სალვადორი 

 

დედაქალაქი სან-სალვადორი.

ფართობი 21 040 კვ კმ.

მოსახლეობა 7 მილიონი კაცი 2007 წლის მონაცემებით.

სახელმწიფო ენა ესპანური.

 

რესპუბლიკა სალვადორი ან ელ სალვადორი მდებარეობს ცენტრალურ ამერიკაში გვატემალასა და ჰონდურასს შორის, აქვს ფართო გასასვლელი წყნარ ოკეანეშიმოსახლეობის უმრავლესობას სშეადგენენ მეტისები 84 %, ინდიელები 6% და კრეოლები.

დიდი ქალაქებია სან-სალვადორი, სანტა-ანა, სან-მიგელი, ნუევა, სონსონატე და ლა უნიონი.

ადმინისტრაციულად იყოფა 15 დეპარტამენტად.          

გაბატონებული რელიგია კათოლიკური.

ეროვნული დღესასწაული დამოუკიდებლობის დღე 15 IX 1821 წ.

ისტორია.

სალვადორის ტერიტორია ესპანელებმა დაიპყრეს 1524 წ, 4 წლის შემდეგ მისი ტერიტორია შევიდა გვატემალისგენერალ-საგუბერნატოროში, შემდეგ მექსიკის იმპერიასა და ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციების ფედერაციებში, 1821 წლიდან იგი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.

 

ბუნება.

სალვადორის ტერიტორია უჭირავს ვულკანურ მთიანეთს, რომლის საშუალო სიმაღლე 600-700 მეტრს აღწევს, ბევრია ჩამქრალი ვულკანი, მათ შორის ყველაზე მაღალი არის სანტა-ანა 2381 წ, ხშირია სეისმური მოვლენები, XVIII ს ბოლოს ამოქმედდა ვულკანი ისალკო რომელიც დღემდე მოქმედებს.

წყნარი ოკეანის სანაპიროს ვიწრო ზოლად გასდევს 15-20 კმ-ს დაბლობი,მთიანეთის ჰავა ზომიერია, მკვეთრად გამოხატული მშრალი XI, IV და ნოტიო V-X სეზონები, თვით დედაქალაქი მდებარეობს 640 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ყველაზე ცივი თვის დეკემბრის საშუალო ტემპერატურა 22 გრადუსს უდრის, ყველაზე თბილი თვის აპრილის 24,6 გრადუსს, საშუალო წლიური ტემპ 23,1 გრადუსს, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა მთიანეთში 1600-1700 მმ-ია, ხეობებში გაცილებით ნაკლები, ერთადერთი მდინარეა ლემპა რომელსაც შუა წელში ერთვის სუმპუი და ტოროლი, ლემპა წყალუხვია და ქვემო წელში სანაოსნოდ გამოიყენება.

პირველყოფილი ბუნებრივი ლანდშაფტი ტერიტორიის უდიდეს ნაწილში კულტურული ლანდშაფტითაა შეცვლილი, მარადმწვანე ტყეები შემორჩენილია მხოლოდ წყნარი ოკეანის სანაპიროზე, მდიდარია ცხოველთა სამყარო, ფართოდაა გავრცელებული იაგუარი, პუმა, ჭიანჭველაჭამია, ტაპირი, მაიმუნი, გველი, ფრთოსანთა აურაცხელი სახეობა, მდინარეები სავსეა ნიანგით.

 

მეურნეობა.

მეურნეობისათვის დამახასიათებელია მკვეთრი ჩამორჩენილობა და ერთმხრივი განვითარება, გაბატონებული ადგილი უჭირავს ყავის კულტურას , II მსოფლიო ომის შემდეგ სწრაფად იზრდება ბამბის წარმოება და ექსპორტი, ტყეები მდიდარია ძვირფასი ჯიშის ხეებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბალზამის ხე, რომლისგანაც ამზადებენ ბალზამის ფისს,  იგი ან პერუელთა ბალახი გამოიყენება მედიცინასა და პარფიუმერიაში.

სოფლის მეურნეობაში მთავარი კულტურაა ყავა, ბამბა, სიზალი და ციტრუსოვანები, მისდევენ მეცხოველეობასა და მეთევზეობას, საკუთარი სურსათი არ ყოფნით და შეაქვთ.

მრეწველობა.

აგრარულ ფონზე გაბატონებული მდგომარეობა აქ ა შ შ-ს კაპიტალს ეკუთვნის, მდიდარია წიაღისეულით, მაგრამ სამთო მოპოვების მრეწველობა ჯერ კიდევ სუსტადაა განვითარებული, მცირე რაოდენობით ხდება ოქროსა და ვერცხლის მოპოვება, მრეწველობა წარმოდგენილია საფეიქრო, კვების ტყავ-ფეხსაცმელის წარმოებით, არის ნავთობგადასამუშავებელი და ცემენტის ქარხნები.

ტრანსპორტი.

რკინიგზების სიგრძე 740 კმ-ს უდრის, საავტომობილო გზებისა 8500 კმ-ს, საგარეო ვაჭრობა ძირითადად საზღვაო ტრანსპორტით წარმოებს, მთავარი ნავსადგურებია აკახურტლა და ლალიბერტატი, ვაჭრობაში მთავარი პარტნიორებია ა შ შ, გერმანია, იაპონია, ჰონდურასი, ნიდერლანდი და ინგლისი.

ფულის ერთეულია კოლონი.

კულტურა.

მოსახლეობის ნახევარზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარია, სალვადორში ითვლება 2600 დაწყებითი და 200 საშუალო სკოლა, კომერციული და პედაგოგიური სასწავლებელი, უნივერსიტეტი, გამოდის 9 ყოველდღიური და კვირეული გაზეთი, 3 ჟურნალი, ასევე კომპარტიის გაზეთი ვერდარდი ანუ სიმართლე, საკუთარი საინფორმაციო სააგენტო არ აქვს, არის რადიო და ტელევიზია.

სახელმწიფო წყობილება.

1962 წ კონსტიტუციით სალვადორის რესპუბლიკის მეთაურია პრეზიდენტი, ირჩევენ 5 წლის ვადით მასვე ეკუთვნის აღმასრულებელი ძალაუფლება. კანონმდებელი ორგანოა ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა.

პარტიები.

მმართველი ეროვნული დაზავების პარტია 1961 წ აერთიანებს ბურჟუაზიას, ვაჭრებს, მემამულეებს, სამღვდელოებას, ოპოზიციური ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია 1960 წ იცავს მსხვილ მიწათმოქმედთა ინტერესებს, რეოლუციური პარტია აბრივი და მაიო 1959 წ აერთიანებს მუშებს, გლეხებს, სტუდენტებს, ინტელიგენციას და წვრილ ბურჟუაზიას, მისი მიზანია ანტიფეოდალური და დემოკრატიული გარდაქმნები, გამოდის ა შ შ-ს ჩარევის წინააღმდეგ სალვადორის საქმეებში, ეროვნული რეოლუციის  რესპუბლიკური პარტია მემარცხენე ოპოზიციური ბურჟუაზიული პარტია, სახალხო პარტია, მემარჯვენე ბურჟუაზიული პარტია და სალვადორის კომპარტია 1930 წ, 1932 წლიდან მოქმედებს არალეგალურად.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / სალვადორი