სამხრეთ კორეა 

 

 

ოფიციალური: კორეის რესპუბლიკა.

კორეული: Taehan Minguk.

ქვეყნის კოდი: KR.

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. უკავია კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი. მოსაზღვრე ქვეყანაა ჩრდილოეთი კორეა.

 

ფართობი: 98.500 კვ.კმ.

ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ჰალა-სანი 1.950; მდინარე (კმ) - ნაკტონგ-განგი 520; ტბა - ჩუნგჯუ-ჰო; კუნძული (კვ.კმ) - ჩეჯუ-დო 1.830; კლიმატი - ზომიერი.

ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ვოლფრამი, გრაფიტი, მოლიბდენი, ტყვია, ჰიდროენერგეტიკული რესურსები.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი RO Muh-hyun (2003).

საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (273 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია - 9 პროვინცია (do) და 7 ქალაქი (gwangyoksi).

 

  დემოგრაფია

 

სეული მოსახლეობა: 48,3 მლნ (2003), მათ შორის 99,8% კორეელები.

ენები: კორეული, ინგლისური.

რელიგია: ბუდიზმი, კონფუციანელობა, ქრისტიანობა.

ქალაქები (ათ.) : სეული (9.630; აგლომ. 19.969), პუსანი (3.505; აგლომ. 4.298), ტეგუ (2.370), ინჩხონი (2.480).

 

 

 ეკონომიკა

ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 485 მლრდ $ (მე-11 ადგილი); 1 სულზე - 10.550 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 6, მრეწველობა 43, მომსახურება 51.

ექსპორტი: სამანქანო-სატრანსპორტო მოწყობილობები, საფეიქრო ნაწარმი, ელექტრო საქონელი.

ბიუჯეტი: 118,100 მლნ $.

ვალუტა: სამხრეთკორეული ვონი (KRW).

კომპანიები: დეუ ელექტრონიკსი, სამსუნგი, ჰიუნდაი, კია მოტორსი.

 

 

 ისტორია

გამოცხადდა რესპუბლიკა 1948 წელს. 1951-ში შეიჭრა ჩრდილოეთი კორეა, ომი რამდენიმე წელი გრძელდებოდა. 1961 და 1980 წლებში განხორციელდა სამხედრო გადატრიალებები. 1991 წელს ჩრდილოეთ კორეასთან ხელი მოეწერა თავდაუსხმელობის აქტს. 1992 წლიდან გაეროს წევრია. 2000 წლიდან დაიწყო დათბობის პერიოდი მხარეებს შორის.

 

 

 მემკვიდრეობა

სეული - კორეული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, გუნბოკის, კუნბოკის, დაკსუს სასახლეები;

 

ჩონჯუ - ტაძარი-პაგოდა პონჩუ-სა;

ჩენჯუ - ლის დინასტიის დამაარსებლის აკლდამა

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / სამხრეთ კორეა