რუსეთი 

 

რუსეთის ფედერაცია  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: რუსეთის ჰიმნი

 

 

დედაქალაქი მოსკოვი

55°45~N 37°37~E

უდიდესი ქალაქი მოსკოვი

ოფიც. ენები რუსული

მთავრობა ფედერაცია საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი

ქ -პრ.-მინისტრი ვლადიმირ პუტინი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

17,075,400 კმІ (პირველი)

 

  13%

მოსახლეობა

 - 2008 სავ.

 - 2002 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

142,000,000 (მე-9)

145,274,019

8.3 ად/კმІ (209-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$$2.076 ტრილიონი (მე-7)

 

$$14,600 (55-ე)

აგი (2005)  0.802 (მაღალი) (67-ე)

ვალუტა რუბლი (RUB)

დროის სარტყელი (UTC +2-დან +12-მდე)

ქ -ზაფხულის დრო (UTC +3-დან +13-მდე)

ქვეყნის კოდი RUS

ccTLD .ru

სატელეფონო კოდი +7

 სახელწოდება

ოფიციალური: რუსეთის ფედერაცია.

ეტიმოლოგია: შესაძლოა სახელწოდება მომდინარეობდეს შვედური სიტყვისაგან რუს, რაც მცხოვრებს ნიშნავს. თვით რუსული ენით ეს ტერმინი არ აიხსნება.

 

 გეოგრაფია

ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში. ფართობის მიხედვით (17.075.400 კვ. კმ) მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა. გამოიყოფა დიდი გეოგრაფიული რაიონები - აღმოსავლეთ-ევროპის ვაკე, დასავლეთ-ციმბირის დაბლობი, ცენტრალური ციმბირის მაღლობი. ტერიტორიის ნაწილი მთიან რეგიონებს უკავიათ - ალტაი, ჩრდილოეთი კავკასია, კოლიმა, საიანი, ურალი. უმაღლესი მწვერვალია - იალბუზი, 5,633 მ. მთავარი მდინარეები - ამური, ანგარა, ირტიში, ლენა, ობი, ვოლგა, ენისეი. ტბები - ბაიკალი, კასპიის ზღვა, ლადოგა, ონეგა.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - გარდამავალი.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი (2008 წლიდან).

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი (2008 წლიდან).

საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი ფედერალური კრება (ფედერაციის საბჭო - 178 წევრი და სახელმწიფო დუმა - 450 წევრი).

პოლიტიკური პარტიები - კომუნისტური პარტია (თავმ. გ. ზიუგანოვი), მოძრაობა ნაშ დომ - როსია (ვ. ჩერნომირდინი), ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (ვ. ჟირინოვსკი), გაერთიანება იაბლოკო (ვ. იავლინსკი).

 

 ტერიტორიული მოწყობა

რუსეთის ფედერაცია 89 თანაბარუფლებიანი სუბიექტისაგან შედგება, მათ შორის - 21 რესპუბლიკაა, 1 ავტონომიური ოლქი, 10 ავტონომიური ოკრუგი, 6 მხარე, 49 ოლქი და 2 ფედერალური ქალაქი ( მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი).

 

2000 წლის მაისში პრეზიდენტის დეკრეტით შემოღებულ იქნა ახალი ადმინისტრაციული დაყოფა - 7 ფედერალური რეგიონი:

 

 

 

 

ცენტრალური რუსეთი (ადმ. ცენტრი - მოსკოვი)

ჩრდილო-დასავლეთი რუსეთი (ადმ. ცენტრი - სანქტ-პეტერბურგი)

სამხრეთი რუსეთი (ადმ. ცენტრი - დონის როსტოვი)

ვოლგისპირეთი (ადმ. ცენტრი - ნიჟნი-ნოვგოროდი)

ურალი (ადმ. ცენტრი - ეკატერინბურგი)

ციმბირი (ადმ. ცენტრი - ნოვოსიბირსკი)

შორეული აღმოსავლეთი (ადმ. ცენტრი - ხაბაროვსკი)

 

რუსეთის ეროვნული რესპუბლიკები

 

რესპუბლიკა ფართობი

(ათასი კმІ) მოსახლ.

(ათასი) დედაქალაქი

 

ადიღეა 7,6 438 მაიკოპი

 

ალტაი 92,6 202 გორნო-ალტაისკი

 

ბაშკირეთი 143,6 4.044 უფა

 

ბურიატია 351,3 1.003 ულან-უდე

 

დაღესტანი 50,3 2.094 მაჰაჩყალა

 

ინგუშეთი 3.8 488 მაგასი

 

ყაბარდო-ბალყარეთი 12,5 788 ნალჩიკი

 

ყალმუხეთი 76,1 308 ელისტა

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი 14,1 429 ჩერკესკი

 

კარელია 172,4 736 პეტროზავოდსკი

 

კომი 415,9 1.163 სიკტივკარი

 

მარიი ელი 23,2 735 იოშკარ-ოლა

 

მორდოვეთი 26,2 888 სარანსკი

 

სახა (იაკუტია) 3.103,0 887 იაკუტსკი

 

ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია 8,0 689 ვლადიკავკაზი

 

თათარსტანი 68,0 3.683 ყაზანი

 

ტივა 170,5 306 კიზილი

 

უდმურტეთი 42,1 1.596 იჟევსკი

 

ხაკასეთი 61,9 568 აბაკანი

 

ჩეჩნეთი-იჩქერია 8.6 490 გროზნო

 

ჩუვაშეთი 18,3 1.313 ჩებოქსარი

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 144,5 მლნ (2003), მათ შორის - რუსი 81,5 %, თათარი 3,8 %, უკრაინელი 3 %, ჩუვაში 1,2 %, ბაშკირი0,9 %.

სახელმწიფო ენა - რუსული.

რელიგია - მართლმადიდებელი ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი.

დედაქალაქი - მოსკოვი (8.368 ათასი).

 

 

 

დიდი ქალაქები - სანკტ-პეტერბურგი (4.582), ნიჟნი ნოვგოროდი (1,340), ეკატერინბურგი (1,257), ნოვოსიბირსკი (1,395), სამარა (1.147), ომსკი (1.132), ყაზანი (1.114), უფა (1.097), ჩელიაბინასკი (1.080).

 

 ეკონომიკა

რუსეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ქვეყანას აქვს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის მნიშვნელოვანი მარაგები, საშენი ხე-ტყე, სხვა სტრატეგიული მინერალები, რაც ქვეყნის შემოსავლების ძირითადი წყაროა. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, სატყეო მეურნეობა და სხვა. მნიშვნელოვანი წილი აქვს სოფლის მეურნეობას. ექსპორტის ძირითადი ელემენტებია - ბუნებრივი გაზი, ნავთობი, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ხე-ტყე, ქვანახშირი, კვების პროდუქტები. ეროვნული ვალუტა - რუსული რუბლი (RUR).

 

 

 უახლესი ისტორია

1991 წელს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გახდა მისი სამართალმემკვიდრე. 1992 წელს ჩამოაყალიბა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. 1993 წელს მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია. 90-იანი წლების მე-2 ნახევარში გაურთულდა მდგომარეობა ფედერაციის სუბიექტებთან, განსაკუთრებით თათარსტანთან და ჩეჩნეთთან. ამ უკანასკნელთან საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება. 1999 წლის ბოლოს პოლიტიკური კავშირი შეკრა ბელარუსთან.

 

 

 კულტურა

არქიტექტურა: პეტერბურგის ისტორიული ცენტრი, კიჟი პოგოსტი, კრემლი და წითელი მოედანი, ამაღლების ტაძარი მოსკოვში, ნოვგოროდი და მისი შემოგარენი, დიდი ნოვგოროდი, ვლადიმირისა და სუზდალის მონუმენტები.

სხვა ღირშესანიშნაობები: სოლოვეცკის კუნძულის ისტორიული ანსამბლი, ბაიკალის ტბა, კამჩატკის ვულკანები, კავკასიის მინერალური წყლები.

სულიერი კულტურა: რუსული ეპოსი - თქმულება იგორზე (XII ს.).

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / რუსეთი