ტუნისი 

 

დედაქალაქი ტუნისი.

ფართობი 163 600 კვ კმ.

მოსახლეობა 9 მილიონი კაცი 2007 წლის მონაცემებით.

სახელმწიფო ენა არაბული.

ტუნისის სახელი არაბულად ალ ჯუნჰურია ათ ტუნისია , რესპუბლიკა მდებარეობს ჩრდ აფრიკაში და ფართო გასასვლელი აქვს ხმელთაშუა ზღვაში.

მოსახლეობის ძირითად მასას შეადგენენ არაბები და ბერბერები, არიან ევროპელებიც.

მოსახლეობის დიდი ნაწილი თავმოყრილია ჩრდილოეთ რაიონებში, ხოლო სამხრეთით უდაბნოში ძალზედ მცირეა.

მნიშვნელოვანი ქალაქებია: სფაქსი, ბიზერტა, ტუსი, კაირაუნი, გაბესი, გაბატონებული რელიგია მაჰმადიანური სუნიზმი.

ეროვნული დღესასწაული დამოუკიდებლობის დღე 25 ივლისი 1957 წ. გამარჯვების დღე 9 აგვისტო 1945 წ.

ტუნისი უძველესი ცივილიზაციის კერაა ძ წ 814 წ ფინიკიელებს ტუნისის ტერიტორიაზე ჰქონდათ ც ციხე-სიმაგრე კართაგენი, ტუნისი როგორც სახელმწიფო აღმოცენდა XI საუკუნიდან, აქ სხვადასხვა დროს ბატონობდნენ არაბები, ესპანელები, თურქები, ფრანგები.

1943 წ ტუნისი ოკუპირებულ იქნა გერმანელებისა და იტალიელების მიერ, 1955 წ საფრანგეთმა ტუნისს მიანიჭა ავტონომია, 1957 წ მონარქია დაემხო.

ბუნებრივი პირობები.

სანაპირო ხაზი განუვითარებელია, ბუნებრივი პირობების მიხედვით მთელი ტერიტორია იყოფა სამ ნაწილად, ჩრდილოეთი ანუ ტელი, ცენტრალური სტეპი და სამხრეთი ნაწილი, დიდი ნაწილისათვის დამახასიათებელია ვაკე რელიეფი, ჩრდ-დას შემოდის საჰარის ატლასის ქედი რომელზედაც მდებარეობს ტუნისის უმაღლესი მწვერვალი გეველ-შაბი 1544 მ, ბევრია მლაშე ანუ სებჰა, ვულკანური წარმოშობისა და დახშული ტბა ანუ შოდი, რომელთა დიდი ნაწილი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს, სამხრეთით განლაგებულია ქვიშიანი უდაბნო ჰამადა, კლიმატი ძირითადად სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვისაა, ტუნისის კლიმატზე გამაზომიერებელ გავლენას ახდენს ხმელთაშუა ზღვა, სამხრეთიდან ხშირად ჰქრის ცხელი და მშრალი ქარი ჰამსინი, ყველაზე მეტი ნალექი მოდის ჩრდილო ტელში, სამხრეთით კი კლებულობს, მთავარი სამდინარო არტერიაა მეჯერდა სიგრძე 640 კმ, რომელიც ალჟირის ტერიტორიაზე გადადის.

მცენარეული საფარით მდიდარია ტელი სადაც ფართოდ არის გავრცელებული მუხა, კორპი, ზეთისხილი, დაფნა და სხვა, სამხრეთით ფინიკის პალმა და ალფა.

 

 

მეურნეობის მხრივ ის აგრარული ქვეყანაა, კოლონიური შედეგების ლიკვიდაციის მიზნით რესპუბლიკაში განხორციელდა დიდი დემოკრატიული გარდაქმნები, ხორციელდება სახალხო მეურნეობის განვითარების ათწლიანი გეგმა.

სოფლის მეურნეობა.

კვლავ რჩება ეკონომიკის საფუძველი, დამახასიათებელია სპეციალიზაცია სამ წამყვან კულტურაზე მარცვლეულზე ძირითადად ხორბალი და ქერი, ვაზსა და ზეთისხილზე, ზეთისხილი და მისი ზეთი ტუნისის ექსპორტის მთავარი საგანია, ვაზი გავრცელებულია ჩრდილო ნაწილში,, ზეთისხილი სანაპირო ზოლზე, აქედან ღვინომასალა ძირითადად საფრანგეთში გააქვთ, ბოლო დროს ფართოდ ვრცელდება ციტრუსოვანები, გავრცელებულია მეხილეობა, თამბაქო და ბამბა, დიდი მნიშვნელობა აქვს ველურად მზარდი მცენარის ალფას დამზადებას მისი გადამუშავება ხდება ქ. კასემირეს ქაღალდის ფაბრიკაში, დამახასიათებელია მოხეტიალე და ნახევრად მოხეტიალე მესაქონლეობის ფორმები,  დიდი რაოდენობით აშენებენ ცხვარსა და აქლემს, სანაპიროზე მისდევენ მეთევზეობას.

მრეწველობაში წამყვანია კვებისა და სამთო-მოპოვებითი დარგები, განსაკუთრებით ფოსფორიტების მოპოვება, რკინის მადნის, პოლილითონებისა და ბუნებრივი გაზის მოპოვება, დიდი პერსპექტივები აქვს ნავთობის მრეწველობას.

მსხვილი საწარმოებიდან აღსანიშნავია  ქიმიური კომპლექსი ქ. გაბესში, მეტალურგიული კომბინატი ქ. მენზელ-ბურგიბაზში, მაუდ-კამვოლისა და კვების დიდი საწარმოები დედაქალაქში.

ტრანსპორტი და საგარეო კავშირ-ურთიერთობანი.

რკინიგზების სიგრძე 1900 კმ-ია, ავტომაგისტრალების 16 500 კმ.

მთავარი საზღვაო ნავსადგურებია ტუნისი, ბიზერტა, თაქსი, სუსი და გაბესი.

ტუნისიდან ძირითადად გააქვთ სამთო-მოპოვებითი და სამეურნეო პროდუქცია. შეაქვთ სამრეწველო საქონელი და მანქანა-მოწყობილობანი.

საგარეო ვაჭრობაში მთავარი პარტნიორები არიან საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ა შ შ, ალჟირი, რუსეთი.

ფულის ერთეულია ტუნისის დინარი.

განათლება.

ბოლო წლებში გახსნილია 3000 დაწყებითი, საშუალო და ტექნიკური სასწავლებელი, არის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი და უნივერსიტეტი, უმაღლესი კომერციული სასწავლებელი, უძველესი მუსლიმანური უნივერსიტეტი ალ ზეიტუნი, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო, ხელოვნების სკოლები, ს ს რ კ-ს დახმარებით აშენებული ტექნიკური ინსტიტუტი, პასტერის აგრონომიულ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ქალაქი-მუზეუმი კართაგენი, რომელიც დიდძალ ტურისტს იზიდავს.

გამოდის გაზეთები ფრანგულ და არაბულ ენებზე, აქვს საკუთარი საინფორმაციო სააგენტო, რადიო და ტელევიზია.

სახელმწიფო წყობილება.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი ირჩევენ 5 წლით 1959 წლიდან პრეზიდენტად მუდმივად აირჩიეს ბურ-გიბა.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი ეროვნული კრება.

პოლიტიკური პარტიები.

ტუნისში ერთადერთი და მმართველია სოციალისტურ-ბუსტური პარტია 1934 წ რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ეროვნული ბურჟუაზია და ინტელიგენცია, იატაკქვეშ მოქმედებს ტუნისის კომუნისტური პარტია როგორც საფრანგეთის კომპარტიის სექცია.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ტუნისი