საფრანგეთის გვიანა 

 

ფართობი 91 000 კვ კმ.

მოსახლეობა 200 000, 2007 წელს.

დედაქალაქი კაიენა.

სახელმწიფო ენა ფრანგული.

მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე სურინამსა და ბრაზილიას შორის.მცხოვრებთა ძირითადი ნაწილი კრეოლი, ინდიიელი და ზანგია.

გვიანა ერთერთი ყველაზე ნაკლებდასახლებული მხარეა მთელი ამერიკის კონტინენტზე, ადმინისტრაციულად იყოფა ორ ოლქად, საკუთრივ გვიანა სანაპირო ზოლი და  შიდა ტერიტორია ე წ იდინის ტერიტორია.

რელიგია კათოლიკური.

ისტორია.

ევროპელთა I ციხე-სიმაგრე გვიანის ტერიტორიაზე აიგო 1621 წ, ხოლო 1634 წ ფრანგებმა დააარსეს ქ კაიენა, აღნიშნული ტერიტორია საფრანგეთის და ნიდერლანდის მერე ინგლისის ხელში გადავიდა, მაგრამ 1817 წლიდან ტერიტორიას კვლავ ფრანგები დაეპატრონენ.

ევროპელთა მასიურ კოლონიზაციას გვიანაში ხელს უშლიდა  ძალზე მძიმე და არაჯანსაღი ჰავა.

1825-46  წლებში საფრანგეთის მთავრობამ პოლიტიკური პატიმრების გვიანაში გადასახლება დაიწყო რასაც ეძახდნენ ე წ მშრალ გილიოტინას, მაგ 1871 წ იქ გადაასახლეს პარიზის კომუნის მონაწილენი.

ბუნება:

საფრანგეთის გვიანას უჭირავს გვიანის მთიანეთის უკიდურესი ჩრდ-აღმ ნაწილი, ძლიერი ეროზიის გამო რელიეფი ბევრ ადგილას დახრამულია, ჰავა სუბეკვატორული, ცხელი და ნოტიოა, საშუალოდ წლიური ტემპერატურა 26-28 გრადუსი, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 3200-3500 მმ, ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულსა და ზამთარში, მშრალი პერიოდია შემოდგომა, მდინარეები წყალუხვია ძლიერჭორომიანი კალაპოტით, ამიტომ სანაოსნოდ გამოუყენებელი, მთავარი მდინარეებია დას საზღვარზე მარონი, აღმ საზღვარზე ოიაპოკი, რომლებიც სანაოსნოდ მხოლოდ ქვემო წელში გამოიყენებიან.

დიდია ნოტიო ეკვატორული ტყეების ფართობი, მდიდარია ძვირფასი ჯიშის მერქნით, დაბლობის ზონა უჭირავს სავანას.

 

მეურნეობა.

ძალზე ჩამორჩენილია, სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურაა შაქრის ლერწამი, ძირითადად რომის დასამზადებლად, კაკაო, მანიოკი, ბანანი, ყავა, მემარცვლეობასა და მეცხოველეობას ადგილობრივი მნიშვნელობა აქვთ, სურსათი არ ჰყოფნით და შემოაქვთ, განვითარებულია ხე-ტყის მრეწველობა, განსაკუთრებით დიდია მისი ხვედრითი წონა ექსპორტში, ხდება ოქროს, ბოქსიტისა და კოლუმბის ანუ ტანტალიტის მოპოვება ნიობიუმის შემცველობით.

მრეწველობა წარმოდგენილია ხე-ტყის სახერხი, შაქრისა და რომის წვრილი საწარმოებით.

 

ტრანსპპორტი:

საავტომობილო გზების სიგრძე 500 კმ-ია, ტვირთბრუნვა ძირითადად ხდება საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტით, გატანის მთავარი საგნებია რომი, ოქრო, ძვირფასი მერქანი, კაკაო, ბოქსიტი, კოლუმბიტ-ტანტალიტი მადანი, თევზის წებო, შეაქვს სურსათი, მანქანები.

ვაჭრობაში მთავარი პარტნიორია საფრანგეთი, ფულის ერთეულია ევრო, ადრე ფრანკი იყო.

 

კულტურა:

გვინეაში ითვლება ორასამდე დაწყებითი და ორი საშუალო სკოლა, ვაჟთა ტექნიკური სასწავლებელი, სამასწავლებლო ლიცეი, ქალთა კათოლიკური სასწავლებელი, კაიენაშია მსოფლიოში ცნობილი პასტერის სახელობის ინსტიტუტი, რომელიც შეისწავლის ტროპიკულ დაავადებებთან ბრძოლის პრობლემებს, გამოდის 4 გაზეთი და 1 ჟურნალი, აქვს საკუთარი რადიომაუწყებლობა.

სახელმწიფო წყობილება.

1946 წლიდან გვიანა ითვლება საფრანგეთის ზღვისგადაღმა დეპარტამენტად, ქვეყანას მართავს საფრანგეთის მთავრობის მიერ დანიშნული პრეფექტი, რომელთანაც არის ასამბლეა ანუ გენერალური საბჭო,

გვიანა საფრანგეთის ეროვნულ კრებასა და სენატში წარმოდგენილია თითო დეპუტატით.

 

პარტიები.

არის გვიანის სოციალისტური პარტია 1956 წ და გვიანის ხალხთა კავშირი 1958 წ, ეს პარტია იბრძვის გვიანის სრული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / საფრანგეთის გვიანა