რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე 

 

 

ადმინისტრაციული ცენტრი ამბროლაური

სახელმწიფო რწმუნებული ოთარ სირაძე

რეგიონის კოდი GE-RL

რაიონი 4

ფართობი 4.954 კმІ

მოსახლეობა 51.000 (2002)

 

 

 

 

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე - მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-RL. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

 

ამბროლაურის რაიონი;

ლენტეხის რაიონი;

ონის რაიონი;

ცაგერის რაიონი.

 

 

 

 ზოგადი ცნობები

მხარის ფართობი შეადგენს 4954 კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 51 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე - 10 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. მხარეში 256 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

 

ქალაქი- 3: ამბროლაური, ონი, ცაგერი;

დაბა - 2: ლენტეხი, ხარისთვალა;

სოფელი - 251.

 

 ადგილობრივი მმართველობა

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: რაიონის გამგეობა - 4, სოფლის საკრებულოები - 56. საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ონის რაიონის 2 საკრებულოზე (ყოფილი ჯავის რაიონის ნაწილი). მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული.

 

 

 ეკონომიკა

მხარის უდიდესი ნაწილი მაღალმთიანია და ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ემყარება. რეგიონში განვითარებულია მემცენარეობა (ძირითადად მეკარტოფილეობა, მევენახეობა) და მეცხოველეობა.

 

 

 ღირსშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

 

ნიკორწმინდის ეკლესია

ბარაკონის ტაძარი

ხოტევის ციხე

მინდა ციხე

მრავალძალის ეკლესია

კვარაციხე

 

 ისტორია

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

 

რაჭა

ლეჩხუმი

სვანეთი

რაჭის მაზრა

რაჭის საერისთავო

საქართველოს ისტორია

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე