ტაჯიკეთი

 

ჰიმნი: სურუდი მილი

 

 

დედაქალაქი დუშანბე

38°33~N 68°48~E

უდიდესი ქალაქი დუშანბე

ოფიც. ენები ტაჯიკური

მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ემომალი რახმონი

ქ -პრ.-მინისტრი აკილ აკილოვი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

143,100 კმІ (95-ე)

 

  0.3%

მოსახლეობა

 - 2006 სავ.

 - 2000 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

7,320,000 (მე-100)

6,127,000

45 ად/კმІ (151-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2005მიახლ.

$8.802 მილიარდი (139-ე)

 

$1,388 (159-ე)

აგი (2007)  0.673 (საშუალო) (122-ე)

ვალუტა სომონი (TJS)

დროის სარტყელი (UTC +5სთ.)

 

ქვეყნის კოდი TJK

CCTLD .tj

სატელეფონო კოდი +992

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ტაჯიკეთის რესპუბლიკა.

ეროვნული: Jumhurii Tojikiston.

ეტიმოლოგია: სახელწოდება სავარაუდოდ თურქული ტასი-საგან უნდა ომდინარეობდეს, რაც მუსლიმს ნიშნავს.

 

 გეოგრაფია

 

ტაჯიკეთის რესპუბლიკაქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. იგი ესაზღვრება ჩინეთს, ავღანეთს, უზბეკეთს და ყირგიზეთს. ფართობი 143.100 კვ.კმ-ს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილი მთებს უკავია, მათ შორის ტიანშანს. ტერიტორიის ნახევარი 3 ათას მეტრზე მაღლა მდებარეობს. ტაჯიკეთის საზღვარი ავღანეთთან გადის ამუ-დარიასა და ფიანჯზე.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ე. რახმონი (1994 წლიდან).

საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (63+33 წევრი).

 

 ტერიტორიული მოწყობა

ტაჯიკეთის ადმინისტრაციული ერთეულებია - 3 ოლქი (ვილოყატ - ხატლონის, სოგდის, კაროტეგინის) და 1 ავტონომიური ოლქი (ვილოყატი მუკჰტორ


 მთიანი ბადახშანი). გარდა ამისა, დედაქალაქ დუშამბეს დაქვემდებარებაშია საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.

 

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 6.863 ათასი (2003), მათ შორის 65% ტაჯიკი, 25% უზბეკი, 3,5% რუსი.

სახელმწიფო ენა - ტაჯიკური. სხვა ენები - რუსული.

 

 

რელიგია - ისლამი.

დედაქალაქი - დუშანბე (590 ათასი), დიდი ქალაქები - ხუჯანდი (ყოფ. ლენინაბადი, 156), კულობი (ყოფ. კულიაბი, 82), კურგონტეპა (ყოფ. კურგან-ტიუბე, 63), უროტეპა (ყოფ. ურა-ტიუბე, 54).

 

 ეკონომიკა

ტაჯიკეთი ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა არა მარტო დსთ-ს სივრცეში, არამედ მსოფლიოში. მისი მთავარი რესურსებია: ჰიდროენერგია, ნავთობის მცირე მარაგი, ურანი, ვერცხლისწყალი, მურა ქვანახშირი, ტყვია, თუთია, ვოლფრამი, ვერცხლი, ოქრო. შემოსავლების წყაროა საექსპორტო პროდუქტები - ბამბა, კვების პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, ლითონები. ეროვნული ვალუტა - სომონი;

 

 

 უახლესი ისტორია

1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1991-1993 წლებში რეგიონულ კლანურ დაჯგუფებებს შორის გაჩაღდა მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირება, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 1997 წელს ცეცხლი შეწყვეტილ იქნა, რამაც 1999 წელს არჩევნების ჩატარება გახადა შესაძლებელი. ქვეყნის სამხრეთ საზღვრებს რუსეთის ჯარი იცავს, რომელიც ამგვარად ანეიტრალებს ავღანეთიდან შუა აზიის რეგიონში ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელების საფრთხეს. 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ტაჯიკეთის ტერიტორიაზე აშშ-ს ბაზა განლაგდა.

 

 

 კულტურა

ტაჯიკეთი კულტურის თვალსაზრისით მჭიდროდაა დაკავშირებული უზბეკეთთან, ირანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ცნობილია შუა საუკუნეების ბევრი ტაჯიკი მოღვაწე, მწერალი თუ მეცნიერი, რომლებიც ირანულ კულტურულ სამყაროსთან ასოცირდება (ომარ ხაიამი, იბნ-სინა და სხვა). საბჭოთა ეპოქაში რეგიონის ეთნოკულტურული თავისებურებების გაუთვალისწინებლად ეროვნულ რესპუბლიკებს შორის საზღვრების ხელოვნურმა დაწესებამ ეს ერთიანობა დაარღვია. ამ ეპოქიდან ცნობილია ტაჯიკური თეატრი და რამდენიმე ნოველისტი

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ტაჯიკეთი