სოლომონის კუნძულები 

 

 

დედაქალაქი ჰონიარა

ფართობი 29,8 კვ, კმ.

მოსახლეობა 0,4 ათასი კაცი.

ბრიტანეთის პროტექტორატი სოლომონის კ-ები მდებარეობს წყნარი ოკეანის დას ნაწილში, ახ გვინეის აღმოსავლეთით.

არქიპელაგში შედის 10 დიდი და მრავალი წვრილი კუნძული.დიდი კუნძულებია: შუაზერი, სან-კრისტობალი, სენტ-ისაბელი, გუადალკანალი, ნიუ-ჯორჯია, დელია-ლაველია, ახალი გეორგია, მალაიტა, რენელი, ვან-გუნოულავა.

აღნიშნული კ-ები ინგლისის სამფლობელოს წარმოადგენს, ხოლო გაეროს სამეურვეო ტერიტორიებია ავსტრალიის მმართველობით ბუჰენვილი, ბუკა, ნისამი, მალუმისა და ნუგერიას კ-ები.

მოსახლეობა 400 000 კაცი 2007 წლის მონაცემებით, ძირითად მასას შეადგენენ მელანეზიელები 90%), აგრეთვე პოლინეზიელები, მიკრონეზიელები, ჩინელები და სხვა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი 53% კუნძულ მალაიტაზე ცხოვრობს, შემდეგ მოდის კ გვადალკანალი 16%, კუნძულებზე არის 400 სკოლა, მათ შორის ხუთი საშუალო სკოლა.

დედაქალაქი ჰონიარა კუნძულ გვადალკანალზე 25 000 მცხოვრებით, ადმინისტრაციულად იყოფა ოთხ ოლქად, დასავლეთი ოლქი ცენტრი გიზო, მოიცავს ნიუ-ჯორჯიას, შტოლენდიის, შუაზელისა და სანტა-ისაბელას კ-ებს.

ცენტრალური ოლქი ცენტრი ჰონიარა, მოიცავს გვადალკანალის, სავოს, ფლორიდისა და რასელის კ-ებს.

მალაიტას ოლქი, ცენტრი ლიკი, მოიცავს მალაიტასა და სმოლ-მალაიტას კ-ებს.

აღმოსავლეთი ოლქი, ცენტრი კირაკირა, მოიცავს რენელის, ბალონის, სიკაინის, პიკოპეას, ლორდ ჰაუს კ-ებს.

ოფიციალური ენა ინგლისური.

გაბატონებული რელიგია ქრისტიანობა, სჭარბობენ პროტესტანტები, არიან ანგლიკანებიც და მეთოდისტებიც.

აქვთ საკუთარი რადიომაუწყებლობა.

ბუნებრივი პირობები.

კუნძულები უპირატესად ვულკანური წარმოშობისაა, ბევრია მარჯნიანი რიფი, არის მოქმედი ვულკანები ბალდი, ბაგანა და ა შ.

ამასთან დაკავშირებით დიდი რაოდენობით არის ცხელი წყაროები, კუნძულები ცნობილია წიაღისეული სიმდიდრით, მათ შორის სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ოქროს, კალას, ფოსფირიტებს, სპილენძს, ნიკელს, მანგანუმსა და აზბესტს, თუმცა მათი დამუშავება ჯერჯერობით არ სწარმოებს.

კლიმატი სუბეკვატორულია, ძალზე ნოტიო ცხელი, თვიური ტემპერატურა 26-28 გრადუსამდე აღწევს, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 2300-დან 7500-მდე მილიმეტრია მაისიდან ოქტომბრამდე სჭარბობს სამხ-აღმ-ის პასატი, ხოლო დეკემბრიდან მარტამდე ჩრდ-დას-ის ეკვატორული მუსონები, ბევრია მოკლე მაგრამ წყალუხვი მდინარე.

დიდი ფართობები უჭირავს მარადმწვანე ტროპიკულ ტყეებს, რომელიც მდიდარია ძვირფასი ჯიშის ხეებით მაგ სანდალოზის ხე, რკინის ხე, ებენის ხე, ფიკუსი და ა შ.

სანაპიროებზე გავრცელებულია მანგრული ტყეები, ცხოველთა სამყარო ღარიბია, გვხვდება მფრინავი ძაღლი, ხის ვირთაგვა, გიგანტური ნიანგი, გიგანტური ბაყაყი. განსაკუთრებით მდიდარია ფრთოსანთა და ქვეწარმავალთა სამყარო.

მეურნეობა.

მოსახლეობის მთავარი საქმიანობა არის მიწათმოქმედება, მოჰყავთ ქოქოსის პალმა, ყველაზე მეტი კ იანსზე, აგრეთვე ტკბილი კარტოფილი ბატატი, ბანანი, ანანასი და ტარო-ტარო, ესაა ძირხვენა ნარგავი მაღალი ფართო ფოთლებით, ძირხვენების წონა ხშირად 5-6 კგ-ს აღემატება, ის უმი სახით არ გამოიყენება, შხამიანია, სამაგიეროდ მეტად სასიამოვნოა მოხარშული ან შემწვარი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას პურს უნაცვლებს,.

დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის რეწვასა და მეთევზეობას, ხდება ოქროს მოპოვება, კუნძულებიდან გააქვთ კოპრა, მერქანი, კუს ჯავშანი, ყავა, კაკაო და ა შ.

ვაჭრობაში მთავარი პარტნიორია ავსტრალია და ახ ზელანდია, ფულის ერთეულია ავსტრალიის დოლარი.

ამ კ-ების აღმომჩენად ითვლება ესპანელი ზღვაოსანი ალვარო მენდანა დე ნეირა 1568 წ. აქ ევროპელთა დასახლება იწყება 1860 წლიდან, ხოლო ინგლისის სამფლობელოდ გამოცხადდა 1893 წელს.

კ-ებს მართავს ინგლისის უზენაესი კომისარი წყნარი ოკეანის დას ნაწილში.

1967 წლის კონსტიტუციით კ-ებზე არის საკანონმდებლო საბჭო 14 წევრით, რომლის თავმჯდომარედ ითვლება უზენაესი კომისარი, შემსრულებელ საბჭოში შედის 3 წევრი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / სოლომონის კუნძულები