სირია 

 

 

სირიის არაბთა რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Homat el Diyar

 

 

დედაქალაქი დამასკო

33°30~N 36°18~E

უდიდესი ქალაქი დამასკო

ოფიც. ენები არაბული

მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი

ქ -პრ.-მინისტრი მუჰამედ ნაჯი ალ-ოტარი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

185,180 კმІ (88-ე)

 

  0.06%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - სიმჭიდროვე 

19,405,000 (55-ე)

103 ად/კმІ (110-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2005მიახლ.

$71.74 მილიარდი (65-ე)

 

$5,348 (101-ე)

აგი (2007)  0.724 (საშუალო) (109-ე)

ვალუტა სირიული ფუნტი (SYP)

დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)

ქ -ზაფხულის დრო EET (UTC +3სთ.)

ქვეყნის კოდიSYR

ccTLD .sy

სატელეფონო კოდი +963

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: სირიის არაბთა რესპუბლიკა.

ეროვნული:  Al Jumhuriyah al Arabiyah as Suriyah.

 

 გეოგრაფია

 

სირია მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს არის ნაყოფიერი ველების, მთებისა და უდაბნოების ქვეყანა. სირიის მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ერაყი, იორდანია, ისრაელი, ლიბანი. ფართობი შეადგენს 185.180 კვ.კმ-ს.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი Bashar al-ASAD (2000).

საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა - 14 რეგიონი (მუფაზაჰ).

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 18 448 000 (2005), აქ ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი, მათ შორის - სუნიტი არაბები (ისინი უმრავლესობას შეადგენენ - 90%), ქურთები (5%), სომხები, ასურელები, ალავიტები (შიიტი მუსულმანები).

სახელმწიფო ენა - არაბული. გავრცელებულია აგრეთვე - ქურთული, სომხური, არამეული, ფრანგული, ინგლისური.

რელიგია - მუსულმანი 85%, ქრისტიანი 15%.

დედაქალაქი - დამასკო (1.862 ათასი).

ქალაქები - ალეპო (1.934), ჰიმსი (752), ლატაკია (417), ჰამა (380).

 

  ეკონომიკა

რესურსები - ნავთი, ფოსფატები, ქრომი და მანგანუმი, ასფალტი, რკინის მადანი, ქვამარილი, მარმარილო, თაბაშირი, ჰიდროენერგია.

ექსპორტი - ნავთობპროდუქტები, ბამბა, ფოსფატები, ხილ-ბოსტნეული.

ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1.130 $.

ვალუტა - სირიული ფუნტი (SYP);

 

 მემკვიდრეობა

კრაკ დე შევალიე (ჯვაროსანთა ერთ-ერთი საუკეთესო ციხე),

პალმირა (რომაული პერიოდის ბრწყინვალე ნაქალაქარი),

ალეპო (ციხე-სიმაგრე, მეჩეთები, მუზეუმები, სუკები).

 

 ისტორია

1946 წელს მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან. 1958-61 წლებში ეგვიპტესთან ერთად შედიოდა არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში. ექვსდღიანი ომის შედეგად (1967) დაკარგა გოლანის მაღლობები, რომელსაც ახლაც ისრაელი აკონტროლებს. 1981-82 წლებში ჰქონდა სამხედრო კონფლიქტი ლიბანთან. 1991 წელს სპარსეთის ყურის ომში მონაწილეობდა ერაყის წინააღმდეგ. ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სირიაში მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / სირია