უელსი 

 

 

უელსი (ინგლისურად - Wales; უელსურად - Cymru) არის დიდი ბრიტანეთის ნაწილი, ისტორიული პროვინცია. უკავია უელსის ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძული ანგლსი. ადმინისტრაციულად იყოფა 8 საგრაფოდ.

 

 

ფართობი - 20,8 ათასი კვ.კმ.

მოსახლეობა - 2,9 მლნ, ძირითადად უელსელები.

ქალაქები (ათ.) - კარდიფი (ჩარდიფფ / ჩაერდყდდ), სუონსი, ნიუპორტი.

ენები - ინგლისური და უელსური (18,7 %).

 

ძველად უელსის ტერიტორია დასახლებული კიმრების კელტური ტომით. ანგლო-საქსონური (5-6 სს.) და ნორმანული (11 ს.) დაპყრობების დროს უელსის ტერიტორიას შეეკედლა ბრიტების ნაწილი. მე-13 საუკუნის ბოლოს დაიპყრო ინგლისმა, მაგრამ უელსი 1536 წლამდე ავტონომიურ სამთავროდ რჩებოდა. 1301 წლიდან ინგლისის ტახტის მემკვიდრეები "უელსის პრინცის" ტიტულს ატარებენ.

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / უელსი