდე სიგრძეს და 45 გ-ს). უნაბის ნაყოფს ჭამენ როგორც ნედლს, ისე გამშრალი სახითაც. მისგან ამზადებენ კომპოტს, სასმელებს, ხარშავენ სიროფს.

   ნაყოფი შეიცავს ჩ ვიტამინს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდურ გლიკოზიდებს. საპონინებს, კუმარინებს, ფისებს. ბევრია მასში ნახშირწყლები, ლორწო, ორგანული მჟავები და ამის გამო მეტად სასიამოვნო გემო აქვს. უფრო არომატულია მშრალი ნაყოფი, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებით დიდი შაქრიანობით და ცილების შემცველობით. არის მონაცემები, რომ უნაბის მწვანე, უმწიფარი ნაყოფი მდიდარია ჩ ვიტამინით (1600 მგ პროცენტი) და P ვიტამინის აქტივობის ნივთიერებებით. დამწიფებისას მათი რაოდენობა ხუთჯერ მცირეა, ხოლო გაშრობისას კიდევ უფრო კლებულობს.   უნაბის ნაყოფის ნახარშს ხმარობენ როგორც

დამარბილებელ და ამოსახველებელ საშუალებას, სასუნთქი გზების კატარის, ბრონქიტისა და ასთმის შემთხვევაში, აგრეთვე რევმატული ტკივილების დასაყუჩებლად, მატონიზებელ შარდდამდენ საშუალებად. დიდი ხანი არ არის, რაც მისგან გამოყვეს რუტინი და საპონინები. ნაყოფისა და ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატებს ახასიათებთ წნევის დაწევის უნარი, აქვთ ანტიმიკრობული და ანტივირუსული აქტივობა, იწვევენ ანესთეზიას. ყოველივე ამან განაპირობა ხალხის დიდი დაინტერესება ამ მცენარით; რეკომენდებულია ნახარშის გამოყენება ჰიპერტონიისას. ამავე მიზნით შეიძლება დღის განმავლობაში შეჭამოთ 20-30 ნაყოფი.

 

   ქინძი ერთწლოვანი, ძვირფასი ბოსტნეული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 0,7-1,5 პროცენტი ეთეროვან ზეთს, რომლის მეტი რაოდენობა მოიპოვება ქინძის ახლად ფორმირებულ ნასკვში, ხოლო სიმწიფის ფაზაში - ნაყოფში. საერთოდ, ეთეროვანი ზეთის რაოდენობა და შედგენილობა იცვლება ქინძის ჯიშის, ვეგეტაციისა და ზრდის პირობების შესაბამისად. ეთეროვანი ზეთის გარდა, მისი ნაყოფი შეიცავს 25 პროცენტი ცხიმოვან ზეთს, ცილებს, ვიტამინებს.   ქინძი იხმარება პარფიუმერიაში, იძლევა ძვირფას თაფლს. ცხიმოვანი ზეთი გამოყენებას პოულობს საფეიქრო წარმოებაშიც. ქინძს, როგორც საკაზმს, ხმარობენ ნედლი და გამშრალი მწვანილის სახით. ასევე მის თესლსაც. იგი ამდიდრებს საჭმელს ვიტამინებით, ამინომჟავებით, აძლევს მას სპეციფიკურ გემოსა და სუნს. ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმისა და პურის ცხობისას, ლიქიორებისა და არაყის წარმოებაში - არომატიზაციისათვის. შედის მრავალ საკაზმ-სანელებელ ნაკრებში.

   ძველ ქართულ სამედიცინო წერილობით ძეგლებში ხშირად ვხვდებით მითითებებს მის გამოყენებაზე. ქინძის წყალს რძით აწვეთებდნენ თვალში ტკივილებისა და ანთებებისას, ქინძის მალამოს იყენებდნენ წითელი ქარით დაავადებისას, ხოლო მოხარშულ ქინძს ავადმყოფს ადებდნენ შუბლზე როგორც ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელს. ქინძი განსაკუთრებით პოპულარული იყო მთელ კავკასიაში, როგორც ჭიის დამდენი საშუალება ბავშვთა ასაკში.

   დღესდღეობით ქინძის პრეპარატებს იყენებენ, როგორც საჭმლის მომნელებელ, ნაღვლისდამდენ, ბუასილის საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას. ეთეროვან ზეთს დამატებით აქვს ტკივილდამაყუჩებელი, ანტისეპტიკური თვისებები. სააფთიაქო პრაქტიკაში ქინძის წყალს იყენებენ ზოგიერთი წამლის დამზადებისას, როგორც არომატულსა და გემოს გამაუმჯობესებელ საშუალებას.

 

   ვაზი საქართველოში უხსოვარი დროიდანაა გაშენებული და დამკვიდრებული. სადღეისოდ მისი 500-ზე მეტი ჯიშია ცნობილი.

   ყურძნის დიდი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, მისი მდიდარი ქიმიური შედგენილობით. ნაყოფი შეიცავს შაქარს (20 პროცენტი), ცე, ბეB1 და ბეB2 ვიტამინებს და კაროტინს, ქვერციტინს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ცვილს, ანტოციანებს, ფიტოსტერინს, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარია

ვაზის ფოთლებიც. მათში მოიპოვება შაქარი,I ქვერციტინი, ქოლინი, ბეტაინი, ღვინის, ვაშლისა და პიროკატეხინის მჟავა, მინერალური მარილები, თესლში ბევრია მყარი ცხიმი (20 პროცენტი) და ცილები.

   ცნობილია, რომ ყურძნის წვენის ალკოჰოლური დუღილით მიიღება ღვინო. მისი ხარისხი და სიმაგრე დამოკიდებულია ჯიშზე, ყურძნის შაქრიანობაზე, ვაზის ზრდის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ პირობებზე, ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე და ა. შ. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს ღვინო, მეტ-ნაკლები რაოდენობით ყველა შეიცავს ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, მაკრო- და მიკროელემენტებსა და შაქარს.

   ყურძენს და მის გადამუშავების პროდუქტებს - მურაბას, კომპოტს, ბადაგს, ქიშმიშს,ისრიმის გამონაწურს, ყურძნის წვენს, ძმარსა და, ბოლოს, ვაზის ფოთოლსაც კი ფართოდ იყენებენ საკვებად.

 

   ძველ წყაროებში მიუთითებდნენ, რომ ღვინოსა და ძმარზე დამზადებული წამლები და «შემგბარი ღვინო» (მოდუღებული, უალკოჰოლო) ბევრი დაავადების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება. მაგალითად ისრიმს მიიჩნევდნენ საჭმლის მონელების ხელშემწყობ, ღვიძლის დაავადების სამკურნალო და სიცხის დამწევ საშუალებად. ასევე დიდი გამოყენება აქვს ძმარს - თავის ტკივილის დასაამებლად საფენების სახით და ა. შ.

   ყურძნის წვენს დიდ როლს ანიჭებენ დიეტურ კვებაში, როგორც ენერგეტიკულ საშუალებას და ავადმყოფს უნიშნავენ სისუსტის, სისხლნაკლებობის, ტუბერკულოზისა და სხვა შემთხვევებში. მცირე დოზით ღვინო და კონიაკი აღაგზნებს ნერვულ სისტემას, გულის მუშაობას, ადამიანს მატებს მადას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას; ამზადებენ პრეპარატ ნატურინს, რომელსაც ავადმყოფს უნიშნავენ ძლიერი სისხლდენის, შოკისა და კოლაფსის დროს. სამკურნალოა ღვინის მჟავაც (ნაზი საფაღარათო), ხოლო ყურძნის წიპწა შარდმდენი საშუალებაა. ამრიგად, ყურძნით მკურნალობა - ენოთერაპია კვლავ აქტუალურია.

 

   ციტრუსები საქართველოში ტენიანი სუბტროპიკების ძირითადი კულტურაა. მათ მიეკუთვნება ბევრი ფრიად ცნობილი სამკურნალო მცენარე და საკვები: ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ნარინჯი და სხვ.

   ციტრუსების ნაყოფიდან ამზადებენ ცუკატებს, ჟელეს, კონსერვს. მათგან მიღებულ ეთეროვან ზეთებს, ლიმონისა და ფორთოხლის ცედრას იყენებენ საკონდიტრო ნაწარმის დამზადებისას, აგრეთვე უალკოჰოლო სასმელების და სიროფის წარმოებაში.

   ლიმონის ქერქი შეიცავს 0,6 პროცენტი ეთეროვან ზეთს, ფლავონოიდურ გლიკოზიდებს - ჰესპერიდინს და ერითროციტრინს, ფუროკუმანირინებს. ლიმონის სპეციფიკურ სუნს განაპირობებს ციტრალი. რბილობში 10 პროცენტი ლიმონის მჟავაა, 5 პროცენტი შაქრები, გარდა ამისა, შეიცავს Bბე1, ბეB2, ბეP, K და ცე ვიტამინებს. თესლში ცხიმოვანი ზეთია და მწარე ნივთიერება - ლიმონინი. ლიმონის კანის დაწნეხვით იღებენ ლიმონის ზეთს, რომელიც წამლებს სასიამოვნო სუნსა და გემოს აძლევს. ლიმონის წვენი კი, რომელიც მდიდარია ცე ვიტამინით, წყურვილის

გრძნობას კლავს. წინათ ლიმონისაგან აწარმოებდნენ ლიმონმჟავას, რომლის ნატრიუმის მარილს სისხლის შედედების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს და გამოიყენება სისხლის გადასხმისას. ეთეროვანი ზეთის მოცილების შემდეგ დარჩენილი კანი წარმოადგენს, P ვიტამინის კომპლექსის ან ციტრინის მისაღებ ნედლეულს. ამ პრეპარატებს, რუტინის მსგავსად, ხმარობენ სისხლძარღვთა შეღწევადობის დარღვევისას, სხივური დაავადების, ალერგიის, ჰიპერტონიის, არაქნოიდიტისა და სხვათა დროს.   მანდარინის კანი შეიცავს ჰესპერიდინს და 3 პროცენტი ეთეროვან ზეთს. ეს უკანასკნელი მდიდარია ლიმონენით, ციტრალით; რბილობი შეიცავს 2 პროცენტი ორგანულ მჟავებს. შაქარს, ვიტამინებს. მანდარინის ნაყოფს ჭამენ როგორც ორგანიზმის გამამაგრებელ და ტონუსის ამწევ საშუალებას. მისი გამშრალი კანისაგან ამზადებენ ნაყენსა და სიროფს, რომლებსაც ხმარობენ როგორც მადის მომგვრელსა და საჭმლის მონელების ხელშემწყობ საშუალებას.

 

   ხალხური მედიცინა გვირჩევს, გამოვიყენოთ ციტრუსები ავიტამინოზის, თირკმლებში ქვების დაგროვებისა და სხვა დაავადებათა დროს.

 

   ჭარხლის კულტურული ფორმების წინაპრად ველურ გალოფიტურ ჭარხალს მიიჩნევენ.   ჭარხალი მდიდარია შაქრით, ვიტამინებით, კაროტინით, ორგანული მჟავებით; ბევრია ჭარხალში ცხიმოვანი ზეთი, ცილები, მაკრო- და მიკროელემენტები; შემოდგომის ჭარხლის ფოთლებში მეტია კაროტინი და მისგან A პროვიტამინის კონცენტრატებს იღებენ.

   საჭმელად ხმარობენ ნაყოფფესვს, ასევე ნორჩ ფოთლებს ყუნწებიანად ჭარხალი მეტად საჭირო ბოსტნეულია, აუცილებელია ბორშჩის, ვინეგრეტისა და სხვადასხვა საუზმის დასამზადებლად, საქართველოში ჭარხლისაგან აკეთებენ ტრადიციულ

კერძს - მხალს ნიგვზითა და ძმრით.

   ცნობილია, რომ მცენარის წვენი კუჭის, ღვიძლისა და ნაწლავების მუშაობის ნორმალიზაციას ახდენს. ხალხურ მედიცინაში ჭარხალს იყენებენ შარდმდენად, ტანის ქავილისას, გარედან კი საფენების სახით - თავის ტკივილის, წყლულებისა და ჩირქოვანი იარების მოსარჩენად.

   ჭარხლისაგან მიღებული შაქარი ფართოდ გამოიყენება სააფთიაქო ტექნოლოგიაში, როგორც აბების შემავსებელი. ახლად მოხარშულ ჭარხალს ურჩევენ ავადმყოფებს, რომლებსაც აწუხებს ჰიპერტონია, თირკმლების, ღვიძლის დაავადებები და ყაბზობა. არსებობს მონაცემები, რომ ჭარხალი ანტიმიკრობული თვისებებით ხასიათდება.

 

 

 

   ხახვი, ნიორი, პრასი, ღანძილი, ჭლაკვი ერთ ბოტანიკურ ოჯახში არიან გაერთიანებული. საქართველოს ტყესა და ველებზე ველური ხახვის 40-მდე სახეობაა გავრცელებული. რამდენიმე სახეობა კი უძველესი დროიდან მოჰყავთ ბოსტანში, როგორც სასარგებლო საკვები და საკაზმი.   ზემოთ ჩამოთვლილი სახეობები მრავალწლოვანი და ბოლქვოვანი მცენარეებია ხახვის ან ნივრისათვის დამახასიათებელი სუნითა და გემოთი. მათი როგორც მწვანე ნაწილი, ისე ბოლქვები მეტნაკლები რაოდენობით შეიცავენ ჩ ვიტამინსა და კაროტინს, ეთეროვან ზეთებს. ამ უკანასკნელთა შემადგენლობაში შედის გოგირდი რომელიც მცენარეებს აძლევს მძაფრ სუნსა და სიმწარეს. ხახვის ნაყოფი შეიცავს ფლავონოიდებს, სტეროიდულ საპონინებს, განსაკუთრებულ ბაქტერიციდულ (ფიტონციდურ) ნივთიერებებს. კულტივირებული ხახვი, ნიორი, პრასი, ჭლაკვი და ველურად მოზარდი ღანძილი, მთის ღანძილი საქართველოში უხსოვარი დროიდან იხმარება როგორც საკვებად, ისე სამკურნალოდ.

   ხახვსა და ნიორს ყოველთვის თვლიდნენ უნივერსალურ ბოსტნეულად და საკაზმად. მართლაც და, რა იქნებოდა ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულო ხახვის ანდა ნივრის გარეშე. ისინი შედიან მრავალ ნაციონალურ და რჩეულ კერძებში. ასე გასინჯეთ, მურაბასაც კი ხარშავენ ხახვისაგან. იგივე შეიძლება ითქვას პრასზე, ჭლაკვზე, ღანძილზე, რომელთა მწვანე, ნორჩ ფოთლებს საჭმელად ხმარობენ.   ხახვის სასარგებლო თვისებები ფართოდაა დახასიათებული ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში. დანაყილ ნიორსა და პრასის თესლს ხმარობდნენ კბილის ტკივილისას,ასევე საერთო სისუსტის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, შარდის შეკავების, ბრონქიტის სამკურნალო საშუალებებად. საინტერესოა, რომ თავზე მღიერის დროს ურჩევდნენ კანის დაზელვას ნივრით, რასაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. ნიორს, ღანძილს, პრასს ხმარობდნენ ჩირქოვანი იარების, ტროფიკული წყლულებისა და ნაწოლების მოსაბანად.

   ასევე, ბევრ ქვეყანაში შორეულ წარსულში ამ მცენარეებს მიიჩნევდნენ სასწაულმოქმედებად, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ადამიანს ეს მცენარეები მატებდნენ ჯანმრთელობას, მეომრებს - ძალასა და სიმამაცეს. ამ მცენარეებთან დაკავშირებული იყო რიგი რელიგიური ჩვეულებები. საინტერესოა თილისმის - ძაფზე აცმული ნივრის ყელზე ტარება სხვადასხვა დაავადებისაგან თავდაცვის მიზნით. მეცნიერებმა მასში ფიტონციდები აღმოაჩინეს. თანამედროვე მედიცინაში ხახვსა და ნიორს იყენებენ ავიტამინოზის დროს, აგრეთვე ბაქტერიციდული მიზნებისათვის. ხახვის ბოლქვებიდან მომზადებულ გამონაწვლილს აღმოაჩნდა P ვიტამინური აქტივობა (რუტინის ანალოგიური), ამაგრებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს შეღწევადობას; აძლიერებს შარდდენას, ორგანიზმიდან ნატრიუმისა და ქლორიდების გამოდევნას. ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედებას ხელს უწყობს სტეროიდული შენაერთები, რადგან ისინი იწვევენ სისხლში ჭარბი ქოლესტერინის დაკლებას. ანალოგიური შემცველობის გამო მედიცინისათვის პერსპექტიულია ხახვის გვარის სხვა წარმომადგენლებიც. ღრმა და თანამედროვე დონეზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა ხალხური მედიცინის ჭეშმარიტება, როდესაც იგი ამ მცენარეებს იყენებდა სხვადასხვა მიკრობული დაავადებების თავიდან ასაცილებლად და ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ.

 

 

 

   ლია მეტრეველი, ნანა ყუბანეიშვილი

   ოთახის მცენარეები

 

 

   ოთახის პირობებში მცენარეთა მოვლა ძნელი არ არის. საჭიროა მხოლოდ სიყვარულითა და ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საქმეს.   მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათ განლაგებას ოთახებში, აუცილებელია გავითვალისწინოთ მცენარის მოთხოვნილება სინათლის, სითბოსა თუ სინესტისადმი. მათთვის ყველაზე მოხერხებული ადგილი ბინაში ფანჯრებია. სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიმართული ფანჯრები თითქმის მთელი დღეა მზით გაშუქებული; სამხრეთისა ზამთარში საუკეთესოდაა განათებული, მაგრამ გაზაფხულსა და ზაფხულში მოჩრდილვას საჭიროებენ; ჩრდილოეთის ფანჯრებზე შეიძლება მოვათავსოთ ჩრდილის ამტანი მცენარეები, კერძოდ: ასპიდისტრა, ბეგონია, სურო, ჭორიკანა, გვიმრები და სხვა.

   ოთახის პირობებში მორწყვის ტექნიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მორწყვისთვის უმჯობესია რბილი წყალი (წვიმის, მდინარის) და წყალსადენისა, რომელიც არ შეიცავს კირის დიდ რაოდენობას. ყველა შემთხვევაში უნდა ვიხმაროთ ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ როგორც ჭარბი მორწყვისას, ისე ქოთანში მიწის გამოშრობისას მცენარე იღუპება.

   მორწყვის დროს ქოთანში მიწა მთლიანად უნდა დასველდეს. ზედმეტი წყალი გამოჟონავს ქოთნის ქვეშ მდგარ თეფშზე.

   მსუბუქი, ფხვიერი მიწა ადვილად შრება, ამიტომ საჭიროა ხშირი და უხვი მორწყვა. ასევე, თუ ოთახში ჰაერი მშრალია და ტემპერატურა მაღალი, მცენარე მოითხოვს უხვ მორწყვას, ღრუბლიან ამინდში - ნაკლებს. მორწყვისას სარწყავი ჭურჭელი ქოთნის კიდესთან უნდა მივიტანოთ ისე, რომ წყალი წვრილ ნაკადად მოდიოდეს და მიწა არ გადარეცხოს.

დაუშვებელია სარწყავი ჭურჭლის მაღლა დაჭერა და მცენარის ღეროსა და ფოთლებზე წყლის ჩამოღვრა.   მორწყვა უმჯობესია საღამოობით, ვინაიდან ღამე

წყლის აორთქლება ნაკლებია და მცენარე სრულად გამოიყენებს ნესტის მარაგს.

   ხორციანი ფოთლების მქონე მცენარეები (ალოე, აგავა, სენსევიერა) ნაკლებად საჭიროებენ რწყვას.   ქოთნებს ან კასრებს ზედმეტი წყლის გამოსაყოფად უნდა ჰქონდეთ საწრეტი. არ შეიძლება შეღებილი ქოთნების გამოყენება, ვინაიდან საღებავი ხელს უშლის ჰაერის მიმოქცევას, რაც მიწის დამჟავებას და ფესვების ლპობას იწვევს.

   საჭიროა მცენარეები გაიწმინდოს მტვრისაგან და ჩამოირეცხოს შესხურებით. გამხმარი და შეყვითლებული ფოთლები უნდა მოვაცალოთ. გაზაფხულსა და ზაფხულში ქოთნები უნდა გაირეცხოს.

   ოთახის მცენარეების გადარგვის საუკეთესო დროა გაზაფხული, როდესაც იგი ზრდას იწყებს. გადარგვა* მაშინაა საჭირო, თუ ჭურჭელი პატარა ზომისაა (ამ შემთხვევაში ფესვები გამოიზრდება ქოთნის საწრეტიდან), თუ მიწა დაფარულია ფესვებით ანდა ფესვები დამპალია და მიწა დამჟავებული.   * რომ გავიგოთ, მცენარეს ესაჭიროება თუ არა გადარგვა, მარჯვენა ხელით ქოთანი გადმოვაყირაოთ მარცხენა ხელის გულზე, ღერო დავიჭიროთ ორი თითით, მარჯვენა ხელით ქოთნის პირი ოდნავ დავკრათ მაგიდას და მცენარე გადმოვიღოთ ქოთნიდან.   აგლაონემა - Aგლაონემა   (არაცეების ოჯახი)   სამშობლოა ინდოეთი. გვხვდება როგორც მწვანე, ისე ჭრელფოთლიანი. ღერო ძირში გამერქანებულია. ხარობს სათბურებსა და ოთახის პირობებში. მრავლდება თესლით, კალმითა და დაყოფით. დაყოფით გამრავლება ხდება მცენარის გადარგვის დროს. სასურველია ზამთარში მოთავსდეს თბილ და განათებულ ადგილას. რწყვა ზომიერად სჭირდება.

 

 

 

   აგლაონემას ნიადაგის შემადგენლობა ნოყიერი უნდა იყოს - ორი წილი ფოთლის მიწის, ერთი წილი ტორფის, ნახევარი წილი მდინარის ქვიშის. ლპობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხის ნახშირის ნარევიც.

   ამარილისი - Aმარყლლის   (ნარგისისებრთა ოჯახი)   ოთახის მცენარეებში ცნობილია ჰიბრიდული ამარილისი. მისი სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. ბოლქვოვანი მცენარეა, ფოთოლი დიდი ზომისა აქვს, მუქი მწვანე, ხაზებიანი; ერთეული ან საყვავილე ღეროზე ქოლგისებრ შეკრებილი სხვადასხვა ფერის ყვავილი აქვს: თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ჭრელი და სხვ. ყვავის აპრილ-მაისში, ზამთარში არ ირწყვება.

გაზაფხულზე, საყვავილე ღერო როცა განვითარდება, დაიწყება მორწყვა. შემოდგომიდან აღარ ირწყვება და უფრო გრილ ადგილას გადაგვაქვს. მრავლდება

თესლითა და ბოლქვებით. თესლი ითესება იანვარ-თებერვალში. ყვავის მეორე-მესამე წელს.

მცენარის გადარგვა ხდება გაზაფხულზე. სინათლე და მზე უყვარს, მაგრამ ყვავილობისას უკეთესია ნახევრად ჩრდილში და სიგრილეში დაიდგას, რაც ხელს უწყობს ყვავილობის ხანგრძლივობას.

   ანთურიუმი - A

   (არაცეების ოჯახი)   სამშობლოა სამხრეთ ამერიკა და წყნარი ოკეანის კუნძულები. ტროპიკული ტყის მცენარე სინათლისადმი ნაკლებ მომთხოვნია და ოთახში ჩრდილოეთის მხარის ფანჯარაზედაც კარგად ხარობს. მას აქვს მარადმწვანეორნამენტული, მოგრძო, მოზრდილი, გულისებრი ფოთლები, ღია და მუქი წითელი, ვარდისფერი, თეთრი და ყვითელი ყვავილები. ზრდის პერიოდში ესაჭიროება თბილი წყლის შესხურება. ზამთარშიც ირწყვება. მრავლდება თესლით, კალმითა და ამონაყარით.   კარგად ხარობს მსუბუქი, ფხვიერი, ყამირის, ტყის მიწის, ნაკელისა და ქვიშის ნარევში.

 

   არმა - Aრუმ

   (არაცეების ოჯახი)   სამშობლოა ცეილონის კუნძული. მარადმწვანე ტროპიკული მცენარეა, რომლის სიმაღლე ერთნახევრიდან ორ მეტრამდეა. ღეროს დიამეტრი კი ათი თხუთმეტი სმ-ია. სამ-შვიდ ფოთლიანია. ფოთლები დიდი ზომისაა, ყუნწი გრძელი და ხორციანი აქვს. ნესტიან ამინდში ფოთოლის კიდეებზე წვეთები უჩნდება, რომელიც კანზე მოხვედრისას ძლიერ დამწვრობას იწვევს. განსაკუთრებით საშიშია თვალებისათვის.

   არმას კულტივირება სათბურებსა და ოთახის პირობებში ხდება. ამ დროს ტემპერატურა +12 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს.   მრავლდება თესლით, კალმითა და ამონაყარით. გადარგვა სასურველია ორ წელიწადში ერთხელ. ზაფხულში ირწყვება დილას ან საღამოს, ზამთარში - შეზღუდულად.

 

   ერთი წილი კორდის, ორი წილი ფოთლის მიწის, ერთი წილი გადამწვარი ნაკელისა და ერთი წილი ქვიშის ნარევი საუკეთესო საშუალებაა არმას გადასარგავად, ხოლო საკვებად კარგია ნაკელის ჟიჟა.  

 

ასპარაგუსი - Aსპარაგუს   (შროშანისებრთა ოჯახი)   ოთახის მცენარეებიდან უფრო მეტად გავრცელებულია ასპარაგუსის ორი სახეობა - ფრთისებრი და შპრენგერის.

   ფრთისებრი ასპარაგუსი ლამაზი, ნახევრადმხვიარა, ნაზტოტებიანი მცენარეა, წვრილი, თეთრი ფერის ყვავილებით. წითელი ნაყოფი აქვს, ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ნახევრად ჩრდილიანი ადგილი. მრავლდება გაზაფხულზე, ბუჩქის დაყოფითა და თესლით. ზაფხულობით, დილით ან საღამოთი, სასურველია წყლის შესხურება.

   ასპარაგუს შპრენგერს ეზრდება 100-150 სმ სიგრძის ყლორტები. აქვს პატარა ზომის, მოვარდისფრო-თეთრი ფერის ყვავილი. მასაც უყვარს ნახევრად ჩრდილიანი ადგილი. ზაფხულობით უხვად ირწყვება, ზამთარში - ზომიერად. მრავლდება თესლითა და ბუჩქის დაყოფით.

 

   ასპიდისტრა - Aსპიდისტრა

   (შროშანისებრთა ოჯახი)   სამშობლოა იაპონია და ჩინეთი. მრავალწლიანი, მუქი მწვანე ფერის ან ჭრელი, ლანცეტის ფორმის უღერო მცენარეა, დიდი ზომის ფოთლებით. კარგად იტანს ჩრდილსა და დაბალ ტემპერატურას. ნებისმიერ ნიადაგში ვითარდება. მოზრდილი მცენარის გადარგვა ხდება ორ-სამ წელიწადში ერთხელ. ზაფხულობით უხვად მორწყვა სჭირდება, ზამთარში - ზომიერად. კარგი მოვლისას ბუჩქად იზრდება. მრავლდება გაზაფხულზე ფესვის დაყოფით. მშრალი ჰავის პირობებში ხშირ შესხურებას საჭიროებს. აქვს მუქი მწვანე ფერის ყვავილები.

 

   ბეგონია -Bეგონია

   (ბეგონიასებრთა ოჯახი)

   სამშობლოა ტროპიკები. ცნობილია სამი მთავარი ჯგუფი: ბეგონია ტუბარიანი, ბეგონია ფოთლოვანი («რექსიр) და ბეგონია მარადმოყვავილე.   ტუბერიანი ბეგონიალამაზი, მრავალფერიანი, მცირე ან მსხვილყვავილებიანი მცენარეა. გაზაფხულზე ტუბერებს რგავენ პატარა ზომის ქოთნებში ნეშომპალისა და ქვიშის ნარევში. ტუბერები ნახევრად იფარება მიწით. ზომიერად ირწყვება. ტუბერიდან გამოსული ნორჩი ყლორტები უნდა გადაირგოს უფრო ნოყიერ ნიადაგში (სამი წილი გადამწვარი ნაკელი, ორი წილი ტყის ან კორდის მიწა და ერთი წილი სილა), ზრდის პერიოდში უხვი მორწყვა სჭირდება. ქოთნები ღია განათებულ ადგილას უნდა მოთავსდეს. ყვავის ზაფხულში. შემოდგომით მორწყვას ვამცირებთ, ხოლო როცა მცენარე დაჭკნება, მორწყვაც აღარ სჭირდება. ამის შემდეგ ბოლქვებს ვიღებთ მიწიდან და გაზაფხულამდე მშრალ სილაში ვინახავთ.

   ფოთლოვან ბეგონიას («რექსს») დიდი ზომის, ლამაზი, ორნამენტებიანი ფოთლები აქვს. მისი ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა თბილი ოთახი, ნესტიანი ჰაერი და ნახევრად დაჩრდილული ადგილი. გადარგვა ხდება ერთ-ორ წელიწადში ერთხელ.

ზაფხულში უხვად ირწყვება, ზამთარში - ზომიერად. მრავლდება დაყოფით და ფოთლის კალმით.   მარადმოყვავილე ბეგონიას აქვს სწორი დაკიდებული ან მხოხავი ღერო, რომელიც გამოირჩევა უხვი და ხანგრძლივი ყვავილობით გაზაფხულიდან

შემოდგომამდე. მრავლდება კალმითა და თესლით. ბეგონიას არ უყვარს წყლის შეგუბება, ამიტომ აუცილებელია ქოთანს კარგი საწრეტი ჰქონდეს. ამ მცენარეს ნახევრად ჩრდილიანი ადგილი უყვარს.

 

   ბილბერგია -Bილლბერგია

   (ბრომელიაცეების ოჯახი)

   სამშობლოა ტროპიკული ამერიკა. ყვავის იანვარ-მარტში. მზიანი ადგილი უყვარს.

ზრდა-განვითარებისათვის ტყის ნეშომპალისა და სილის თანაბარი ნარევი სჭირდება. ზაფხულში უხვად ირწყვება, ზამთარში - ზომიერად. მრავლდება ნაბარტყითა და გაზაფხულზე ფესვის დაყოფით. ლამაზი ყვავილები აქვს, მუქი ლურჯი ფერის, დიდი ზომის ვარდისფერი ან წითელი თანაყვავილებით.

 

   გვიმრები -Pოლიპოდიუმ

   (გვიმრისებრთა ოჯახი)

   გვიმრა ლამაზი, დეკორატიული, ზომიერი სითბოს მოყვარული მცენარეა. ნორმალური განვითარებისათვის ნახევრად ჩრდილიანი ადგილი და ნესტიანი ჰაერი

სჭირდება. ზაფხულში აუცილებელია წყლის შესხურება. ქოთანში მიწის გამოშრობა ფოთლების ცვენას იწვევს, მაგრამ ჭარბი სინესტეც დაუშვებელია. სასარგებლოა ზაფხულში ჰაერზე გამოტანა ნახევრადდაჩრდილულ ადგილზე.   გავრცელებულია: გვიმრა ასპლენიუმი, ადიანთუმი, ნეფროლეპისი.    გვიმრა მრავლდება დაყოფით, ულვაშითა და სპორებით. გადარგვა ხდება გაზაფხულზე მიწის შემდეგი სახის ნარევში: ტყის მიწა, ნეშომპალა, ტორფი, სილა და დანაყილი ნახშირი.

 

   ასპლენიუმი ფოთლებზე იღებს დამატებით კვირტებს, რომლებიც მოჭრილ ფოთლებთან ერთად ჩაირგვება მიწაში და დაფესვიანდება.

 

   ადიანთუმი პატარა ზომის ბუჩქია. ფოთლები ორმაგფრთისებრია.   ნეფროლეპისი მაღალი იზრდება. იგი ყველაზე გამძლე გვიმრაა ოთახის პირობებში. აქვს ფრთისებრი ფოთლები და გრძელი წვრილი ფესვი. ზაფხულში უხვად მორწყვა სჭირდება. მრავლდება ულვაშით, ფესვის დაყოფითა და სპორებით.

 

 

 

   დიფენბახია - Dიეფფენბაცჰია

   (არაცეების ოჯახი)

   სამშობლოა ტროპიკული ამერიკა. მარადმწვანე, ნახევრად ბუჩქია. გვხვდება ჭრელფოთლიანი, მუქი და ღია მწვანე, ასევე ხავერდოვანი ფოთლებით. დიდი ზომის მთლიანი ფოთლებით. მცენარის წვენი შხამიანია. ხარობს როგორც სათბურის, ისე ოთახის პირობებში.

   მრავლდება კალმით, ამონაყარით. კარგად იზრდება მაღალი ტემპერატურის (22-25 გრადუსი) პირობებში. ტემპერატურა არ უნდა იყოს 10გრადუსზე ნაკლები.   პატარა ნერგი ყოველწლიურად გადაირგება, მოზრდილები კი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. საჭიროა ნოყიერი ნიადაგი: ერთი წილი ტორფის, ნახევარი წილი მდინარის ქვიშის, დაფქული ხის ნახშირის, ორი წილი ფოთლის მიწის ნარევი. ფოთლები მტვრისაგან სისტემატურად უნდა გასუფთავდეს.   ზაფხულში აუცილებელია ოთახის განიავება, ყოველდღიური მორწყვა (უმჯობესია საღამოს). ზამთარში ზომიერად ირწყვება.

 

   დრაცენა - Dრაცაენა

   (შროშანისებრთა ოჯახი)

   სამშობლოა აფრიკა.

   დრაცენა ტროპიკული, მრავალწლიანი მცენარეა. მისი ფოთლები გრძელხაზებიანი, ვიწრო ლანცეტისებრი, მწვანე, ჭრელი ან მოწითალოა. მწვანეფოთლებიანი დრაცენა ზაფხულობით შეიძლება ღია გრუნტში გავიტანოთ, ხოლო ხაზებიანი ზამთარ-ზაფხულ ოთახისა და სათბურის პირობებში ხარობს.   მრავლდება თესლით, კალმითა და ყლორტებით.

   ესაჭიროება ნიადაგი შემდეგი შემადგენლობით: ორი წილი კორდის, ერთი წილი ფოთლის მიწის, ნახევარი წილი გადამწვარი ნაკელისა და ნახევარი წილი ქვიშის ნარევი.

 

   კაქტუსი - ჩაცტაცეაე

   (კაქტუსისებრთა ოჯახი)

   სამშობლო სუბტროპიკული და ტროპიკული ამერიკის უდაბნოებია. ორლებნიან მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება. აქვს ეკლებით დაფარული ხორციანი ღერო, რომელიც ფოთლის სახეცვლილებაა. გვხვდება ხისმაგვარი, ბუჩქოვანი და ლიანისებრი. კაქტუსი 1,5-დან 20-30 მეტრამდე იზრდება. მისი 2000-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული.

 

   უდაბნოს ამ მცენარეს ლამაზი ყვავილები აქვს. იგი ნაყოფსაც იძლევა, რომელიც საკვებად გამოიყენება.   კაქტუსს წყლის დაგროვების დიდი უნარი გააჩნია. იგი გვალვაგამძლე მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება. ჭარბი რწყვა მცენარეს ალპობს. ზამთარში სინათლესთან ახლოს დგამენ. ამ პერიოდში, გრილ შენობაში (8-10 გრადუსი) მორწყვა თითქმის სულ არ უნდა. თბილ ოთახში კი (ტემპერატურა 10-20 გრადუსს თუ აღემატება), 10-20 დღეში ერთხელ რწყავენ. წყალი ფესვის ყელს არ უნდა მოხვდეს. ზაფხულობით სრული განათება სჭირდება.

   კაქტუსი კარგად ხარობს ორი წილი ნეშომპალას, ერთი წილი ყამირი მიწისა და ერთი წილი ქვიშის ნარევში.

   კაქტუსი გაზაფხულზე უნდა გადაირგას. საჭიროა კარგი დრენაჟი, რათა მორწყვისას წყლისგან კარგად დაიწრიტოს.

   კაქტუსი მრავლდება თესლით, კალმით, დაყოფითა და მყნობით. თესლით გამრავლება სასურველია იანვარ-თებერვალში, კალმით - ზაფხულში, დაყოფით -გაზაფხულზე. დაყოფით გამრავლებისას ბარტყის დაცილების ადგილზე დაფქულ ხის ნახშირს ან გოგირდის ფხვნილს აფრქვევენ, რაც ლპობისაგან იცავს.

   ახალდარგული კაქტუსი მორწყვას ვერ იტანს. უმჯობესია ნიადაგი ჰქონდეს ოდნავ ტენიანი. მორწყვა შეიძლება გადარგვიდან 4-5 დღის შემდეგ.

 

   მამილარია - Mამილლარია

   სამშობლო მექსიკა და კალიფორნიაა. სხვადასხვა ფერის პატარა ყვავილები უმეტესად ღეროს წვერში გამოაქვს. ბევრი მათგანი მთელი ზაფხულის განმავლობაში ყვავილობს. ღერო დაფარულია წვრილი ეკალ-ბუსუსებით. მრავლდება თესლითა და დაყოფით.

 

   ექინოკაქტუსი - Eცჰინოცაცტუს

   სამშობლო მექსიკაა. ვარსკვლავისებრსაც ეძახიან. სფერული ფორმისაა, ბლაგვი სეგმენტებით (6-9), ღია მონაცრისფრო-მწვანე შეფერილობით. ყვავილი 3 სმ სიგრძისაა, მოყვითალო-წითელი ფერის. ნაყოფი ხორციანია, მონაცრისფრო-წითელი. თესლი მონაცრისფრო-ყვითელი შეფერილობისაა. ძალიან იშვიათი მცენარეა. იგი ზღვის ზღარბს წააგავს.

 

   ოპუნცია - Oნუნტია

   ფართოდ გავრცელებული მცენარეა. ზოგიერთი სახეობა კარგად ხარობს თბილისის ბოტანიკური ბაღის კლდიან ფერდობებზე. უხვყვავილიანია. ყვავილი ყვითელი ფერისაა, ნაყოფი კი მოვარდისფრო-შინდისფერი და საკვებად გამოიყენება. მაის-ივნისში ყვავის.

   ოპუნცია ფორმით მომრგვალო, ოვალური და ბრტყელი ცილინდრისებურია. გვხვდება მწვანე და ვერცხლისფერი ჯიშები.

   ცერეუსი და ცეფალოცერეუსი - ჩერეუს

ცეპჰალოცერეუს

   საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. სვეტივით იზრდება. დამახასიათებელია 4-5 ვერტიკალური მსხვილი წიბო. ცნობილია აგრეთვე უსწორმასწორო, კლდის ფორმის სახეობა. მისი სიმაღლე 10-15 მეტრს აღწევს. თეთრი ყვავილი აქვს. ზოგიერთი სახეობა მხოლოდ ღამით ყვავის და ისიც რამდენიმე საათს.

 

   კლივია - ჩლივია

   (ამარილისებრთა ოჯახი)

   სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. მარადმწვანე, ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეა სქელხორციანი მწვანე ფოთლებითა და მოყვითალო-ვარდისფერი ყვავილებით. ყვავილები შეკრებილია ქოლგისებურად საყვავილე ღეროს წვერზე. ხანგრძლივად ყვავის ზამთრის ბოლოს ან გაზაფხულზე. მრავლდება ნაბარტყითა და თესლით. ნაბარტყით ყვავის მეორე წელს, ხოლო თესლით - ორი სამი წლის შემდეგ.ყვავილობისას მზიანი ადგილი და ხშირი მორწყვა სჭირდება. გადარგვა სასურველია ყვავილობის დამთავრების შემდეგ, ორ-სამ წელიწადში ერთხელ ფოთლის მიწის, თიხნარი ტყისა და ქვიშის ნარევში.

ფართო ჭურჭელი უყვარს. გადარგვის დროს არ უნდა დაზიანდეს სქელი, ხორციანი ფესვები. ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ გრილ ადგილას გადაგვაქვს და

მორწყვას ვამცირებთ.

 

   კროტონი - ჩროტონ

   (რძიანისებრთა ოჯახი)

   ფოთლოვან-დეკორატიულ მცენარეთა ჯგუფს ეკუთვნის. სამშობლოა ტროპიკული აზია. ფოთლები სხვადასხვად ფორმისაა: ოვალური, ხაზებიანი, სხვადასხვა შეფერილობის მუქი მოწითალო, მომწვანო, ჭრელი და სხვ.

   კროტონი ხარობს როგორც სათბურის, ასევე ოთახის, 200-მდე ტემპერატურის და მაღალი სინესტის პირობებში. ზაფხულში სინესტე შეიძლება შეუნარჩუნდეს წყლის დასხურებით. გადარგვა უმჯობესია ფოთლის მიწის, ქვიშისა და ხის ნახშირის ნარევში. კალმით მრავლდება.

 

   ლიმონი - Lიმონიუმ

   (რუტისებრთა ოჯახი)

   სამშობლოა ჩინეთი, იაპონია, აღმოსავლეთ ინდოეთი და ავსტრალია. დასავლეთ საქართველოში ლიმონი იზრდება ღია გრუნტში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში გამოჰყავთ სათბურებში, ლიმონარიუმებსა და ოთახის პირობებში.   ლიმონი მარადმწვანე ხე ან ბუჩქია. ღერო ეკლებითაა დაფარული. ფოთლები ელიფსისებრია, ყვითელი, მოთეთრო. მთელი წელი ყვავის. ნაყოფი მოგრძო, მოყვითალო ფერისაა. ნელა იზრდება და მის სრულ სიმწიფემდე ხუთი-ექვსი თვეა საჭირო. ლიმონი უფრო მეტ ნაყოფს იძლევა ჰორიზონტალურ ტოტებზე, ვიდრე ვერტიკალურზე. ამიტომ ვერტიკალურ ყლორტებს წვეროებს აჭრიან.

   ლიმონის მრავალი ჯიშიდან ოთახის პირობებში კარგად ხარობს «ახალი ქართული», «მეიერი», «ვილიამსი», «პავლოვი» და კახეთში ძველთაგან გავრცელებული ჯიში «კახურა».

   ლიმონი თესლით, კალმითა და მყნობით მრავლდება, ნაყოფს მხოლოდ ათი-თორმეტი წლის შემდეგ იძლევა. ამიტომ უმჯობესია რვა-ათი მმ დიამეტრიანი ნათესი გაზაფხულსა და შემოდგომაზე დაიმყნოს.

   კალმით გამრავლებისას გაზაფხულზე უნდა აიჭრას ჯიშიანი, ჯანსაღი და ნაყოფიანი ხეებიდან ორ-სამწლიანი, სამ-ოთხ ფოთლიანი ტოტი. კალმის ქვედა სწორ გადანაჭერი უნდა იყოს კვირტიდან ერთი ან ორი მმ-ის ქვევით, ზემოთა კი კვირტიდან ერთი-ორი სმ სიმაღლეზე. ქვედა ფოთლებს აჭრიან, ზედა ერთ-ორ ფოთოლს კი ამოკლებენ.

 

   ლიმონის უხვმსხმოიარობას დიდად უწყობს ხელს მცენარის გასხვლა. სასურველია ნერგი ფესვის ყელიდან ათი სმ-ის სიმაღლისა გავზარდოთ სამ-ოთხ ტოტზე და სისტემატურად შევაჭრათ შიგნითა ვერტიკალური ტოტების წვეროები.

   ლიმონის ზრდისა და მოსავლიანობის გადიდებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასუქებს. ზრდის პერიოდში (მარტი-ოქტომბერი) რეკომენდებულია აზოტისა და კალიუმის ნარევი. დამატებითი კვებისათვის კარგია წუნწუხით მორწყვა. მინერალური სასუქებიდან: ერთ ლიტრ წყალში უნდა გაიხსნას ოცდაათი გრამი ამონიუმის გვარჯილა და ოცი გრამი კალიუმის მარილი. ეს ხსნარი ხმარების წინუნდა განზავდეს ათ ლიტრ წყალში და სავეგეტაციო პერიოდში ერთ ან ორ თვეში ერთხელ მოირწყას.

   პატარა ლიმონი ყოველდღე უნდა მოირწყას, მოზრდილი კი კვირაში ორ-სამჯერ. ზამთარში სასურველია მორწყვა შემცირდეს. საერთოდ უმჯობესია გამოვიყენოთ ოთახის ტემპერატურის წყალი. ფანჯარასთან ახლოს მდგარი მცენარე სამ კვირაში ერთხელ შემოაბრუნეთ, რათა ტოტები ცალმხრივად არ განვითარდეს. ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა ფოთოლცვენასა და მცენარის დასუსტებას იწვევს.

   ფოთოლცვენა შეიძლება ძლიერ გამომშრალი ნიადაგის ერთბაშად მორწყვის შემდეგაც დაიწყოს. უმთავრესად კი ყვავილების, ნაყოფისა და ფოთლის ცვენის მიზეზი სხვადასხვა ავადმყოფობა და მავნებლებია.

 

   მსხმოიარე ლიმონის გადარგვა ხდება ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ ვეგეტაციის დაწყების პერიოდში. გადარგვისას სასურველია ნაკლებად დაიშალოს კომი. ფესვის ყელის მდებარეობა არ უნდა შეიცვალოს. ახლად გადარგულ მცენარეებში სასუქის შეტანა საზიანოა. დაუშვებელია გადარგვა ყვავილობისა და მსხმოიარობის პერიოდში, რის შედეგადაც როგორც ყვავილები, ისე ნაყოფი ცვივდება.   ნიადაგი: თითო წილი კორდისა და ფოთლის მიწის, გადამწვარი ნაკელისა და ქვიშის ნარევი.

 

   პალმა - Pალმაე

   (პალმისებრთა ოჯახი)

   პალმა საუკეთესო მცენარეა ბაღებისა და პარკების მოსართავად, ბინის გასამწვანებლად. პალმების უმეტესობა სიცივეს ვერ იტანს, ამიტომ შეაქვთ ნათელ შენობაში, სადაც ტემპერატურა ზამთარში 10-150-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. პალმა, რომელიც ღია გრუნტში ძლებს, ზამთრისათვის უნდა შეიფუთოს.

   ოთახის პირობებში პალმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სინათლეს. მაგრამ ზაფხულში საჭიროა პირდაპირი მზის სხივებისაგან მორიდება. ამისათვის ფანჯარაზე ფარდა უნდა ჩამოვაფაროთ ან საერთოდ სხვაგან გადავდგათ. მცენარე ცალგვერდად რომ არ განვითარდეს, საჭიროა დროდადრო მისი სინათლისაკენ მობრუნება.

   ნორჩი პალმები უნდა გადაირგოს ერთ-ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო მოზრდილები - სამ-ხუთ წელიწადში ერთხელ. პალმებისათვის ვარგისია შემდეგი სახის ნიადაგი - სამი წილი ყამირი მიწის, ერთი წილი ნეშომპალისა და ნახევარი წილი სილის ნარევი. ყოველი გადარგვისას საჭიროა ფესვებს შემოეცალოს უვარგისი მიწა და ორი-ოთხი სმ-ით განიერ ჭურჭელში მოთავსდეს. პალმისათვის კარგია ათ-ოც დღეში ერთხელ წუნწუხითა და წვიმის წყლით მორწყვა. ზაფხულის ცხელ დღეებში პალმის ფოთლებს ყოველდღიურდ უნდა შეესხუროს წყალი. აუცილებელიაოთახის განიავება, პალმაზე უარყოფითად მოქმედებს ორპირი ქარი.

 

   სანსევიერა - შანსევიერა

   (შროშანისებრთა ოჯახი)

   სამშობლოა აზიისა და აფრიკის ტროპიკები. მარადმწვანე მცენარეა სქელი ფესურით. ფოთოლი მკვრივი აქვს, ზევით ამართული. ყოველწლიურად შეიძლება გადაირგოს კორდის ან ტყის მიწის, ფოთლის მიწის ან ტორფის და სილის ნარევში. ზაფხულშიც და ზამთარშიც ზომიერად ირწყვება. ესაჭიროება თბილი და მზიანი ადგილი. დაყოფითა და კალმით მრავლდება.

 

 

   უზუმბარის ია (აფრიკული ია) - შაინტპაულია

   (გესნერიების ოჯახი)

   სამშობლოა ტროპიკული აფრიკა. მისი ყვავილი

ფერითა და ფორმით იას წააგავს. გვხვდება თეთრი, ვარდისფერი, იისფერი და სხვა შეფერილობის. კარგი განათების პირობებში თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყვავის. ნესტიან და სუფთა ჰაერს მოითხოვს. არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები, რის გამოც ფოთლებზე მოყვითალო ფერის ლაქები უჩნდება. ამიტომ ჩრდილოეთის მხარეს უნდა დაიდგას ფანჯარასთან. ასევე არ უყვარს წყლის ზემოდან მოპკურება. რწყვისას ფოთოლი არ უნდა დასველდეს. მოსარწყავად ოთახის ტემპერატურის წყალია საჭირო.

   კარგად ხარობს ნეშომპალის, ქვიშისა და მსუბუქი ყამირი მიწის ნარევში.   მრავლდება თესლითა და ვეგეტაციური გზით

(ბუჩქის დაყოფით ან ფოთლების დაფესვიანებით).

 

   ფიკუსი - Fიცუს

   (თუთისებრთა ოჯახი)

   სამშობლოა აფრიკა და ტროპიკული აზია. ყველაზე მეტად გავრცელებულია ელასტიკური ფიკუსი. დიდი ზომის, ტყავისებრი პრიალა ფოთლები აქვს. ფიკუსს მცირე განათება და ზომიერი მორწყვა სჭირდება. ზედმეტი მორწყვისაგან ფოთლები სცვივა, ზაფხულში ჰაერზე ნახევრად ჩრდილში გამოტანას ითხოვს. სჭირდება წყლის შესხურება. კალმით მრავლდება. ადვილად ფესვიანდება. ახალგაზრდა ფიკუსის გადარგვა ყოველწლიურად შეიძლება, მოზრდილისა კი სამ-ხუთ წელიწადში

ერთხელ.

 

   ფილოდენდრონი - Pჰილოდენდრონ

   (არაცეების ოჯახი)

   სამშობლოა ტროპიკული ამერიკა. მარადმწვანე მცენარეა ხვიარა ღეროთი. თავის სამშობლოში ლიანაა. ფოთლები ღრმადაა ჩაჭრილი კიდეებზე და მომრგვალო ნაჩვრეტები აქვს შუაგულში. ღეროზე დიდი რაოდენობით საჰაერო თასმისებრი ფესვები ვითარდება. მცენარე მოითხოვს ჩრდილს, უხვ მორწყვასა და ხშირ შესხურებას. საჰაერო ფესვები ნიადაგისკენ უნდა იყოს მიმართული, რაც ხელს შეუწყობს მცენარის უკეთესად განვითარებას. მრავლდება ღეროსეული კალმებით. ნორჩ ფილოდენდრონს ყოველწლიურად უნდა გადარგვა, მოზრდილებს კი - ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ. ნიადაგი შემდეგ შემადგენლობისაა: თითო წილი ტყის მიწა, ტორფი და სილა.

 

   ქლოროფიტუმი - ჩჰლოროპჰყტუმ

   (შროშანისებრთა ოჯახი)

   სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. საყვავილე ღეროებზე ინვითარებს ნორჩ მცენარეებს ჰაერში დაკიდებული ფესვებით. ისინი შეიძლება მოვაშოროთ და ცალკე ქოთანში გადავრგოთ. თვითონ მცენარე ჩამოკიდებული ღეროებითა და მასზევე ამოსული

ნორჩი მცენარეებით მეტად ორიგინალურ სანახაობას ქმნის. უყვარს ნათელი და ნახევრად დაჩრდილული ადგილი. მორწყვა ზომიერად სჭირდება, ზამთარში უფრო ნაკლებად. მრავლდება ბუჩქის დაყოფით და ღეროზე განვითარებული ნორჩი მცენარეებით. გადარგვა ხდება ყოველწლიურად ან შემოდგომაზე.

   ნიადაგი: თითო წილი კორდის მიწა, ფოთლის მიწა,

გადამწვარი ნაკელი და ქვიშა.

   ცვილისებრი სურო ანუ ჰოია - Hოყა

   (ასკლეპიადაცეების ოჯახი)

   სამშობლოა ინდოეთი. ხვიარა, მარადმწვანე ბუჩქია ხორციანი, პრიალა ოვალური ფოთლებით. ყვავილი სანთლისებრია, მოთეთრო-მოვარდისფრო, სურნელოვანი, თავმოყრილია მრავალყვავილიან ქოლგაში. ყვავის მაის-ივნისში.

 

   ყვავილობს განათებულ ფანჯრებზე. საყრდენზე ახვევას მოითხოვს. ზაფხულში უფრო ტენიანი ჰაერი, უხვი რწყვა და წყლის ხშირად შესხურება ესაჭიროება, ხოლო ზამთარში მშრალი ჰაერი, დაბალი ტემპერატურა და ნახევრად მშრალი ნიადაგი. კარგად იზრდება ნეშომპალის, თიხისა და ყამირი მიწის ნარევში. ნორჩი მცენარის გადარგვა ხდება გაზაფხულსა ან შემოდგომაზე ყოველწლიურად, მოზრდილებისა კი ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ. კალმითა და თესლით მრავლდება.

 

   ციკასი -

   (შიშველთესლოვანთა ოჯახი)

   სამშობლოა იაპონია და ჩინეთი. იგი ეგზოტიკური, დეკორატიული მცენარეა. მოზრდილ ციკასს მსხვილი ცილინდრისებრი ღერო აქვს, რომელიც ბოლოვდება პალმის მსგავსი მუქი მწვანე ფოთლებით. ფოთლები ტყავისებრ პრიალაა და ეკალივით მახვილი ბოლო აქვს.

   მრავლდება თესლითა და ყლორტებით. მოზრდილი მცენარის გადარგვა ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება, საჭიროა კარგი საწრეტი. ჭარბი სინესტე ფესვების ლპობას იწვევს. გადარგვისას ფესვები არ უნდა დაზიანდეს. ზამთარში ზომიერად ირწყვება.

 

 

 

  

   მერი ჯუღელი

   კურორტები და მათი  სამკურნალო-პროფილაქტიკური მნიშვნელობა

  

 

დაავადებათა მკურნალობის, ორგანიზმის გაკაჟებისა და პროფილაქტიკის საქმეში კურორტებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

   კურორტზე მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებს: მინერალურ წყლებს, სამკურნალო ტალახს, განსაკუთრებული თვისების მქონე ჰავას.

 

   ბუნებრივ სამკურნალო საშუალებათა მიხედვით არჩევენ კლიმატურ, ბალნეოლოგიურ და ტალახით სამკურნალო კურორტებს.   კლიმატურ კურორტებზე მკურნალობის ძირითადი საშუალებაა სამკურნალო თვისებების მქონე ჰავა. ასეთიკურორტები განლაგებულია ზღვის სანაპირო ზოლში, მთის ან ველის პირობებში. ბალნეო და ტალახით სამკურნალო კურორტებზე კი სამკურნალო ფაქტორი სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის, ტემპერატურისა და გაზის შემცველი მინერალური წყლები ან სამკურნალო ტალახებია.   კურორტი შეიძლება შერეული ტიპისაც იყოს და მას ერთდროულად რამდენიმე სამკურნალო ფაქტორი ჰქონდეს. მაგალითად, ბორჯომსა და კისლოვოდსკში საყოველთაოდ ცნობილი იშვიათი სამკურნალო თვისებების მქონე ნახშირმჟავა წყლებია, ამავე დროს იქ არის ეტად ხელსაყრელი მთის კლიმატური პირობები. ყველასათვის ცნობილია, რომ აბასთუმნის კლიმატი ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობის უებარი საშუალებაა, ამავე დროს კურორტის ღირსებას ზრდის აქ არსებული თბილი მინერალური წყლები, რომლებიც აბაზანების სახით გამოიყენება.

   გაგრა პირველხარისხოვანი ზღვის სანაპირო კურორტია. მან დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი შესანიშნავი პლაჟით, თბილი და ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატით. უკანასკნელ წლებში კი აქ აღმოაჩინეს იშვიათი ქიმიური შემადგენლობის თბილი სამკურნალო წყლები, რომლის აბაზანებს ფართოდ იყენებენ კურორტული მკურნალობის კომპლექსში გულისა და ნერვული სისტემის, სახსრებისა თუ გინეკოლოგიური დაავადებების დროს.

   ასეთივე ხასიათისაა კურორტი წაღვერი თავისი შესანიშნავი მთის კლიმატითა და რკინის შემცველი სასმელი მინერალური წყლებით, სწორედ ეს განაპირობებს აქ მკურნალობის მაღალ შედეგს. ან კიდევ კურორტი უჯარმა, რომლის დაბალი მთის ჰავა და იოდ-ბრომიანი წყლები კარგ შედეგს იძლევა განსაკუთრებით ხანდაზმულ ავადმყოფთა მკურნალობისას.

   კურორტული მკურნალობა მკურნალობის კომპლექსური მეთოდების გამოყენებას ითვალისწინებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კურორტზე არსებულ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოიყენება ფიზიოთერაპიული მეთოდები,სამკურნალო ვარჯიში, სამკურნალო კვება, ზოგჯერ კი მედიკამენტური საშუალებებიც. ყოველივე ეს ზრდის კურორტული მკურნალობის შედეგიანობას.

 

კურორტის გაშენებისათვის ჩვეულებრივ ირჩევენ ლამაზ ადგილმდებარეობას, სადაც არის ტყე, მთა ან ზღვის ნაპირი, ველი, ტბები ან მდინარეები. ლამაზი ლანდშაფტი, ზღვისა და მდინარის ხმაური, ჰაერის სასიამოვნო სურნელება დადებით ემოციებს იწვევს ავადმყოფში და ესეც კურორტული მკურნალობის

განუყოფელი ნაწილია.

   მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ კურორტზე ყოფნის დროს ადამიანი დროებით წყდება ყოველდღიური ცხოვრების პირობებს, ხვდება ახალ გარემოში, იღებს ახალ შთაბეჭდილებებს, რაც ასევე დადებითად მოქმედებს მის ფსიქიკაზე.

   კურორტული მკურნალობა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია კლიმატური პირობების შეცვლასთან, რომლის მიმართ ადამიანის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა იყოს მიღებული მხედველობაში ის გარემოება, რომ შეუჩვეველი კლიმატი ადამიანის ორგანიზმში

გარკვეულ ფიზიოლოგიურ ძვრებს იწვევს, რომელთა არსი ახალი კლიმატური პირობებისადმი ორგანიზმის შეგუებაში მდგომარეობს. რაც უფრო მკვეთრად განსხვავებულია კლიმატი მანამდე არსებულისაგან, მით უფრო მკვეთრია ორგანიზმის რეაქცია ახალი კლიმატის მიმართ. გარკვეულ შემთხვევაში ორგანიზმის რეაქცია სამკურნალო და პროფილაქტიკურ მნიშვნელობას იძენს, განაპირობებს ორგანიზმის ცხოველმყოფელობის გაძლიერებას, მის გაკაჟებას, რაც კურორტული მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ორგანიზმი დასსტებულია და დაქვეითებული აქვს შეგუების უნარი, კლიმატის მკვეთრად შეცვლამ შეიძლება მისი ფიზიოლოგიური ფუნქციების მოშლა გამოიწვიოს, გააუარესოს ავადმყოფის მდგომარეობა. ცნობილია, რომ ჩვილი ბავშვები და ხანშესულები უფრო ძნელად იტანენ კლიმატის შეცვლას. ამიტომ მათი მკურნალობა კონტრასტული კლიმატის პირობებში მიზანშეწონილი

არ არის.

   ამრიგად კურორტულ მკურნალობა ითვალისწინებს მრავალ საშუალებათა ერთდროულ ზეგავლენას ორგანიზმზე, რაც განაპირობებს მაღალ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ეფექტს.

   ცნობილია, რომ კურორტული დასვენება და მკურნალობა მთელი წლის მანძილზე საგრძნობლად ამცირებს დაავადებათა რაოდენობას და ზრდის ავადმყოფთა და ჯანმრთელ პირთა შრომისუნარიანობას.

   სანატორიულ-კურორტული მკურნალობის ვადა უმეტეს შემთხვევაში 20-30 დღეა. ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ კი ეს ვადა უფრო ხანგრძლივია და 2 თვემდე გრძელდება, ზოგიერთ ბალნეოლოგიურ კურორტზე მკურნალობის ვადა განისაზღვრება 20-24 დღით.

 

   კურორტის შერჩევა მკურნალობისათვის   კურორტული მკურნალობის შედეგი, მისი სიმყარე და ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორადაა შერჩეული კურორტი. კურორტის შერჩევა ექიმის ჩარევით უნდა ხდებოდეს. კურორტული მკურნალობისათვის აუცილებელია ჯანმრთელობის წინასწარი შემოწმება და ყველა საჭირო გამოკვლევის ჩატარება. ექიმი შეურჩევს ავადმყოფს ისეთ კურორტს, რომელიც შეესაბამება მის დაავადებას, ამავე დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ თანმხლები დაავადებები და ავადმყოფის ინდივიდუალური თავისებურებანი.

 

   კურორტული მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია აგრეთვე წელიწადის დროსა და ამინდის პირობებზე. თუ კურორტზე ჩამოსვლა თანხვდება ამინდის პირობების გაუარესებას, მკურნალობა ჩვეულებრივ ნაკლებეფექტურია. შედარებით დაბალია მკურნალობის შედეგი ისეთ პირობებში, რომელიც ამინდის მკვეთრი ცვალებადობით ხასიათდება, მაგალითად, თებერვალ-მარტში.

 

   ჰავა და ამინდი

   კლიმატი (ჰავა) არის გარკვეული რეგიონის ამინდის მრავალწლიანი რეჟიმი, იგი ხასიათდება საკმარისად დიდი მუდმივობით. «ლიმატი» ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს «დახრილობას». ბერძენი მეცნიერები თვლიდნენ, რომ ჰავას ძირითადად ადგილის გეოგრაფიული განედი და ამასთან დაკავშირებით დედამიწაზე მზის სხივების დაცემის კუთხე განსაზღვრავს. ასე, მაგალითად, ტროპიკებში, სადაც მზის სხივი შვეულად ეცემა, ყველაზე უფრო მაღალი ტემპერატურაა, ყველაზე ცივი ჰავა კი პოლუსზეა, სადაც მზის სხივების დახრილობის კუთხე 00-ს უდრის. მაგრამ მარტო ამით არ განისაზღვრება კლიმატის თავისებურება. არსებობს სხვა მრავალი ფაქტორიც, რომელიც განაპირობებს ერთსა და იმავე განედის სხვადასხვა რაიონის ჰავის მრავალსახეობას. ასეთებია რელიეფის თავისებურება, მცენარეული საფარი, წყლის ზედაპირი, სიმაღლე ზღვის დონიდან და საერთოდ ყველაფერი ის, რაზედაც ხდება მზის სხივების არეკვლა, სითბოს შთანთქმა და გამოსხივება. კლიმატის ფრიად უმნიშვნელო ცვლილებები შეიძლება ათეული წლების მანძილზე გამოვლინდეს, მაშინ როდესაც ამინდის მკვეთრი ცვლილებები ზოგჯერ სულ რამდენიმე საათის განმავლობაში ხდება.

   ამინდის ცვალებადობას განსაზღვრავს ბარომეტრუ ლი წნევის მაჩვენებლები, ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობა, ღრუბლიანობა, ქარი, ჰაერის ელექტრობა და იონიზაცია, ნალექები და სხვ. მათზე კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მზის რადიაცია, ატმოსფეროს ცირკულაცია, მაგნიტური ველის დაძაბულობა და ბუნების სხვა მოვლენები.   ყველასათვის ცნობილია, რომ ატმოსფეროს წნევის დაცემას ყოველთვის თან სდევს ავდარი, წნევის ზრდას კი გამოდარება მოჰყვება ხოლმე. ასევე ცნობილია, რომ მზის მაღალი აქტივობის წლებში ამინდის მერყეობა უფრო მკვეთრად არის გამოხატული და ა. შ.

 

 

   მეტეოპათოლოგიური რეაქცია

   ზოგიერთი ადამიანი ძალიან მგრძნობიარეა ამინდის მიმართ. გარკვეული არახელსაყრელი ამინდის პირობებში მათ აღენიშნებათ სხვადასხვა სიმძიმის პათოლოგიური ძვრები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტკივილი გულის არეში, არტერიული წნევის მომატება, უძილობა, დაქვეითებული გუნებაგანწყობა ან მომატებული აგზნებადობა და სხვ.), რაც მეტეოპათოლოგიური რეაქციის სახელითაა ცნობილი. ზოგჯერ მეტეოპათოლოგიური რეაქციები უფრო მძიმე გართულებებითაც ვლინდება. ამინდის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გულ-სისხლძარღვთა სისტემით, სხვადასხვა სახის ალერგიითა და სახსრებით დაავადებულნი.   მეტეოპათოლოგიური რეაქციების თავიდან აცილება შესაძლებელია ორგანიზმის გაკაჟებით, მისი მგრძნობელობის დაქვეითებით ამინდის მიმართ. ამას უმთავრესად კლიმატური მკურნალობით აღწევენ. თუ გვეცოდინება ამინდის პროგნოზი შესაძლებელია აგრეთვე პროფილაქტიკური ღონისძიების ჩატარება. ასეთი ღონისძიებები ყველა ავადმყოფისათვის ინდივიდუალურია და ექიმის რჩევით უნდა ტარდებოდეს.

   ამჟამად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩვენში, კარგად არის ორგანიზებული მეტეოპროფილაქტიკური სამსახური, რომელიც რადიოსა თუ ტელევიზიის საშუალებით ატყობინებს მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელ ცვლილებებს. არსებობს აგრეთვე ამინდის პროგნოზის ხალხური მეთოდებიც, რომელიც ხალხის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას ეყრდნობა. იგი იყენებს ამინდის ე. წ. ადგილობრივ ნიშნებს. ამინდის ადგილობრივი ნიშნები ატმოსფეროში მომხდარი მოვლენების ისეთი ცვლილებებია, რომელიც ამინდის შეცვლის ან მისი მდგომარეობის წინამორბედად შეიძლება მივიჩნიოთ. ადგილობრივი ნიშნები რამდენიმე საათით ან დღე-ღამით ადრე იძლევა მოსალოდნელი ამინდის გამოცნობის საშუალებას. ამისათვის აუცილებელია რამდენიმე ნიშანზე ერთდროული დაკვირვება და თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ პროგნოზი სარწმუნოა. ასეთ ნიშნებად, მაგალითად, მიჩნეულია სახსრების ტკივილი უამინდობის წინ და სხვ.

 

   ამინდის გაუარესების ნიშნები: 1. მზის ჩასვლისას                                      

დასავლეთით ჩნდება ე. წ. ფრთა, ანუ ღრუბლის

ზოლები, რომელიც ჰორიზონტის ერთი წერტილიდან

ამოდის და მარაოსავით იშლება;

 

   2. მზე ღრუბლებში იმალება;

   3. საღამოს ქარი ძლიერდება;

   4. განთიადისას ცა მჭახე წითელი ფერისაა;

   5. ზღვის ან ტბის ნაპირებზე ბრიზები ქრება;

   6. მზის ან მთვარის ირგვლივ დიდი ფერადი  რკალები ჩნდება.

   7. საღამოს და ღამით ნამი არ არის;

   8. მერცხლები მიწასთან ახლოს დაფრინავენ;

   9. კვამლი დაბლა, მიწისაკენ ეშვება;

10. მინდვრის ყვავილების გვირგვინი დაბლა იხრება.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ჟურნალი ჩვენი გარემო