საბერძნეთი 

 

 

Ellinikiґ Dimokratia

საბერძნეთის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

დედაქალაქი ათენი

38°00~N 23°43~E

უდიდესი ქალაქი ათენი

ოფიც. ენები ბერძნული

მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი კაროლოს პაპულიას

ქ -პრ.-მინისტრი კოსტას კარამანლისი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

131,990 კმІ (96-ე)

 

  0.8669%

მოსახლეობა

 - 2008 სავ.

 - 2001 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

11,216,708 (74-ე)

10,964,020

84 ად/კმІ (88-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2008მიახლ.

$412.521 მილიარდი (31-ე)

 

$36,983 (მე-17)

აგი (2005)  0.926 (მაღალი) (24-ე)

ვალუტა ევრო (EUR)

დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)

ქ -ზაფხულის დრო EET (UTC +3სთ.)

ქვეყნის კოდი GRC

ccTLD .gr1

სატელეფონო კოდი +30

1ასევე .ეუ, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ქართულად - საბერძნეთის რესპუბლიკა; ეტიმოლოგია - მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, Graeci-საგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ.წ მე-8 ს-ში. ბერძნული სახელი Ellas,  წარმოსდგება ჰელლენეს-საგან. ეს არის ბერძნული ტომების საერთო სახელი, რომელიც საერთო წინაპრისაგან Helene-საგან შეიძლება მომდინარეობდეს.

ქვეყნის კოდი - GR.

 

 გეოგრაფია

 

საბერძნეთის რესპუბლიკაქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე ეგეოსის, იონიისა და ხმელთაშუა ზღვის ასეულობით კუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალბანეთი, მაკედონია, ბულგარეთი, თურქეთი.

 

ფართობი - 131.900 კვ.კმ.

ბუნება: მთიანი სისტემა - პინდოსი; უმაღლესი მწვერვალი - ოლიმპო 2.917 მ; კუნძულები - კრეტა, კორფუ, როდოსი; ტბა - ტრიხონისი. მდინარეები - ალიაკმონი, პინიოსი, სპერხიოსი.

ბუნებრივი რესურსები - ბოქსიტები, მაგნეზიტი, ნავთობი, მარმარილო, ჰიდროენერგია.

 

 სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა - დემოკრატიული რესპუბლიკა.

 

 

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.

საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (300 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა. საბერძნეთი ადმინისტრაციულად იყოფა 54 რაიონად (ბერძ. ნომოს, რომლებიც გაერთიანებული არიან 13 რეგიონში (ბერძ. პერიფერია), ესენია: ატიკა, აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკია, დასავლეთ მაკედონია, დასავლეთ საბერძნეთი, ეპიროსი, თესალია, იონიის კუნძულები, კრეტა, პელოპონესი, სამხრეთ ეგეოსი, ცენტრალური საბერძნეთი, ცენტრალური მაკედონია, ჩრდილოეთ ეგეოსი. განსაკუთრებული სტატუსი აქვს აიონ-ოროსს ანუ ათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკას, რომელიც ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 10.665 ათასი (2003), მათ შორის ბერძნები - 95,6%, მაკედონელები - 1,5%.

ენა - ბერძნული.

რელიგია - მართლმადიდებლობა.

ქალაქები (ათ.) - ათენი (747, აგლომ. - 3.247), სალონიკი (361, აგლომ. - 802), პირევსი (179), პატრა (167), ირაკლიონი (135), ლარისა(125).

 

 ეკონომიკა

საბერძნეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (242.8 მლრდ $) მსოფლიოში 33-ე ადგილი უკავია.

 

ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 9, მრეწველობა - 24, მომსახურება - 67;

ე.ე.პ. (1 სულზე) - 22.800 $.

ექსპორტი - ტანსაცმელი, ზეითუნის ზეთი, ხილი, თამბაქო, ნავთობპროდუქტები.

ბიუჯეტი - 45,000 მლნ $.

ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ბერძნული დრახმა.

 

 მემკვიდრეობა

 

აკროპოლისიათენი - აკროპოლისი;ეროვნული არქეოლოგიური, ბიზანტიური, აკროპოლისის მუზეუმები;

სალონიკი - წმ. ელენეს ეკლესია, თეთრი კოშკი;

ათონის მთა და მისი მონასტრები,

როდოსი - იოანიტი რაინდების სასახლე;

ოლიმპია,

კრეტა - ქალაქ კნოსოსის ნანგრევები;

ბერძნული ეპოსი - ილიადა და ოდისეა (ძვ.წ. VIII).

 

 ისტორია

1829 წელს საბერძნეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან, მაგრამ ამას მოჰყვა მთელი ეპოქა პოლიტიკური გადატრიალებებისა და სამხედრო დიქტატურისა. თანამედროვე დემოკრატიული რესპუბლიკა 1975 წელს ჩამოყალიბდა. 1981 წელს იგი ევროპის კავშირის წევრი გახდა.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / საბერძნეთი