საფრანგეთი 

 

 

ოფიციალური: ქართულად - საფრანგეთის რესპუბლიკა; ფრანგულად - France; Republique Fransaise.

ეტიმოლოგია - სახელი მომდინარეობს ფრანკების ტომებისაგან. თვით სიტყვა ფრანკი

 თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. ამ ტერიტორიას რომაელები გალიას უწოდებდნენ გალების კელტური ტომის მიხედვით. საფრანგეთის სახელები სხვა ენებზე: Gallia (ბერძნული), Francogallia (ლათინური), Fagguo (ჩინური), Ranska (ფინური), Rsarf (ებრაული), Valland (ძველნორვეგიული), Bro-C hall (ბრეტონული), Perancis (ინდონეზიური).

ქვეყნის კოდი - FR.

 

 გეოგრაფია

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ანდორა, ესპანეთი.

 

ფართობი - 551.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 3,010 კმ; სახმელეთო - 2,250 კმ.

ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - აკვიტანიის აუზი, არმორიკის მასივი (ბრეტანი), კოტანტინის ნახევარკუნძული (ნორმანდია), პარიზის აუზი, ხმელთაშუაზღვის დაბლობი, ცენტრალური მასივი, რონა-საონის ველი, პირენეები, ალპები და ჟურა, ელზასი და ლოტარინგია. მთიანი რეგიონები - ალპები, პირენეები, ჟურა, არდენები, ვოგეზები. უმაღლესი მწვერვალი - მონბლანი 4.807 მ; მდინარეები (კმ) - გარონა 650, ლუარა 1.020, მარნა, რაინი, რონა 548 (სულ 812), საონი, სენა 776; ტბები (კვ.კმ) - ჟენევის 234 (სულ 581), ეტან-დე-ბერი 155, ანესი; კუნძულები (კვ.კმ) - კორსიკა 8.680, ილ-დ-ოლერონი 174; კლიმატი - კონტინენტური, ოკეანური.

ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, რკინის მადანი, ბოქსიტები, თუთია, საშენი ხე-ტყე, თევზი.

 

სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა. საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც დაამხო მონარქიული მმართველობა და გამოაცხადა რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (Nიცოლას შარკოზყ, 2007-დან). საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის პრეზიდენტები იყვნენ აგრეთვე:შარლ დე გოლი (1959-69), ჟორჟ პომპიდუ (1969-74), ვალერი ჟისკარ დ ესტენი (1974-81), ფრანსუა მიტერანი (1981-95),ჟაკ შირაკი (1995-2007).

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი Fransois Fillon (2007).

 

 

საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება ეროვნულ კრებისა (577 წევრი) და სენატისაგან (321 წევრი).

პარტიები:  სოციალისტური პარტია (ხელმ. ფ.ოლანდი), გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად (ფ.სეგენი), დემოკრატიის კავშირი (ფ.ლეოტარი).

 

სიმბოლოები: ჰიმნი - მარსელიეზა, მიღებულ იქნა 1792 წელს (ავტორი კ. რუჟე დე ლილი); დევიზი - "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" (Liberte, egalite, Frategnite); ეროვნული ემბლემა - შროშანი (Fleur-de-lis); დროშა - ტრიკოლორი სამი ვერტიკალური ზოლით (ლურჯი, თეთრი, წითელი).

 

 ადმინისტრაციული დაყოფა

საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორია იყოფა 95 დეპარტამენტად (დეპარტამენტ), რომლებიც 22 ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში არიან გაერთიანებული, მათ შორის კორსიკას განსაკუთრებული სტატუსი აქვს მინიჭებული. საფრანგეთის რეგიონებია: აკვიტანია, ბრეტანი, ბურგუნდია, ელზასი, ზემო ნორმანდია, კორსიკა, ლანგედოკი-რუსილონი, ლიმუზენი, ლორენი, ლუარის რეგიონი, ნორდ-პა-დე-კალე, ოვერნი, ილ დე ფრანსი, პიკარდია, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი, პუატუ-შარანტი, რონა-ალპები, სამხრეთი პირენეები, ფრანშ-კონტე, ქვემო ნორმანდია, შამპან-არდენი, ცენტრი.

 

სამფლობელოები. საფრანგეთის მფლობელობაშია 4 ზღვისიქითა დეპარტამენტი (დეპარტამენტ დ            ოუტრე მერ), 4 ზღვისიქითა ტერიტორია (ტერრიტოირე დ           ოუტრე მერ) და 2 სპეციალური ტერიტორიული ერთეული. საფრანგეთის სამფლობელოები: ახალი კალედონია; ბასას და ინდია, კ.; გვადელუპა; გლორიოზო, კ.; ევროპა, კ.; ვალისი და ფუტუნა; კლიპერტონი, კ.; მაიოტი; მარტინიკა; ჟუან დე ლა ნოვა, კ.; რეიუნიონი; საფრანგეთის სამხრეთ პოლარული ტერიტორია; საფრანგეთის გვიანა; საფრანგეთის პოლინეზია; სენ-პიერი და მიკელონი; ტრომელინი.

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 64,1 მლნ (2007), მათ შორის 90,4% ფრანგები, 2,5% ელზასელები, 2,0% იტალიელები, 1,9% ბრეტონელები.

ენები - ფრანგული (ოფიციალური ენა), პროვანსული, ბრეტონული, ელზასური, კორსიკული, კატალანური, ბასკური, ფლამანდული.

რელიგია - კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი (1 მლნ), ისლამი (4 მლნ).

ქალაქები (ათ.) - პარიზი (2.110, აგლომ. - 11.330), ლიონი (444, აგლომ. - 1.671), მარსელი (820, აგლომ. - 1.538), ტულუზა (412, აგლომ. - 978), ნიცა (332, აგლომ. - 946), ნანტი (282, აგლომ. - 721), სტრასბურგი (272).

 

 ეკონომიკა

საფრანგეთი მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით 1.542 მლრდ $) მას მსოფლიოში მე-4 ადგილი უკავია აშშ-ს, იაპონიის და გერმანიის შემდეგ.

 

ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 28, მომსახურება 69;

ე.ე.პ. (1 სულზე) - 26.300 $.

ექსპორტი - ღვინო, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მანქანათმშენებლობის ნაწარმო, ქიმიკატები. საფრანგეთი რჩება უდიდეს ტურისტულ სახელმწიფოდ.

ბიუჯეტი - 286,000 მლნ $.

ვალუტა - ევრო (EUღ); 2002 წლამდე ფრანგული ფრანკი.

უდიდესი კომპანიები: ალკატელი, ფრანს-ტელეკომი, კრისტიან დიორი, დანონი, მიშლენი, აქსა, რენო, სიტროენი, ერ-ფრანსი, პეჟო, შნაიდერი.

 

უდიდესი ბანკები - კრედი აგრიკოლ, ბანკ ნასიონალ დე პარი, სოსიეტე ჟენერალი, კომპანი ფინანსიე პარიბა, კრედი ლიონე.

 

 მემკვიდრეობა

საფრანგეთის მონუმენტები

 (1/20)¦

 

მონ-სენ-მიშელია(2/20)¦

 

 ეიფელის კოშკი(3/20)¦

 

შამბორის სასახლეა(4/20)¦

 

ბეზანსონის ციტადელია(5/20)¦

 

ტრიუმფალური თაღი შამს-ელისეზეა(6/20)¦

 

კამარგია(7/20)¦

 

არკ დე ლა დეფანსია(8/20)¦

 

ვერსალია(9/20)¦

 

მარსელის ღვთისმშობლის ტაძარია(11/20)¦

 

პონ-დუ-გარია(12/20)¦

 

მონ-ბლანია(13/20)¦

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარია(14/20)¦

 

 

ახალი კალედონიაა(19/20)¦

 

კარკასონია(20/20)

 

მიიოს ვიადუკიმონ-სენ მიშელი და მისი ყურე, ვერსალის სასახლე და პარკი, ფონტენბლოს სასახლე და პარკი, ამიენის და შარტრის საკათედრო ტაძრები, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ეიფელის კოშკი, სენის სანაპიროები, ავინიონის და ლიონის ისტორიული ცენტრები; ფორტიფიცირებული ქალაქი კარკასონი; ლუარის ველები; ფრანგული ეპოსი - სიმღერა როლანდზე (XI ს.).

 

 

 ისტორია

 

 

მე-19 საუკუნის განმავლობაში საფრანგეთმა უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრო აფრიკასა და აზიაში, მაგრამ საუკუნეთა მიჯნაზე გერმანიასთან წარმოებულმა ომებმა ძლიერ დაასუსტა მისი კოლონიური იმპერია. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გენერალმა შარლ დე გოლმა შესძლო მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენა. დღეს სწორედ საფრანგეთ-გერმანიის აქტიური თანამშრომლობა განაპირობებს ევროპაში ინტეგრაციული პროცესების წარმართვას.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / საფრანგეთი