საქართველო 

 

 

 

საქართველო  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: თავისუფლება

 

 

დედაქალაქი თბილისი

41°43~N 44°47~E

უდიდესი ქალაქი თბილისი

ოფიც. ენები ქართული1

მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

 

 

ფართობი

 - საერთო 

69,700 კმІ (121-ე)

მოსახლეობა

 - 2008 სავ.

 - სიმჭიდროვე 

4,630,8412 (119-ე)

66 ად./კმІ (132-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$$20,5 მლრდ (117-ე)

 

$$4,700 (112-ე)

აგი (2007)  0.754 (საშუალო) (96-ე)

ვალუტა ლარიі (GEL)

დროის სარტყელი ჩEთ+0400

 

ქვეყნის კოდი GEO

CCTLD .ge

სატელეფონო კოდი +995

1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა.

Іმოსახლეობის რიცხვში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს.

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული რუბლი.

საქართველო - ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

 

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

 

 

საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

 

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

 

 

სახელწოდება

 

ქვეყნის სახელწოდება საქართველო მომდინარეობს ქართ ძირისაგან,რაც უძველეს სატომო სახელს ქართუ, კარდუ, ხალდუ-ს უკავშირდება.1918-1921 წლებში იწოდებოდა საქართველოს დემოკრატიულრესპუბლიკად, 1990-1995 წლებში- საქართველოს რესპუბლიკა-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია - GE.

 

 

გეოგრაფია

 

საქართველოს ფიზიკური რუკა მთავარი სტატია : საქართველოს გეოგრაფია.

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი.

 

 

 

ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე - 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო - 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო - 310 კმ.

ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია -სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი - შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა - 16 %, საძოვრები - 25 %, ტყეები - 34 %. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.

ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.

 

სახელმწიფო

 მთავარი სტატია : საქართველოს პოლიტიკური მოწყობა.

 

საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად ითვლება. მთავრობის საქმიანობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (235 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.

 

დედაქალაქი: თბილისი.

სახელმწიფო ენა: ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზური.

ეროვნული დღესასწაული: 26 მაისი (1918), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე (1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა იმპერიის 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი).

ძირითადი პოლიტიკური პარტიები (ანბანურ რიგზე):

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი;

კონსერვატიული პარტია - თავმჯდომარე კობა დავითაშვილი;

ლეიბორისტული პარტია - თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;

პოლიტიკური მოძრაობა ახალი მემარჯვენეები - თავმჯდომარე დავით გამყრელიძე; პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება - თავმჯდომარე კონსტანტინე ზ. გამსახურდია; პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - თავმჯდომარე გოგი თოფაძე;

 

 

პოლიტიკური მოძრაობა საქართველოს გზა - თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი;

საქართველოს რესპუბლიკური პარტია - თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი;

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის - თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი;

პოლიტიკური მოძრაობა იმედი - თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია;

 

ტერიტორიული მოწყობა

 მთავარი სტატია : საქართველოს ტერიტორიული მოწყობა.

 

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი თბილისია. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

 

 

 

 

მხარე/ავტონომიური რესპუბლიკა ფართობი (კმІ) მოსახლეობა ადმ. ცენტრი

თბილისი 1.277 1.240.000 თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 8.700 517.500 სოხუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2.900 376.000 ბათუმი

გურიის მხარე 2.033 143.400 ოზურგეთი

იმერეთის მხარე 6.552 700.000 ქუთაისი

კახეთის მხარე 11.310 407.200 თელავი

მცხეთა-მთიანეთის მხარე 6.785 125.400 მცხეთა

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე 4.954 51.000 ამბროლაური

სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე 7.441 466.100 ზუგდიდი

სამცხე-ჯავახეთის მხარე 6.413 207.600 ახალციხე

ქვემო ქართლის მხარე 6.528 497.500 რუსთავი

შიდა ქართლის მხარე 4.807 314.000 გორი

 

 

დემოგრაფია

 

ცნობილი ქართველები მთავარი სტატია : საქართველოს დემოგრაფია.

2006 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.661.473-ს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 0,74%-ს.

 

 

 

 

ეთნიკური შემადგენლობა (საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები - 83,8 %, აზერბაიჯანელები - 6,5 %, სომხები - 5,7 %, რუსები - 1,5 %, ოსები - 0.9 %, იეზიდები - 0.4 %, ბერძნები - 0.3 %, ქისტები - 0.2 %, უკრაინელები - 0.2 %, აფხაზები - 0,1 %;

რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები - 84.00 %, მუსლიმანები - 9.9 %, სომეხი გრიგორიანელები - 3.9 %, კათოლიკეები - 0.8 %, იუდეველები - 0,1 % და სხვები.

დიდი ქალაქები: თბილისი - 1,440,000, ქუთაისი - 268,800, რუსთავი - 116,000, ბათუმი - 145,400, სოხუმი - 110,300, გორი - 50,000, ზუგდიდი - 69,000, ფოთი - 47 ,000, ცხინვალი - 42,000.

 

კულტურა

 

შოთა რუსთაველი მთავარი სტატია : საქართველოს კულტურა.

არქიტექტურა: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის ისტორიული ცენტრი, უფლისციხის და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, დავით გარეჯის და შიო მღვიმის კომპლექსები; ბაგრატის ტაძარი; ზემო სვანეთი;

ლიტერატურა: ქართული ეპოსი - ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთაველი, XIII ს.).

თეატრი: ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (თბილისი, 1851), რუსთაველის სახ. დრამატული (თბილისი, 1821), მარჯანიშვილის სახ. დრამატული (თბილისი, 1928).

კულტურის თავისებურებები: პოლიფონიური სიმღერა, ორიგინალური დამწერლობა.

 

განათლება

უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები და განათლების ცენტრები:

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

კავკასიის უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

 

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა

ვალუტა ლარი (GEL)

ფისკალური წელი კალენდარული წელი

სავაჭრო ორგანიზაციები ჭთO, დსთ და სუამი

სტატისტიკა

მშპ რანგი 126-ე (2005) [1]

მშპ (მუპ) $18.16 მილიარდი (2006)

მშპ ზრდა 9.4% (2006)

მშპ/სულზე $3,900 (2006)

მშპ სექტორით სოფ.-მეურნეობა (17.2%), მრეწველობა (27.5%), მომსახურება (55.3%) (2005 დაახ.)

ინფლაცია 10% (2006)

მოს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 54% (2001)

მუშახელი 2.04 მილიონი (2004)

მუშახელი პროფესიით სოფ.მეურნეობა (40%), მრეწველობა (20%), მომსახურება (40%) (1999 დაახ.)

უმუშევრობა 12.6% (2004 დაახ.)

მთავარი მრეწველობა ფოლადი, ავიაცია, მანქანათხელსაწყოები, ელექტროხელსაწყოები, მაღაროები (მანგანუმი და სპილენძი), ქიმიური, ხე-ტყე, ღვინო

სავაჭრო პარტნიორები

ექსპორტი $1.4 მილიარდი (2005 დაახ.)

მთავარი პარტნიორები რუსეთი 18.1%, თურქეთი 14.3%, აზერბაიჯანი 9.8%, თურქმენეთი 8.9%, ბულგარეთი 5%, სომხეთი 4.7%, უკრაინა 4.4%, კანადა 4.2% (2005)

იმპორტი $5.2 მილიარდი (2007 დაახ.)

მთავარი პარტნიორები რუსეთი 15.4%, თურქეთი 11.4%, აზერბაიჯანი 9.4%, უკრაინა 8.8%, გერმანია 8.3%, აშშ 6% (2005)

საზ. ფინანსები

სახ. ვალი $1.76 მილიარდი (2006 დაახ.)

შემოსავლები $1.43 მილიარდი (2005 დაახ.)

გასავლები $1.56 მილიარდი (2005 დაახ.)

ეკონ. დახმარება ODA $150 მლნ (2000 დაახ.)

რედ.

 მთავარი სტატია : საქართველოს ეკონომიკა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18 %), თურქეთი (14 %), აზერბაიჯანი (12 %) და აშშ (6 %).  ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე - 860 $.  ვალუტა - ქართული ლარი (GEL).

 

დამატებითი ინფორმაცია: ქართული კომპანიები და ორგანიზაციები

 

საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები

დიდი მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძე, საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1883 წლიდან გაზეთ «ივერია»-ში აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში «შინაური მიმოხილვა»). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის - პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან - დღემდე, საქართველოს საბანკო - საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

 

დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია:

 

საქართველოს ბანკების ასოციაცია

ბაზის ბანკი

ბანკი რესპუბლიკა (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი)

ვითიბი (ყოფილი გაერთიანებული ქართული ბანკი)

თიბისი ბანკი

პროკრედიტბანკი

საქართველოს ბანკი

სახალხო ბანკი

სილქ როუდ ბანკი

სტანდარტ ბანკი

ტაოპრივატბანკი

არასაბანკო საკრედიტო-სადეპოზიტო ორგანიზაციები და საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამები:

 

განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი

დაზღვევის სისტემა:

 

დაზღვევის ასოციაცია

ალდაგი-ბი-სი-აი

ჯი-პი-აი ჰოლდინგი

სახელმწიფო ინსტიტუტები:

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ბანკი

 

ენერგო-რესურსები

 ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.

თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.

 

 

შეიარაღებული ძალები

 მთავარი სტატია : საქართველოს შეიარაღებული ძალები.

1998 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 20000 მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (12600), სამხედრო-საჰაერო ძალები (3000), სამხედრო-საზღვაო ძალები (2000). რეზერვში ირიცხებოდა 250000 ადამიანი. შეიარაღებაში იმყოფებოდა 80-მდე ტანკი, 111 საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 100-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი, 80-მდე საზენიტო რაკეტო კომპლექსი, 17 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 22 საპატრულო კატარღა და მცირე ხომალდი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით-სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევით და კონტრაქტის საფუძველზე. 2005 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 550 მლნ. ლარი.

 

 

უახლესი ისტორია

 ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს.

გთხოვთ იხილოთ დისკუსია განხილვის გვერდზე.

გთხოვთ ნუ ამოიღებთ ამ შეტყობინებას კამათის გადაჭრამდე.

 

 მთავარი სტატია : საქართველოს ისტორია.

 

დამოუკიდებლობის აღდგენა

 

საქართველოს

სახელმწიფოებრიობა

იბერიის სამეფო

 

 

კოლხეთის სამეფო

 

ლაზიკა-ეგრისის სამეფო

ერთიანი ქართული სახელმწიფო

ნაწილები

ტაო-კლარჯეთის სამეფო

აფხაზეთის სამეფო

ჰერეთის სამეფო

კახეთის სამეფო

ქართლის სამეფო

იმერეთის სამეფო

საქ. დემოკრ. რესპუბლიკა

საქართველოს სსრ

საქართველოს რესპუბლიკა

ეს დაფა: იხ.  განხ.  რედ.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო (სპიკერი: ზვიად გამსახურდია). იმავე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბ-ნი ზვიად კ. გამსახურდია (1939-1993). იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა საქართველოს რესპუბლიკა, დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

 

 

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა, მათ შორის აფხაზებმაც. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

 

 

სამხედრო გადატრიალება

1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა სამხედრო საბჭო, რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ე. წ. სახელმწიფო საბჭო-ს (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე).

 

 

ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა. შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.

 

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი მძლავრი ტალღის აგორებამ 1988 წელს, შემდეგ კი საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მის ავტონომიურ წარმონაქმნებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება (1989-1993) და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში). 1993 წლის სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ (ჩეჩნეთის დედაქალაქიდან იგი სამეგრელოში ჩაფრინდა) სცადა აფხაზეთის გადარჩენა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ ე. შევარდნაძემ მოიწვია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით და დახმარების შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამან გადაწყვიტა კანონიერი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების ბედი. სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს.

 

 

 

შევარდნაძის გადადგომა

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ საერთო-სახალხო მღელვარების ფონზე, იმდროინდელმა ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მოახდინა ვარდების რევოლუცია, რამაც 2003 წლის 23 ნოემბრის შევარდნაძის გადადგომა გამოწვია.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / საქართველო