საქართველოს ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები

 

 

ქართველი ხალხის განვითარებაზე, მის ფსიქო-ემოციონალურ თვისებებსა თუ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ის ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო, რომელშიც მას საუკუნეების მანძილზე უხდებოდა ცხოვრება. მისი მიწა-წყალი ატარებს იმ დიდი ცვლილებების კვალს, რასაც ჩვენი პლანეტა მილიონობით წლების განმავლობაში ატარებდა. ერთ დროს კავკასიის მთელი ტერიტორია ზღვით იყო დაფარული სხვადასხვა გეოლოგიური მოვლენების შედეგად ხმელეთი რამდენჯერმე ამოიზარდა, იყო მძლავრი ვულკანური ამოფრქვევები, შემდეგ მიწის ზედაპირი კვლავ ქვევით იწევდა და ტერიტორიის დიდ ნაწილს ისევ ზღვა იჭერდა. ამ, 28-30 მილიონი წლის წინ, მთათა წარმომქმნელმა ძალამ კვლავ ხმელეთი ამოსწია, კასპიის ზღვა მოსწყდა შავ ზღვას და მათ შორის კავკასიის ყელი გაჩნდა. ამ დროიდან იწყება საქართველოს ტერიტორიის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება. ხსენებული პრცესი საქართველოს მიწა-წყლის წარმოქმნისა მეტად ხატოვნადაა ერთ-ერთ ლექსში წარმოდგენილი: ~ორ ზღვას შუა ოდითგანვე საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო~ საქართველოს ტერიტორია რომ უძველეს დროში წყლით იყო დაფარული და იგი ადგილს თანდათანობით უთმობდა ხმელეთს ისიც ადასტურებს, რომ დასავლეთ საქართველოში სათაფლიის მღვიმის მახლობლად, 1933 წელს ცნობილმა მხარეთმცოდნემ პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა ადრინდელი გეოლოგიური ეპოქის (ქვედა ცარცის) გიგანტური ქვეწარმავლის დინოზავრის ნაკვალევი. დაახლოებით მილიონი წლის წინათ საქართველოს ბუნებრივმა პირობებმა თითქმის ისეთივე სახე მიიღო, როგორიც ამჟამად არის. ადრე შედარებით თბილი ჰავა იყო, მაგრამ როგორც ევროპაში, ისე აქაც დროდადრო ადგილი ჰქონდა გამყინვარებას, როდესაც მაღალი მთიანი ადგილებიდან, კერძოდ, კავკასიონის ქედიდან ბარისაკენ მოემართებოდა მყინვართა უზარმაზარი მასები, რასაც მოჰყვებოდა აცივება და ბუნებრივი პირობების შეცვლა, მაგრამ აქ გამყინვარება ისეთი მასშტაბის მაინც არ ყოფილა, როგორც ალპებში ან ჩრდილოეთ ევროპაში. საბოლოოდ, რამდენიმე ათეული ათსი წლის წინ ჩამოყალიბდა საქართველოს ის ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო, რომელშიაც ამჟამად უხდება ადამიანს ცხოვრება. საქარველოს ჩრდილოეთი ბუნებრივ საზღვარს მუდმივი მყინვარებითა და მაღალი მწვერვალებით გვირგვინმოსილი კავკასიონის ცადაზიდული ქედი წარმოადგენს, სამხრეთით კი საკმაოდ ვრცლადაა გაშლილი მცირე კავკსიონის მთიანეთი. თვითონ კავკასიონიდან სამხრეთისაკენ რამლენიმე შედარებით მცირე სიმაღლის ქედი ეშვება, რომელთაგან ლიხის, ანუ სურამის ქედი საქარველოს ორ ნაწილად5 დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად ჰყოფს. ამ მთების მაღლობებზე შესანიშნავი საზაფხულო საძოვრებია, უფრო ქვემოთ, მთის კალთები ხშირი ტყითაა დაფარული. მთა-გორიანი ადგილები თანდათან ზეგნებსა და დაბლობებში გადადის. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მთათა მასივებს შორის მოქცეულია საქართველოს ბარი. დასავლეთით კოლხეთის ბარი სამკუთხედის ფორმისაა, რომლის ფუძე შავი ზღვისკენაა მოქცეული. მისი ყველაზე დაბალი ადგილი კოლხეთის დაბლობი ძველად გაუვალი ჭაობით იყო დაფარული აღმოსავლეთ საქართველოს ბარი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ესაა-შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის ბარი. აქაც ეს დაბლობი ადგილები მაღლობებსა და ზეგნებში გადადის. აქ ჰავა დასავლეთ საქართელოსთან შედარებით მშრალია, ამიტომ სოფლის მეურნეობისათვის ხელოვნურ მორწყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ საქართველოს ჰავა, ისევე როგორც რელიეფი, მრავალფეროვნებით ხასიათდება. მაღალმთიან ადგილებში ჰავა მკაცრია, დაბლობში კი თანდათან რბილდება. ზეგნებსა და დაბლობებში ძირითადად ზომიერი ჰავა ბატონობს, თუმცა ადგილ-ადგილ აქაც დიდიად განსხვავებული კლიმატური რაიონებია. მაგალითად, შავიზღვისპირეთში ჰავა ნესტიანი და სუბტროპიკულია, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან რბილი და ზოგან მშრალია, მაგრამ მის სმხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უდაბნოს ცხელი სუნთქვაც აღწევს. საქართველო უხვად ირწყვება დიდი დი მცირე მდინარეებით. ისინი სათავეს იღებენ, როგორც კავკასიონის მთავარ ქედზე და მის განშტოებაზე, ისე სამხრეთის მთიანეთში. საქართველოს მთავარ მდინარეებს წარმოადგენენ მტკვარი, რიონი, ჭოროხი, ალაზანი და სხვ. ისინი უშუალოდ ზღვას უერთდებიან. ეს მდინარეები ძველ დროში სანაოსნოდაც იყო გამოყენებული. ამას ადასტურებს მითი არგონავტთა ლაშქრობის შესახებ და ტიმ სევერინის მოგზაურობა. საქართველო მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით - მადნეულით, სათბობით, საშენი მასალით. მადნეულიდან აღსანიშნავია, სპილენძი, რკინა, მათ დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ აქ მეტალურგიის ადრევე წარმოქმნისა და განვითარებისათვის. საქართველოში ბევრია ქვის ისეთი ჯიშები, რომელთაგანაც განსაკუთრებით მოხერხებული იყო უმარტივესი იარაღის დამზადება (კაჟი, ობსიდიანი და სხვ.) საერთოდ, საქართველოს ბუნებრივი პირობები უაღრესად ხელსაყრელი იყო აქ ადამიანის ძველთაგანვე დასახლებისა და მისი მრავლფეროვანი სამეურნეო საქმიანობისათვის.

    საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა მისი ბუნებრივი მრავალფეროვნება. ქვეყანა გამოირჩევა ერთობ რთული რელიეფით. მისი ტერიტორიის თითქმის 2/3 მთაგორიანია. ვერტიკალურად რესპუბლიკის ტერიტორია ვრცელდება შავი ზღვის დონიდან 5068,8 მ-მდე. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია5 კავკასიონის მთავარი ქედი, მთიანეთშორისი ბარი, მესხეთის და თრიალეთის ქედები (მცირე კავკასიონის მთიანეთის ნაწილი) და სამხრეთ კავკასიონის ვულკანური მთიანეთი. საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის გასწვრივ კავკასიონის მთიან სისტემას უჭირავს რესპუბლიკის ფართობის 1/2-ზე მეტი. საქართველოს კავკასიონის უმაღლესი მწვერვალებია შხარა (5058 მ.), მყინვარწვერი (ან ყაზბეგი, 5042 მ.), რუსთაველის პიკი (4960 მ.), თეთნულდი (4852 მ.) და უშბა (4710 მ.), ხოლო უმთავრესი უღელტეხილებია5 ქლუხორი (2782 მ.), ნაკრა (2202 მ.), ბეჩო (2700 მ.), ტვიბერი (3564 მ.), მამისონი (2892 მ.), როკი (2995 მ.) და ჯვარი (2279 მ.). მეურნეობის და განსახლების მთავარი არეალია ზემოაღნიშნულ ორ მთიან სისტემას შორის მოქცეული დადაბლებული ზონა და შავიზღვისპირა ზოლი. ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნება წარმოქმნის ჰავის სიჭრელესაც. დასავლეთ საქართველოში ტენიანი სუბტროპიკული ჰავა ჭარბობს, აღმოსავლეთ საქართველოსთვის კი დამახასიათებელია მშრალი და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. საქართველოში ჩამოყალიბებულია ნაირგვარი ლანდშაფტები - დაწყებული ნახევრადუდაბნოსა და ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადთოვლიან-მყინვარებიანი (გლაციალურ-ნივალური) ლანდშაფტებით. საქართველოს ტერიტორია საკმაოდ მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვანახშირის, მანგანუმის, ფერადი ლითონების და ზოგიერთი არალითონური მადნეულის საბადოები.

      საქართველოს შიგა წყლების დიდი რესურსები გააჩნია. ქვეყანაში სულ 25075 მდინარეა (საერთო სიგრძე 54768 კმ.), რომელთაგან მხოლოდ 16 მდინარეს აქვს 100-500 კმ-ის სიგრძე. მდინარეები ეკუთვნის შავი ზღვის აუზს (დას. საქართველო) და კასპიის ზღვის აუზს (აღმ. საქართველო). საქართველოს უდიდესი მდინარეა მტკვარი, რომლის დინების მხოლოდ შუა წელი (400 კმ.) თავსდება რესპუბლიკის ფარგლებში. ყველაზე წყალუხვი მდინარეა რიონი (227 კმ.), რომელიც კალაპოტის გაწმენდის შემთხვევაში ქვემო წელში ვარგისია სანაოსნოდ. საქართველოში 8,0-მდე ტბაა (საერთო ფართობი 170 კმ2), რომელთა შორის უდიდესია ფარავანი (სარკის ფართობი 2775 კმ2), ხოლო ყველაზე ღრმა - რიწა (სიღრმე არის 101 მ.). ქვეყანაში 12 წყალსაცავია (ჯამური ფართობი - 107 კმ2, წყლის მოცულობა - 274 მლნ. მ2). საქართველოს კავკასიონზე 688 მყინვარია (ფართობი 50, კმ2, ე.ი. რესპუბლიკის ფართობის -77I), ჭაობებს კი 225 ათასი ჰა უკავია. მდიდარი და მრავალფეროვანია საქართველოს ფლორა და ფაუნა. ქვეყანაში იზრდება 12260 სახეობის მცენარე (მათგან 500 სახეობა ენდემურია). რესპუბლიკის ტერიტორიის 38,5 პროცენტი ტყითაა დაფარული. ალპური სარტყელი აქ 2400-2650 მ-დან 3000-3100 მ-დეა, ნივალური სარტყელი კი იწყება 3500-3700 მ-დან. საქართველოში ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების - 487 ამფიბიების - 117 თევზების - 1207 უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა. საქართველო მდიდარია მტკნარი მიწისქვეშა წყლების რესურსებით მათი ჯამური ბუნებრივი დებიტი შეადგენს 560 მ2/წმ. ქვეყანაში განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ხასიათდება სამკურნალო მნიშვნელობის წყლები, რომელთა რაოდენობა 1400-ს აღწევს. რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნიკალურ თერმულ წყლებთან და სუსტად რადიაქტიულ წყაროებთან ერთად, საკმაოდ მრავლადაა სამკურნალო ტალახის საბადოებიც.

საქართველო აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა, სადაც მცირემიწიანობის მიუხედავად (სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით რესპუბლიკის ტერიტორიის 17 პროცენტია საექსპლუატაციოდ ვარგისი) განსაკუთრებით მდიდარი ტრადიციები გააჩნია მიწათმოქმედებას (მარცვლეულის მოყვანას, მევენახეობას, მეხილეობას, მებოსტნეობას). საქართველო ითვლება ვაზის კულტურის სამშობლოდ და მევენახეობის კლასიკურ ქვეყნად. საქართველოში მეცხოველეობას ასევე დიდი ტრადიციები გააჩნია. ხალხური სელექციის გზით აქ შეიქმნა ცხვრის, ჭროხის, ცხენის, ღორის, თხის, ფუტკრის ადგილობრივი ჯიშები.

სსრკ-ს შემადგენლობაში ყოფნის ჟამს საქართველოს მრეწველობის დარგებს წარმოადგენდა ელექტროენერგეტიკა, სათბობის მრეწველობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და ლითონდამუშავება, ხე-ტყის მრეწველობა. 1979 წლისათვის საქართველოში რკინიგზის ტრანსპორტის საერთო სიგრჭე 1421 კმ-ს, ხოლო საავტომობილო გზების სიგრჭე 2200 კმ-ს შეადგენდა. საქართველოს უმთავრესი საზღვაო პორტებია ფოთი, ბათუმი და სოხუმი.

 

 

        საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება

 

საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა კუთხეების ისტორიული სახელწოდებანი, ლეონტი მროველისეულ ვერსიას თუ მივიღებთ მხედველობაში, თარგამოს-ქართლოსის მემკვიდრეთაგან უნდა იღებდეს სათავეს ისტორიული მოვლენების სწორი და თვალნათელი წარმოდგენისათვის უნდა ვიცოდეთ ამ მხარეების ანუ ქართული ~ქვეყნების~ ადგილმდებარეობა და ისტორიული საზღვრები დროდადრო მათი სახელწოდებები იცვლებოდა, საზღვრები უფრო ვრცელი ხდებოდა, ფართოვდებოდა, ზოგჯერ კი პირიქით, მცირდებოდა-ქვეყანა უფრო პატარა კუთხეებად იყოფოდა. საქართველოს ცენტრალური მხარეა ქართლი. მისი სახელწოდებიდან მომდინარეობს ქართველი და საქართველო. ქართლი შედგებოდა ცალკეული ნაწილებისაგან-შიდა, ქვემო და ზემო ქართლისაგან. შიდა ქართლს დასავლეთით ლიხის ქედი საზღვრავდა, ჩრდილოეთით-კავკასიონის მთავარი ქედი, აღმოსავლეთით-მდ. არაგვი, სამხრეთით-თლიალეთის ქედი. ქვემო ქართლი კი თრიალეთის ქედის სამხრეთით მდებარეობდა ქედით იყო შემოსაზღვრული. ზემო ქართლი, ანუ მესხეთი აერთიანებდა მდ. მტკვრის შემოგარენს, მდინარის სათავიდან ტაშისკარამდე და ჭოროხის აუზს-სათავიდან აჭარისწყლის ხეობამდე. მტკვრის ზემო წელზე მდებარეობს5 სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი და კოლა, ხოლო ჭოროხის ზემო წელზე-კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, ოლთისი და სპერი. საუკუნეთა მანძილზე საქართველოს საზღვრებში შემოდიოდა ბასიანის მხარეც (მდ. არაქსის ხეობის მიმდებარე ადგილები). ქართლს აღმოსავლეთით კახეთ-ჰერეთი ესაზღვრებოდა. ადრე კახეთი მდ. ივრისა და ალაზნის ზემოწელს მოიცავდა, ჰერეთი კი ამ მდინარეების შუა და ქვემო წელს. მეხუთე საუკუნიდან ეს ორი ქვეყანა ერთიანად კახეთად იწოდებოდა. იგი ქართლისაგან მდ. არაგვით იყო გამოყოფილი. შემდეგი საზღვარი თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით გადიოდა მდ. მტკვარამდე. სამხრეთის საზღვრებიც ძირითადად მდ. მტკვარს მიჰყვებოდა. აღმოსავლეთით კი კახეთის საზღვარი ხშირად იცვლებოდა. დღევანდელი აზერბაიჯანის ბელქანის, ზაქათალის, კახის რაიონები ისტორიულ კახეთის ფარგლებში შემოდიოდა, მაგრამ მეშვიდე -მერვე საუკუნეების ძნელბედობის დროს აქ ჩამოსახლდნენ დაღესტნელი მთიელები და ეს ძირძველი ქართული მხარე (გვიანდელი საინგილო) მოსწყდა დედა სამშობლოს. დასავლეთ საქართველო უძველეს ხანაში ეგრისად მოიხსენიება. მეთერთმეტე-მეცამეტე სს-ში საქართველოს ამ მხარეს ლიხთ იმერეთი დაერქვა. იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ ნაწილს ეწოდა, რომელიც ლიხის ქედსა და მდ. ცხენისწყალს, რაჭის ქედსა და მესხეთის ქედს შორის იყო მოქცეული. ცხენისწყლის დასავლეთით ანაკოფიამდე ოდიში, ანუ სამეგრელო მდებარეობდა. ანაკოფიის (დღევანდელი ახალი ათონის) ჩრდილო-დასავლეთი კი აფხაზეთს ეკავა მერვე ს. დასაწყისში სამხრეთ-დასავლეთის საზღვარმა მდ. ენგურამდე გადმოიწია და ისტორიული სამურზაყანოც მოიცვა დღევანდელი გალის რაიონის ტერიტორია. სამხრეთით, მდ. რიონსა, მესხეთის ქედსა და შავ ზღვას შორის გურია მდებარეობს. უკიდურეს სამხრეთ დასავლეთით კი აჭარა და ლაზეთი ანუ ჭანეთი. შიდა ქართლის მთიანი ნაწილის-კავკასიონის მიუვალი ხეობებში განფენილი იყო დვალეთი, მთიულეთი და ხევი, ხოლო კახეთის მთიანეთის ხეობებში-თუშ-ფშავ-ხევსურეთი ადრე ფხოვის სახელით იყო ცნობილი. დასავლეთ საქართველოს მთიანეთი სვანეთს, ლეჩხუმსა და რაჭას უკავია. თავდაპირველად რაჭა და ლეჩხუმი ერთ ქვეყნად იყო გაერთიანებული და თაკვერი ერქვა.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / საქართველოს ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები