სომხეთი 

 

 

სომხეთის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: (ჩვენი სამშობლო)

 

დედაქალაქი ერევანი

40°16~N 44°34~E

უდიდესი ქალაქი ერევანი

ოფიც. ენები სომხური

მთავრობა უნიტარული რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი

ქ -პრ.-მინისტრი ტიგრან სარქისიანი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

29,800 კმІ (141-ე)

 

  4.71%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2001 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

3,229,900 (135-ე)

3,002,594

101 ად/კმІ (77-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$16.83 მილიარდი

$5,700 

აგი (2007)  0.775 (საშუალო) (83-ე)

ვალუტა დრამი (AMD)

დროის სარტყელი (UTC +4)

ქ -ზაფხულის დრო (UTC +5)

ქვეყნის კოდი ARM

ccTLD .am

სატელეფონო კოდი +374

 

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: სომხეთის რესპუბლიკა.

ეროვნული: Hajastan Hanrapetutjun.

ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგან - ჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგან - ქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგან - ევროპულ ენებზე (Armenia).

ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AM.

 

 

 

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა ამიერკავკასიაში, ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველოს, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანს, სამხრეთით - ირანს, დასავლეთით - თურქეთს. ფართობი შეადგენს 29.800 კვ.კმ-ს. სომხეთის უმაღლესი მწვერვალი მთა არაგაცი (4095 მ), მნიშვნელოვანი მდინარეები - არაქსი, რაზდანი; ტბა - სევანი. პროვინციები შედგება საქალაქო და სასოფლო კრებებისგან. გუბერნატორები (მაზრპეტები) ინიშნებიან და თავისუფლდებიან მთავრობის მიერ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.

მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.

საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (131 წევრი).

 

 ტერიტორიული მოწყობა

ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 11 ოლქად (მარზი). 10 მარზი + დედაქალაქი, რომელსაც ასევე მარზის სტატუსი აქვს.

 

 

ერევანიოლქი მოსახლეობა

(ათასი) ფართობი

(ათასი) ადმ. ცენტრი

ერევანი 1,267,576 210 ერევანი

არაგაცოტნი 173,667 2,755 აშტარაკი

არარატი 320,941 2,003 არტაშატი

არმავირი 340,343 1,241 არმავირი

გეღარკუნიკი 297,655 3,655 გავარი

ვაიოც-ძორი 70,004 2,406 იეჰეგნაძორი

კოტაიკი 335,934 2,100 რაზდანი

ლორი 402,191 3,791 ვანაძორი

სიუნიკი 167,962 4,505 ღაფანი

ტავუში 165,578 3,120 იჯევანი

შირაკი 370,780 2,679 კუმაირი

დემოგრაფია

მოსახლეობა: 3,326 მლნ (2003), მათ შორის 95,7% სომეხი, 1,7% ქურთი, 1,6% რუსი. 1993 წელს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან გადასახლდა.

სახელმწიფო ენა: სომხური, სხვა ენები - რუსული (2%).

რელიგია: ქრისტიანობა. უმრავლესობა ეკუთვნის სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას (94%), სომხურ-კათოლიკური მრევლი შეადგენს 5%-ს.

დედაქალაქი: ერევანი (1,267 მლნ).

დიდი ქალაქები: ვანაძორი (147 ათასი), გიუმრი (125), ვაღარშაპატი (66), რაზდანი (61).

 

 ეკონომიკა

ქვეყანას აქვს ოქროს მცირე რეზერვი, სპილენძის, მოლიბდენის, თუთიის, ალუმინის რესურსები. საექსპორტოდ აწარმოებენ ქიმიკატებს, კვების პროდუქტებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას. ეროვნული ვალუტა სომხური დრამია (AMD). მნიშვნელოვანი კურორტები: არზნი, დილიჟანი, წახკაძორი, სევანი, ჯერმუკი.

 

 

 

 უახლესი ისტორია

1988 წლიდან ჩართულია სერიოზულ კონფლიქტში აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1992 წლიდან დსთ-ს წევრია.

 

 

 

 კულტურა

არქიტექტურა: ეჩმიაძინი - რელიგიური ცენტრი, ტაძართა კომპლექსი (V -VI სს.), გარნი - ციხე-სიმაგრე და ტაძარი (I ს.), გეჰარდი (მონასტერი); დვინის და ზვარტნოცის სასახლეები და ეკლესიები (III - IV სს.).

ლიტერატურა: სომხური ეპოსი - დავით სასუნცი (IX-X ს.), გლაძორის უნივერსიტეტი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / სომხეთი